среда, 10 ноября 2021 г.

სიცილაკი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            სიცილაკი

                                                                
გრაფიკული სიცილაკი

(ინგლისურად Emoticon (ტექსტური სიცილაკებისთვის) ან smiley (გრაფიკული სიცილაკებისთვის) — პუნქტუაციური ნიშნებისგან შემდგარი ან გრაფიკული ხასიათის, ადამიანის სახის გამომხატველი სიმბოლო, რომლის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონულ მეტყველებაში პირისპირ კომუნიკაციისთვის დამახასიათებელი ემოციების გამომსახველი მიმიკებისა და ჟესტუალობების შეტანა.

პირველად ორი წერტილითა და ფრჩხილით გამოხატული მრგვალსახიანი ფიგურა გამოჩნდა ნიუ იორკ ჰერალდ ტრიბუნის ( New York Herald Tribune) 1953 წლის 10 მარტის ნომრის მე-20 გვერდზე. ყვითელი ფერი და საბოლოო ფორმა კი მას მისცა ჰარვეი ბალმა 1963 წელს, ერთ-ერთი დიდი ამერიკული სადაზღვევო კომპანიის დაკვეთით. სულ მალე სიცილაკმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობა ნიშნის საავტორო უფლების დაცვისა, ამერიკაში ჯერ კიდევ პროცესის დასრულებამდე გახდა იგი პოპულარული და მისმა გამოყენებამ საჯარო ხასიათი მიიღო.

სიცილაკი პოპულარული გახადეს 1970-იანი წლების დასაწყისში ძმებმა მიურეი და ბერნარ სპეინებმა. ისინი აწარმოებდნენ ყავის ჭიქებს, მაისურებსა და მისაკრავ ქაღალდებს რომლებზეც გამოსახული იყო სიცილაკი შემდეგ სიტყვებთან ერთად : «ბედნიერ დღეს გისურვებთ » ("Have a happy day" ).

თავის მხრივ, ლონდონში არსებული საზოგადოების, SmileyWorld –ის პრეზიდენტი ფრანკლინ ლუფრანი ამტკიცებს, რომ აღნიშნული ლოგო მან თავად შექმნა 1971 წელს რამდენიმე ევროპულ გაზეთში სასიამოვნო ახალი ამბების ხაზგასასმელად და მკითხველთა კარგ ხასიათზე დასაყენებლად.

მანვე განავითარა სიცილაკების სხვადასხვა ვარიანტები და აღნიშნული ლოგო სამარკო ნიშნად აქცია. დღეისთვის ეს ნიშანი ფრანკლენ ლუფრანის მიერ დარეგისტრირებულია 100-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო მისი საზოგადოება, SmileyWorld, თანამშრომლობს ტანსაცმლის, პირადი მოხმარების საგნების, კანცელარიის, სათამაშოების, საკვებისა და ა.შ. მწარმოებლებთან.

1997 წელს, მისმა ვაჟმა, ნიკოლა ლუფრანმა განავითარა აღნიშნული ლოგოს 100-ზე მეტი ვარიაცია.

გრაფიკული სიცილაკების ნიმუშები:

SCongratulate.gifმილოცვაSConfident.gifნდობაConfused-tpvgames.pngდაბნეულობაSDeep trouble.gifღრმა შეშფოთებაSFriendly.gifმეგობრული
SHurt.gifავადმყოფიSInnocent.gifუცოდველიSHysterical.gifისტერიულიSIndifferent.gifგულგრილიSMocking.gifდაცინვა
SNasty.gifბოროტიSSceptical.gifსკეპტიკურიSmile-tpvgames.gifღიმილიSNive.gifგულიბრყვილო
SUpset.gifუკმაყოფილოVery sorry.gif"ძალიან ვწუხვარ"SYawning.gifმთქნარება

ტექსტური სიცილაკები (Emoticon)

ამერიკულ სატირულ ჟურნალში Puck წარმოდგენილი ტიპოგრაფიული სიცილაკები, 30 მარტი, 1881.

