რამხელა იყო 1921 წლამდე საქართველო
აქ თუ ვინმე ხედავს ავტონომიებს ეხლა რომ გავიძახით და ნახეთ თუ სადამდე იყო ტერიტორია განსაკუთრებით რუსების მხარეს და ამ ისტორიით უნდა გავზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა ქართული ისტორია უნდა იყო ჩამჭრელი გამოცდებისას და არა უნარ ჩვევები. ხოლო მოქალაქეობის მიცემის შემთხვევაში საქართველოს ისტორია უნდა იყოს სავალდებულო თუ გვინდა სახელმწიფოს მშენებლობა ასეთი დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია. განვიხილოთ რა მოხდა და რა დაიკარგა.
გარდა ამისა პირველი კლასიდან უნდა ასწავლო სკოლებში საქარტველოს ისტორია აქ მთავარი არა არის ნიშნის დაწერა არამედ ცოდნაა. უფრო მესტსაც ვიტყვი საჯარო პირებისთვისაც უნდა იყოს სავალდებულო საქართველოს ისტორიის ცოდნა და გამოცდებს უნდა აბარაბდნენ ეს კანონში უნდა ეწეროს.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა | ||||||
დემოკრატიული რესპუბლიკა | ||||||
| ||||||
| ||||||
ჰიმნი დიდება | ||||||
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წელს
| ||||||
დედაქალაქი | ტფილისი | |||||
უდიდესი ქალაქები | ტფილისი, სოხუმი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ართვინი, გორი, ოზურგეთი, სოჭი | |||||
ენები | ქართული | |||||
რელიგია | მართლმადიდებლობა | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
მთავრობის თავმჯდომარე | ||||||
- | 1918 | ნოე რამიშვილი | ||||
- | 1918-1921 | ნოე ჟორდანია | ||||
ისტორია | ||||||
- | შეიქმნა | 26 მაისი 1918 | ||||
- | საბჭოეთის შეჭრა | 11 თებერვალი, 1921 | ||||
- | მიღებულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია | 21 თებერვალი, 1921 | ||||
- | საბჭოეთის მიერ ანექსია | 25 თებერვალი, 1921 | ||||
- | გაუქმდა | 25 თებერვალი 1921 | ||||
ფართობი | ||||||
- | 1919 | 107,600 კმ² (41,545 მლ²) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 1919 წელი | 2,500,000 | ||||
სიმჭიდროვე | 23.2 /კმ² (60.2 /მლ²) | |||||
ვალუტა | ქართული მანეთი | |||||
დღეს ამ ტერიტორიაზე | საქართველო სომხეთი აზერბაიჯანი თურქეთი რუსეთი |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა — პირველი რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე, შეიქმნა 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ. მას ესაზღვრებოდა რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ჩრდილოეთით, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი — სამხრეთით. მოსახლეობა შეადგენდა 2,5 მლნ-ს, ფართობი — 107,600 კვ.კმ-ს. დედაქალაქი — თბილისი. სახელმწიფო ენა — ქართული.
ისტორია
ისტორია
1917 წლის გაზაფხულზე, რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, მეფისნაცვალმა ნიკოლოზ რომანოვმა თავისთან მიიწვია თბილისის ქალაქის თავი ალექსანდრე ხატისოვი, ასევე პოლიტიკურ პარტიათა და საზოგადოების წარმომადგენლები და განუცხადა, რომ იგი ტოვებდა თბილისს და სთხოვდა მასთან შეკრებილთ, ეზრუნათ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და ქვეყნის უშიშროებაზე. რუსეთის იმპერიის მოულოდნელმა აღსასრულმა ქართულ პოლიტიკურ ელიტაში დაბნეულობა გამოიწვია. ნოე ჟორდანიას სიტყვებით მათ რევოლუცია „ფოსტით მიიღეს“. ვერც ანტირუსული განწყობილებით ცნობილმა ეროვნულ-დემოკრატებმა შეძლეს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა. რუსეთის დროებითმა მთავრობამ კავკასიაში დანიშნა ხელისუფლების სამხარეო ორგანო - ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატი (ოზაკომი), რომელიც ეროვნული და პარტიული პრინციპით იყო შექმნილი. რეალურად კი ორხელისუფლებიანობა დამყარდა. ოზაკომის გვერდით არსებობდა მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოები, რომელთა თავმჯდომარედაც ნოე ჟორდანია აირჩიეს და რომელსაც ეპყრა ხელთ რეალური ძალაუფლება.
1917 წლის აპრილის ქართულ პოლიტიკურ ძალთა ორგანიზების მიზნით მოწვეულ იქნა საქართველოს პირველი და მეორე ინტერპარტიული კრებები, რომლებზეც წარმოდგენილი იყვნენ სოციალ-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები, სოციალისტ-რევოლუციონერები. მიუხედავად უთანხმოებისა, ინტერპარტიულმა კრებებმა სამოქმედო პროგრამის განსაზღვრა შეძლეს. ინტერპარტიული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი გახდა. ქართული პოლიტიკური ელიტა მომავლის ძიებაში იყო, როცა უკვე რუსეთში მესამედ კარდინალურად შეიცვალა პოლიტიკური ვითარება. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ადგილობრივმა გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალებმა არ ცნეს საბჭოთა ხელისუფლება. 1917 წლის 19 ნოემბერს შედგა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სხვადასხვა ხალხების წარმომადგენლები. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია გახდა. ეროვნული საბჭო პრაქტიკულად საქართველოს მთავრობის ფუნქციას ასრულებდა. 15 ნოემბრიდან თბილისში ამოქმედდა ამიერკავკასიის კომისარიატი (თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი). ამიერკავკასიის კომისარიატისშექმნით ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ პოლიტიკოსებს სურდათ, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა რუსეთის მთავრობის მიერ ამიერკავკასიის სამხარეო ხელისუფლების ორგანოს დანიშვნას, ანუ ამიერკავკასიაზე საბჭოთა რუსეთის მთავრობის იურისდიქციის გავრცელებას. რუსეთის დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიელ დეპუტატთაგან შეიქმნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო — ამიერკავკასიის სეიმი.
რუსეთის კავკასიის არმია ბოლშევიკური აგიტაციის შედეგად უმართავ ძალად იქცა. საბჭოთა რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, სწორედ ამ სამხედრო ძალით მოეხდინა ამიერკავკასიის ოკუპაცია. 1918 წლის იანვარში კავკასიის ფრონტზე განლაგებული არმიის ნაწილებმა ფრონტის ხაზები მიატოვეს და თბილისისკენ დაიძრნენ. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ახალშექმნილმა ქართულმა რეგულარულმა ჯარმა (პირველმა ქართულმა კორპუსმა) და სახალხო გვარდიის ნაწილებმა შეძლეს რუსეთის არმიის შეჩერება. რუსები იძულებულნი გახდნენ, თბილისის ოკუპაციაზე ხელი აეღოთ და ბაქოსკენ დაიხიეს. ამიერკავკასიის კომისარიატმა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობები არ ცნო. 1918 წლის პირველ აპრილს ოსმალეთმა ბათუმის ოლქი, გურიის ნაწილი და სამცხე-ჯავახეთი დაიკავა. 1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასიის სეიმმა გამოაცხადა დამოუკიდებელი სახელმწიფოს - ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა. ამიერკავკასიის დელეგაცია ოსმალეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებისათვის გაემგზავრა ბათუმში, სადაც დელეგაციათა ერთადერთი შეხვედრა 1918 წლის 11 მაისს გაიმართა. ბათუმის მოლაპარაკებაზე გაირკვა, რომ ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკას შინაგანი წინააღმდეგობა ღრღნიდა. სულ უფრო აშკარა ხდებოდა, რომ ქართველები გერმანოფილურ, სომხები ანგლოფილურ, ხოლო აზერბაიჯანელები თურქოფილურ ორიენტაციას აღიარებდნენ. გენერალმა ოტო ფონ ლოსომ აკაკი ჩხენკელს განუცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში გერმანიის იმპერია ოსმალეთის აგრესიისგან ამიერკავკასიის ფედერაციას ვერ დაიცავდა, ხოლო თუ ქართველებს გერმანიის მფარველობა სურდათ, უნდა გამოეცხადებინათ დამოუკიდებლობა, ანუ ამიერკავკასიის რესპუბლიკა უნდა დაშლილიყო. გენერალი ოტო ფონ ლოსო ქართველებს პირდებოდა, რომ ამ შემთხვევაში იგი იშუამდგომლებდა გერმანიის იმპერიის მთავრობის წინაშე საქართველოს დაცვის თაობაზე.
1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა და იმავე დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. მომდევნო დღეებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აგრეთვე სომხეთმა და აზერბაიჯანმა.
