понедельник, 8 ноября 2021 г.

ართურ კომპტონი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   ამერიკელი გამოჩენილი ფიზიკოსის ავტობიოგრაფია

                         ართურ კომპტონი

 (ინგლ. Arthur Holly Compton; დ. 10 სექტემბერი1982 — 15 მარტი1962) — ამერიკელი ფიზიკოსი, რომელსაც 1927 წელს კომპტონის ეფექტის აღმოჩენისთვის, ნობელის პრემია მიენიჭა ფიზიკის დარგში. იმ დროისთვის ეს იყო სენსაციური აღმოჩენა, რადგან ამ აღმოჩენამ გამოავლინა სინათლის ტალღური და ელექტრომაგნიტური გამოსხივების ნაწილაკური ბუნება. იგი ასევე ცნობილია როგორ ჩიკაგოს უნივერსიტეტისმანჰეტენის პროექტის, მეტალურგიული ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 1945 წლიდან 1953 წლამდე ხელმძღვანელობდა „ვაშინგტონის უნივერსიტეტს“.

1919 წელს, კომპტონს მიენიჭა ეროვნული სამეცნიერო საბჭოს სტიპენდია, ეს სტიპენდია სტუდენტებს საშუალებას აძლევს, რომ სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელონ. კომპტონმა ფიზიკის სწავლა ინგლისშიჰარვარდის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც მან გამა-გამოსხივების გაფანტვა და შთანთქმა შეისწავლა. რაც შემდგომ მას კომტონის ეფექტის აღმოჩენაში დაეხმარა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, კომპტონი მანჰეტენის პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა პირველი ბირთვული იარაღი. მისი მოხსენებები პროექტის დაწყებისას მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. 1942 წელს გახდა მეტალურგიული ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მის პასუხისმგებლობაში შედიოდა: ბირთვული რეაქტორების წარმოება, ურანის პლუტონიუმად გადაქცევა, პლუტონიუმის ურანისგან განცალკევება და ატომური ბომბის შემუშავება. მეტალურგიულ ლაბორატორიაში იგი ასევე ხელმძღვანელობდა X-10 გრაფიტის რეაქტორის დიზაინს და ოპერაციას. კომპტონმა პლუტონიუმის წარმოება 1945 წელს დაიწყო.

ომის შემდეგ, კომპტონი ვაშინგტონის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი გახდა. მისი მმართვლობის პერიოდში უნივერსიტეტმა მრავალი ცვლილება განიცადა: დასახელდა პირველი ქალი პროფესორი, ომის ვეტერინარების ამერიკაში დაბრუნების შემდეგ, უნივერსიტეტმა დააფიქსირა სტუდენტების ჩარიცხვის რეკორდული მაჩვენებელი.

იხ. ვიდეო უბრალო ისტორია ართურ კომპტონი


ართურ კომპტონი დაიბადა 1982 წლის 19 სექტემბერს, ოჰაიოში. დედამისი კატერინა კომპტონი 1939 წელს დაასახელეს როგორც წლის დედა. მამამისი ელიას კომპტონი იყო „ვუსტერის უნივერსიტეტის“ დეკანი, რომელშიც მოგვიანებით ართურიც სწავლობდა. მისი უფროსი ძმა კარლ კომპტონი რომელიც ასევე ვუსტერის უნივერსიტეტში სწავლობდა, ხოლო 1929 წელს პრინსტონის უნივერსიტეტში ფიზიკაში დოქტორის ხარისხი მიენიჭა, 1939 წლიდან 1948 წლამდე იყო მასაჩუსეტსის ტექტნოლოგიის ინსტიტუტის პრეზიდენტი. მის მეორე ძმას უილსონ კომპტონს, რომელიც ძმების მსგავსად ვუსტერის უნივერსიტეტში სწავლობდა, 1916 წელს ეკონომიკის დარგში დოქტორის ხარისხი მიენიჭა და იყო „ვაშინგტონის სახელმწიფო კოლეჯის“ პრეზიდენტი, მოგვიანებით, 1944 წლიდან 1951 წლამდე ხელმძღვანელობდა „ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერისტეტს“. სამივე მათგანი იყო „ალფა ტაუ ომეგას“ წევრი.

კომპტონი დაინტერესებული იყო ასტროლოგიით, მან 1910 წელს ჰალეის კომეტას ფოტოც გადაუღო. დაახლოებით 1913 წელს მან აღწერა ექსპერიმენტი, სადაც წრიულ მილში წყლის მოძრაობის შემოწმებამ დედამიწის ბრუნვა აჩვენა. ამ წელს მან დაამთავრა „ვუსტერის უნივერსიტეტი“, ფიზიკაში საბაკალავრო ხარისხით, სწავლა განაგრძო პრინსტონის უნივერსიტეტში, სადაც მას 1914 წელს მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. ამის შემდეგ, კომპტონმა იმუშავა სადისერტაციო ნაშრომზე, და დაწერა თემები: „რენტგენული ანარეკლის ინტენსივობა“ და „ატომებში ელექტრონების განაწილება“.