გრაფიკული სიცილაკების ანალოგს წარმოადგენს მათი ტექსტური ვარიანტები, რომელთა გამოხატვაში გამოიყენება მხოლოდ სასვენი ნიშნები. პირველი ტექსტური სიცილაკები ( :-) და :-( ) გამოგონებულ იქნა 1982 წლის 19 სექტემბერს კარნეჯი მელონ უნივერსიტეტის (Carnegie Mellon University) კომპიუტერული მეცნიერებების კათედრის პროფესორის, სკოტ ე. ფალმანის მიერ უნივერსიტეტის ფორუმზე არსებული შეტყობინებების აღსანიშნავად.

ტექსტური სიცილაკების აგების პრინციპი მარტივია : საკმარისია თავი 90 გრადუსით შეაბრუნო მარცხნივ, რომ ადვილი გასარჩევია სტილიზებული სახის ფორმა, რომელშიც ორი წერტილი თვალებს გამოხატვს, ტირე - ცხვირს, ფრჩხილი კი - პირს. დღეისთვის არსებობს ტექსტური სიცილაკების მარცხნივ შებრუნებული ვერსიებიც, რომლებიც არანაკლები პოპულარობით სარგებლობს.

ბევრი კომპიუტერული პროგრამა, მათ შორის word-ი, ინტერნეტ ფორუმები და მყისიერ შეტყობინებათა სერვისები (ე.წ. მესინჯერები) კლავიატურაზე აკრებილ ტექსტურ სიცილაკს ავტომატურად გარდაქმნის შესაბამის გრაფიკულ ექვივალენტად. ამგვარი გრაფიკული სახეები გაცილებით მდიდარია ვიზუალურად, მათ წასაკითხად არ არის საჭირო თავის შებრუნება, ზოგ შემთხვევაში ანიმაციურიცაა. ამის მიზეზია ის, რომ ისინი არ არის ASCII-ს ნიშნებით (American Standard Code for Information Interchange, ალფანუმერული ნიშნების გამოსახვის სტანდარტული კოდი) შეზღუდული და წარმოადგენს Gif –ის ფორმატის სურათებს.

                           იაპონური სიცილაკები

იაპონიაში სიცილაკებს კაო მააკუ ანუ « სახის გამოსახულება » ეწოდება. მათი თავისებურება ჩვეულებრივ სიცილაკებთან შედარებით არის ის, რომ მათ წასაკითხად თავის გადახრა არ არის საჭირო, თვალები კი წერტილების მაგივრად უფრო ხშირად ტირეებითაა გამოსახული.

ჰოკაიდოსა (იაპონია) და ალბერტას (კანადა) უნივერსიტეტებში ფსიქოლოგების ჯგუფმა მასაკი იუკის ხელმძღვანელობით, გააანალიზეს თუ როგორ შიფრავენ იაპონლები და ამერიკელები სახის ექსპრესიებს. გაირკვა, რომ ამერიკელები მთავარ ყურადღებას აქცევენ ტუჩებს, იაპონლები კი - თვალებს. სწორედ ეს უდევს საფუძვლად იმ ფაქტს, რომ დასავლურ სიცილაკებში უმეტესწილად პირის ფორმა იცვლება, მაგ :  :); :( ; :| ; :D ; :P , ხოლო იაპონურებში - თვალების მოყვანილობა : ^_^ ; T_T ; ô_O ; -_- ; >_< და ა.შ

სიცილაკების როლი ელექტრონულ მეტყველებაში

სიცილაკებს ყველაზე ხშირად განსაზღვრავენ, როგორც პარალინგვისტური ნიშნების (მიმოჟესტუალობა, ინტონაცია) არარსებობის კომპენსირების საშუალებებს. ამგვარი ინტერპრეტაცია ხაზს უსვამს ელექტროული ნაწერების ზეპირ ხასიათს. სიცილაკები ასევე შეიძლება ექსპრესიულ პუნქტუაციურ ნიშნებადაც განვიხილოთ.

გარდა ამისა, სიცილაკებს ადარებენ აგრეთვე თეატრალურ ტექსტში არსებულ დიდასქალიებს, რამდენადაც ისინი მკითხველს საშუალებას აძლევს ტექსტის კითხვის დროს მატერიალურობა და ჟესტუალობა წარმოიდგინოს.

