воскресенье, 14 ноября 2021 г.

ლიმნოლოგია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                         ლიმნოლოგია

ლიმნოლოგია შესწავლის ობიქტია - ობიექტი - ბუნებრივი წყალსაწევი

 ან ტბათმცოდნეობა (ბერძ. λίμνε — ტბა, λόγος — მოძღვრება) — გეოგრაფიულ მეცნიერებათა დარგი, რომელიც შეისწავლის შენელებული წყალცვლის წყალსატევებს (ტბებსწყალსაცავებს) და მათში მიმდინარე ფიზიკურქიმიურ და ბიოლოგიურ პროცესების კომპლექსს. წყალსატევების კვლევისას ლიმნოლოგია იყენებს ჰიდროქიმიურ, ჰიდროფიზიკურ, ჰიდრობიოლოგიურ, გეოლოგიურ და სხვა მეთოდებს. მჭიდროდ არის დაკავშირებული წყლის ეკლოგიასთან და ჰიდრობიოლოგიასთან. ლიმნოლოგია იკვლევს: ტბის ქვაბულების წარმოშობას, ზომებს, აგებულებასა და ქვაბულის გარდაქმნას, აგრეთვე სანაპიროებსა და სხვა საკითხებს.

ლიმნოლოგიის მთავარი ამოცანაა წყალსატევის ქვაბულის აგებულების და ცვლილებების, ფსკერული ნალექების, ჰიდროლოგიური რეჟიმის, ჰიდროქიმიურ თავისებურებათა, თერმული და ყინულის რეჟიმის, წყლისა და სითბური ბალანსის და სხვ. შესწავლა. ლიმნოლოგია იყენებს ტბის სადგურების, ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიებისა და საექსპედიციო დაკვირვებათა მასალებს. ლიმნოლოგიიის შესწავლის ობიექტია: ტბაგუბემდინარეწყარონაკადიწყალ-ჭაობური მიწები. ლიმნოლოგიის კვლევის შედეგებს იყენებენ სახალხო მეურნეობის მთელ რიგ დარგში.

                                                                   

ტბის მეტაბოლიზმის მაჩვენებელზე და ტბებში გახსნილი აირების კონცენტრაციაზე მოქმედი ფაქტორების ტბის განივი დიაგრამა. ოქროს ტექსტში მიმდინარე პროცესები მოიხმარს ჟანგბადს და წარმოქმნის ნახშირორჟანგს, ხოლო მწვანე ტექსტში პროცესები აწარმოებს ჟანგბადს და მოიხმარს ნახშირორჟანგს.

ლიმნოლოგიის ფუძემდებელია შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი — ფრანსუა ალფონს ფორელი (1841-1912), რომელიც მრავალწლიან კვლევებს ატარებდა ჟენევის ტბაზე. მანვე შემოიღო ტერმინი „ლიმნოლოგია“ და შექმნა ტბათმცოდნეობის პირველი სახელმძღვანელო (1901). ამ დისციპლინის მიმართ ინტერესი მალევე გაღვივდა, კერძოდ, 1922 წელს ავგუსტ თინემანმა და ეინარ ნაუმანმა საფუძველი ჩაუყარეს ლიმნოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებას.

დასავლეთში ლიმნოლოგიის ცნობილი მკვლევრები იყვნენ: ეველინ ჰატჩინსონი, ედუარდ სმით დივი, ედუარდ ბირჯი და ჩენსი ჯადაი. რუსეთში ლიმნოლოგიას საფუძველი ჩაუყარეს დიმიტრი ანუჩინმა და ლევ ბერგმა.

საქართველოში ლიმნოლოგიაში ფართოდ მუშაობდა ილია აფხაზავა, რომელმაც 1975 წელს დაწერა მონოგრაფია საქართველოს ტბებზე („საქართველოს ტბები“, რუსულ ენაზე).

იხ. ვიდეო მეციერები ლიმნოლოგებები




Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...