დამოუკიდებლობის გამოცხადება
1918 წლის 24 მაისს, ფრეილინის ქუჩაზე, ეროვნული საბჭოს რეზიდენციაში გაიმართა ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. კრებაზე განიხილეს აკაკი ჩხენკელის მიერ 1918 წლის 23 მაისს გამოგზავნილი წერილი. სხდომა 24 მაისს, ღამის 11 საათზე გაიხსნა. ჟორდანიამ დამსწრეთ გააცნო ბათუმიდან აკაკი ჩხენკელის მიერ გამოგზავნილი წერილის შინაარსი, სადაც იგი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას ითხოვდა. 25 მაისს საღამოს 10 საათზე უნდა შეკრებილიყო ამიერკავკასიის სეიმი, რომელიც ამიერკავკასიის რესპუბლიკას დაშლილად გამოაცხადებდა. მოგვიანებით, სეიმის სომეხი და აზერბაიჯანელი დეპუტატების თხოვნით, სხდომა გადაიდო 26 მაისის დღის 12 საათისთვის. ნოე ჟორდანიამ დააყენა წინადადება: საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ მას შემდეგ, რაც სეიმი დაშლილად გამოაცხადებდა ამიერკავკასიის ფედერაციას. კენჭისყრის შედეგად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუყოვნებლივ, 25 მაისს ხმა მისცა ექვსმა წევრმა, 26 მაისს გამოცხადებას — ოთხმა წევრმა. 25 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადება მაინც ვერ მოხერხდა, რადგან აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი სრულყოფილი არ იყო და გადამუშავებას საჭიროებდა. ქტის ტექსტის გადამუშავება და მისი საბოლოო ვარიანტის მომზადება ნოე ჟორდანიას დაევალა. საბოლოოდ აქტი იურისტმა გვაზავამ შეადგინა და წინასწარ გააცნო ჟორდანიას. მასში გარდა ნაციონალური დებულებებისა, იყო შეტანილი სოციალური საკითხებიც: რვა საათიანი სამუშაო დღე, მამულების კონფისკაცია და სხვ. ჟორდანიამ ამოიღო სოციალური დებულებები, როგორც შესაძლო გამთიშველი ელემენტები და დატოვა მხოლოდ ნაციონალურ-პოლიტიკური საკითხები.
1918 წლის 26 მაისს გოლოვინის პროსპექტზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა გაიმართა, რომელმაც ნაშუადღევის 3 საათზე ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა. იმავე დარბაზში, ნაშუადღევის 4 საათსა და 50 წუთზე ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა. მას 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა. ნოე ჟორდანია სიტყვით გამოვიდა და მისი დასრულების შემდეგ წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი". ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად დაამტკიცა. ამაზე სხდომაზე დაამტკიცეს სამინისტროების რაოდენობა და მთავრობის პერსონალური შემადგენლობა. ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის ეწოდებინათ საქართველოს პარლამენტი. დამოუკიდებლობის აქტი შემდგომ დაადასტურა და ოფიციალურად გამოსცა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, პირველსავე სხდომაზე, 1919 წლის 12 მარტს. დამოუკიდებლობის აქტში ნათქვამი იყო:
- ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
- დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა — დემოკრატიული რესპუბლიკა.
- საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა.
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის.
სახელმწიფო ხელისუფლება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო პარლამენტი (დამფუძნებელი კრება), ხოლო აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო (მთავრობა), რომელიც ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის წინაშე. 1918 წლის მთავრობა კოალიციური იყო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის შემადგენლობა ასეთი იყო:
- მთავრობის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი — ნოე რამიშვილი.
- საგარეო საქმეთა მინისტრი — აკაკი ჩხენკელი.
- სამხედრო მინისტრი — გრიგოლ გიორგაძე.
- ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი — გიორგი ჟურული
- იუსტიციის მინისტრი — შალვა ალექსი-მესხიშვილი.
- სახალხო განათლების მინისტრი — გიორგი ლასხიშვილი.
- მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი — ნოე ხომერიკი
- გზათა მინისტრი — ივანე ლორთქიფანიძე.
1919 წლის მარტში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60%-მა. დამფუძნებელმა კრებამ შეცვალა ეროვნული საბჭო და დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისის აქტის სამართლებრივი ძალმოსილება. დამფუძნებელ კრებაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შემდეგ მთავრობა მხოლოდ ამ პარტიამ დააკომპლექტა.
საშინაო მდგომარეობა
არსებობის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ხელმძღვანელობამ შეძლო მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება: დაადგინა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრები, ქართული ენა გამოაცხადა სახელმწიფო ენად, განახორციელა სასამართლო რეფორმა, ჩამოაყალიბა ეროვნული გვარდია და რეგულარული არმია, ჩამოაყალიბა ადგილობრივი მართვის ორგანოები, პროფესიული კავშირები, მიიღო რესპუბლიკის კონსტიტუცია.
ამასთან ერთად მძიმე რჩებოდა ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა, რასაც აქტიურად იყენებდნენ ოპოზიციური ძალები, უპირველეს ყოვლისა - ბოლშევიკები. მათი ხელშეწყობით ადგილი ჰქონდა მუშათა გაფიცვებს და გლეხთა აჯანყებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მიუხედავად ამისა, მკაცრი პოლიტიკური დისციპლინის წყალობით, თავიდან იქნა აცილებული რუსეთის ტერიტორიიდან სამოქალაქო ომის გავრცელების საშიშროება.
საგარეო მდგომარეობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-ფაქტო აღიარება
ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც დე-ფაქტო დასტური მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, თურქეთი იყო (1918 წლის 3 ივნისი). თურქეთმა თავისი პოლიტიკური განზრახვა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-იურე აღიარებითაც დაადასტურა. შემდეგი სახელმწიფო, რომელმაც საქართველო დე-ფაქტო აღიარა, გერმანია იყო (1918 წლის 10 ივნისი).
სულ საქართველოს დამოუკიდებლობა დე-ფაქტო სცნეს შემდეგმა სახელმწიფოებმა:
- თურქეთი — 1918 წლის 3 ივნისი
- გერმანია — 1918 წლის 10 ივნისი
- ავსტრია — 1918 წლის 18 ივნისი
- არგენტინა — 1919 წლის 15 სექტემბერი
- იტალია — 1920 წლის 12 იანვარი
- საფრანგეთი — 1920 წლის 12 იანვარი
- დიდი ბრიტანეთი — 1920 წლის 12 იანვარი
- იაპონია — 1920 წლის 7 თებერვალი
- ჩეხოსლოვაკია — 1920 წლის 8 აპრილი
- რუსეთი — 1920 წლის 7 მაისი
- ბელგია — 1920 წლის 26 აგვისტო
- პოლონეთი — 1921 წლის 28 იანვარი
იხ ვიდეო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-იურე აღიარება
მიუხედავად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური ინსტიტუტების სტაბილურობისა, საბჭოთა რუსეთიც და დასავლეთის ქვეყნებიც თავს იკავებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებისაგან. ისინი ქართულ საკითხს რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში განიხილავდნენ და თავს არიდებდნენ მასთან ურთიერთობების გაფუჭებას.
მდგომარეობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თვით რუსეთმა ცნო დე იურე საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს მოხდა ორ ქვეყანას შორის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელმაც ხელი შეუწყო ახალგაზრდა სახელმწიფოს სუვერენიტეტისადმი პატივისცემის ზრდას. ამის შედეგი — საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება რიგი ქვეყნების მიერ. სულ საქართველოს დამოუკიდებლობა დე-იურე აღიარეს შემდეგმა სახელმწიფოებმა (დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც გრძელდებოდა):
- თურქეთი — 1918 წლის 3 ივნისი
- რუსეთი — 1920 წლის 7 მაისი
- გერმანია — 1920 წლის 24 სექტემბერი
- შვეიცარია — 1920 წელი
- ბელგია — 1921 წლის 27 იანვარი
- საფრანგეთი — 1921 წლის 27 იანვარი
- ინგლისი — 1921 წლის 27 იანვარი
- იტალია — 1921 წლის 27 იანვარი
- იაპონია — 1921 წლის 27 იანვარი
- ავსტრია — 1921 წლის 17 თებერვალი
- რუმინეთი — 1921 წლის 18 თებერვალი
- ჰაიტი — 1921 წლის 9 მარტი
- ლიბერია — 1921 წლის 28 მარტი
- მექსიკა — 1921 წლის 14 აპრილი
- პანამა — 1921 წლის 26 აგვისტო
- სიამი — 1921 წლის 20 ნოემბერი
- ლუქსემბურგი — 1922 წლის 23 თებერვალი
ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია
1920 წლის დასაწყისში საბჭოთა რუსეთმა სამოქალაქო ომში გარდატეხას მიაღწია: მოიგერია პოლონეთის არმიისა და თეთრგვარდიელი გენერლის ვრანგელის შემოტევები, შემდეგ კი დაამარცხა დენიკინის არმია და ამიერკავკასიის საზღვრებს მიუახლოვდა. აპრილში XI არმიამ აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა, მაისის დასაწყისში კი შემოიჭრა საქართველოში, მაგრამ უშედეგოდ. მისი შემდგომი ცდები ოკუპაციისა დროებით აღკვეთა საბჭოთა რუსეთთან 1920 წლის 7 მაისს გააფორმებულმა ხელშეკრულებამ. საქართველოს მთავრობა იმედოვნებდა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუშლიდა წითელი არმიის შემოსვლას საქართველოში. 1920 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის ბედი გაიზიარა სომხეთმაც, რამაც გარდაუვალი გახადა საქართველოს გასაბჭოებაც.
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა არმია (მე-11, მე-9, მე-3, მე-13 არმიები, ბუდიონის და ჟლობის კავალერიები) რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა თბილისი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის 17 მარტს დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. საბრძოლო მოქმედებები მარტის მეორე ნახევრამდე გრძელდებოდა.
გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც ფორმალურად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, რაც აღიარებულ იქნა 1921 წლის 21 მაისის ახალი ხელშეკრულებით და 1922 წლის კონსტიტუციით, თუმცა იურუდიული ფორმა არ შეესაბამებოდა პოლიტიკურ სინამდვილეს.
იხ ლინკზე საქართველოს რუქებზე
რა ტერიტორიები დაიკარგა ეწ გასბჭოების სინამდვილეში კი ოკუპაციის შემდეგ და ის რაც დღეს ხდება ოკუპაციის სახით არ დაწყებულა არც 90-ინა წლებში არამედ გაცილებით ადრე დაიწყო..
