вторник, 31 января 2023 г.
დროის ბურთი
რობერტ ჰაინლაინი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
რობერტ ჰაინლაინი
(/ˈhaɪnlaɪn/;; დ. 7 ივლისი, 1907 — გ. 8 მაისი, 1988) — ამერიკელი სამეცნიერო ფანტასტი ავტორი, საჰაერო ინჟინერი და საზღვაო ოფიცერი.
აიზეკ აზიმოვთან და ართურ კლარკთან ერთად წარმოადგენს ინგლისურენოვანი სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორთა „დიდ სამეულს“. 1974 წელს რობერტ ჰაინლაინი სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალთა გრანდმასტერად დასახელდა. მისმა ოთმა რომანმა ჰიუგოს ჯილდო მიიღო, ხოლო შვიდმა ნაშრომმა - რეტრო ჰიუგო. მის მიერ ინგლისურ ლიტერატურაში დამკვიდრდა ნეოლოგიზმები: გროკი, ვალდო, სპეკულაციური ლიტერატურა (ფანტასტიკა).
დაიბადა მისურიში. იგი გერმანელ-ამერიკელთა მეექვსე თაობას წარმოადგენდა. მსახურობდა სამხედრო-საზღვაო ძალებში, რადიო კომუნიკაციებში. მისი მეთაური ერნესტ კინგი იყო. მისმა ძმამ სამხედრო-საზღვაო ძალებში მთავარი გენერლის ჩინამდე მიაღწია. საზღვაო ძალებს ჰაინლაინმა 1934 წელს ტუბერკულოზის გამო დაანება თავი.
სამჯერ იყო დაქროწინებული. მისი ჰობი ქვის დამუშავება იყო.
ჰაინლაინის მთავარი სერიებია: 1. მომავლის ისტორიის სერია 2. ლაზარეს გრძელი სერია 3. The Heinlein juveniles
ჰაინლაინი თავის შემოქმედებაში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრული ელემენტების საშუალებით პროვოკაციულ სოციალურ და პოლიტიკურ იდეებს იკვლევდა და ცდილობდა განესაზღვრა, თუ რა გავლენას მოახდენდა სამეცნიერო პროგრესი საზოგადოების ფორმირებაზე. მწერლის შემოქმედებაში განმეროებადი სოციალური თემებია: პირადი თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის მნიშვნელობა, სექსუალური ურთიერთობების ბუნება, პიროვნების ვალდებულება საზოგადოების წინაშე, ორგანიზებული რელიგიის გავლენა კულტურასა და ხელისუფლებაზე და საზოგადოების მიდრეკილება ნონკონფორმიზმის ჩახშობისაკენ.
ჰაინლაინს ეკუთვნის 32 რომანი, 59 მოთხრობა და 16 კოლექცია. მისი ნაშრომების მიხედვით 4 ფილმი, 2 სატელევიზიო სერიალი, რადიო სერიალების ეპიზოდები და სამაგიდო თამაშები შეიქმნა. ჰაინლაინის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა რადიარდ კიპლინგის ნაშრომებმა. უცხო უცხოთა ქვეყანაში კიპლინგის „ჯუნგლის წიგნის“ მოდერნიზებული ვარიანტია. ცოლმა ჰაინლაინს ურჩია, რომ ბავშვი მგლების ნაცვლად, მარსელებს აღეზარდათ. ნაწარმოებში - „გალაქტიკის მოქალაქე“, ასევე კიპლინგის ნაშრომის - „კიმი“ - ელემენტები ვლინდება.
ჰაინლაინი აღნიშნავდა, რომ მასზე დიდი გავლენა იქონია ბერნარდ შოუს პიესებმა, რომელთა უმრავლესობაც წაკითხული ჰქონდა. ჰაინლაინმა უარყო რაიმე პირდაპირი გავლენა შოუს პიესისა - მათუსალას დაბრუნებასა და მის მათუსალას ბავშვებს შორის.
ჰაინლაინი ჩართული იყო პოლიტიკაშიც. თავდაპირველად ლიბერალი იყო. 1934 წელს დემოკრატებთან თანამშრომლობდა, სინკლერის დამარცხების შემდეგ იგი ანტი-კომუნისტი დემოკრატი აქტივისტი გახდა. შემდეგში იგი კონსერვატიულ შეხედულებებს მიემხრო.
