суббота, 4 августа 2018 г.

დიდოელები

                          დიდოელები

                               კავკასიური პოლიტიკა
                                                           
 (მხ. რცხ. „დიდო“. საერთო საკუთარი სახელწოდება დიდობი) — დაღესტანშიწუნტის და ბეჟტის, ნაწილობრივ წუმადის რაიონებში — ისტორიულ დიდოეთში მცხოვრებ ტომთა ჯგუფი. ჩვეულებრივ, ტერმინით „დიდოელები“ იხსენიებენ საკუთრივ დიდოელებს, ანუ ცეზებს (საკუთარი სახელწოდება ცეზი), ჰინუხელებსკაპუჭელებს (საკუთარი სახელწოდება კაპუჭას სუკო ან ბეჟტ'ას სუკო) და ჰუნზიბელებს (საკუთარი სახელწოდება ენზეესი). რაოდენობა 30 ათას კაცამდე აღწევს, თუმცა მონაცემები დაუზუსტებელია — დიდოელები ოფიციალურად ხუნძებად აღირაცხებიან და ცალკე ეროვნებად არ გამოიყოფიან.
დიდოელები ძვ. წ. აღ. II ს.-იდან ახ. წ. აღ. XVIII ს. მეორე ნახევრამდე საქართველოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, ხოლო XVIII ს.-იდან მათი ტერიტორია — ისტორიული დიდოეთი ხუნძახის სახანომ დაიპყრო. ამ დროიდანვე დიდოელთა შორის ვრცელდება ისლამიც. ხუნძახის სახანოს მიერ დიდოელთა მიწების დაპყრობამ შეაფერხა დიდოელი ხალხის ჩამოყალიბება და დღესაც, დიდოურ ტომებს ერთიანი თვითაღქმა მეტად შესუსტებული აქვთ. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დიდოურ ტომთა გაერთიანების პროცესი დღესაც გრძელდება, რასაც ხელს უწყობს ახლად წარმოქმნილი ეროვნული მოძრაობა. ჰინუხელები, კაპუჭელები და ჰუნზიბელები, რომელთაც თავიანთი საშინაო-სამეტყველო ენები აქვთ, ფლობენ ასევე ცეზურ ენასაც. ცეზები ანუ საკუთრივ დიდოელები კი დიდოურ ტომთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვანნი არიან.
იხ. ვიდეო

ვახუშტი ბატონიშვილი დიდოელებს ასე აგვიღწერს:

„ენა აქუთ თჳსი საკუთარი, სარწმუნოებით არიან კერპნი და უმეტეს ეშმაკისა მორჩილნი. რამეთუ იტყვიან: ოდეს დიდმან ალექსანდრემ შემუსრა სარკინეთი, განხვრიტეს მთა იგი ამათ, მოვიდნენ და დაეშენნენ აქა; და მიერითგან არიან მასვე რჯულსა და წესსა ზედა, ვითარცა ჩანს ქცევა-ზნითა მათითა, რამეთუ არა უწყიან სრულიად ღმერთი, არცა ნათესავი და ნათესაობა; ყოველსა სულიერსა სჭამენ. მოგვრის მამა თჳსი მცირესა ძესა თჳსსა ცოლსა და ვიდრე აღიზარდების ძე მისი იგი მცირე, თჳთ მამა თანა-ეყოფის აღრევითა დედაკაცსა მას, ხოლო ოდეს აღიზარდების ძე მისი, მაშინ მისცემს მას ძესა დედაკაცსა მას ცოლად და განუყოფს შვილთაცა, რომელნი უვის მის დედაკაცისა თანა შობილი მამასა: ნახევარს მისცემს ძესა და არს ძე ძისა მისისა, და ნახევარს დაიპყრობს თჳთ და ძმა არს ძისა მისისა, მის ქალისა ქმრისა. და სხვანიცა მრავალნი უკეთურებანი არიან. უვისთ მოხუცებულნი. იგინი ბჭობენ, განარჩევენ და განაგებენ და დააწყნარებენ შფოთსა და დააწყნარებენ. ბრძოლასა შეუმართებელნი და ერგებ-უძლურნი არიან, ავათ მოსილნი, ავმოიარაღენი, ყოველნი სულიად შავით მოსილნი, ეშმაკის კერძობისათჳს, შალითა და ნაბადითა. არამედ სიმაგრის გამო არიან მშვიდობით და მტერტაგან უვნოდ. ჴელოვნება უწყიან ოსთავე მსგავსად, და ამათი ჩოხა-ნაბადი სხვაგვარი: ჩოხა უხაო და ნაბადი ბოჭკომაღალი, ვითარცა ქუნთისა, განა შავი და არა სხვა ფერი. ხოლო ლეკის მჴარე დაიპყრნეს — რომელიმე ლეკთა და მოჰამადიან ჰყვეს, და სხვანი ჰგიეს და არიან ეგრეთვე. და კახეთის მჴრისანი ჰყმობენ კახთა მეპატრონეთა და აძლევენ ხარკთა და არა ლაშკართა, რათა ვიდოდნენ სავაჭროდ კახეთს. ვინათგან ზიდვენ კახეთიდამ საზრდელსა, საშიშლოსა და სახმარსა თჳსთა
მატიანეს გადმოცემით ალექსანდრე მაკედონელი რომ შემოვიდა საქართველოში აქ მტკვრის პირს, სარკინეთს, ციხედიდს, ურბნისს და სხვ. ნახა ერი ბუნთურქი, უბილწესი ზნითა და ჩვეულებითა, მკვდარს არ მარხავდნენ და ჭამდნენ. ისინი გაუმაგრდნენ მაკედონელს სარკინეთში და საქმე რომ გაუჭირდათ გათხარეს გვირაბი და კავკასიის მთებში შეაფარეს თავი. ვახუშტის აზრით ამ ბუნთურქთა შთამომავალნი არიან დიდოელები. პლინიუსი მათ იხსენიებს დიდურებად, რომელიც სიტყვა „დიდი“-დან წარმოიქმნა (დიდი-დიდური) ანუ ციხე-დიდი, რომელიც მათ წინაპრებს ეჭირათ.
2010 დეკემბერში საქართველოს ეწვია დიდოელ ხალხთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის – "აღორძინება" ხელმძღვანელი მაგომედ გამზათოვი, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ნუგზარ წიკლაურს შეხვდა. მან ქართველ კანონმდებლებს დიდოური ენისა და კულტურის გადარჩენის საკითხში დახმარება სთხოვა, მისი განცხადებით: «რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს მიზანმიმართული დისკრიმინაციული პოლიტიკა დიდოელი ხალხის მიმართ, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ მათ არ ჰყავთ საკუთარი წარმომადგენელი დაღესტნის პარლამენტში, ილახება მათი სამოქალაქო უფლებები, არ აქვთ საკუთარ ენაზე განათლების მიღების უფლება, არ უბეჭდავენ დედაენას და სხვა სახელმძღვანელოებს».  მან ასევე აღნიშნა, რომ «დიდოელი ხალხის სურვილია საქართველოს იურისდიქციაში შემოსვლა და საქართველოს პარლამენტის წევრებს ამ თხოვნის დამადასტურებელი 15 ათასამდე დიდოელი ლეკის ხელმოწერა გადასცა».
2011 წლის 6 თებერვალს მაგომედ გამზათოვი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც მისი ნათესავები და ნაცნობები აცხადებენ, გამზათოვის სიკვდლის მიზეზი მისი განზრახ მოწამვლაა.

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...