Translate

воскресенье, 9 ноября 2025 г.

გლახის ნააბომბი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          გლახის ნააბომბი
„რა ქნას კარგმა მონარდემა, დროზედ შაში თუ არ მოვა”.
I
მე, სწორედ, ნადირობის ტრფიალს რომ იტყვინ, ისა ვარ. საკვირველად
მიყვარს დაბურულს, ხმაგაკმენდილ ტყეში ხის ძირას ჯდომა და
მილეულის გულის-ცემით ლოდინი ნათვალევის ნადირისა. არის რაღაცა
მოუწყინარი სიამოვნება ამ ხალისიან გართვაშია. თუ გნებავთ, ამასაც კი
ვიტყვი, რომ ნადირობა ცოდვაა: ყოველი სულიერი ღვთის დანაბადია,
ყველას აქვს თანასწორი ნება ამ თვალუწდომელ ქვეყანაში ცხოვრებისა,
მაგრამ რა გაეწყობა?.. ტყუილად კი არ გვარწმუნებს ჩვენი საღმრთო
წერილი, რომ პირველი სისხლი უბოროტო ქვეყანაზედ კაცმა კაცისა
დაანთხიაო. კაცი მოსისხლეა, მეც კაცთაგანი ვარ. ბევრჯერ მინახავს ირემი
დამფრთხალი ძაღლისაგან, ბევრჯერ მინახავს და ბევრჯერ გაუტაცნია
ჩემი გონება მის თავისუფალს სილამაზესა. გადუწყვია რა ზურგზედ თავისი
შტოიანი რქები, მორბის გამალებული, ლამაზი და ამაყი, უკან მოჰყეფს
ნაგეში ძაღლი. ძაღლს მიურბის საწყალი და ზედ კი შეეხლება ხოლმე
კაცსა, რომელიც ამ შემთხვევაში ძაღლზედ უფრო შეუბრალებელია და
დაუნდობელი. შორიდამვე ესმის ირმის ფეხის ცემა ყურმახვილ
მონადირესა; ესმის და მისი მოსისხლე გული ღელდება და ღელდება
მეტის მოუთმენლობისა გამო. აი, მოვიდა თოფის მანძილზედა, ფოთლებ
და ბუჩქებ შუა გამოჩნდა მისი დაღონებული, ნაღვლიანი თავი. ძაღლი
დაუახლოვდა. იშვირა ფეხი ირემმა და ისარივით გადმოეშო ბუჩქნარზედ.
გგონია, აგიქცევს გზას და მიეცემა საყვარელის ტყის განსაცდელით სავსე
თავისუფლებასა, მაგრამ არა, — დაუშტვენ. მაშინ უნდა ჰნახოთ, რა
მწუხარებით შედგება, რა-რიგ საოცარ მშვენიერებით მოიღერებს კისერსა,
რა გაფეთებით და იმედ-გადაწყვეტილად დაიწყებს ნაღვლიანის
თვალების ტრიალს, ყურების ცქვეტას, გაგანიერებულის ნესტოებით სუნის
აღებასა!.. ისეთი ლამაზია, ისეთი ნაზია და იმ სინაზესთან ისეთი
მიმზიდველი ამაყიცა, რომა, გგონია, რაც ბუნებისაგან მინიჭებული მადლი
აქვსო, სულ ეხლა შემოიკრიბაო, რომ სიკეთით და თავის სილამაზით მაინც
შეაბრალოს თავი დამალულს მტერსაო! მაგრამ კაცი მაგისთანა გულჩვილი
არ არის, რომ მაგით მოტყუვდეს. რაკი იყნოსა, კაცის სუნი აიღო, ირემმა
დააპირა გაქცევა, მაგრამ თოფმა იგრიალა, და ირემი, აქამდინ ცოცხალი,
თავისუფალი და ლაღი, გაირთხო იმ ბალახზედ, რომლის კალთაშიაც
პირველად აახილა თვალი, რომ მიესალმოს ქვეყანასა და ბოლოს
უკანასკნელად დახუჭოს, რომ სამუდამოდ გამოესალმოს. ისინი იყვნენ ამის
აკვნად და ბოლოს საფლავადაც გადაექცნენ. უნდა ჰნახოთ ის ამაყი,
თავისუფალი ნადირი, რა-რიგად უდრტვინველად და მშვიდადა კვდება,
მაგრამ მე ყოველთვის მის ცრემლმორეულ თვალებში ეს აღმომიკითხავს:
ჩემო მკვლელო! ქვეყანა ღვთისა დიდია და ფართო... რად შეგშურდა, რომ
მეც, უბოროტოს და მშვიდსა, ამ ღვთის მიუწვდომელ ქვეყანაში ერთი
მტკაველი ალაგი მეჭირა?.. ეს სიტყვები აღონებდნენ გულს, მინამდინ
დედამიწა შეიშრობდა სისხლსა დაღვრილსა და როცა შეიშრობდა, მეც კი
მომაგონდებოდა, რომ ჩვენ თითონ სულიერთა მეუფენი, ჩვენ თითონ
ქმნილებათა გვირგვინნი, ჩვენ თითონ ღვთის სახისანი ერთი-ერთმანეთს
არ ვუთმობთ იმ ადგილსა, — რაკი მოვიგონებდი, რომ ყოველ კაცის
ნაფეხურსა ერთი მუჭა კაცისავე სისხლი შეუშვრია, მაშინვე
დამიდინჯდებოდა გული და გამართლებული ვიტყოდი: „ისიც კარგია,
ჩემო პირუტყვო, რომ იქა ჰკვდები, სადაც დაიბადე. ჩვენ, კაცები, ხანდისხან
მაგ ბედნიერებასაც მოკლებულნი ვართ”. იხ. ბმულე პდფ ფაილზე სრულად
იხ. ვიდეო ფილმი - გლახის ნაამბობი - ქართული მხატვრული ფილმი



თუ გნებავთ დაეხმაროთ ფინანსურად ბლოგს რათა უფრო მეტი მოტივაცია და საინტერესო ინფორმაციები დაიდოს შეგიძლიათ ნებიმიერი თანხა დარიცხოთ აღნიშნულ საბანკო ანგარიშზე იხ. ქვემოთ



რეკლამა განცხადება - მომზადება ვოკალში პროფესიონალი მომღერალი მრავალი კონკურისის ლაურეატი მოამზადებს ნებისმერ მსურველს ვოკალში  საოპერო, კამერული, საესტრადო, ფოლკორში. ხმისა და სუნთქვის დაყენება, გაძლიერება, დიაპაზონის გაზრდა სათანადო რეპერტუარით  ტ. 595330177 ტ. 597 78 72 64 



Комментариев нет:

შიდა ტერორიზმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                            შიდა ტერორიზმი ალფრედ პ. მურას ფედერალური შენობა ოკლაჰომა-სი...