მას შემდეგ რაც ართურს დოქტორის ხარისხი მიენიჭა, ის, კარლი და უილსონი გახდა ჯგუფი სამი ძმისა, რომლებმაც პრინსტონის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი მოიპოვეს. მოგვიანებით, ისინი იყვნენ ტრიო ძმებისა, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ სამ სხვადასხვა ამერიკულ კოლეჯს. მათი და მერი დაქორწინდა მისიონერზე, ს. ჰერბეტ რაისზე, რომელიც მოგვიანებით გახდა „ფორმანის ქრისტიანული კოლეჯის“ ხელმძღვანელი. 1916 წლის ივნისში, კომპტონი დაქორწინდა ბეტი მაკკლოსკიზე, რომელთაც მოგვიანებით ორი ვაჟი, ართურ ალან კომპტონი და ჯონ ჯოზეფ კომპტონი ეყოლათ.

კომპტონი 1916-1917 წლებში, ფიზიკის კონსტრუქტორად მუშაობდა „მინესოტას უნივერსიტეტში“, ორი წლის განმავლობაში პიტსბურგში, „Westinghouse Lamp Company“-ში ინჟინრად. პირველი მსოფლიო ომის დროს მან შეიმუშავა სასიგნალო კორპუსის საჰაერო აპარატურა.

1919 წელს ართურმა აიღო სტიპენდია, რომელმაც მას საშუალება მისცა რომ სწავლა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა. მან სწავლა ინგლისში, კემბრიჯის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც იგი ბრიტანელი ფიზიკოსის, ჯოზეფ ჯონ თომსონის შვილთან, ჯორჯ პეიჯიტ თომსონთან ერთად მუშაობდა. კომპტონმა აქ გამა-გამოსხივების შთანთქმა და გაფანტვა ისწავლა. მან აღნიშნა, რომ მიმოფანტული სხივები უფრო ადვილად შეიწოვებოდა, ვიდრე თავდაპირველი წყარო. მასზე რამდენიმე მეცნიერმა იქონია გავლენა, მათ შორისაა: ახალი ზელანდიელი წარმოშობის ინგლისელი ფიზიკოსი ერნესტ რეზერფორდი, ინგლისელი ფიზიკოსი ჩარლზ გალტონ დარვინი, ასტროფიზიკოსი ართურ ედინგტონი, ჯოზეფ ჯონ თომსონი და სხვა.

გარკვეული დროის განმავლობაში იგი იყო ერთ-ერთი ბაპტისტური ეკლესიის დეკანოზი.

                                                                             
კოპტონის გამა-გამოსხივების ობსერვატორია 1991წ

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, კომპტონმა თავისი თანამდებობა ჩიკაგოს უნივერსიტეტში დატოვა და დაბრუნდა ვაშინგტონის უნივერსიტეტში, სადაც იგი 1946 წელს გახდა უნივერსიტეტის რიგით მეცხრე ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობის დროს უნივერსიტეტმა რამდენიმე ცვლილება განიცადა, მათ შორის: დასახელდა უნივერსიტეტის პირველი ქალი პროფესორი, მას შემდეგ რაც ომი დასრულდა და ვეტერინარები სამშობლოში დაბრუნდნენ, ვაშინგტონის უნივერსიტეტმა დააფიქსირა ახალი სტუდენტების ჩარიცხვის რეკორდული მაჩვენებელი. კომპტონის რეპუტაციამ და სამეცნიერო წრეებში კავშირებმა, მას საშუალება მისცა რომ უნივერსიტეტში მიეღო მრავალი ცნობილი მეცნიერ-მკვლევარი. მიუხედავად კომპტონის მიღწევებისა, ვაშინგტონის უნივერსიტეტი ბოლო ადგილზე იყო იმ უნივერსიტეტებს შორის, რომლებმაც აფრიკელ ამერიკელებს კარი გაუღეს.

კომპტონმა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა 1954 წელს შეწყვიტა, თუმცა პენსიაზე გასვლამდე, 1961 წლამდე, იგი ამ უნივერსიტეტის პროფესორი იყო. პენსიაზე გასვლის შემდეგ მან დაწერა, ხოლო 1956 წელს გამოაქვეყნა „Atomic Quest“, რომელშიც აღწერილია ის, თუ რა წვლილი შეიტანა მან მანჰეტენის პროექტში.

                                                                               

კომპტონი ჩიკაგოს უნივერსიტეტში 1933წ-ს კრსდამთავრებული სტუდენტ პუის ალვარესთან ერთად კოსმოსური სხივების ტელესკოპთან ერთად

ართურ კომპტონი გარდაიცვალა 1962 წლის 15 მარტსქალასშიდა სისხლჩაქცევით. დაკრძალულია ოჰაიოს შტატში, ვუსტერის სასაფლაოზე. გარდაცვალებამდე, იგი იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი.

კომპტონს სიცოცხლის განმავლობაში მრავალი ჯილდო აუღია, მათ შორის არის ნობელის პრემია 1927 წელს, მატეუჩის ოქროს მედალი 1930 წელს, სამეფო საზოგადოების მედალი და 1940 წელს ფრანკლინის ინსტიტუტის მიერ გაცემული ფრანკლინის მედალი. მთვარეზე ერთ-ერთ კრატერს, ართურის და მისი ძმის კარლის საპატივცემულოდ კომპტონის კრატერი დაარქვეს, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფიზიკის განყოფილება და უნივერსიტეტის საუკეთესო სტიპენდია მათემატიკაში, ფიზიკასა და პლანეტარულ მეცნიერებაში მის სახელწოდებას ატარებს, ნასას ერთ-ერთი ობსერვატორიას მის საპატივცემულოდ უწოდეს კომპტონის გამა-გამოსხივების ობსერვატორია.

იხ. ვიდეო



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...