суббота, 6 ноября 2021 г.

კობალტი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                   კობალტი

მოვერცლისფრო-თეთრი ფერის ლთონი
კობალტი
27 Co
58,9332
[Ar] 3d7 4s2
კობალტის ატომის სქემა

კობალტი — მენდელეევის სისტემის მეოთხე პერიოდის, მერვე ჯგუფის, თანაური ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტიატომური ნომერია 27. აღინიშნება სიმბოლოთი Co (ლათ. Cobaltum). მარტივი ნივთიერება კობალტი (CAS-ნომერი: 7440-48-4) — მოვერცხლისფრო-თეთრი, ცოტათი მოყვითალო მოვარდისფრო ან მოლურჯო ელფერის ლითონი. არსებობს ორი კრისტალური მოდიფიკაცია: α-Co - ჰესაგონალური მჭიდროდ შეკრული მესერით, და β-Co - კუბური წახნაგცენტრირებული მესერით, გადასვლის ტემპერატურა α↔β 427 °C

კობალტის ნაერთები ადამიანისათვის უხსოვარი დროიდან იყო ცნობილი, ლურჯი კობალტის მინასმინანქარს, საღებავებს პოულობენ ეგვიპტის ძველ სამაროვნებში. ტუტანხამონის საფლავში ნაპოვნი იქნა კობალტის მინის ბევრი ნატეხი, არ არის ცნობილი, თვითცნობიერად იყო დამზადებული მინა და საღებავები თუ შემთხვევით. პირველი ლურჯი საღებავები დამზადებული იქნა 1679 წელს.

ქიმიური ელემენტის სახელწოდება - კობალტი მოდის გერმ. Kobold — ჯუჯა გნომიდან. კობალტის მინერალების გახურებისას ან გამოწვისას, რომლებიც შეიცავდნენ დარიშხანს გამოიყოფა მფრინავი შხამიანი დარიშხანის ოქსიდი. მადანს რომელიც შეიცავს ამ მინერალებს მაღაროელები უწოდებენ მთის სულს კობალდს. ძველი ნორვეგიელები თვლიდნენ, რომ ვერცხლის მომპოვებლების მოწამლვა ამ ავი სულის ნამოქმედარია.

1735 წელს შვედმა მინერალოგმა გეორგ ბრანდტმა შეძლო გამოეყო ამ მინერალისაგან ადრე უცნობი ლითონი, რომელსაც უწოდა კობალტი. მან ასევე გაარკვია, რომ სწორედ ამ ელემენტის ნაერთები ღებავენ ლურჯად მინას - ამ თვისებით სარგებლობდნენ ჯერ კიდევ უძველეს ასირიაში და ბაბილონში.

ბუნებაში

დედამიწის ქერქში კობალტის მასური წილი არის 4×10−3%. კობალტი შედის შემდეგი მინერალების შემადგენლობაში: კაროლიტი CuCo2S4ლინეიტი Co3S4კობალტინი CoAsS, სფეროკობალტიტი CoCO3სმალტინი CoAs2სკუტერუდიტი (Co, Ni)As3 და სხვა. სულ ცნობილია მიახლოებით 30-მდე კობალტშემცველი მინერალი. კობალტს თან სდევს რკინანიკელიმანგანუმი და სპილენძი. კობალტის შემცველობა ზღვის წყალში არის მიახლოებით (1,7)×10−10 %.

                                                   საბადოები

კობალტის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი არის — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ასევე არის კობალტის მდიდარი საბადიები კანადაშიაშშ-ში, საფრანგეთშიზამბიაშიყაზახეთშირუსეთში.

                                                   მიღება

კობალტს ძირითადად მიიღებენ ნიკელის მადნებიდან, მათი დამუშავებით გოგირდმჟავათი ან ამიაკით. ასევე გამოიყენება პირომეტალურგიის მეთოდი. თვისებებით ახლოს მდგომი ნიკელისაგან მისი გამოყოფა ხდება ქლორის მეშვეობით, კობალტის ქლორატი (Co(ClO3)2) ილექება ძირს, ხოლო ნიკელის ნაერთები რჩებიან ხსნარებში.

