воскресенье, 5 августа 2018 г.

ლიტვის დიდი სამთავრო

                      ლიტვის დიდი სამთავრო

                                   
                                         ლიტვის დიდი სამთავრო 13-15 საუკუნეებში
ფეოდალური სახელმწიფო XII-XVI საუკუნეებში ახლანდელი ლიტვისბელარუსის და უკრაინის ტერიტორიებზე.

ისტორიული ექსკურსი


IX-XII საუკუნეებში ლიტვაში ფეოდალური ურთიერთობები ვითარდებოდა. პირველყოფილი თემური წყობილების რღვევისა და ფეოდალიზმის დამკვიდრების შედეგად, წარმოიშვა სახელმწიფო, რომელსაც XII საუკუნის 30-იან წლებში ლიტვის დიდი სამთავრო ეწოდა. ეს პროცესი დააჩქარა გერმანელ ჯვაროსანთა აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობამ. ქვეყნის განმტკიცების მიზნით დიდმა მთავარმა იაგაილომ (1377-1392პოლონეთთან დადო კარევოს უნია 1385 წელს. 1410 წელს გრიუნვალდის ბრძოლაში ლიტვის, რუსეთისა და პოლონეთის ჯარებმა გაანადგურეს ტევტონი რაინდები და შეაჩერეს მათი აგრესია. ლიტვაში, სადაც წარმართული რელიგია ბატონობდა, XIV საუკუნის მიწირულიდან ძალით დაიწყო კათოლიციზმის გავრცელება. ამავე პერიოდში ხდებოდა გლეხთა მასობრივი დაყმევება. ლიტვის დიდი მთავრები ცდილობდნენ რუსეთისთვის სადაო მიწები წაერთმიათ. მაგრამ, მოსკოვის ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნამ და გაძლიერებამ შეაჩერა მათი წინსვლა აღმოსავლეთით. XVI საუკუნის პირველი ნახევრიდან მოსკოვ-ლიტვის ომების (1500-1503, 1507-1508, 1512-1522, 1534-1537) შედეგად, ლიტვის დიდმა სამთავრომ დაკარგა სმოლენსკიჩერნიგოვიბრიანსკინოვგოროდ-სევერსკი და დღევანდელი რუსეთის სხვა მიწები. ქვეყანაში კლასობრივი ბრძოლის გამწვავებამ და ლივონიის ომში წარუმატებლობამ განაპირობა ლიტვის დიდი სამთავროს გაერთიანება პოლონეთთან 1569 წელს ლუბლინის უნიით, რომელსაც რეჩ პოსპოლიტა ეწოდა
                                    

                       კლაიპედის მხარე

მემელ-ლანდის (კლაიპედის მხარის) რუკა
კლაიპედის მხარე (ლიტვ. Klaipėdos kraštas) ან მემელის მხარე (გერმ. Memelland) — პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში ამ სახელით მოიხსენიებოდა პრუსიის ის ნაწილი, რომელიც მდინარე ნემანისჩრდილოეთით მდებარეობს. 1920 წელს იგი მოკავშირეთა და ასოცირებულ უფლებამოსილ მხარეთა მიერ ფრანგულ მმართველობას გადაეცა, 1923 წელს კი ანექსირებულ იქნა ლიტვის მიერ. ამ რეგიონის აღსანიშნავად გერმანულენოვან სივრცეში დღემდე გამოიყენება ტერმინი მემელ-ლანდიმემელის მიწა.
1939 წელს კლაიპედის მხარეში 145.000 ადამიანი ცხოვრობდა. უდიდესი ქალაქი იყო კლაიპედა (გერმანულად მემელი) 40 000 მცხოვრებით, მას მოსდევდა შილუტე (გერმანულად ჰაიდეკრუგი) 5 000 და პაგეგიაი(პოგეგენი) 2 800 მცხოვრებით.
                                             
                                                          იატვიაგები VIII საუკუნის რუკაზე
იატვიაგები — ბალტიური წარმოშობის ტომები, ახლოს დგანან პრუსებთან. იატვიგები მონაწილეობდნენ, ლატვიელებისლიტველებისპოლონელებისა და ბელორუსების ეთნოგენეზში.
XVII საუკუნეში იატვიაგების ტომები ცხოვრობდნენ მდინარეების ნარევისა და ნემანის შუამდინარეთში. XVII საუკუნიდან მთლიანად მოხდა იატვიაგების ასიმილაცია ლიტველებთანბელორუსებთან და მაზოვიელებთან.



.

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...