იხ. ვიდეო - იხ. ვიდეო - ქართული დოკუმენტალისტიკა - სატელეგრაფო ოკუპაცია (გაფართოებული ვერსია) - ფილმი ეხება ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს გასაბჭოების ისტორიას. კერძოდ, ფილმში ნაჩვენებია ბოლშევიკური პარტიის ლიდერებსა და ბოლშევიკური პარტიის კავკასიის ბიუროს შორის არსებული საიდუმლო მიმოწერა, სადაც ჩანს თუ როგორ ამზადებდა რუსეთი გასაბჭოების ოპერაციას.
იხ ლინკზე საქართველოს რუქებზე
რა ტერიტორიები დაიკარგა ეწ გასბჭოების სინამდვილეში კი ოკუპაციის შემდეგ და ის რაც დღეს ხდება ოკუპაციის სახით არ დაწყებულა არც 90-ინა წლებში არამედ გაცილებით ადრე დაიწყო..
იხ. ვიდეო - იხ. ვიდეო - ქართული დოკუმენტალისტიკა - სატელეგრაფო ოკუპაცია (გაფართოებული ვერსია) - ფილმი ეხება ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს გასაბჭოების ისტორიას. კერძოდ, ფილმში ნაჩვენებია ბოლშევიკური პარტიის ლიდერებსა და ბოლშევიკური პარტიის კავკასიის ბიუროს შორის არსებული საიდუმლო მიმოწერა, სადაც ჩანს თუ როგორ ამზადებდა რუსეთი გასაბჭოების ოპერაციას.
გარდა ამისა, ფილმში ასახულია პირველი მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო მდოგმარეობაც, რომლის მსხვერპლი გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
სცენარის ავტორი მიხეილ ბასილაძე;
რეჟისორი ლევან ახობაძე.
სოჭის კონფლიქტი
შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ბოლშევიკურ რუსეთს-ს და თეთრ რუსეთს შორის 1918—1919 წლებში. ომის მონაწილე მხარეების მიზანი იყო შავიზღვის პირა ტერიტორიების, კერძოდ, აფხაზეთის დაკავება და მასზე კონტროლის მოპოვება. ომამდე, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აფხაზეთის ტერიტორია განაწილებული იყო ორ ადმინისტრაციულ ერთეულს სოხუმის ოკრუგსა და სოჭის ოკრგუს შორის. ომს წინ უძღოდა აფხაზეთში ბოლშევიკური რევოლუციის ორი მცდელობა. ომი მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით. საქართველომ სამხედრო წარმატებას მიაღწია ბოლშევიკების წინააღმდეგ და გაერთიანებული სამეფოს ჩარევით დაუზავდა რუსეთის თეთრ მოძრაობას. ომის შედეგად საქართველომ შეძლო საკუთარ შემადგენლობაში შეენარჩუნებინა სოხუმის ოკრუგი მთლიანად და სოჭის ოკრუგი ნაწილობრივ (გაგრის უბანი). სსაქართველოს და რუსეთს შორის საზღვრად დადგინდა მდინარე ფსოუ, რაც დღემდე წარმოადგენს დე-იურე საზღვარს ამ ორ სახელმწიფოს შორის
საომარი მოქმედებების ტერიტორია
საბრძოლო ოპერაციების რაიონი მოიცავდა აფხაზეთის ტერიტორიას მდინარე კოდორიდან ქალაქ ტუაფსემდე. რელიეფი ზღვის სანაპირო ზოლში კოდორიდან სოხუმამდე ვაკე და შემდეგ კი ვაკე-ბორცვიანია, სოხუმიდან ტუაფსემდე კი მაღალმთიანი. ჩრდილოეთ მხარეს საომარი მოქმედებების რეგიონი შემოფარგლულია კავკასიონის ქედით. რეგიონი მდიდარია მცენარეული საფარით. ჰავა რბილი და ნოტიო-სუბტროპიკულია, ნალექების რაოდენობა დიდია. რეგიონი მდიდარია მდინარეებით, რომლებიც სათავეს კავასიონის ქედზე იღებენ და შავ ზღვაში ჩაედინებიან. განსაკუთრებით წყალუხვი მდინარეებია კოდორი და ბზიფი. წყალუხვი მდინარეები ართულებს ჯარების, განსაკუთრებით არტილერიისა და კავალერიის მანევრირებას. როგორც მდინარეები, ასევე მთელი რეგიონის რელიეფი და ლანდშაფტი ზღუდავს ჯარების დიდი მასების გადაადგილებას, დანაყოფების მოქმედების სივრცეს, მაგრამ ხელს უწყობს მცირე რაზმების და ჯგუფების ფარულ გადაადგილებას, პარტიზანული ომის წარმოებას.
რეგიონი ცუდადაა უზრუნველყოფილი მაგისტრალური გზებით. ერთადერთი გამტარი მაგისტრალი მიუყვება შავი ზღვის სანაპიროს. მისი ბლოკირებით ადვილად შესაძლებელია საკომუნიკაციო და ლოჯისტიკური ხაზების შეზღუდვა. ზღვის სანაპიროს თითქმის მთელ ზოლში შესაძლებელია საზღვაო დესანტის გადასხმა.
ბოლშევიკური რევოლუციის ცდები
პირველი ცდა, 16-21 თებერვალი
1918 წლის 15-21 თებერვალს განხორციელდა აფხაზეთში ბოლშევიკური რევოლუციის პირველი ცდა. 15 თებერვალს სოხუმის ნავსადგურში გაჩერდა კრეისერი „დაკია“, რომელზეც კავკასიის ფრონტიდან დეზერტივი რევოლუციონერები იმყოფებოდნენ. ინციდენტი მოხდა გემის მატროსებსა და თავად ნიკოლოზ ემხვარს შორის. ემხვარსა და მატროსებს შორის კონფლიქტს შედეგად მოჰყვა ემხვარის მხრიდან ერთი ჯარისკაცის მკვლელობა და ერთის დაჭრა. გემის კაპიტანმა ქალაქის ხელისუფლებამას მოსთხოვა ემხვარის გადაცემა, რაზეც უარი მიიღო. ამის შედეგად ჯარისკაცებმა სოხუმი დაბომბეს და ქალაქი აიღეს. 1918 წლის 16 თებერვლიდან ხელისუფლება ხელთ იგდო „აფხაზეთის სამხედრო რევოლუციურმა კომიტეტმა“ ეფრემ ეშბას ხელმძღვანელობით. ემხვარი დრანდის მცხოვრებლებმა შეიპყრეს და გემის მატროსებს გადასცეს, რომლებმაც თავადი ორთქლში დააღრჩვეს.ამის შემდეგ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები ერთი მხრივ აფხაზეთის სახალხო საბჭოსა და მეორე მხრივ რევოლუციურ კომიტეტს შორის, რასაც მოჰყვა ინტენსიური ბრძოლები სოხუმსა და ეშერაში. გემ „დაკიას“ შემდეგ სოხუმს შავი ზღვის ფლოტის სხვა გემები, საესკადრო ნაღმოსანი „დერსკი“ და ჯავშნოსანი „პრინც კარლი“ მიადგნენ, ისინი შიშსა და ტერორს ნერგავდნენ მოსახლეობაში. შავი ზღვის ფლოტის გემებმა სოხუმი დატოვეს 21 თებერვალს და ქალაქში აღდგა წესრიგი და კანონიერი ხელისუფლება.
1918 წლის 4-9 მარტს სოხუმში ჩატარდა აფხაზ გლეხთა დეპუტატების II ყრილობა, რომელსაც სხვადასხვა ეროვნების 300 წარმომადგენელი ესწრებოდა. სხდომა გახსნა არზაყან ემუხვმარმა, ხოლო მის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ბენიამინ ჩხიკვიშვილი. ყრილობაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, აფხაზეთი შესულიყო ამიერკავკასიის ხალხთა ერთიან ოჯახში, აღკვეთილიყო სოხუმში ბოლშევიკების ბატონობა.
მეორე ცდა, 8 აპრილი-17 მაისი
1918 წლის მარტში ბათუმში დაიგეგმა აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული აჯანყების მოწყობა. შავი ზღვის ფლოტის გამოყენებით ბათუმიდან გუდაუთაში არალეგალურად 2000 შაშხანა იქნა შეტანილი. აჯანყებას ხელმძღვანელობდა აფხაზეთის საოლქო რევკომი, რომლის ლიდერები იყვნენ ეფრემ ეშბა, ნესტორ ლაკობა და გეორგ ათარბეგოვი. მათ აჯაყნების საბაბად გამოიყენეს მიწის რეფორმა. შეიარაღებული გამოსვლები დაიწყო 8 აპრილს გუმისთის, კოდორის, სამურზაყანოსა და გაგრის უბნებზე.
11 აპრილს აჯანყებულების 1500-იანი რაზმი გუდაუთიდან დაიძრა სოხუმისკენ. ქალაქის თავ ჩხიკვიშვილის განკარგულებაში 70-80 ადამიანი იყო, რის გამოც მან სოხუმის დაცვა ვერ შეძლო. რევკომმა დაიკავა აფხაზეთის ტერიტორია კოდორის უბნამდე, დაითხოვა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები და დაამყარა ბოლშევიკური რევოლუციური ხელისუფლება. რევკომი სამხედრო დახმარებას სთხოვდა ლენინს, სოჭის რევკომს, ყუბანი-შავიზღვისპირეთის თავდაცვის საბჭოს. ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით სოხუმის რევკომის დასახმარებლად გაიგზავნა ბელორეჩენსკის პოლკი. სამხედრო ძალები მობილიზებულ იქნა კოდორისა და სამურზაყანოს უბნებზე შეტევისთვის. 8 მაისს სოხუმის მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭომ მიიღო დადგენილება საბჭოთა რუსეთთან შეერთების თაობაზე.
