Translate

воскресенье, 16 ноября 2025 г.

კახეთის აჯანყება (1659)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                      კახეთის აჯანყება (1659)
                                               ალავერდის ციხე და მონასტერი, სადაც ბრძოლა გაიმართა
თარიღი 1659 წლის სექტემბერი
მდებარეობა ბახტრიონის ციხე, ალავერდი
შედეგი კახეთში თუქმანული მოსახლეობის ჩამოსახლების აღკვეთა
მხარეები
 კახეთის სამეფო სპარსეთის იმპერია
მეთაურები
ბიძინა ჩოლოყაშვილი †
ზაალ არაგვის ერისთავი †
შალვა ქსნის ერისთავი †
ელიზბარ ქსნის ერისთავი †
ზეზვა გაფრინდაული †
ნადირა ხოშარაული †
გოგოლაური აბას II
ძალები
უცნობი უცნობი
დანაკარგები
უცნობი 80 000 მოკლული და განდევნილი თურქმანი

კახეთის აჯანყება 1659 — კახეთის მოსახლეობის ბრძოლა ყიზილბაშ დამპყრობელთა წინააღმდეგ.

კახეთის საკითხის საბოლოოდ მოსაგვარებლად სპარსელმა დამპყრობლებმა გადაწყვიტეს კახეთიდან ადგილობრივი მოსახლეობის გასახლება და იქ მომთაბარე-მეჯოგე ტომების ჩასახლება. ყიზილბაშებმა დაიწყეს კახეთში ციხეების აგება (ბახტრიონიალავერდის მონასტერი ციხესიმაგრედ გადააკეთეს), რომელთა გარნიზონებს ჩასახლებული თურქმანები ქართველთა თავდასხმისაგან უნდა დაეცვა. კახეთის ტერიტორია ორად გაყვეს: სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ყარაბაღის ბეგლარბეგს გადასცეს, დანარჩენი კი ნახჭევანის მმართველს, რომელთაც მათზე დაქვემდებარებული ელები კახეთში უნდა დაესახლებინათ. ამ ღონისძიების შედეგად კახეთის ბარში 80 ათასამდე თურქმანი ჩაასახლეს.

კახეთი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თურქმანთა ჩასახლების წინააღმდეგ დაიწყო სახალხო მოძრაობა, რომელშიც მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩაება. აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ზაალ არაგვის ერისთავი. უშუალო ორგანიზატორები იყვნენ ბიძინა ჩოლოყაშვილიშალვა ქსნის ერისთავი და მისი ძმა ელიზბარი. აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს თუშ-ფშავ-ხევსურებმა ზეზვა გაფრინდაულისნადირა ხოშარაულისგოგოლაურის მეთაურობით.

ქართველები გაერთიანებული ძალით თავს დაესხნენ ბახტრიონისა და ალავერდის ციხეებს და მთლიანად ამოწყვიტეს იქ გამაგრებული თათრები. შემდეგ გაანადგურეს კახეთის სხვა ადგილებში მყოფი თათრები. აჯანყებულთა გათიშვისა და დაქსაქსვის შედეგად მტერმა შეძლო აჯანყების შეჩერება, მაგრამ შაჰი იძულებული გახდა ხელი აეღო თავის გეგმაზე. ზაალ არაგვის ერისთავი მტრის დავალებით თავისივე ძმისწულებმა მოკლეს, მისი შვილები კი შაჰს გაუგზავნეს. ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა ქსნის ერისთავი და ელიზბარ ერისთვისშვილი შაჰს მიუვიდნენ და პატიება ითხოვეს. შაჰმა ისინი იმ ტომებს გადასცა, რომელთა თანამოძმენი კახელებმა გაჟლიტეს. გმირები წამებით დახოცეს. ქართულმა ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა. აჯანყების მოთავე მთიელებს ხალხმა მრავალი ლექსი და სიმღერა უძღვნა. ამ ამბებისადმია მიძღვნილი აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკი“ და ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“.

