вторник, 7 августа 2018 г.

პრუსია

                                     პრუსია  

                                                                     Flag of Prussia
                                                                               გერბი
                                                                            ისტორია
      (გერმ. Preußenლათ. Borussia, Prussia, Pruteniaპოლ. Prusyრუს. Пруссияლიტვ. Prūsija) — ცენტრალურაღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გერმანელ ფეოდალთა სამხედრო ექსპანსიის შედეგად შექმნილი სახელმწიფო, რომელიც გერმანიაში მილიტარიზმისა და რეაქციის დასაყრდენი იყო. საბოლოოდ მოისპო II მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის განადგურების შედეგად.ისპო II მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის განადგურების შედეგად.



პრუსიის ბირთვი იყო ბრანდენბურგის საკურფიურსტო და ტევტონთა ორდენის სახელმწიფო. 1618 წელს შეიქმნა ბრანდენბურგ-პრუსიის გაერთიანებული სახელმწიფო, რომელიც ბრანდენბურგის კურფიურსტებს ემორჩილებოდა. ეს სახელმწიფო ჰოენცოლერნების დინასტიურ და იუნკერთა ინტერესებს იცავდა. პრუსიაში ბატონყმობის უმკაცრესი ფორმები გავრცელდა (ე.წ. „ბატონყმობის მეორე გამოცემა“), ხოლო მილიტარიზმი ჰოენცოლერნების სახელმწიფოს გაბატონებული და დამახასიათებელი ტენდენცია გახდა. 1701 წელს კურფიურსტმა ფრიდრიხ III-ემ „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორისაგან მეფის ტიტული მიიღო. ბრანდენბურგ-პრუსიის საკურფიურსტო სამეფოდ გადაიქცა. ფრიდრიხ II-ის (1740-1786) დროს პრუსიის არმია დასავლეთ ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვანი გახდა; განმტკიცდა მილიტარისტული პოლიტიკურ-ბიუროკრატიიული რეჟიმი (ე.წ. პრუსიულობა). მკაცრად ახშობდნენ თავისუფალი აზრის ყოველგვარ გამოვლენას.
                                               
 (გერმ. Friedrich Wilhelm von Brandenburg16 თებერვალი 1620შპრეეს კელნი — 29 აპრილი 1688პოტსდამი) — ბრანდენბურგის კურფიურსტი, რომელსაც შეარქვეს „დიდებული კურფიურსტი“ (გერმ. Großer Kurfürst), და პრუსიის ჰერცოგი ჰოენცოლერნების დინასტიიდანკურფიურსტ გეორგ ვილჰელმისა და ელიზაბეტ შარლოტ პფალცელის ვაჟი, ბრანდენბურგ-პრუსიის სახელმწიფო