იზოტოპები

კობალტს გააჩნია მხოლოდ ერთი სტაბილური იზოტოპი — 59Co (იზოტოპური გავრცობადობა 100). ცნობილია ასევე კობალტის კიდევ 22 რადიოაქტიური იზოტოპი.

                           ფიზიკური თვისებები

კობალტი — მაგარი ლითონია, არსებობს ორი მოდიფიკაციის სახით. ოთახის ტემპერატურიდან 427 °C-მდე მდგრადი α-მოდიფიკაციაა. 427 °C-დან დნობის ტემპერატურამდე (1494 °C) მდგრადია კობალტის β-მოდიფიკაცია (კუბურ წახნაგცენტრირებული მესერით). კობალტი - ფერომაგნეტიკიაკიურის წერტილია - 1121 °C. მას მოყვითალო ელფერს აძლევს ოქსიდების თხელი ფენა.

                               ქიმიური თვისებები

კობალტი

ოქსიდები

  • ჰაერზე კობალტი იჟანგება 300 °C-ზე მეტი ტემპერატურის დროს.
  • ოთახის ტემპერატურის პირობებში მდგრადი კობალტის ოქსიდი წარმოადგენს რთულ ოქსიდს Co3O4, რომლის კლისტალურ სტრუქტურაში კვანძების ერთი ნაწილი დაკავებულია Co2+-ის იონებით, ხოლო მეორე - Co3+-ის იონებით; იშლება Co-ის წარმოქმნით 900 °C-ზე უფრო მაღალი ტემპერატურის დროს.
  • მაღალი ტემპერატურების დროს შეიძლება მივიღოთ ოქსიდის CoO-ს α-ფორმა ან β-ფორმა.
  • კობალტის ყველა ოქსიდი აღდგება წყალბადით. Со3О4 + 4Н2 → 3Со + 4Н2О.
  • კობალტის ოქსიდი (III) შეიძლება მივიღოთ, კობალტის (II)-ის ნაერთების გახურებით, მაგალითად: 2Со(ОН)2 + O2 → Co2O3 + Н2O.

                                      სხვა ნაერთები

  • გახურებისას, კობალტი რეაგირებს ჰალოგენებთან, ამასთან კობალტ (III)-ის ნაერეთები მხოლოდ ფთორთან წარმოიქმნება. 2Co + 3F2 → 2CoF3, но, Co + Cl2 → CoCl2
  • გოგირდთან კობალტი წარმოქმნის 2 სხვადასხვა მოდიფიკაციის CoS. მოვერცხლისფრო-რუხ α-ფორმას (ფხვნილების შედნობისას) და შავ β-ფორმას (ხსნარიდან გამოიყოფა ნალექის სახით.
  • CoS-ის გახურებისას გოგირდწყალბადის ატმოსფეროში წარმოიქმნება რთული სულფიდი - Со9S8
  • სხვა მჟანგავ ელემენტებთან, როგორებიცაა ნახშირბადიფოსფორიაზოტისელენისილიციუმიბორი. კობალტი ასევე წარმოქმნის რთულ ნაერთებს, სადაც არის სხვადასხვა ჟანგვის ხარისხის 1, 2, 3 კომალტის ნარევები.
  • კობალტს ძალუძს წყალბადის გახსნა, ქიმიური ნაერთების წარმოქმნის გარეშე. ირიბი გზით სინთეზირებულია ორი სტექიომეტრული კობალთის ჰიდრიდი СоН2 და СоН.
  • კობალტის მარილების ხსნარები CoSO4, CoCl2, Со(NO3)2 წყალს აძლევენ მკრთალ ვარდისფერ შეფერილობას. კობალტის მარილების ხსნარები სპირტებში მუქი ლურჯი ფერისაა. კობალტის ბევრი მარილი უხსნადია.
  • კობალტი ქმნის კომპლექსურ ნაერთებს. ყველაზე ხშირად ამიაკის საფუძველზე. ყველაზე მდგრადი კომპლექსებია ლუტეომარილები [Co(NH3)6]3+ ყვითელი ფერის და როზეომარილები [Co(NH3)5H2O]3+ წითელი ან ვარდისფერი შეფერილობის.
  • ასევე კობალტი ქმნის კომპლექსებს CN, NO2-ის და სხვა ბევრის საფუძველზე.
  • კობალტის ქლორიდი
  • კობალტის იონური კომპლექსები

