суббота, 6 ноября 2021 г.

ჰილდეგარდ ბინგენელი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

             ჰილდეგარდ ბინგენელი

(ერმ. Hildegard von Bingenლათ. Hildegardis Bingensis; დ. 1098 — გ. 17 სექტემბერი1179) ასევე ცნობილი, როგორც წმინდა ჰილდეგარდა ბინგენელიჰილდეგარდ ფონ ბინგენი და სიბილა რაინელი — გერმანული წარმომავლობის ბენედიქტელი მონაზონიაბატიმწერალიკომპოზიტორიფილოსოფოსი, ქრისტიანი მისტიკოსი, წინასწარმეტყველი და პოლიმათი.

ჰილდეგარდი არჩეულ იქნა მაგისტრად თავისი მიმდევარი მონაზვნების მიერ 1136 წელს. დააარსა რუპერტსბერგისა (1150) და აიბინგენის (1165) მონასტრები. მისი ჰიმნოგრაფიული თხზულება: Ordo Virtutum არის ლიტურგიკული დრამა და შესაძლოა, ჩვენამდე მოღწეული ამ ჟანრის უძველესი თხზულება. მას ასევე დაწერილი აქვს თეოლოგიურიბოტანიკური და სამედიცინო შრომები, ისევე როგორც წერილები, ლიტურგიკული ჰიმნები და ლექსები. მასვე მიეწერება დაფარული ენის Lingua Ignota (ქართუცნობი ენა) შემუშავება.

წმინდანად არის გამოცხადებული რომის კათოლიკე ეკლესიის სხვადასხვა განშტოების მიერ. ზოგიერთი სამრევლოსა და სააბატოს ტრადიციით წმინდანად მოიხსენიება. 2012 წლის 7 ოქტომბერს რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ ჰილდეგარდ ბინგენელი ეკლესიის მასწავლებლად (ლათ. Doctor Ecclesiae) გამოაცხადა.

იხ. ვიდეო


ჰილდეგარდა დაიბადა 1098 წლის მახლობლად, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. მისი მშობლები მეშტილდ (ზოგიერთი ცნობით – მატილდა) მერქსჰაიმ-ნაჰეტი და ჰილდებერტ ბერმერშაიმელი აზნაურები იყვნენ. არსებობს ცნობები, რომ ჰილდეგარდა შეიძლება ყოფილიყო გამოჩენილი ოჯახიდან, რომლის შთამომავლები ამჟამად სალმის დიდგვაროვნები არიან. მამა, ჰილდებერტი, იყო ჯარისკაცი, რომელიც მსახურობდა მეგინჰარდთან, სპანჰაიმის გრაფთან.

დაბადებიდან სუსტი ჯანმრთელობის მქონე, ოჯახის მეათე და ყველაზე უმცროსი შვილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერები მხოლოდ მის შვიდ უფროს და-ძმას ასახელებს. თავის „ცხოვრებაში“ ჰილდეგარდი აღნიშნავს, რომ წინასწარმეტყველების ნიჭი სამი წლის ასაკიდან ჰქონდა და მშობლებს უყვებოდა თავის ხილვებს. ამის საფუძველზე რვა წლის ასაკში ოჯახმა გაგზავნა ჰილდეგარდი მონასტერში საღვთო წერილის შესასაწავლად.

მისი ეს ნიჭი საკმაოდ გვიან იქნა აღიარებული ეკლესიის მიერ. ტრიერში 1147 წლის ნოემბრისა და 1148 წლის თებერვლის შუალედში წარმართულ სინოდის კრებაზე პაპმა ევგენიუსმა შეიტყო ჰილდეგარდის ნაწერების შესახებ და მიიჩნია, რომ ისინი სულიწმინდისგან იყო მომდინარე.

                         სამონასტრო ცხოვრება

ჰილდეგარდ ბინგენელი მონასტრის მონაზვნებთან ერთად

რვა წლის ასაკში ჰილდეგარდა მაინჰარდის გრაფის დის, დისიბოდის მონასტრის აბატის, იუტას, მფარველობის ქვეშ აგრძელებს ცხოვრებას. აქ ეუფლება იგი ლათინურად კითხვასა და ლოცვას. მონაზვნად აღიკვეცა 14 წლის ასაკში. იუტას გარდაცვალების შემდგომ მონასტრის დებმა ჰილდეგარდას სთხოვეს მონასტრის წინამძღოლობა, თუმცა ორმოცდაათ მონაზონ ქალთან ერთად იგი საცხოვრებლად რუპერსბერგში გადადის, ბინგენის მახლობლად, მდინარე რაინის მარცხენა მხარეს. ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად შეხვდა მონასტრის აბატი. ამის მიუხედავად არქიეპისკოპოს ჰენრი I მაინზელი ამ იდეის განხორციელების ნებას რთავს ჰილდეგარდს და უთმობს ტერიტორიებს მონასტრის ასაშენებლად. ჰერცოგ ბერნარდ ჰილდესჰაიმთან გადატანილი არაერთი ძნელბედობის შემდეგ თვრამეტ ქალთან ერთად სახლდება ახალ ადგილას 1147 წელს.