ასეთ პირობებში ამიერკავკასიის სეიმმა აფხაზთა სახალხო საბჭოს თხოვნით მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთში წესრიგის აღდგენის შესახებ. ოპერაციის ხელმძღვანელად დაინიშნა სახალხო გვარდიის შტაბის უფროსი, ვალიკო ჯუღელი, ხოლო გენერალ გიორგი მაზნიაშვილს, რომელიც ამ დროს იბრძოდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ჩოლოქი-ნატანების ფრონტზე, დაევალა, გამოეყო ერთი რაზმი აფხაზეთში ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად. ვალიკო ჯუღელთან ერთად აფხაზეთში გაემგზავრნენ პოლკოვნიკი ალექსანდრე კონიაშვილი და ალექსანდრე დგებუაძე. სახალხო გვარდიას დახმარება შესთავაზეს აფხაზმა თავადებმა, ერთი ვერსიით, ეს იყო ტატაშ მარშანია და მისი რაზმი 300 ცხენოსნით, სხვა ვერსიით კი თავადი ალექსანდრე შერვაშიძე 150 ცხენოსნით, თუმცა ვალიკო ჯუღელმა უარი უთხრა მათ იმ მოტივით, რომ რესპუბლიკას ფეოდალების დახმარება არ სჭირდებოდა.
11 მაისს სახალხო გვარდია მდინარე კოდორს მიადგა და სოფელ აძუბჟაში განლაგდა. ბოლშევიკების ძალას შეადგენდა 10 ქვემეხი, მრავალი ტყვიამფრქვევი და 2 000 ადამიანი. ვალიკო ჯუღელმა და ალექსანდრე კონიაშვილმა ბოლშევიკებს ულტიმატუმი წაუყენეს, რათა 24 საათში დაეყარათ იარაღი.. ბოლშევიკებმა ულტიმატუმი არ მიიღეს და საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ერთკვირიანი პოზიციური ბრძოლების შემდეგ ვალიკო შარაშიძემ მოწინააღმდეგის ექვსი ქვემეხი გაანეიტრალა, ოთხი დრანდის მონასტერთან და ორი კოდორის ხიდთან. ეფრემ ეშბა 12 და 15 მაისს ტელეგრამითა და ტელეფონით დაუკავშირდა მოსკოვს და ითხოვა დახმარება. 16 მაისს ქართულმა კატარღებმა ცეცხლი გახსნენს ზღვის სანაპიროზე მდინარე კოდორის შესართავიდან სოხუმამდე, რითაც არეულობა შეიტანეს მოწინააღმდეგის რიგებში და გამოავლინეს მათ პოზიციებში სუსტი რგოლები. 17 მაისს დილით 4 საათზე სახალხო გვარდია შეტევაზე გადავიდა. ავანგარდს გიორგი ლომთათიძე და პორუჩიკი ლევ ნოვიკოვი ხელმძღვანელობდნენ. გვარდიელებმა მძაფრი ბრძოლის შემდეგ კოდორის ხიდი დაიკავეს და დღის 3 საათზე აიღეს სოხუმი, მათი დანაკარგი იყო მხოლოდ 7 დაშავებული, ხოლო ალაფი მოიცავდა 18 ქვემეხს, 30 ტყვიამფრქვევს და მრავალ ტყვეს.
ბოლშევიკები გაგრაში გამაგრდნენ და ახალი შეტევისთვის მოემზადნენ. სამხედრო მეთაურად დარჩა სიოვა კუხალეიშვილი. ეფრემ ეშბა გაემგზავრა სოჭში და იქ ცდილობდა ახალი რაზმების შედგენას. სწრაფად განვითარებული შეტევის წყალობით გვარდიამ გაგრა, გუდაუთა და ახალი ათონიც გაათავისუფლა, ხელში ჩაიგდო ერთი ხომალდი, 21 ტყვიამფრქვევი, 11 ქვემეხი, მაათ შორის ორი საალყო, და დიდძალი ტყვია-წამალი.
1918 წლის 11 ივნისს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის, რომელმაც დაადასტურა აფხაზეთის არსებობა საქართველოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიის უფლებით.
ომი ბოლშევიკებთან
ხელშეკრულებამ გამოიწვია საბჭოთა რუსეთის გაღიზიანება და ამ უკანასკნელმა დაიწყო სამხედრო კამპანია აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთვის. ბოლშევიკებმა პლაცდარმად აირჩიეს სოჭის ოლქი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა. სოჭში ჩამოყალიბდა შავიზღვისპირეთის შტაბი ნ. პოიარკოს ხელმძღვანელობით. ეფრემ ეშბამ და ნესტორ ლაკობამ დაიწყეს საბრძოლო რაზმების შედგენა მაიკოპში, სადაც ერთი პოლკი შეადგინეს. დაახლოებით 2000 კაციანი შევსება მიიღეს სოჭისა და ადლერიდან სოჭის აღმასკომის თავმჯდომარის, გ. კრიშტოფის ხელმძღვანელობით. ამ დროისთვის სახალხო გვარდიის ნაწილები გახმობილი იყო დუშეთის მაზრაში ბოლშევიკური აჯანყების ჩასაქრობად და გუდაუთას იცავდა მხოლოდ 150 კაციანი გარნიზონი პორუჩიკ ლევ ნოვიკოვის მეთაურობით.
17 ივნისს რუსებმა ალყა შემოარტყეს გუდაუთას. გარნიზონმა სამდღიანი ბრძოლის შემდეგ გაარღვია ალყა და უკან დაიხია. 70 კაცი ტყვედ ჩავარდა, 24 გადარჩა და სოხუმში ჩავიდა. 20 ივნისს ბოლშევიკებმა აიღეს ახალი ათონი. მათ დაატყვევეს 100 ადამიანი, აქედან 11 აწამეს.
აფხაზეთის სახალხო საბჭომ მიმართა საქართველოს მთავრობას დახმარებისთვის. 18 ივნისს აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და საქართველოს შავიზღვისპირეთის ჯარების სარდლად დაინიშნა გიორგი მაზნიაშვილი. სამხედრო მინისტრის, გრიგოლ გიორგაძის ბრძანებით, აფხაზეთში გაგზავნილ იქნა რეგულარული არმიიის ნაწილები. მაზნიაშვილი მისი შტაბის უფროს, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი თუხარელთან ერთად იმავე დღეს ფოთიდან გემით გაემგზავრა სოხუმში. მის განკარგულებაში იყო 500 ქვეითი, 300 ცხენოსანი აფხაზი, ერთი საარტილერიო ბატარეა, ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი სამი კატარღა და ორი ქვემეხით აღჭურვილი ხომალდი „წმინდა მიხეილი“. ამ დროისთვის რუსები ახალ ათონში იყვნენ გამაგრებული და სოხუმზე შეტევას აყოვნებდნენ, რამაც მაზნიაშვლს მომზადების დრო მისცა.
მაზნიაშვილმა შეტევა დაიწყო 22 ივნისს, აიღო ახალი ათონი და შემდეგ დღეს — გუდაუთა. წითელმა რაზმებმა დაიხიეს მდინარე ბზიფზე. ქართული ჯარის შეტევას ზღვიდან საარტილერიო ცეცხლით მხარს უჭერდა ფლოტი. რუსეთის ჯარმა უკან დაიხია, გაიარეს ბელორეჩენსკი, მაიკოპი, ნევინომისსკი და შეუერთდნენ ყუბან-შავიზღვისპირეთის რესპუბლიკის რაზმებს. ტყვედ იქნა აყვანილი ნესტორ ლაკობა, ხოლო ეფრემ ეშბა და გეორგ ათარბეგოვი ჩამოშორდნენ აფხაზეთს და საქმიანობა გააგრძელეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში.
24 ივნისს აფხაზეთის სასხალხო საბჭომ მიიღო დადგენილება სოჭისა და ტუაფსეს დაკავების შესახებ. ეს გამოწვეული იყო ერთი მხრივ სასურსათო კრიზისით — საქართველოში იყო ხორბლის და ნავთობის მწვავე უკმარისობა, რომლის გადაჭრა შეეძლო ტუაფსეს ნავსადგურს — და მეორე მხრივ იმით, რომ ტუაფსეს ოლქი წარმოადგენდა აფხაზეთში რუსეთის ჯარების შეჭრის პლაცდარმს. ქალაქ სოჭიდან მაზნიაშვილს ატყობინებდნენ, რომ მოსახლეობა ელოდა ქართულ ჯარს და ქალაქი მზად იყო, გამოეყვანა 2000 კაცი. 28 ივნისს მაზნიაშვილის ჯარებმა აიღეს გაგრა, გადალახეს მდინარე მეხადირი, შევიდნენ პილენკოვოში და მიადგნენ მდინარე ფსოუს.
ამ დროს მაზნიაშვილის ჯარებს ვითარება დაეძაბათ ზურგში. 28 ივნისის ღამეს სოხუმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე კოდორთან ახლოს გადმოსხმულ იქნა ოსმალეთის 800 კაციანი დესანტი. ოსმალეთის დესანტის გადმოსხმა ბათუმში მყოფ ვეჰიბ-ფაშას სთხოვეს ალექსანდრე შარვაშიძემ და ტატაშ მარშანიამ. ვეჰიბ-ფაშამ ოსმალეთის იმპერსიის მმართველობასთან შეუთანხმებლად გაგზავნა აფხაზეთში დესანტი. ოსმალების დესანტი აღმოაჩინა ქართველების ხომალდმა „წმ. მიხეილმა“ სანაპიროს პატრულირების დროს. დესანტს მიეცა წინადადება 24 საათში დაეყარა იარაღი და დაეტოვებინა აფხაზეთი. ქართულმა მხარემ ხელთ იგდო მილიონ მანეთზე მეტი ღირებულების საბრძოლო ვაზნები და შაშხანები.
