Translate

четверг, 20 ноября 2025 г.

მამის მკვლელი (რომანი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                   მამის მკვლელი (რომანი)
რუსული გამოცემის პოსტერი (1964)

მამის მკვლელი — ალექსანდრე ყაზბეგის რომანი, რომელიც პირველად 1882 წელს გამოიცა. ნოველა აგებულია სიყვარულის ისტორიაზე, თუმცა აქვე წამოწეულია XIX საუკუნის საქართველოს სოციალური და პოლიტიკური პრობლემებიც. ნოველა XIX საუკუნის საქართველოს კრიტიკული რეალიზმის სტილში ასახავს.რომანის შესახებ

დავით მესხის გადმოცემით, "დროებაში" მუშაობის პერიოდში ყაზბეგი "გაჭირვების ტალკვესი" იყო. მაშინ ამ გაზეთს სერგი მესხი რედაქტორობდა. მაშინ, როცა მეფის ცენზურა დასაბეჭდად გამზადებულ რომელიმე გვერდს წითელი მელნით "დაასისხლიანებდა", გაზეთის ცარიელი გვერდები ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებებით უნდა შევსებულიყო. სანდროც წერდა, ხან სანთლის შუქზე, ხანაც ლამფის და "დროების" დროული გამოსვლა არ ფერხდებოდა. სწორედ ასე და ამ პერიოდში და უშუალოდ "დროების" რეაქციაში დაწერილა "მამის მკვლელი".

ამბავი მოთხრობილია მესამე პირში, სადაც მოვლენები საქართველოს მთიან რეგიონში, ხევში ვითარდება.

ალექსანდრე ყაზბეგი რომელიც ხევში გაიზარდა, კარგად იცნობდა მთიელების ცხოვრებას. ნოველა აღწერს შუასაუკუნეების საქართველოს და გამოყენებულია კუთხური კილო.

ავტორი ასევე ეხება ისეთ პოლიტიკურ საკითხებს, როგორიცაა თვითმართველობის პრობლემა. იმ დროს რეგიონის მმართველებს რუსეთის იმპერიის გავლენიანი წრეები ნიშნავდნენ. ცალკე პრობლემა იყო საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რუსების მიერ გამოყენებული კაზაკები, რომლებიც არ გამოირჩეოდნენ მოსახლეობის მიმართ ზრდილობიანი დამოკიდებულებით რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებდა.

სიუჟეტი

ანანურის ეკლესია და მონასტერი. 1892 წელი

მოქმედება ვითარდება XIX საუკუნის საქართველოში, როდესაც საქართველო რუსეთის იმპერიის მიერ იყო ოკუპირებული. ნოველაში აღწერილია იაგოსა და ნუნუს სიყვარულის ისტორია. ნუნუს დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვლბა და რადგან მამამისს (რომელიც შამილის აჯანყებული ჯარის წევრია) არ აქვს მისი შენახვის საშუალება ის ცხოვრობს ბიძამისთან. ბიძამისი მათ სიყვარულის წინააღმდეგი იყო, რადგან იაგოს მდაბიოდ მიიჩნევდნენ და სურდათ ნუნუ გრიგოლაზე მიეთხოვებინათ, რომელიც სოფელში რუსეთის იმპერიის მიერ დანიშნული მმართველი იყო. გრიგოლა დაქორწინებულია, თუმცა მას მშვენიერი ნუნუ უყვარს. ის არწმუნებს ოჯახს, რომ მისი ძმა მოიყანს ნუნუს ცოლად და ამით ნუნუ მისი მფარველობის ქვეშ იქნება.

გრიგოლამ გადაწყვიტა, რომ ნუნუს ხელში ჩასაგდებად ჯერ იაგო უნდა მოეცილებინა. გრიგოლამ დააბრალა მას სახელმწიფო ქონების მოპარვა და გამოამწყვდია ანანურის ციხეში. ამის შემდეგ მან ნუნუ მოიტაცა და გააუპატიურა. ნუნუს გატაცების მომსწრე ხდება იაგოს მეგობარი, კობა. ის იბრძვის ნუნუს გადასარჩენად მაგრამ ვერ ახერხებს. კობა ფიცს დებს, რომ გრიგოლას მისი სამარცხვინო საქციელს აზღვევინებს.

კობამ და სხვა მეგობრებმა იაგო გამოიხსნეს ციხიდან, რის შემდეგაც ისინი ჩეჩნეთში გაქცევას და იქ დამალვას გადაწყვეტენ. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ქართველი იბრძოდა რუსების მხარეს, შამილმა მაინც მისცა მათ თავშესაფარი. ავტორი ჩეჩნებს ქართველებისგან განსხვავებით თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხად აღწერს.

კადრი ფილმიდან „მამის მკვლელი“. 1923 წელი; რეჟისორი ამო ბეკ-ნაზაროვი; მთავარ როლებში ნატო ვაჩნაძევანო სარაჯიშვილი

.

ამასობაში ნუნუ მოახერხებს გრიგოლასგან გაქცევას. კობა მოახერხებს მასთან დაკავშირებას და დაუთქვამს შეხვედრას მამამისთან ერთად, ვლადიკავკაზში. ერთი დღით ადრე, როდესაც იაგო და ნუნუ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, იაგოს მასპინძელი გადაწყვეტს გასამრჯელოს მიღების სანაცვლოდ შეატყობინოს გრიგოლას ეს ამბავი. ღამით გრიგოლა კლავს როგორც იაგოს ასევე ნუნუს მამას. კობა მოახერხებს დაუსხლტეს გრიგოლას, თუმცა როდესაც ნუნუ აღმოაჩენს მამამისის და იაგოს გარდაცვალებას, ისიც დარდისგან იღუპება.

ისტორიის ბოლოს კობა ნუნუს და იაგოს გამო შურისძიებისთვის ტყეში კლავს გრიგოლას.

მემკვიდრეობა

კობას პერსონაჟის სახელი აიღო იოსებ სტალინმა როგორც ფსევდონიმი და ითვლება რომ კობას შურისმაძიებელი პერსონაჟის იდეალმა დიდი როლი ითამაშა სტალინის პიროვნების ჩამოყალიბებაში

იხ.ვიდეო - ,,მამის მკვლელი'' ალექსანდრე ყაზბეგი.მონაწილეობენ: შალვა ღამბაშიძე, ტარიელ საყვარელიძე, სესილია თაყაიშვილი, მზია მახვილაძე, პიერ კობახიძე, კოტე დაუშვილი, გიორგი ტატიშვილი ...


თუ გნებავთ დაეხმაროთ ფინანსურად ბლოგს რათა უფრო მეტი მოტივაცია და საინტერესო ინფორმაციები დაიდოს შეგიძლიათ ნებიმიერი თანხა დარიცხოთ აღნიშნულ საბანკო ანგარიშზე იხ. ქვემოთ



რეკლამა განცხადება - მომზადება ვოკალში პროფესიონალი მომღერალი მრავალი კონკურისის ლაურეატი მოამზადებს ნებისმერ მსურველს ვოკალში  საოპერო, კამერული, საესტრადო, ფოლკორში. ხმისა და სუნთქვის დაყენება, გაძლიერება, დიაპაზონის გაზრდა სათანადო რეპერტუარით  ტ. 595330177 ტ. 597 78 72 64 


                           

Комментариев нет:

შიდა ტერორიზმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                            შიდა ტერორიზმი ალფრედ პ. მურას ფედერალური შენობა ოკლაჰომა-სი...