вторник, 16 ноября 2021 г.

ზვავი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                    ზვავი

ზვავი ჰიმალაიზე

 მთის ფერდობზე სწრაფად მოძრავი თოვლის მასა.

ზვავი სტიქიური, ხშირად კატასტროფული მოვლენაა. იგი უპირველეს ყოვლისა, მთებთანაა დაკავშირებული. ზვავის ჩამოსვლისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობა იქმნება თუ: თოვლის საფარი აღემატება 20 სმ-ს, მთის ფერდობის დახრილობა მერყეობს 15-დან 50 გრადუსამდე და ტერიტორიაზე არ არის ტყე. ყველაზე ხელსაყრელი ვითარება ზვავის ჩამოწოლისათვის იქმნება 300-400-ით დახრილ ფერდობებზე და მაშინ, როდესაც ერთი დღის განმავლობაში 10 სმ-ზე მეტი თოვლი მოდის. ზვავი გარკვეული სისქის თოვლის საფარის ჩამოყალიბებასთანაცაა დაკავშირებული, ამიტომ მათი მოქმედება ძირითადად ზამთრის თვეებშია მოსალოდნელი. პერიოდს, როდესაც მოსალოდნელია ზვავის გააქტიურება, ზვავსაშიში ეწოდება.

ზვავსაშიში პერიოდების გეოგრაფია დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. ჩრდილოეთი ნახევარსფეროს სუბტროპიკული და ზომიერი სარტყლის მთებში ეს პერიოდი იანვრიდან მაისამდე გრძელდება. მარტამდე ჩამოსული ზვავები ძირითადად მცირე და ნაკლებად სახიფათოა.

მთები ზვავსაშიშობის მიხედვით, ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით, პირობითად იყოფა რამდენიმე საფეხურად:

1. დიდი ზვავსაშიშროების ზონა - ზღ. დონიდან 3000-4000 მ. აქ ზვავები წელიწადში რამდენიმეჯერ ჩამოდის.

2. მაღალი ზვავსაშიშროების ზონა - ზღ. დონიდან 2000-3000 მ. ზვავები ყოველწლიურად ჩამოდის.

3. საშუალო ზვავსაშიშროების ზონა - ზღ. დონიდან 1500-2000 მ. ზვავები თითქმის ყოველწლიურად ჩამოდის.

4. უმნიშვნელო ზვავსაშიშროების ზონა - ზღ. დონიდან 1000-1500 მ. ზვავები იშვიათად ჩამოდის.

იხ. ვიდეო ზვავი თეთნულდზე

შვეიცარიაში მოქედებს  შვეიცარიის ფედერალური ინსტიტუტი თოვლისა და ზვავის კვლევისთვის (WSL Institute for Snow and Avalanche Research SLF). საფრანგეთს აქვს თოვლისა და ზვავების კვლევის ეროვნული ასოციაცია (Association Nationale pour l'Étude de la Neige et des Avalanches). ამერიკის ზვავის ასოციაცია მოქმედებს შეერთებულ შტატებში. იტალიაში - იტალიის ზვავის სამსახური (Servizio Valanche Italiano).


Комментариев нет:

ათეროსკლეროზი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         ათეროსკლეროზი ძარრვებში ცვლილებები (ათეროსკლეროზის განვითარების...