იხ. ვიდეო - Откровенные цитаты. Которые Изменят Вашу Жизнь. Роберт Энсон Хайнлайн Мудрые Цитаты
ვარსკვლავი მანქანა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ვარსკვლავი მანქანა
суббота, 28 января 2023 г.
დეჟა ვუ (ფილმი)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
დეჟა ვუ (ფილმი)
რეჟისორი | ტონი სკოტი |
---|---|
პროდიუსერი | ჯერი ბრუკჰეიმერი ტედ ელიოტი ტერი როსიო |
სცენარის ავტორი | ბილ მარსელი ტერი როსიო |
როლებში | დენზელ ვაშინგტონი ველ კილმერი ბრუს გრინვუდი მეთ კრავენი ჯეიმზ კევიზელი პაულა პეტონი ადამ გოლდბერგი |
კომპოზიტორი | ჰარი გრეგსონ-უილიამსი |
სტუდია | Touchstone Pictures Jerry Bruckheimer Films Scott Free Productions |
დისტრიბუტორი | Buena Vista Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 126 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $75 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 180,557,550 აშშ დოლარი |
ერთ დილას, დაახლოებით 10:50-ზე საზღვაო ბორანზე დიდი აფეთქება ხდება. მსხვერპლი დიდია. დაიღუპა 543 ადამიანი. გამოძიებას აწარმოებს ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიურო, პოლიცია და ATF ბიურო — Bureau of Alcohol, Tobacco, Firearms and Explosives (ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთების ვაჭრობის მონიტორინგის ბიურო).
გამოძიებაში ჩართულია ბიუროს აგენტი დაგ კარლინი. გამოძიებისას კარლინი იგებს, რომ ტერაქტისას დაღუპულებს შორის მისი მეწყვილეცაა — ლარი მინუტი. ასევე ირკვევა, რომ აფეთქებამდე ერთი საათით ადრე ბიუროში დარეკა ქალმა, გამომძიებელ დაგ კარლინის გარეგნობის აღწერა ითხოვა და თავის ტელეფონის ნომერიც დატოვა. კარლინმა გადარეკა ამ ნომერზე, თუმცა ტელეფონს არავინ იღებს, ყურმილიდან მხოლოდ ავტომოპასუხის ხმა ისმის.
მალე კარლინი მორგში გამოიძახეს. ნაპირზე აღმოაჩინეს ახალგაზრდა ქალის გვამი. ის შეიძლება იყოს ტერაქტისას გარდაცვლილი, თუმცა ირკვევა, რომ გვამი აფეთქებამდე აღმოუჩენიათ. გარდაცვლილს დამწვრობის მრავალი კვალის გარდა, ტუჩებზე წებოვანი ლენტის კვალიც ამჩნევია. ცხედარს ცალი საყურე მოგლეჯილი აქვს. პოლიციის განყოფილებაში დაბრუნებული დაგი სწორედ ამ გარდაცვლილის მამას ხვდება, რომელიც შვილის, კლენ კუჩევერის დაკარგვის შესახებ აცხადებს. კარლინი მას შვილის დაღუპვის შესახებ აცნობებს და თხოვს მას კლერის სახლის გასაღებს, სადაც აგენტი ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენს: ნაგვის ყუთში არის უამრავი სისხლიანი დოლბანდი და ბამბა, საბავშვო სათამაშოს ასოები მაცივრის კარზე წარწერას ადგენს: «შენ შეგიძლია მისი გადაარჩენა» (U CAN SAVE HER), ავტომოპასუხის ჩანაწერებს შორისაა მისი ბოლო ზარიც.
მალე ექსპერტები ადგენენ იმ ავტომობილის ფერსა და მარკას, რომლითაც ტერორისტმა ბორანზე ასაფეთქებელი საშუალება აიტანა. სწორედ ამ ავტომობილს ჰყიდდა კლერ კუჩევერი და ამის გამო გაზეთებშიც გამოაქვეყნა რეკლამა. დაგ კარლინი ასეთ ვერსიას ამუშავებს: ტერორისტმა კლერი მისივე ავტომობილით მოიტაცა, კვალის დასაფარად მოკლა და ცდილობდა მოეწყო ისე რომ თითქოს კლერიც ტერაქტის მსხვერპლი იყო.