29 ივნისს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა გადალახეს მზიმთა და დაიკავეს ადლერი. ქართველებმა მოწინააღმდეგეს მოუკლეს 200, დაატყვევეს 100, ხელთ იგდეს თოფები და ტყვია-წამალი. 2 ივლისს ქართულმა ჯარმა რუსეთის ჯარის არიერგარდს გაუმართა ბრძოლა სოჭის მისადგომებთან. რუსებმა უკან დაიხიეს ქალაქში. ქართული ჯარი დაბანაკდა სოჭიდან 10 კმ.-ზე. 5 ივლისს საქართველოს ჯარებმა დაიკავეს ხოსტა. ხოსტასთან ბრძოლის შემდეგ ქართველებმა ხელთ იგდეს 6 ზარბაზანი, 8 ტყვიამფრქვევი, 200-მდე ტყვე. დაკარგეს 9 კაცი, მათ შორის ბატალიონის მეთაური პორუჩიკი ფირცხალავა. ხოსტის გათავისუფლებას დიდი სიხარულით შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობა. მიუხედავად იმისა, რომ ხოსტასთან რუსებმა მოახდინეს ძალების გადაჯგუფება და მობილიზება, მაზნიაშვილმა გადაწყვიტა დაეწყო შეტევა 6000-იანი შენაერთით. ოპერაციის პირველ ეტაპზე შეტევა დაიწყო საქართველოს მცურავმა საშუალებებმა. „წმ. მიხეილმა“ ცეცხლი გაუხსნა მოწინააღმდეგის საარტილერიო ბატარეას, რომელიც შედგებოდა 5 შორსმსროლელი ქვემეხისგან და მწყობრიდან გამოიყვანა რამდენიმე. ამის შემდეგ შეტევაში ჩაერთო ვალოდია გოგუაძის ჯავშნიანი მატარებელი. რუსეთის ჯარი არაორგანიზებულად იხევდა უკან ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორემდე. ხანმოკლე იერიშის შემდეგ ქართული არმიის მეწინავე რაზმმა აიღო სოჭი. მაზნიაშვილმა ქალაქში მხოლოდ საპოლიციო ფუნქციებით აღჭურვილი მცირე გარნიზონი შეიყავან. ძირითადი ძალებით კი ქალაქგარეთ დაბანაკდა. სოჭის მოსახლეობა სიხარულით შეხვდა ქართული ჯარის შესვლას.
15-26 ივლისს გამართულ ბრძოლებში საქართველოს ჯარმა უკან, ტუაფსესკენ დაახევინა მოწინააღმდეგეს. 23 ივლისს, დილის 9 საათზე ბრძოლა გამართა სოფლებს ლოოსა და გოლოვინკას შორის რუსეთის მთავარ ძალებთან. ბრძოლის დროს, მაზნიაშვილის ცნობით, რუსეთის ჯარი საარტილერიო ჭურვებით ისროდა მომწამლავ ქიმიურ საშუალებებს. მაზნიაშვილის ჯარმა დაამარცხა მოწინააღმდეგე, რომელიც უწესრიგოდ გაიქცა ტუაფსეში. ბრძოლის შედეგად ქართველებმა ხელთ იგდეს ერთი ზარბაზანი, ორი ტყვიამფრქვევი, ერთი ავტომობილი და ტყვიები. მაზნიაშვილის ბრძანებით ჯერ განხორციელდა ტუაფსეს კომუნიკაციების ბლოკირება, ხოლო შემდეგ არხიპო-ოსიპოვკასთან ქართული დესანტის გადასხმის იმიტაცია, რითაც განიზიდა ტუაფსესთან გამაგრებული რაზმების ნაწილი იქნა მიზიდული. ღამით „წმ. მიხეილმა“ დაბომბა მოწინააღმდეგის ქვემეხები და ნოვოროსიისკის შუქურასთან მოწყობილი საარტილერიო ბატარეა, რითაც გზა გაუხსნა ქართული ქვედანაყოფების წინსვლას. მოწინააღმდეგე ძლიერ წინააღმდეგობას უწევდა მაზნიაშვილის ჯარს, რომელსაც ყველა სიმაღლის აღება ბრძოლით უხდებოდა. 26 ივლისს, საღამოს 20 საათზე, 12-საათიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ საქართველოს ჯარი ტუაფსეში შევიდა. რუსეთის 1200 კაციანი ჯარი გადავიდა ჩრდილოეთით, არმავირში. ნაალაფარი შეადგენდა 4 ქვემეხს, 12 ტყვიამფრქვევს, 5 ორთქლმავალს, ავტომობილებს, სხვადასხვა საბრძოლო მასალებს და დიდძალ ქონებას. ქართულმა მხარემ დაკარგა ერთი და დაეჭრა 10 ჯარისკაცი. ქალაქის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა გაგრის ფრონტის სარდალი ტარას ვაშაკიძე. ტუაფსეს ნავსადგურში მდგარი 28 ხომალდი გადანაწილდა ფოთის სავაჭრო ნავსადგურსა და სამხედრო ფლოტში.
თბილისიდან მაზნიაშვილმა მიიღო მორიგი ბრძანება, რომ უკან დასდევნებოდა მტერს და ყუბანში გადასულიყო. რუსეთის ძირითადი ჯარი გამაგრებული იყო სადგურ ბელორეჩენსკში. 4 აგვისტოს მაზნიაშვილმა შეუტია რუსეთის მოწინავე რაზმს, რომელიც ტუაფსედან 6 კმ.-ზე იდგა. შეტევისას საქართველოს ჯარი შეხვდა მოწინააღმდეგის ძირითად ძალას, მიხეილისა და მაიკოპის პოლკებს, სამი ზარბაზნით და ჯავშანმატარებლით, საერთო რიცხვით 4 ათასი კაცი, რომლებსაც ხელმძღვანელობდა ანტონოვი. ბრძოლა დაიწყო სოფელ გრეჩესკიდან 4 კმ.ზე. ექვსსაათიანი ბრძოლის შემდეგ ანტონოვის ჯარი დამარცხდა და დაიფანტა, მათ დაკარგეს ორთქლმავალი და ჯავშანმატარებელი. ქართველებმა დააკავეს მატარებლის მთელი პირადი შემადგენლობა, ხელში ჩაიგდეს 20 ზარბაზანი, 30 ტყვიამფრქვევი, ტყვია-წამლის დიდი რაოდენობა, მატარებლების ოთხი შემადგენლობა, საველე სამზარეულო, სურსათი, ცხვრის ფარა. მოწინააღმდეგის საბოლოო განადგურების მიზნით დადევნებულებმა საღამოს 4 საათზე აიღეს სადგური კრივენკოვსკოე და 5 კილომეტრით წაიწიეს წინ.
აგვისტოს დასაწყისში აფხაზეთში გადასხდა კიდევ ერთი ოსმალური დესანტი 1000-მდე კაცის შემადგენლობით. გიორგი თუხარელის ქვედანაყოფებმა ვერ მოახერხეს მასთან ბრძოლა. ოსმალეთის დესანტი 16 აგვისტოს თავს დაესხა მოქვის მონასტერთან სახალხო გვარდიის მცირე, 60-კაციან რაზმს, რომელმაც მოიგერია შეტევა.
სოჭის ოლქის საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ დაკავების შემდეგ უნდა გადაწვეტილიყო ამ ოლქის ბედი. ამის შესახებ სწერდა სოხუმის ოლქში საქართველოს მთავრობის რწმუნებული ისიდორე რამიშვილი ნოე ჟორდანიას. სოჭის ოლქთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად მთავრობის რწმუნებულად ამ ოლქში დაინიშნა გიორგი ანჯაფარიძე, აგვისტოში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. დაიწყო სახელმწიფო ხელისუფლების სტრუქტურების შექმნა, ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად თბილისიდან ჩაიტანეს რამდენიმე მილიონი მანეთი ბონებით და სხვადასხვა ვალუტა. ქართული ბონების კურსი, სოჭში არსებულ სხვა ფულთან შედარებით საკმაოდ მტკიცე იყო და მოსახლეობაში დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. განათლების სამინისტროს დამატებით გამოეყო ასი ათასი მანეთი სოჭის ოლქის სკოლების შესანახავად. აგრარული რეფორმის გატარების მოსამზადებლად ქალაქში ჩავიდა საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრი. ქართული ადმინისტრაცია და სამხედრო შტაბი დროებით სოჭის სასტუმრო „კავკასიის რივიერაში“ განთავსდა.