კახეთის აჯანყების შედეგად კახეთის მოსახლეობა ფიზიკურ გადაშენებას გადაურჩა, მაგრამ სპარსელთა ბატონობის საბოლოოდ მოსპობა ვერ მოხერხდა. გათავისუფლებისათვის ბრძოლა ისევ გრძელდებოდა.

იხ.ვიდეო - 🛑 ბახტრიონის აჯანყება. ზეზვა გაფრინდაული 🔥 - ამბები საქართველოზე #ისტორია #საქართველო #history

                   ბახტრიონის ციხე

ბახტრიონის ციხე – ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქალაქ ახმეტის სიახლოვეს, სოფელ ხორბალოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს, ილტოს შესართავის მახლობლად. აგებული უნდა იყოს XVII საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, ირანის შაჰის აბას II-ის ბრძანებით.

ციხეს სამკუთხა მოხაზულობა უნდა ჰქონოდა. კოშკების ნანგრევების მიხედვით ჩანს, რომ ისინი გალავანზე ნახევარცილინდრული ფორმით ყოფილან გარედან მიდგმული. აღმოსავლეთით მდგარი კოშკიდან ნაწილობრივ ორი სართულია გადარჩენილი. პირველ სართულს ჩრდილოეთით კარი ჰქონია, აღმოსავლეთით ნიშები და შუაში - ბუხარი.

ციხის ტერიტორიაზე რამდენიმე სხვა ნაგებობის კვალიც ჩანს. აღმოსავლეთის მონაკვეთში დგას მთლიანად რიყის ქვით ნაგები მცირე ზომის უაფსიდო ეკლესია. შესასვლელი მას სამხრეთიდან აქვს, სარკმლები კი აღმოსავლეთითა და დასავლეთითაა. დარბაზი ერთიანი ცილინდრული კამარითაა გადახურული. ტრაპეზი მარცხენა კუთხეშია მიშენებული. ზოგადი ნიშნებით ეკლესია გვიან საუკუნეებს მიეკუთვნება.

ბახტრიონის ციხე ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო კახეთში სპარსელთა ბატონობის განსამტკიცებლად და ჩამოსახლებულ მომთაბარე თურქმანთა უშიშროების უზრუნველსაყოფად. სახელი ეწოდა აქ მდებარე სოფელ ბახტრიანის მიხედვით, რომლის სახელწოდება თავის მხრივ, ბახტარაშვილების გვარიდან უნდა მომდინარეობდეს. კახეთის აჯანყების (1659) დროს მთავარი ბრძოლა ამ ციხესთან მოხდა. აჯანყებულებმა გაანადგურეს გარნიზონი და ციხეც დაანგრიეს. მას შემდეგ იგი არ აღუდგენიათ. იმ გორაკს, რომელზეც ბახტრიონის ციხე იდგა, მოსახლეობა დღესაც "ბახტრიონის გორას" უწოდებს. შემორჩენილია ერთმანეთს დაშორებული, რიყის ქვით ნაგები სამი კოშკის ნანგრევი, ადგილ-ადგილ კი გალავნისა და ზოგიერთი სხვა ნაგებობის ნაშთებიც. კახეთის აჯანყების 300 წლისთავთან დაკავშირებით აქ აღიმართა ობელისკი.

თუ გნებავთ დაეხმაროთ ფინანსურად ბლოგს რათა უფრო მეტი მოტივაცია და საინტერესო ინფორმაციები დაიდოს შეგიძლიათ ნებიმიერი თანხა დარიცხოთ აღნიშნულ საბანკო ანგარიშზე იხ. ქვემოთ



რეკლამა განცხადება - მომზადება ვოკალში პროფესიონალი მომღერალი მრავალი კონკურისის ლაურეატი მოამზადებს ნებისმერ მსურველს ვოკალში  საოპერო, კამერული, საესტრადო, ფოლკორში. ხმისა და სუნთქვის დაყენება, გაძლიერება, დიაპაზონის გაზრდა სათანადო რეპერტუარით  ტ. 595330177 ტ. 597 78 72 64 


Комментариев нет:

შიდა ტერორიზმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                            შიდა ტერორიზმი ალფრედ პ. მურას ფედერალური შენობა ოკლაჰომა-სი...