კარლინი ძალიან გაკვირვებულია, როდესაც კლერის სახლში ძალიან ბევრი თითის ანაბეჭდს აღმოაჩენენ, რომელიც გამოძიებელსვე ეკუთვნის. სხვა გამომძიებლები თვლიან, რომ კარლინი კლერის სახლში პირველი ვიზიტისას მრავალჯერ შეეხო ნივთებს, თუმცა თავად დაგ კარლინს კარგად ახსოვს რომ მან ძალიან ფრთხილად იმოქმედა და არაფერს შეხებია შიშველი ხელებით.
საღამოს აგენტ კარლინს საიდუმლო ლაბორატორიაში მიიწვევენ. კომპიუტერის ეკრანზე დაგი ხედავს სანაპიროს და ბორანს ხედავს. დრო — დილა, გასაოცარია მაგრამ კამერა თითქოს ჰაერში ლივლივებს და ლაბორატორიიდან ბრძანებებსაც ემორჩილება. მას უხსნიან, რომ ეს საიდუმლო პროექტი „ფიფქიაა”. პირველადო მონაცემები 7 თანამგზავრიდან („ჯუჯა”) მოდის. მინიმუმ ოთხი ერთ ადგილს იწერს, რადგან ბევრი მოწმე იყოს. კომპიუტერი ახდენს რეალური მსოფლიოს სრულ კოპირებას და გამოსახულებასა და ხმას ოპერატორს უგზავნის, სისტემის მოქმედების ზონის ნებისმიერი წერტილიდან, დახურული სივრცის შიგნიდანაც კი. თუმცა გაანგარიშების სისტემა ძალიან რთულია და სურათის შექმნას 4.5 დღე სჭირდება (ანუ გამოსახულება და ხმა 4.5 დღით გვიან მოდის და ამის გამო შესაძლებელია წარსულში ჩახედვა), არ შეიძლება თუნდაც 10 წუთითაც უკან გადახვევა, არ შეიძლება იმის ამორჩევა რას უყურონ, მხოლოდ დროა მუდმივი — ყოველთვის 4 დღითა და 6 საათით უკან. ეს არის ერთგვარად აწმყოს წარსულში ასახვა. ამიტომ საჭიროა კომპეტენტური პირი — დაგ კარლინს შეუძლია განსაზღვროს, კამერის საშუალებით როდის საითკენ გაიხედონ. ტერორისტი დაგმა უნდა იპოვოს.
კარლინი გადაწყვეტს, რომ დააკვირდნენ კლერის სახლს, რომელიც, საბედნიეროდ, სისტემის მოქმედების ზონაშია. ასევე კარლინი გასცემს ბრძანებას ლაბორატორიაში მიიტანონ კლერის ყველა დღიური და პირადი ნივთები. ეკრანზე ჩანს რომ კლერს ტერორისტი ურეკავს. მას ავტომობილის ყიდვა აინტერესებს. „ფიფქია” ზარის საშუალებით ტერორისტის ადგილმდებარეობას ადგენს. ტერორისტის ვინაობა დგინდება
რამდენიმე საათის შემდეგ დაგი მიატოვებს მსხვერპლის თვალთვალს „ფიფქიას” დახმარებით, რადგან სისტემის მუშაობაში, რომელიც იძლევა საშუალებას დადგინდეს სიმართლე, ბევრი უცნაურობას აღმოაჩენს. აღმოჩნდება რომ, „ფიფქია„” არა კომპიუტერული მოდულაცია, არამედ ღია არხია წარსულში. იქ, სადღაც წარსულში კლერი ჯერ კიდევ ცოცხალია. დაგი არწმუნებს თავის ახალ კოლეგებს, შეცვალონ წარსული, შეაჩერონ დამნაშავე და აღკვეთონ ტერაქტი. ერთნი ამბობენ, რომ წარსულის შეცვლა შეუძლებელია, სხვები კი თვლიან, რომ წარსულის შეცვლით წარმოიქმნება პარელელური სამყარო. დაგი ითხოვს, რომ მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ გააკეთონ ჩანაწერი ფურცელზე და გააგზავნონ წარსულში, ისევ დაგთან, მის სამუშაო მაგიდაზე, რადგან ახსოვს რომ იმ დღეს ის ბიუროში იმყოფებოდა. ჩანაწერის ტექსტს დაგი ადგენს: - „არსებობს ტერორისტული აქტის საფრთხე, ეჭვმიტანილი ბორანის დოკში დილის ოთხ საათსა და ორმოც წუთზე იქნება. მიიღე უსაფრთხოების ზომები”. სანამ სპეციალისტები ჩანაწერის გაგზავნას და მის დაგის მაგიდაზე მოხვედრას ახერხებენ, კარლინი ტოვებს ბიუროს შენობას, ჩანაწერს კი მისი მეწყვილე, ლარი მინუტი კითხულობს. ის გადაწყვეტს თვითონ, მარტომ დააპატიმროს ტერორისტი, თუმცა დამნაშავე მას მკერდში ესვრის, გვამს საბარგულში დებს და თან მიაქვს. ტერორისტის მანქანა მალე დატოვებს „ფიფქიას” მოქმედების ზონას, ამიტომ დაგი იძულებულია ჩაჯდეს „ჰამერში” და ვირტუალურად გაედევნოს მას.