შეტაკება ტამანის არმიასთან
ყუბანის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელი ლაპინი მიესალმა მაზნიაშვილის მიერ სოჭის ოლქის გაწმენდას წითელი რაზმებისგან. ის მაზნიაშვილს და ანჯაფარიძეს სთავაზობდა, ქართული არმია დახმარებოდა ყუბანის რესპუბლიკას ბოლშევიკური საფრთხის მოგერიებაში, სანაცვლოდ მათ ჰპირდებოდა ტუაფსე-მაიკოპის ხაზზე კონტროლის დათმობას და ამით მაიკოპის მარცვლეულისა და პურის მარაგზე ხელმისაწვდომობას. მაიკოპის რკინიგზის სადგურში მართლაც იდგა ნავთობით დატვირთული ეშელონები, ყუბანის რესპუბლიკის მთავრობა კი მზად იყო, საქართველოსთვის ხელსაყრელ ფასში მიეყიდა მისთვის პური. მაზნიაშვილს ზედმეტად მიაჩნდა ჩრდილოეთ კავკასიაში გალაშქრება. ის ფიქრობდა, რომ საკმარისი იქნებოდა მდინარე შახეზე ძლიერი თავდაცვითი ზოლის მოწყობა, რითაც დაცული იქნებოდა სოჭის ოლქი. თანაც შემცირებული იყო მისი ჯარის რაოდენობა. ბევრი ადგილობრივი დაბრუნდა სახლებში, ცენტრიდან კი ახალ შევსებას მაზნიაშვილი არ ელოდა. მაიკოპის დაკავებას საქართველოს საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აუცილებლად მიიჩნევდა სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე. მაზნიაშვილმა მიიღო თბილისიდან ბრძანება, დაეკავებინა ტუაფსე მაიკოპის რკინიგზის ხაზი და ემოქმედა ყუბანის რესპუბლიკასთან შეთანხმებით. ამ ოპერაციაში მონაწილეობა უნდა მიეღო მაზნიაშვილის განკარგულებაში მყოფ კაზაკებს, რუსი ოფიცრების რაზმს და მცირერიცხოვან (150 კაცი) ქართულ შენაერთს. ქართულმა ქვედანაყოფებმა გადალახეს გოითხის უღელტეხილი, ისარგებლეს რკინიგზითა და გზატკეცილით, მოახდინეს ძალთა გადაჯგუფება და უბრძოლველად დაიკავეს ჯერ დაბა ხადიჟენსკი, შემდეგ კი მსხვილი ქალაქი ბელორეჩენსკი. ბელორეჩენსკში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა დაიწყეს მზადება მაიკოპის დასაკავებლად. დაგეგმილი იყო მოლაპარაკებები ტუაფსეში საქართველოსა და ყუბანის რესპუბლიკას შორის. საქართველოს მხარე უნდა წარმოედგინათ ანჯაფარიძესა და მაზნიაშვილს. 28 აგვისტოს ანჯაფარიძემ მიიღო მოლაპარაკებებთან დაკავშირებული დირექტივები ნოე ჟორდანიასგან.
1 სექტემბერს ტუაფსეს შეუტია ტამანის არმიის პირველმა კოლონამ 10000 კაცითა და 12 ქვემეხით ეპიფან კოვტიუხის ხელმძღვანელობით. ბრძოლა გაიმართა ქალაქიდან 6 კმ-ზე, უღელტეხილზე. ტამანის არმიამ დიდი ზარალი მიაყენა ტუაფსეს ქართულ გარნიზონს და უკან, ქალაქის სამხრეთით 6 კმ.-ზე დაახევინა მას. კოვტიუხის ნაწილები 2 სექტემბერს დილით ტუაფსეში შევიდნენ, ხელთ იგდეს 16 ქვემეხი, 10 ტყვიამფრქვევი, 6 ათასი ჭურვი და 800 ათასი ვაზნა. ორ დღეში ბოლშევიკებმა ქალაქი დატოვეს და ხადიჟენსკის გავლით დაიძრნენ არმავირისკენ, სადაც 17 სექტმბერს შეუერთდნენ ივან სოროკინის არმიას.
ომი მოხალისეთა არმიასთან
ეკატერინოდარის მოლაპარაკება
ტუაფსე დროებით ისევ ქართული გარნიზონის ხელში გადავიდა. მაზნიაშვილმა მთავრობისგან ითხოვა დამატებითი ძალებით შევსება. 8 სექტემბერს ტუაფსეს მიადგა ტამანის არმიის მდევნელი „მოხალისეთა არმია“ გენერალ მიხეილ ალექსეევის ხელმძღვანელობით. მაზნიაშვილმა მათ უბრძოლველად დაუთმო ქალაქი და გამაგრდა მდინარე შახეზე. საქართველოს მხარეს მებრძოლმა კაზაკებმა დატოვეს ჯარი და მოახლისეთა არმიას შეუერთდნენ. ანტონ დენიკინი შავიზღვისპირეთის გუბერნიას ტუაფსესა და სოჭის ჩთვლით ყუბანის ნაწილად მიიჩნევდა და მაზნიაშვილს სთხოვდა სოჭის ოლქის დაცლას ჯარებისგან. ალექსეევმა ასევე მოითხოვა მოლაპარაკებების გამართვა ტუაფსეს ნაცვლად ეკატერინოდარში.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ ეკატერინოდარში მოლაპარაკებები ეწარმოებინათ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ევგენი გეგეჭკორსა და მაზნიაშვილს. გეგეჭკორი 12 სექტემბერს გაემგზავრა სოჭში. სოჭში დამატებით გაიგზავნა სამეგრელოში მდგარი სახალხო გვარდიის ნაწილები და თბილისის გვარდიელთა რაზმი 300-400 გვარდიელის შემადგენლობით.
რამდენიმე აფხაზმა თავადმა და მსხვილმა მიწათმფლობელმა აფხაზი ხალხის სახელით მიმართა დენიკინს და ითხოვა აფხაზეთის გათავისუფლება საქართველოსგა და შეერთება რუსეთთან.[21] 1918 წლის 20 სექტემბერს სოჭის ოლქის მოსახლეობის საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დროებით მიერთების შესახებ. 1919 წლის დასაწყისისთვის დაიგეგმა სოჭის ოლქში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება. ამ გადაწყვეტილებებს მოჰყვა გენერალ ალექსეევის მწვავე პროტესტი. 1918 წლის 23 სექტემბერს მოხალისეთა არმიამ დაიკავა ლაზარევსკაია. მის წინ დადგნენ ლომთათიძისა და წიტაიშვილის ქვედანაყოფები. გამყოფი ხაზი გადიოდა მდინარე ჩუხუტკიზე. ამავე დღეს დიდი შტორმის გამო საქართველომ დაკარგა მცურავი საშუალებების დიდი ნაწილი, „წმ. მიხეილი“ ნაპირზე გამოირიყა.
1918 წლის 22 სექტემბერს დილის 9 საათზე გეგეჭკორი და მაზნიაშვილი სოჭიდან ნოვოროსიისკის გავლით ეკატერინოდარისკენ გავიდნენ. მოლაპარაკებები შედგა 25-26 სექტემბერს. ყუბანის სახალხო მთავრობას წარმოადგენდნენ ნ. ვორობიოვი და ლ. ბიჩი, ხოლო მოხალისეთა არმიას — ალექსეევი, დენიკინი, შულგინი, სტეპანოვი, რომანოვსკი, დრაგომიროვი, ლუკომსკი. მხარეები ვერ შეთანხმდნენ სოჭის ოლქის კუთვნილების საკითხზე. ამის შემდეგ გეგეჭკორმა ეჭვქვეშ დააყენა თავად მომლაპარაკებელი მხარეების ლეგიტიმურობა. მან აღნიშნა, აღნიშნა, რომ სოჭის ოლქი ტერიტორია საქართველომ დაიკავა დროებით, სანამ ჩრდილოეთ კავკასიაში მშვიდობიანობა არ დამყარდებოდა. ოლქის ბედს კი საქართველო გადაწყვეტდა უფრო კომპეტენტურ კრებაზე, რადგან მოხალისეთა არმია არ წარმოადგენდა სათანადოდ უფლებამოსილ სუბიექტს. ამან რუსი გენერლების გაღიზიანება გამოიწვია. შეთანხმება არ შედგა, შესაბამისად, ჩავარდა საქართველოს მიერ ყუბანისგან ნავთობისა და მარცვლეულის შეძენის საკითხი. დენიკინმა ყუბანის მთავრობას კატეგორიულად აუკრძალა საქართველოსთან ვაჭრობა, ნავთობისა და სურსათის ექსპორტი მანამდე, სანამ სოჭის ოლქი სრულად არ იქნებოდა დაცლილი ქართული ჯარისაგან და სანამ ქართული ჯარი მდინარე ბზიფამდე უკან არ დაიხევდა. მოლაპარაკებების ჩაშლის დროისთვის მოხალისეთა არმიას ეკავა სოფელი ლაზარევსკოე, ხოლო სადგურ ლოოში იდგა მცირერიცხოვანი გარნიზონი საქართველოს სახალხო გვარდიისა. მოხალისეთა არმიის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გამომავალი გაზეთები აფხაზეთის მოსახლეობას საქართველოს წინააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ, ვრცელდებოდა ანტიქართული პროკლამაციები.
მოხალისეთა არმიის შეტევა სოჭსა და გაგრაზე
1918 წლის დეკემბერში სომხეთ-საქართველოს ომის დაწყების გამო მაზნიაშვილი შულავერის ფრონტზე იქნა გადაყვანილი. სოჭის ფრონტზე ის შეცვალა გენერალმა ალექსანდრე კონიაშვილმა. 1918 წლის 2 დეკემბერს სოჭის მოსახლეობის ყრილობამ დაადასტურა სოჭის ოლქის დროებით შეერთება საქართველოსთან.