ფუნქციის მიხედვით სიცილაკებს ოთხ ძირითად კატეგორიად ყოფენ:

  • ექსპრესიული (გრძნობებისა და ემოციების გამომხატველი) სიცილაკები;
  • ირონიისა და იუმორის გამომხატველი სიცილაკები;
  • რელაციური, ანუ მოსაუბრეთა შორის ურთიერთობის გამომხატველი სიცილაკები;
  • თავაზიანობის სიცილაკები.

გავრცელებული დასავლური სიცილაკები

  • :-) ღიმილი
  • :-( მწუხარება, იმედგაცრუება
  • ;-) თვალის ჩაკვრა
  • :-DD ხარხარი
  • :-PP ენის გამოწევა

იგივე სტილის, მაგრამ ნაკლებად კლასიკური ვარიანტები :

  • :-X გაჩუმებული
  • :-* კოცნა
  • :-OO ყვირილი
  • |-OO მთქნარება
  • :-o გაკვირვებული, პირდაღებული
  • :- ° სტვენა, უმანკო სახის მიღება
  • : '( ტირილი
  • 8-) თვალებს არ უჯერებს
  • :-\ შეცბუნებული, უკმაყოფილო
  • =:-/ პანკი
  • +:-| პაპი
  • :- EE აგრესიული
  • :-€ ვამპირი
  • :-3) ულვაშიანი კაცი
  • B-) მზისსათვალიანი მომღიმარი სახე
  • :-S შეცბუნებული ღიმილი
  • :*) სიმთვრალე
  • :-L დაღლილი
  • ,':Y გამომცდელი მზერა
  • X8 პირზე ხელებაფარებული სიცილი
  • >:( გაბრაზებული
  • <3 გული ან თაიგული
  • </3 გატეხილი გული
  • :] ხუმრობა
  • :[ სერიოზულობა
  • :(] უვაში
  • :Đ უკბილო კაცი, რომელიც იცინის
  • O.O შოკირებული
  • O.o შოკირებული და სკეპტიკური
  • :-| ინდიფერენტული

ცხვირის გამოხატვა შეიძლება ასევე «o »-ს საშუალებით. ხშირად ამგვარ შტრიხს თვითდაცინვის ელემენტი შემოაქვს. თუ შევადარებით :) და :0) -ს შევამჩნევთ, რომ მეორე შემთხვევაში ვიზუალურად საქმე გვაქვს ჯამბაზის წითელი ცხვირის აღმნიშვნელ შტრიხთან, რომელიც თვითდაცინვასთან, ან უბრალოდ საკუთარი თავით სხვისი გამხიარულების სურვილთან ასოცირდება.

ხშირია ძალიან გრძელი სიცილაკების აგებაც, რომელიმე პერსონაჟის გამოსახატავად :

  • :(_8^(|)H ჰომერ სიმფსონი
  • @@@@@@@8-) მარჟ სიმფსონი
  • *<[]:{> სანტა კლაუსი

დღეისთვის უფრო ხშირია « ცხვირის » გარეშე სიცილაკები, რაც ზოგადა ელექტრონული მეტყველებისთვის დამახასიათებელ შემოკლების პრინციპს უკავშირდება.

  • :) ღიმილი
  • :( მოწყენილობა
  • :D სიცილი
  • XD ხარხარი
  • XP ენის გამოყოფა

შეიძლება ცხოველების და საგნების გამოხატვაც :

  • °P°°P° ინდაური
  • °.OO.°U ძაღლი
  • ----<--{@ ან --{---@ ვარდი
  • |*-*| ვიდეოკასეტა
  • }((((*> თევზი
  • =>>>>* საახალწლო ნაძვის ხე
  • ~<:o) ან ო<@:0) ჯამბაზი
  • E:0) კატა

კეპკანი ქუდის გამოსახატავად მარჯვნივ შებრუნებულ სიცილაკებს დასაწყისში d-ს უმატებენ, მარცხენა სიცილაკებს კი დასასრულს b-ს უწერენ.

  • d:-) კეპკიანი მომღიმარი « მემარჯვენე »
  • (-:b კეპკიანი მომღიმარი « მემარცხენე »
იხ. ვიდეო


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...