ავსტრიული მემკვიდრეობისათვის ომის (1740-48) დროს პრუსიამ ხელთ იგდო სილეზიის უმეტესი ნაწილი. შვიდწლიან ომში(1756-63) პრუსიას სურდა, დაეპყრო საქსონიაპომორიეს ჯერ კიდევ დაუპყრობელი ნაწილი და კურლანდია; განემტკიცებინა თავისი გავლენა გერმანულ წვრილ სახელმწიფოებზე, მაგრამ ფრიდრიხ II-ის არმია რუსეთისჯარებთან გროსეგერსდორფსა (1757) და კუნერსდორფთან (1759) ბრძოლებში დამარცხდა, ხოლო 1760 წელს რუსეთის ჯარმა პრუსიის დედაქალაქი ბერლინი დაიკავა. მხოლოდ უთანხმოებამ მოკავშირეებს (ავსტრია, რუსეთი, საფრანგეთი) შორის და რუსეთში პეტრე III-ის გამეფებამ, რომელიც ყოველივე პრუსიულისა და ფრიდრიხ II-ის თაყვანისმცემელი იყო, იხსნა პრუსია კატასტროფისაგან. პეტრე III-ემ ზავი დადო და კავშირი დაამყარა ფრიდრიხ II-სთან. რუსეთსა და ავსტრიასთან ერთად რეჩ პოსპოლიტის სამ დანაწილებაში (177217931795) მონაწილეობამ პრუსიას შესძინა პოზნანი, ქვეყნის ცენტრალური რაიონები ვარშავითურთ, აგრეთვე გდანსკითორნი და სხვა ტერიტორიები. XVIII საუკუნის ბოლოსთვის პრუსიის ტერიტორია 300 ათ. კმ² გაფართოვდა. საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს პრუსია პირველი ანტიფრანგული კოალიციის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო, მაგრამ 1795 წელს იძულებული გახდა საფრანგეთთან სეპარატისტული ბაზელის ზავი დაედო. 1806 წელს პრუსია IV ანტიფრანგულ კოალიციაში მონაწილეობდა, მაგრამ ნაპოლეონ I-მა იენასა და აუერშტედტთან ბრძოლებში პრუსიის არმია გაანადგურა. ტილზიტის ზავით (1807) პრუსიამ თავისი ტერიტორიის თითქმის ნახევარი დაკარგა. პრუსიის განადგურებამ ჰ.ფ.კ. შტაინი და კ.ა. ჰარდენბერგი აიძულა, ბურჟუაზიული ხასიათის რეფორმები (გლეხობის გათავისუფლება პირადი ბატონყმობის დამოკიდებულებისაგან 1807 წ. და სხვა.) გაეტარებინათ; აგრეთვე სამხედრო რეფორმა (მოამზადეს გ. შარნჰორსტმა და ა.ვ.ა. გნაიზენაუმ). 1812 წელს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ პრუსიამ ჯარი მისცა ნაპოლეონ პირველს რუსეთზე თავდასხმაში მონაწილეობის მისაღებად. ვენის ტრაქტატით 1815 წელს პრუსიამ მიიღო საქსონიის ტერიტორიის ნაწილის 2\3, მიწები რაინზე (რაინის ოლქი, ვესტფალია). 1834 წ. შექმნილი საბაჟო კავშირის მთავარი მონაწილე პრუსია იყო. 1848 წ. ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის დროს პრუსიის მხედრიონმა ჯერ პოზნანის აჯანყება ჩაახშო, შემდეგ კი გერმანიის დემოკრატიულ და რევოლუციურ ძალებს გაუსწორა ანგარიში. 1850 წელს ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც 1918 წლამდე მოქმედებდა. კაპიტალიზმის განვითარება სოფლის მეურნეობაში გლეხობისათვის მტკივნეული ე.წ. პრუსიული გზით წარიმართა. პრუსიის მთავრობა დაეხმარა ცარიზმს პოლონეთის განმათავისუფლებელი აჯანყების 1863-64 წწ. ჩაქრობაში, რითაც უზრუნველყო რუსეთის კეთილდამოკიდებულება პრუსიის მიმართ მისი გერმანიაში ჰეგემონობისათვის ბრძოლის დროს. პრუსიის გამარჯვებამ დანიასთან 1864 წ. ავსტრიასთან 1866 წ. ომებში განაპირობა გერმანიის გაერთიანება პრუსიის ხელმძღვანელობით. 1867 წელს პრუსიამ ჩრდილოგერმანული კავშირი შექმნა. 1870-71 წწ. პრუსია ეომებოდა საფრანგეთს, რის შედეგადაც ხელთ იგდო საფრანგეთის ოქლები: ელზასი და აღმოსავლეთი ლოთარინგია. მიიღო 5 მლრდ ფრანკი კონტრიბუცია. 1871 წლის 18 იანვარს გამოცხადდა გერმანული იმპერიის შექმნა. გაერთიანებულ გერმანიაში პრუსიამ შეინარჩუნა გაბატონებული მდგომარეობა, პრუსიის მეფე გერმანიის იმპერატორიც იყო. პრუსია-გერმანიის მილიტარისტებმა დიდი როლი ითამაშეს I მსოფლიო ომის 1914-1918 წწ. გაჩაღებაში. ნოემბრის რევოლუციამ (1918) ჰოენცოლერნების დინასტია დაამხო, მაგრამ მონოპოლიებმა და იუნკრობამ შეინარჩუნეს თავიანთი ბატონობა. ვაიმარის რესპუბლიკაში პრუსიამ (რომელიც ერთ-ერთი პროვინცია გახდა) შეინარჩუნა თავისი უპირატესი როლი ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში. გერმანიაში ფაშისტური დიქტატურის დამყარების (1933 წლის იანვარი) შემდეგ პრუსიის სახელმწიფო აპარატი „მესამე იმპერიის“ სახელმწიფო აპარატს შეერწყა. 1947 წლის 25 თებერვალს საკონტროლო საბჭომ გერმანიაში მიიღო კანონი პრუსიის სახელმწიფო ლიკვიდაციის შესახებ


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...