„ჰამერში” არის „კიბერ თვალი” — ვიდეოკამერის მსგავსი მოწყობილობა, რომელიც აჩვენებს წარსულს „ფიფქიას” დახმარებით. ავტომობილის მართვისას დაგი „კიბერთვალის” საშუალებით, ერთდროულად ხედავს რეალურ გზას და იმავე გზას, 4.5 დღის წინანდელი სურათით. ტერორისტის დევნაში, დაგი უახლოვდება ქალაქგარე აგარაკს, რომელიც დიდი აფეთქების გამო სრულად განადგურებულია და ამ ნანგრევებში სასწრაფო დახმარების აფეთქებული მანქანაა — „კიბერთვალში” ჩანს რომ 4.5 დღის წინ სახლი ჯერ კიდევ ხელუხლებელია. დაგი ეზოში ერთ ადგილას ამჩნევს ხანძრის კვალს — სწორედ აქ დაიღუპა მისი მეგობარი, ტერორისტმა ცხედარს საწვავი გადაასხა და გაანადგურა. კარლინი კლერის საყურეს პოულობს.
იხ. ვიდეო - Deja Vu (2006) - Infrared Thermal Imaging Track
გამოძიებას უკვე აქვს საკმარისი ინფორმაცია, ტერორისტის დასაკავებლად. ეს უკანასკნელი დაკითხვაზე გულწრფელად აღიარებს დანაშაულს და დაგს უყვება ამის მოტივებს ტერორისტი დარწმუნებულია, რომ სამუდამოდ დარჩება ისტორიაში, თუმცა დაგი სხვაგვარად ფიქრობს. ის გადაწყვეტს წარსულში დაბრუნდეს და შეცვალოს იგი. „ფიფქიას” ჯგუფის ერთი სპეციალისტის დახმარებით, დიდი რისკის ქვეშ, დაგი 4.5 დღით უკან, წარსულში ინაცვლებს. ძლიერი ელექტრომაგნიტური იმპულსი დაგის გულის მუშაობას აჩერებს, თუმცა საავადმყოფოში, სადაც ის მოხვდა, აღუდგენენ გულის მუშაობას. დაგი სწრაფად დატოვებს კლინიკას და გაიტაცებს საწრაფო დახმარების ავტომობილს. მიდის ტერორისტის სახლში და ცდილობს გადაარჩინოს კლერს. ტერორისტი ესვრის მათ, დაგი მხარში დაიჭრება. ორმხრივი სროლისას ბუნებრივი აირის ბალონები ფეთქდება. ტერორისტი ჩათვლის, რომ დაგი და კლერი დაიღუპა და მიდის ბორნის ასაფეთქებლად.
