вторник, 16 ноября 2021 г.

გუსტავ II ადოლფი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       გუსტავ II ადოლფი

 (შვედ. Gustav II Adolfლათ. Gustavus Adolphus; დ. 9 დეკემბერი1594სტოკჰოლმიშვედეთი — გ. 6 ნოემბერი1632ლიუტცენილაიპციგის მახლობლად) — შვედეთის მეფე (1611–1632), კარლ IX-ისა და კრისტინა ჰოლშტაინ-გოტორფის ვაჟი. ხშირად უწოდებენ „თოვლის მეფეს“ ან „ჩრდილოეთის ლომს“. მისი ცხრამეტწლიანი მეფობა ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე იყო შვედეთის ისტორიაში. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მისი მნიშვნელობა მსოფლიო ისტორიაში.

                                                                

2 კრონი 1932- შვედური  2 კრონი 1932 - შვედური სამახსოვრო მონეტა მოჭრილი ლუცენის ბრძოლაში გუსტავ II ადოლფის გარდაცვალების 300 წლისთავთან დაკავშირებით.

მეფობის პირველ წლებში დაჰყვა შვედეთის არისტოკრატიის სურვილს და კანცლერად დანიშნა აქსელ ოქსენშერნა. თავადაზნაურულ-აბსოლუტური სახელმწიფოს ფინანსური და სამხედრო ძლიერების განსამტკიცებლად გაატარა სახელმწიფო მმართველობის, სასამართლო და სხვა რეფორმები. მფარველობდა მრეწველობას, განსაკუთრებით უწყობდა ხელს სამთო-მეტალურგიული მრეწველობის განვითარებას. ებრძოდა დანიასრუსეთსა და პოლონეთს ბალტიის ზღვაზე ბატონობისათვის. 1613 წელს კნერედის ზავით დაიბრუნა დანიის მიერ დაპყრობილი მიწები. 1614 წელს წამოიწყო რუსეთის წინააღმდეგ ომი, რომელიც 1617 წელს დასრულდა სტოლბოვოს ზავით. პოლონეთის მეფის სიგიზმუნდ III-ის პრეტენზიების გამო შვედეთის სამეფო ტახტზე, 1621 წელს გუსტავმა გაილაშქრა პოლონეთის წინააღმდეგ. ამ ლაშქრობისას მან დაიპყრო რიგა, ლიფლანდია და პრუსიის ნავსადგურების უმრავლესობა (იხ. ალტმარკის ზავი).

1630 წელს გუსტავ ადოლფი ჩაება ოცდაათწლიან ომში ანტიჰაბსბურგული კოალიციის მხარეს. გერმანიაში ლაშქრობისას გაიმარჯვა ბრაიტენფელდთან (1631 წლის 17 სექტემბერიკათოლიკური ლიგის ჯარებზე. ამ გამარჯვებამ დიდი გავლენა მოახდინა ომის მსვლელობაზე და შემდგომ წარმატებებთან ერთად დიდი პოპულარობა მოუტანა გუსტავ ადოლფს გერმანელ პროტესტანტებს შორის. შვედებმა გაიმარჯვეს აგრეთვე ვალენშტაინის ჯარებზე 1632 წლის ნოემბერში ლიუტცენის ბრძოლში. მეფე ბრძოლაში დაიღუპა.

იხ. ვიდეო შვედეთის მეფე გისტავ II

საინეტერსო ფაქტები - მეტსახელი "თოვლის მეფე" ("ზამთრის მეფის" ფრედერიკ V-ის ანალოგიით), მან მიიღო იმპერატორ ფერდინანდ II-ისგან, რომელმაც თვითნებურად განაცხადა, რომ "თოვლის მეფე, რომელიც ემუქრება თავის ქვეყანას, დნება იმპერიული მზის სხივების ქვეშ"
გუსტავის საყვარელი ავტორები  იყვნენ ქსენოფონტე და სენეკა. ნაპოლეონმა გუსტავ ადოლფუსი ანტიკური ხანის დიდ გენერლებს უტოლდება. გუსტავ ადოლფს ეძღვნება შვედური მძიმე მეტალ ჯგუფის Sabaton-ის სიმღერა "The Lion From the North".
მეფე გუტავ II ადოლფის (1594-1632) საფლავი, სტოკჰოლმში, შვედეთში, რიდარჰოლმენის ეკლესიაში, გუსტავიუს სამლოცველოს პირველ სართულზე.





Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...