воскресенье, 14 ноября 2021 г.

ჟოლო

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                     ჟოლო

(ლათ. Rubus idaeus) — მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი ბუჩქბალახია, მისი სიმაღლეს 1-3  აღწევს. მიწისქვეშა ნაწილი მრავალწლოვანი ფესურაა, მიწისზედა — ერთ- და ორწლოვანი მწვანე, წითელი ან იისფერი ყლორტია, რომელიც დაფარულია სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის ქაცვებით. ფოთოლი სამყურა ან ფრთისებრ რთულია, ყვავილი — ორსქესიანი, თეთრი, ნაყოფი — კენკრა, ფერად ყვითელი, წითელი ან მუქი მეწამული.

მრავლდება თესლით (ახალი ჯიშის მისაღებად) და ვეგეტატიურად. ცნობილია ჟოლოს 120-ზე მეტი სახეობა. ფართოდაა გავრცელებული ყველგან. იყენებენ საჭმელად — ნედლად და გადამუშავებულს. მედიცინაში გამხმარი ნაყოფის ნახარში ოფლმდენი საშუალებაა.

ხილი შეიცავს 11%-მდე შაქარს (გლუკოზა, ფრუქტოზა, პენტოზა), ეთერზეთის კვალს, პექტინს და ცილოვან ნივთიერებებს, ლორწოს; ვიტამინები C, A, B; ორგანული მჟავები (ვაშლის, ლიმონის, ღვინის, სალიცილის და ა. ; 0,3%-მდე ტანინები. თესლი შეიცავს 22%-მდე ცხიმოვან ზეთს.

იხ. ვიდეო ჟოლოს მოვლა-ფორმირება




Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...