დაგი კლერთან ერთად, კუჩევერის სახლში მიდის და შეიხვევს ჭრილობას. კარლინი მაცივრის კარზე აწყობს წარწერას: „შენ შეგიძლია მისი გადარჩენა” ის ცდილობს აუხსნას კლერს, რომ სპეციალური მოწყობილობის დახმარებით მომავლიდან დაბრუნდა, რათა ხელი შეუშალოს ტერორისტს ბორნის აფეთქებაში. კლერს თავდაპირველად არ სჯერა დაგისა, თუმცა რეკავს ბიუროში და გამომძიებელ დაგ კარლინის გარეგნობის აღწერა ითხოვს და ოპერატორს თავის ტელეფონის ნომერსაც უტოვებს. დადასტურების შემდეგ ქალი დაგს უჯერებს. დაგი, სისხლიანი დოლბანდების დანახვის შემდეგ, რომელიც თვითონვე ჩააგდო სანაგვე ყუთში, ჭრილობის შეხვევისას, ხვდება რომ სპეციალისტების მიერ აღმოჩენილი ანაბეჭდები მართლაც მან დატოვა, რამდენიმე წუთის წინ, და რომ წარსულის შეცვლა შეუძლებელია — ასე რომ მან ჯერ ვერაფრის შეცვლა მოახერხა, და რომ მან ადრე განახორციელა ზუსტად ასეთი ნახტომი წარსულში, რომელიც წარუმატებლად დასრულდა, რის შესახებაც ფილმის დასაწყისში შევიტყვეთ. ბორანზე დაღუპულთაგან ერთ-ერთის ტელეფონი რეკავდა. ზარის მელოდია ისეთივე იყო, როგორი მელოდიაც დაგის ტელეფონს ზარს აქვს. კლერის დაცვის მიზნით დაგს იგი თავისთან მიჰყავს.
ასაფეთქებლით სავსე ავტომობილის ბორანზე მოთავსების შემდეგ, ტერორისტი ჩამოდის ბორნიდან და ამჩნევს ნაცნობ მანქანას, რომელიც იქ არ უნდა იყოს. ტერორისტი ბრუნდება ბორანზე.
კლერი დაგის დასახმარებლად ადის ბორანზე, თუმცა მას ტერორისტმა ჩაავლო ხელი და იმ მანქანაში ჩასვა, რომელშიც ბომბი იყო. ამის შემდეგ ტერორისტმა ბორნის დაცვის წევრებს სროლა აუტეხა და დახოცა ისინი. კლერმა დაგის მითითებით მანქანა დაძრა და ტერორისტს დაეჯახა.
დაგი და კლერი შეეცადნენ ბომბი ბორნიდან წყალში გადაეგდოთ. ავტომობილი, და მასთან ერთად კუჩევერიცა და კარლინიც წყალში აღმოჩნდებიან. დაგი ათავისუფლებს კლერს, მაგრამ თვითონ აფეთქებისას იღუპება.
მომხდარისგან თავზარდაცემული კლერი სანაპიროზე ზის. მასთან პოლიციის ოფიცერი მიდის და ეუბნება, რომ ყველაფერი რაც თავს გადახდა გამომძიებელს უნდა მოუყვეს. ეს გამომძიებელი დაგ კარლინია, აგენტი — უკვე „აწმყოდან”. ისინი სხდებიან მანქანაში. და აი დეჟა ვუ: რადიოში ჟღერს ნაცნობი მელოდია. დაგი ჩაფიქრდება და რაღაცას იხსენებს. მაშინ კლერი დაგს უსვამს იმ შეკითხვას, რომელიც რამდენიმე საათის წინ დაგმა დაუსვა კლერს. კარლინი მრავალმნიშვნელოვნად იღიმება. ის მას თავისივე სიტყვებით პასუხობს.
ფინალი ღია რჩება, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ორი რეალობა გაერთიანდა, და დაგმა ყველაფერი გაიხსენა. იხ. ბმულზე ფილმი რუსულ ენაზე
AH-64 Apache
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
AH-64 Apache
იერარქია
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
იერარქია
ფიტოგეოგრაფია
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ფიტოგეოგრაფია
კოსმოსური ხომალდების ბირთვული ძრავები უახლოეს წლებში რეალობად იქცევა. NASA და DARPA 2027 წლისთვის შექმნიან ექსპერიმენტულ აპარატს
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
მუსიკალური პაუზა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - მუსიკალური პაუზა ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...
-
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აფრო-ამერიკელები აფრო-მარეკილების ჯგუფი 1905-10წწ არიან ამ...