                                                   გამოყენება

  • ფოლადის კობალტით ლეგირება ზრდის მის ტემპერატურაგამძლეობას, აუმჯობესებს მექანიკურ თვისებებს. კობალტის შემცველ შენადნობებიდან ამზადებენ დამმუშავებელ ინსტრუმენტებს: ბურღებს, საჭრისებს და ა.შ.
  • კობალტის შენადნობების მაგნიტური თვისებები ჰპოვებენ გამოყენებას მაგნიტური ჩაწერის აპარატურებში, ასევე ტრანსფორმატორებსა და ელექტროძრავებში.
  • მუდმივი მაგნიტების დამზადებისას ზოგჯერ გამოიყენებენ შენადნობს, რომელიც შეიცავს მიახლოებით 50 % კობალტს, ასევე ვანადიუმს ან ქრომს.
  • კობალტი გამოიყენება როგორც ქიმიური რეაქციების კატალიზატორი.
  • ლითიუმის კობალტატი გამოიყენება როგორც მაღალეფექტური დადებითი ელექტროდი ლითიუმიანი აკუმულატორების წარმოებაში.
  • კობალტის სილიციდი ძალიან კარგი თერმოელექტრული მასალაა და იძლევა საშუალებას მაღალი მ.ქ.კ.-ის თერმოელექტროგენერატორების წარმოებისა.
  • რადიოაქტიური კობალტ-60 (ნახევარდაშლის პერიოდი 5,271 წელი) გამოიყენება გამა-დეფექტოსკოპიისათვის და მედიცინაში.
  • 60Со გამოიყენება როგორც საწვავი რადიოიზოტოპიურ ენერგიის წყაროებში.

                                       ბიოლოგიური როლი

კობალტი არის ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ საჭირო ერთ-ერთი მიკროელემენტი. ის შედის ვიტამინ В12-ში (კობალამინი). კობალტი მონაწილეობს სისხლის შექმნის პროცესში, ნერვიული სისტემის ფუნქციებში, ფერმენტულ რეაქციებში. ადამიანის ყოველდღიურ მოთხოვნას კობალტზე შეადგენს 0,007-0,015 მგრ-ს. ადამიანის ორგანიზმი შეიცავს 0,2 მგრ კობალტს მასის ყოველ ერთ კილოგრამზე. კობალტის უკმარისობა იწვევს აკობალტოზს.

                                                   ტოქსიკოლოგია

კობალტის ჭარბი რაოდენობა ადამიანისათვის მავნეა.

1960 წლებში კობალტის მარილები გამოიყენებოდა ლუდსახარში კომპანიების მიერ ქაფის სტაბილიზაციისათვის. ისინი ვინც რეგულარულად დღეში სვამდნენ ოთხ ლიტრზე მეტ ლუდს ღებულობდნენ სერიოზულ გართულებებს გულზე და ზოგ შემთხვევაში იყო სიკვდილის შემთხვევებიც. ცნობილია ასევე ეგრეთ წოდებული კობალტური კარდიომიოპატიის შემთხვევები ლუდის სმასთან დაკავშირებით 1964-1966 წლებში ომახში (ნებრასკას შტატი), კვებეკში (კანადა), ლევენში (ბელგია), და მინეაპოლისში (მინესოტას შტატი). ამ შემთხვევების შემდეგ მისი გამოყენება ლუდის წარმოებაში შეწყვიტეს, და ახლა აკრძალულია კანონით

კობალტის მტვრის ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ) ჰაერში არის 0,5 მგრ/მ³, სასმელ წყალში მისი დასაშვები შემცველობაა 0,01 მგრ/ლ.

ტოქსიკური დოზაა (LD50 ვირთხებისათვის) — 50 მგრ.

განსაკუთრებით ტოქსიკურია კობალტის ოქტაკარბონილის ორთქლი Со2(СО)8

იხ. ვიდეო





Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...