пятница, 14 апреля 2023 г.

ტოლმა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   კულინარია

                                  ტოლმა
ტოლმის მომზადება ბერძნულად
 (თურქ. dolma; ბერძ. ντολμαδες; სპარსულად Dolme (دلمه); სომხ. tolma (տոլմա); რუმინ. sarma) — ტოლმა მრავალი მეზობელი ქვეყნის სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. მათ შორის: სომხურის, აზერბაიჯანულის, თურქული, ბერძნულის, ბანგლადეშურის და ა.შ. ის ძირითადად ვაზის ფოთლებში გახვეული ბრინჯის, ხახვის, გატარებული ხორცისა და სხვა ინგრედიენტთა ნარევია. პოპულარული წასახემსებელი კერძია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებში. ითვლება, რომ კერძი წარმოშობით თანამედროვე აღმოსავლეთი თურქეთიდანაა და შემდეგ გავრცელდა ოსმალეთის იმპერიის სივრცეში.

თურქეთსა და სომხეთში ტოლმას უწოდებენ ნებისმიერ შეჭამადს, რომელიც კომბოსტოს, ყურძნის ფოთლებში, ბადრიჯანში, ან ბულგარულ წიწაკაშია გახვეული.

ტრადიციული ტოლმა ვაზის ფოთლებში გახვეული ცხვრის ხორცისა და ბრინჯის ნაზავია (სომხ. თფოვ ტოლმა - թփով տոլմա), ან იგივე კომბოსტოს ფურცლებში (კაღამბი ტოლმა - կաղամբի տոլմա). ხორცისა და ბრინჯის გარდა ტოლმას ამატებენ კორიანდრს, ქინძს, ნიახურს, პიტნას, ცხარე პილპილს და დამდნარ კარაქს. სუფრასთან როგორც წესი არაჟანთან მიართმევენ.
იხ. ვიდეო - ტოლმა ვაზის ფოთოლში - Tolma Vazis Fotolshi
თქვენ დაგჭირდებათ 500 გრ ცხვრის ხორცი (შიგიძლიათ ჩაანაცვლოთ საქონლის ხორცით და ღორის ხორცის ნაზავით). 4 ჭიქა ბრინჯი, 1 დიდი თავი ხახვი,  სხვა და სხვა მწვანილი (ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, რეჰანი). წიწაკა გემოვნებით, შავი დაფქვილი წიწაკა მარილი, ნიორი ნორჩი ვაზის ფოთოლი.
მომზადების წესი -   ხორცი თავისი ცხიმთან ერთად უნდა გავატაროთ და ხახვთან ერთად დავუმტებთ ნახევრად მოხარშული  ბრინჯი და დანარჩენი ინგრედიდები ფარშისთვის.
კარგად ავურიოთ ერთმანეთში და გავახვიოთ ვაზის ფოთოლში მჭიდროდ ჩავაწყოთ ქვაბში დაასხით წყალი ან ხოცის ბულიონი ისე, რომ ხორცი დაიფაროს ქვაბს დააფაეტ სახურავი და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ.
 შეგიძლიათ ტოლმასთან ერთად მიიტანოთ სუფრაზე მიიტანოთ ნირვიანი ან შაქრიანი და მიხაკდარჩინი მაწონი.


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...