вторник, 16 ноября 2021 г.

კაენი და კაენი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                     კაენი

 ძველი აღთქმის პერსონაჟი. დედამიწაზე დაბადებული პირველი ადამიანების ადამისა და ევას უფროსი ვაჟი, აბელის ძმა. 
ბიბლიის მიხედვით აბელი მწყემსი იყო, კაენი - მიწისმუშა. ორივემ მიართვა უფალს შესაწირავად თავ-თავისი შრომის ნაყოფი. მოხედა უფალმა აბელის ძღვენს, კაენისა კი უარყო... „ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა. უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი? თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე“ (4:5-7). გაფრთხილების მიუხედავად, კაენმა ძმა ველად გაიხმო და მოკლა.

„უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ? უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე. უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვედრს“ (4:10-15).

აღსანიშნავია, რომ დაბადების წიგნს ინცესტისა და და-ძმის ქორწინების საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, რადგან ადამიანთა რაოდენობის სიმცირის გამო გამრავლება სხვანაირად ვერ მოხერხდებოდა. ამ შემთხვევაში კაენის აღშფოთება უფრო გასაგები ხდება – ღმერთმა ამჯობინა აბელი როგორც მსხვერპლის მიღების, ისე ქორწინების საკითხში. ღმერთი აფრთხილებს კაენს, მოიშოროს ცოდვილი ფიქრები, მაგრამ ის უარზეა და სთხოვს თავის ძმას, გაჰყვეს მინდორში, გონებაში კი ცუდი აზრი უტრიალებს.

კაენი დასახლდა და ცოლად შეირთო თავისი და, გაუჩნდა ვაჟი, გააშენა ქალაქი და საფუძველი ჩაუყარა ცივილიზაციას

მუსლიმები მიიჩნევენ, რომ კაენი და აბელი (არაბ. هابيل, قابيل, ყაბილი და ჰაბილი) ადამისა და ევას ვაჟები იყვნენ. ყურანში მოთხრობილი ამბავი იგივეა, რაც ებრაული ბიბლიური მოთხრობები: ძმებს კამათი მოსდით, რაც ჩხუბში გადაიზრდება, აბელი მიწაზე წვება და ამბობს: „ალაჰ, დაე მომივიდეს ის, რაც შენი ნებაა.“ მკვლელობის შემდეგ, ალაჰმა გაგზავნა ყორანი, რომელმაც მიწა გაკაწრა, რათა კაენისთვის ეჩვენებინა როგორ დაემალა ძმის მკვდარი სხეული. კაენმა, სირცხვილისგან, საკუთარი თავის დაწყევლა დაიწყო და იგი დანაშაულით სავსე გახდა. ბოლოს და ბოლოს, მკვლელს გაუჩნდა დანაშაული, რადგან მან მართლაც გააცნობიერა, თუ რამდენად საშინელი იყო ვინმეს მოკვლა, მით უფრო, რომ მსხვერპლი იყო უდანაშაულო და მართალი ადამიანი. მონანიე კაენი ღრმა მწუხარებით გამოირჩეოდა. ყურანში ნათქვამია: „შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი მათგანი, ვინც ნანობდა“. 5:31

იხ. ვიდეო ძველი აღთქმა

                             აბელი (ბიბლია)

 (ებრ. הבל „აბელი“ — ტირილი) — ბიბლიური პერსონაჟი, ადამის მეორე ვაჟი, მწყემსი. უფროსმა ძმამ კაენმა მოშურნეობით მოკლა, რადგან ღვთისმოსავი ადამი უყვარდა ღმერთს. იუდაისტური და ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, აბელი თვინიერი და უდანაშაულო მსხვერპლის ზოგადი სახეა.






Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...