დენიკინმა დაიწყო ჯარების თავმოყრა ლაზარევსკაიასა და ლოოს შორის, ქართული სამხედრო ნაწილების პოზიციებთან. 26 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორმა ამის გამო საპროტესტო ნოტით მიმართა გაერთიანებული სამეფოს სამხედრო მისიის ხელმძღვანელობას, კერძოდ პოლკოვნიკ ჯორდანს, რომელსაც დაკავებული ჰქონდა კავკასია და იყო ანტონ დენიკინის მოხალისეთა არმიის მოკავშირე. 28 დეკემბერს გეგეჭკორი და ჯორდანი შეთანხმდნენ სოჭის ოლქის დემილიტარიზაციაზე ოლქში საქართველოს ადმინისტრაციის შენარჩუნების პირობით. 29 დეკემბერს, შეთანხმების თანახმად, საქართველომ მოახდინა სოჭის ოლქიდან ქვედანაყოფების ევაკუაცია, მაგრამ, ანტონ დენიკინმა, ამის საპირისპიროდ, დაიწყო ამ ოლქში სამხედრო ძალების თავმოყრა. იმავე დღეს გეგეჭკორმა კიდევ ერთი საპოტესტო ნოტით მიმართა ბრიტანელებს. მოხალისეთა არმიის მიერ ტუაფსეს დაკავებას მოჰყვა მმართველობის სამხედრო ფორმის დამყარება, თვითმმართველობისა და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების გაუქმება. ამან გამოიწვია მოსახლეობის მწვავე პროტესტი. 1919 წლის 5 იანვარს სოჭში გაიმართა სოჭის საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კრება, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სოჭის ოლქის საქართველოს შემადგენლობაში არსებობის მიზანშეწონილობა და ითხოვა მოხალისეთა არმიის გაყვანა.
18-21 იანვრისთვის დენიკინს გოლოვინკასთან მობილიზებული ჰყავდა 1000-მდე ჯარისკაცი, უკვე დანიშნული ჰყავდა სოჭის კომენდანტად პოლკოვნიკი ეფრემოვი. მათ შეუერთდა სოჭის ოლქის სომხური მოსახლეობა. საქართველოს ჯარის პოზიციები კი დემილიტარიზაციის გამო შესუსტებული იყო, მათ ეკავათ ცუდი პოზიციები და მოშიშვლებული ჰქონდათ მარჯვენა ფლანგი. გენერალ კონიაშვილის განკარგულებაში იყო 285 ჯარისკაცი და 2 ქვემეხი ლოოს ფრონტზე; 38 ჯარისკაცი და 2 ქვემეხი უშუალოდ ქალაქ სოჭში და 12 ტყვიამფრქვევი.
გენერალმა ბურნევიჩმა ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს და მოითხოვა მათგან სოჭის დაცლა და იარაღის დაყრა 24 საათის განმავლობაში. 6 თებერვალს მოხალისეთა არმიის მე-6 ქვეითი დივიზია ალექსანდრ ჩერეპოვის მეთაურობით გადავიდა შეტევაზე. მოხალისეთა არმიამ განახორციელა ფლანგური შეტევის მანევრი, გავიდა ქართული ნაწილების ზურგში და ერთმანეთს მოწყვიტა სოჭისა და ადლერის ქართული გარნიზონები. მათ ასევე სოჭის აკვატორიაში შეიყვანეს ნაღმოსანი, რომელმაც გაანეიტრალა ქართული არტილერია და ხელი შეუშალა სახალხო გვარდიის ნაწილების ზღვიდან დესანტირებას. სოჭის გარნიზონმა ვერ მოახერხა დაკავშირებოდა ადლერის გარნიზონს, სადაც იმყოფებოდა ასეული ფაღავას მეთაურობით. ფაღავამ დაიხია უკან, მთებისკენ. მოხალისეთა არმიამ სოჭში ტყვედ აიყვანა გენერალი კონიაშვილი, პოლკოვნიკი წერეთელი და მთავრობის წარმომადგენელი სოჭის ოლქში მუხრან ხოჭოლავა. ბრძოლა სოჭისთვის გრძელდებოდა 4 დღის განმავლობაში. წარმატებული სამხედრო ოპერაციების შედეგად მოხალსეთა არმიამ დაიკავა ადლერი, ვესიოლოე, პილენკოვო, გაგრა და 10 თებერვალს გაჩერდა მდინარე ბზიფთან. გენერალმა ჩერპოვმა ქართული მხარის სარდლობას ტელეგრამა გაუგზავნა საბრძოლო მოქმდებათა შეწყვეტის შესახებ, რამდენადაც მის წინაშე მდგარი ამოცანა შესრულებული იყო. ბზიფთან გამაგრებული ქართული ნაწილები აპირედბენ შეტევაზე გადასვლას, თუმცა ისინი შეაჩერა ბრიტანელთა სამხედრო წარმომადგენელმა უაითმა იმ პირობით, რომ მოხალისეთა არმია დაცლიდა სოჭის ოლქს. გაგრაში შეყვანილ იქნა ბრიტანელთა გაძლიერებული ასეული პოლკოვნიკ ფაინსის მეთაურობით, რომელიც მდინარე ბზიფის ორივე მხარეს განლაგდა.
1919 წლის 13 თებერვალს ჩატარდა აფხაზეთის ისოტირაში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები აფხაზეთის სახალხო საბჭოსი და საქართველოს დამფუძნებელი კრებისა. დამფუძნებელი კრების წევრებად არჩეულ იქნა 5 აფხაზი დეპუტატი ვარლამ შერვაშიძე, არზაყან ემუხვარი, ვასილ გურჯუა, დიმიტრი ზახაროვი, იოანის ფაშალიდისი. საქართველოს შავიზღვისპირეთის ფროტის სარდლად დაინიშნა გენერალი იოსებ გედევანიშვილი. 15 თებერვალს ჟორდანიამ ბათუმში დისლოცირებულ ბრიტანელთა 27-ე დივიზიის მეთაურს, ფორესტიე-უოკერს გაუგზავნა მოთხოვნა მოხალისეთა არმიის მიერ გაგრის უბნის დაცლის თაობაზე. 19 თებერვალს საპასუხო ტელეგრამაში ფორესტიე-უოკერმა აცნობა გეგეჭკორს, რომ მათ უკვე მოთხოვეს დენიკინს არამხოლოდ გაგრის უბნის, არამედ სოჭის ოლქის დაცლაც, ამასთანავე საქართველოს აფრთხილებდნენ, არ დაეწყო სამხედრო მოქმედებები.
დენიკინის მიერ დაკავებულ სოჭის ოლქში დაიწყო მოსახლეობის ძარცვა და მოროდიორობა. მოსახლეობამ არ მიიღო მონარქიის აღდგენის იდეა, არ ცხადდებოდა დენიკინის მირ გამოცხადებულ სამხედრო გაწვევაში. სომხეთ-საქართველოს ომის დასრულბამ საქართველოს საშუალება მისცა, დამატებითი ძალები გაეგზავნა აფხაზეთში და გაემაგრებინა დაკავებული პოზიციები. დენიკინმა კი შეასუსტა სოჭის ფრონტი, რადგან ამ დროს წითელმა არმიამ ჩრდილოეთ კავკასიაში გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. 20 მარტს აფხაზეთის სახალხო საბჭომ მიიღო დადგენილება ავტონომიური სტატუსით საქართველოს რეპსუბლიკაში შესვლის შესახებ. აფხაზებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს იქ ჩასულ გედევანიშვილს და რესპუბლიკის არმიას. ბზიფის პოზიციებზე კონცენტრირებულმა სახალხო გვარდიის პირადმა შემადგენლობამ 3000 ჯარისკაცს გადააჭარბა. მათ ჰქონდათ 14 ქვემეხი და 100-ზე მეტი ტყვიამფრქვევი. 22 მარტს ბზიფის ფრონტზე დამატებით გაიგზავნა გვარდიის ნაწილები არტაანის ფრონტიდან. მარტის ბოლოსთვის ბზიფზე სახალხო გვარდიის შემადგენლობამ 5 ათასს მიაღწია, მდინარის ზემო წელში აგებული იქნა ახალი ხიდი. ქართული მხარე მზად იყო შეტევის საწარმოებლად, მაგრამ თავს იკავებდა ბრიტანეთის საოკუპაციო ჯარების სარდლობის ზეწოლის გამო. მარტის ბოლოს ბრიტანული სამხედრო მისიის ჩარევის შედეგად, გაათავისუფლეს დენიკინის არმიის ქართველი ტყვეები.
26-31 მარტს სოჭის ოლქის მოსახლეობამ დაიწყო პარტიზანული „მწვანე მოძრაობა“. საიდუმლო შეკრება ჩატარდა სოფელ კალინოვოე ოზეროსთან. პარტიზანული ბრძოლებიდაიწყო პლასტუნკაში, პილენკოვოში, ლოოში, დაგომისში, ხოსტასა და ადლერში. მოხალსეთა არმიამ დაიწყო საპასუხო რეპრესიები. სოჭის ოლქის 21 თემის საბჭომ დელეგაცია გაგზავნა გაგრაში მდგარ ბრიტანულ სარდლობასთან, მაგრამ პოლკოვნიკ ფაინსს რეაგირება არ მოუხდენია. 2 აპრილს პილენკოვოში გაიმართა მოლაპარაკებები მოხალისეთა არმიასა და მწვანე მოძრაობას შორის, სადაც ყველა აჯანყებული სოფლის თითო ლიდერი იყო წარმოდგენილი. 12 აპრილს მოხალისეთა არმიამ წამოიწყო ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ოპერაცია.
