პანდორას ყუთი
პანდორა ხსნის ზევსის ნაჩუქარ ყუთს
ყოველმხრივ უბედურებათა წყარო (პანდორე–სიტყვასიტყვით ყოველმხრივ დაჯილდოვებულს ნიშნავს)
პრომეთეზე განრისხებულმა ზევსმა უბრძანა ჰეფესტოს, შეემქნა ქალი პანდორა, როგორც კაცობრიობის სასჯელი. ჰეფესტომ მიწისა და წყლისგან შექმნა არსება,რომელსაც ქალღმერთის გარეგნობა და ადამიანის ხმა ჰქონდა, ქალღმერთმა აფროდიტემ პანდორას სინარნარე და მომხიბვლელობა დაანათლა; ჰერმესმა – ეშმაკობა და ვერაგობა; ათენა პალადამ კი ხელსაქმე ასწავლა. პრომეთე გრძნობდა რა მოახლოებულ საშიშროებას, გააფრთხილა თავისი ძმა ეპიმეთევსი, არ მიეღო საჩუქარი ზევსისგან. მიუხედავად პრომეთეს გაფრთხილებისა, ეპიმეთევსმა ცოლად შეირთო პანდორა. ზევსმა საჩუქრად მისცა პანდორას დახურული ყუთი და გააფრხილა, რომ არ გაეხსნა, მაგრამ ვინაიდან ღმერთებმა პანდორას ცნობისმოყვარეობაც დაანათლეს, მან ძალაუნებურად გახსნა ყუთი. გახსნა რა ყუთი, ამოფრინდა ყველანაირი ბოროტება, სიავე, ავადმყოფობა და გავრცელდა მთელ მსოფლიოში. შეშინებულმა პანდორამ ყუთი დახურა და ერთადერთი რაც ყუთში დარჩა, აღმოჩნდა იმედი. ამის შემდეგ ბოლო მოეღო ადამიანთა უდარდელ და ბედნიერ ცხოვრებას. სწორედ აქედან წარმოიშვა და გავრცელდა გამოთქმა – “პანდორას ყუთი“, რომელიც ყოველგვარ უბედურებათა წყაროს ნიშნავს.
პანდორა, პანდორე („ყველასაგან დასაჩუქრებული“) — მაცდური ციური ქალი, პირველი დედაკაცი. მიწისა და წყლისგან შექმნა ჰეფესტომ, თითქოს ათენაც ეხმარებოდა. მერე ყველა ღმერთმა თავისი წილი საჩუქარი უბოძა (ხმა, სილამაზე, მომხიბლაობა), რათა პრომეთეს ძმა ეპიმეთე მოეხიბლა და კაცთა მოდგმის დამღუპველი „საჩუქრებით“ სავსე პანდორას ყუთი ჩამოეტანა დედამიწაზე, — პრომეთეს მოტანილი ცეცხლისათვის სამაგიეროს მისაგებად. „ყოვლისმიმცემი“ პანდორა მიწასთანაც იყო გაიგივებული. მისი პითოსი კი შეცვალეს ყუთით. აფროდიტემ, პეითომ და ქარიტებმაციური მიმზიდველობა უბოძეს, ჰერმესმა — მზაკვრობის, ცბიერებისა და ლამაზი მეტყველების უნარი, ჰორებმა ყვავილებით შეამკეს, ათენამ სამოსი მოუქსოვა, ზევსმა კი მისცა ჭურჭელი (პითოსი), რომელშიაც იყო ყველა მიწიერი უბედურება, ჭირი და კაეშანი. შურისმგებელი ზევსის ასეთი საჩუქრებით მიადგა გონებამოუქნელ ეპიმეთეს, რომელმაც ბრძენი ძმის პრომეთეს გაფრთხილებას ყური არ ათხოვა, ქალი მიიღო, შეირთო, შემდეგ ცნობისმოყვარე პანდორამ ყუთს თავი ახადა და ყველა უბედურება წამსვე ამოფრინდა, მთელს ქვეყნიერებაზე გაიფანტა. შეშინებულმა ქალმა ყუთს თავი დაახურა და შიგ ჩარჩა მხოლოდ იმედი, ცარიელი იმედი, ყველა საზრუნავის სამაგიერო, რაც ყველაზე დიდხანს ცოცხლობ
არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც ეპიმეთეს პანდორა ჰერმესმა მიჰგვარა ზევსის დავალებით, ყუთი კი შემდეგ ჩაუტანა თვითონვე. ამ ყუთიდან ყველა უბედურება რომ გაფრინდა, სწრაფად დახურეს და ხმა შემოესმათ: „მეც ამომიშვით, რომ უბედურებაში ნუგეში გცეთ!“ ამოფრინდა ქალწული, პეპელასავით გაფრინდა, ფრთა გაჰკრა ცოლ-ქმარს, გაამხიარულა და თქვა: „მე ვარ იმედი!“
პანდორას ყუთი ზევსის ცბიერებისა და სისასტიკის ნაყოფია, ჩლუნგი ტირანების მსგავსად რომ კაცთაგან მსხვერპლს ითხოვდა და ცეცხლს კი ამადლიდა. პანდორა დედამიწაზე დარჩა და ეპიმეთესგან ეყოლა პირო.
Комментариев нет:
Отправить комментарий