საქართველოს შეტევა გაგრაზე
1919 წლის აპრილისთვის დასრულდა ბზიფზე ქართული ძალების თავმოყრა. საერთო ჯამში მობილიზებული იყო რეგულარული არმიის და სახალხო გვარდიის 8 ბატალიონი, პოლკოვნიკ გიორგი ხიმშიაშვილის ცხენოსანი დივიზიონი და პოლკოვნიკ კარგარეთელის 4 საარტილერიო ბატარეა. საქართველომ ანგარიში აღარ გაუწია ბრიტანეთის სამხედრო მისიას და მიიღო გადაწყვეტილება გაგრაზე შეტევის შესახებ. ამის შესახებ გეგეჭკორმა 12 აპრილს აცნობა ბრიტანეთის საოკუპაციო ჯარების ახალ სარდალს — გენერალ ტომსონს. 13 აპრილს ტომსონმა გაუგზავნა შეტყობინება საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე გედევანიშვილს, და აცნობა, რომ დენიკინის არმია 48 საათში გაათავისუფლებდა სოჭის ოლქს და საქართველოს დაეწყო სამხედრო მოქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დენიკინი არ შეასრულებდა ულტიმატუმს. ულტიმატუმი დენიკინს გაეგზავნა გენერალ მილნის საშუალებით. 15 აპრილს ალექსანდრე გედევანიშვილმა ბოლოჯერ წაუყენა ულტიმატუმი დენიკინს და მოითხოვა საზღვრის გავლება მდინარე მეხადირზე.
16 აპრილს, ულტიმატუმის ამოწურვისთანავე, სახალხო გვარდიამ დაიწყო შეტევა. გვარდია უტევდა სამი კოლონით. მარცხენა კოლონას ხელმძღვანელობდა ხიმშიაშვილი, მარჯვენას კარგარეთელი, უკიდურეს მარჯვენა ფლანგზე კი შემოვლას ახორციელებდა სპეცდანიშნულების ბატალიონი ხუხუნაიშვილის მეთაურობით. ხიმშიაშვილის ცხენოსანმა დივიზიონმა შეუტია მოწინააღმდეგის არტილერიას და დაიკავა მამული „ოტრადნოე“, მარცხენა ფრთამ დაიკავა აგარაკი „კოლხიდა“. 17 აპრილს, 1 საათზე გიორგი ლომთათიძის მეთაურობით მე-3 ბატალიონმა აიღო გაგრა. 18 აპრილს, 9 საათზე, ქართულმა ჯარმა დაიკავა პოზიცია მდინარე მეხადირზე. მოხალისეთა არმიამ დაიხია მდინარე მზიმთას უკან, სოფელ ვესიოლოესთან. მოხალისეთა არმიამ ბრძოლაში დაღუპულების სახით დაკარგა 87 ადამიანი, ტყვედ ჩავარდა 88 ოფიცერი და 150 ჯარისკაცი.სამი დღის შემდეგ საქართველოს არმიის შენაერთებმა მიაღწიეს მდინარე მზიმთაზე.
შეტევითმა ოპერაციამ გამოიწვია ბრიტანული სამხედრო წარმომადგენლობის უკმაყოფილება. ამან შეაფერხა საქართველოს ჯარების შემდგომი შეტევა ადლერი-სოჭის მიმართულებით. გენერლებმა, ტომსონმა და მილნმა დაგმეს ქართული მხარის საბრძოლო მოქმედებები და მოითხოვეს შეტევის შეჩერება. ისინი თბილისისგან მოითხოვდნენ თებერვლის Status quo-ს შენარჩუნებას. 18 აპრილს ტომსონმა მიუთითა ჟორდანიას, რომ მისი მთავრობის ქმედება გაერთიანებული სამეფოს მიმართ იყო მტრული. ამის გამო ქართულმა დანაყოფებმა დაიხიეს უკან, მდნარე ფსოუმდე, სადაც ჩაყენებულ იქნა ბრიტანული გარნიზონი. დენიკინს არ ჰქონდა კონტრშეტევის შესაძლებლობა. მან აპრილის ბოლოსთვის მოახერხა მხოლოდ 2800 ადამიანის და 13 ქვემეხის თავმოყრა სოჭში, მისი ძირითადი ძალები იბრზოდნენ ჩრდილოეთის ფრონტზე, რომლის შესუსტება არ შეიძლებოდა, ხოლო მისი ფლოტი დაკავებული იყო ყირიმში ბრძოლით. საზღვარი ფსოუზე შენარჩუნებული იქნა მთელი 1919 წლის განმავლობაში.
1919 წლის მაისში შეიცვალა ბრიტანული სამხედრო მისიის სარდალი ფორესტიე-უოკერი. ის შეცვალა გენერალმა ჯორჯ კორიმ. 21-24 მაისს თბილისში გაიმართა მოლაპარაკებები, რომელიც თავდაპირველად გაგრაში, შემდეგ კი ბათუმი იყო დაგეგმილი. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ბრიტანული სამხედრო მისიის წარმომადგენლები, გენერლები ბრიგსი და ბიჩ, რომლებიც ახმოვანებდნენ „სამხრეთ რუსეთის“ პოზიციებს. ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ გეგეჭკორი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გენერალი ა. გედევანიშვილი, სამხედრო მინისტრი ნოე რამიშვილი და დამფუძნებელი კრების წევრი დიომიდე თოფურიძე. 24 მაისს მოლაპარაკებებში ჩაერთვნენ ჟორდანია და პოლკოვნიკი სანდერსი. მოლაპარაკებებზე საქართველომ არ დათმო მიღწეული შედეგები. საქართველოს პოზიციები დაადასტურა 6 ივნისს აფხაზეთის სახალხო საბჭოს მიერ მიღებულმა რეზოლუციამ. გენერალმა კორმა 11 ივნისს მხარეებს შესთავაზა პროექტი, რომლის მიხედვითაც სადემარკაციო ხაზი უდა გავლებულიყო მდინარე ბზიფზე. ეს პროექტი საქართველომ არ მიიღო.
1919 წლის მაისში განხორციელდა ცვლილებები აფხაზეთის ავტონომიის მმართველობის სისტემაში. შეიქმნა აფხაზეთის მთავრობა — კომისარიატი. მთავრობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა არზაყან ემუხვარი. აფხაზეთის სახალხო საბჭოს სათავეში ჩაუდგა ვარლამ შარვაშიძე. შეიცვალა სახელწოდებები, სოხუმის ოლქს ეწოდა აფხაზეთი, ხოლო ოლქის უბნებს — მაზრები
იხ. ვიდეო - საბჭოთა ოკუპაციის შედეგად დაკარგული ტერიტორიები... - ტექსტი:
1921 წლის 11 თებერვალს, 4 საჯარისო ერთეულისგან შემდგარი წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას თავს ერთდროულად ხუთი მხრიდან დაესხა.
ორი ძირითადი შეტევა აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან განხორციელდა. სამი დანარჩენი თავდასხმა კავკასიონის მთებიდან დარიალის, მამისონის გავლით და შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ მოხდა.
ამ დიდ ძალას საქართველოს ყველა ფრონტზე დაახლოებით 40 000–იანი არმია დაუპირისპირა. მიუხედავად ჩვენი არმიის გასაოცარი გმირობისა, ქვეყანამ ვერ გაუძლო საბჭოთა შემოსევას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ ომში თურქეთი ჩაება. აღსანიშნავია, რომ იმ დროს ქემალ ფაშას თურქეთს საბჭოთა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, რომლისგანაც იგი იარაღითა და აღჭურვილობით დახმარებას იღებდა საბერძნეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.
საბჭოთა ოკუპაციის შედეგად საქართველომ დაკარგა შემდეგი ტერიტორიები:
1. რუსეთმა საქართველოს ისტორიული კუთხე ჯ ი ქ ე თ ი (ე.წ სოჭი-ტუაფსეს სექტორი) მოწყვიტა ქართულ მიწა წყალს.
2. აფხაზეთმა მიიღო ავტონომიის სტატუსი და შესაბამისად გაძლიერდა სეპარატიზმი.
3. ბათუმის ოლქის ნაწილი არდაგანის, ართვინის და ოლთისის ოლქები გადაეცა თურქეთს.
4. ზაქათალის ოლქი და ფოილოს რაიონი (ყარაიას ველითურთ) გადაეცა აზერბაიჯანის სსრ-ს, ანუ საქართველომ დაკარგა ისტორიული კუთხე – საინგილო.
5. ე.წ. ლორის ნეიტრალური ზონა ბორჩალოს მაზრის მიმდებარე ნაწილის ჩათვლით გადაეცა სომხეთს. იყო მცდელობა ჯავახქის ავტონომიის შექმნისა, თუმცა საბოლოოდ მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. საქართველომ დაკარგა – ლორე;
6. საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის ისტორიული დვალეთისა და დარიალის გასწვრივ “ჩასწორდა” რუსეთის სასარგებლოდ.ანუ საქართველო დაკარგა უძველესი კუთხე – დვალეთი
7. სტალინის დაჟინებული მოთხოვნით და საბჭოთა საქართველოს ადგილობრივი მესვეურების წინააღმდეგობის მიუხედავად შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. სამხრეთ ოსეთი შექმნეს საქართველოს ისტორიული კუთხის – სამაჩაბლოს ტერიტორიაზე.
1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის დროს საქართველომ საერთო ჯამში 21 000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია დაკარგა. აღნიშნულ ოკუპაციაში უდიდესი წვლილი მიუძღვის სტალინს.
არ არის საჭირო ისტორიაში ღრმად ჩაძიება. სტალინის ეს სიტყვებიც საკმარისია მასზე წარმოდგენის შესაქმნელად🚮☣
„ქართველები მებრძოლი შოვინისტები
არიან-ისინი საშინლად ავიწროებენ
სხვებს: სომხებს, აზერბაიჯანელებს,
აფხაზებს, აჭარლებს, ოსებს.“
.
„ქართველი არა ეროვნება, არამედ
კონგლომერატია.“
.
ავტორი ი.ბ. სტალინი
Комментариев нет:
Отправить комментарий