1165 წლისთვის ჰილდეგარდმა დააარსა სხვა დედათა მონასტერი აიბინგენში, მდინარე რაინის მარჯვენა მხარეს, სადაც მოწესე დედები მანამდეც ცხოვრობდნენ 1148 წლიდან, თუმცა მათი კომუნა წარმატებით არ გამოირჩეოდა.

1179 წლის 17 სექტემბერს ჰილდეგარდი გარდაიცვალა. მონასტრის დები აღწერდნენ, რომ ცაზე იხილეს სინათლის ორი ნაკადი და ნათლის ჯვარი, რომელიც ადგა წმინდანის ოთახს გარდაცვალებისას.

                                  Vita Sanctae Hildegardis

ჰილდეგარდის „ცხოვრება“ აღწერა თეოდორიკ ეჰტერნახმა ჰილდეგარდის გარდაცვალების შედეგ. მან თავი მოუყარა მცირე მოცულობის თხზულებებს წმინდანის ცხოვრების შესახებ (ლათ. Libellusქართ. მცირე წიგნი ). ეს ნაწერები, თავის მხრივ, წარმოადგენდა გოტფრეი დისიბოდენბერგელის შრომების ნაწილს. აღსანიშნავია, რომ მანამ გარდაიცვალა გოტფრეი, სანამ ბოლომდე მიიყვანდა წმინდანის ცხოვრების აღწერას. გოტფრეის გარდაცვალების შემდგომ ჟილბერტ ჟემბლერი მოიწვიეს „ცხოვრების“ დასასრულებლად, თუმცა მას თავის მონასტერში მოუწია დაბრუნება დაწყებული საქმის დასრულებამდე. თეოდორიკმა გამოიყენა ჟილბერტის წყაროები და ამით დაასრულა კიდეც მისი „ჰილდეგარდის ცხოვრება“ (ლათ. Vita Sanctae Hildegardis).

                                                შრომები

ადამიანი, როგორც სამყაროს ნაწილი, მინიატურა ჰილდეგარდის თხზულებიდან Liber Divinorum Operum, I.2. Lucca, MS 1942, მე-13 საუკუნის ხელნაწერი

ჰილდეგარდის შემოქმედებიდან დიდი მნიშვნელობა ენიჭება „მჭვრეტელობითი თეოლოგიის“ სამ დიდ ტომს. განსაკუთრებულია მისი, როგორც ჰიმნოგრაფის როლი ლიტურგიკული ჰიმნების ტექსტობრივი და მუსიკალური დამუშავების პროცესში. მანვე დაწერა ეთიკური თხზულება Ordo Virtutum, რაც წარმოადგენს მისი, როგორც თეოლოგისა და ფილოსოფოსის, ერთ-ერთ მთავარ თხზულებას.

დღემდე მოღწეულია მისი 400-მდე წერილი, რომელიც დაგზავნილი აქვს როგორც იმერატორებთან და რომის პაპებთან, ისე — აბატებთან. ამაში შედის ქადაგებები 1160-იანი წლებიდან 1170 წლამდე. ჰილდეგარდმა, პრაქტიკული საჭროებებიდან გამომდინარე, შეადგინა სამედიცინო ტრაქტატების ორი დიდი ტომი. მანვე შეიმუშავა გამოგონილი ენა, რომელსაც Lingua ignota, ანუ „უცნობი ენა“ ეწოდება. მასვე მიეწერება უამრავი მცირე ზომის თხზულება, როგორიცაა: სახარების კომენტარები და ორი ჰაგიოგრაფიული ძეგლი: „წმინდა აღმსარებელ რუპერტელთა ცხოვრება“ (ლათ. Vita Sancti Rupperti Confessoris) და „წმინდა დისიბოდელ ეპისკოპოსთა ცხოვრება“ (ლათ. Vita Sancti Dysibodi Episcopi[69].

მჭვრეტელობითი თეოლოგია

ჰილდეგარდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თხზულებაა მჭვრეტელობითი თეოლოგიის სამტომეული: Scivias (1142-1151), Liber Vitae Meritorum („წიგნი ცხოვრების ღირსებათა“ ან „წიგნი ცხოვრების ჯილდოთა“, 1158-1163) და Liber Divinorum Operum („წიგნი ღვთაებრივ შრომათა“, ასევე ცნობილი როგორც De operatione Dei („ღმრთის ქმედებათა შესახებ“, 1163/4–1172 ან 1174). ამ შრომებში ჰილდეგარდი პირველად აღწერს თითოეულ ხილვას, რომლის დეტალები ხშირად უცნაური და ენიგმურია; და შემდეგ განმარტავს მათ თეოლოგიურ შინაარსს „ცხოველი ნათლის ხმის“ სიტყვებით.

                                                   Scivias

ეკლესია, როგორც ქრისტეს სძალი და ნათელღებულ მორწმუნეთა დედა. მინიატურა ხელნაწერიდან: Scivias II.3, fol. 51r, რუპერტსბერგის ხელნაწერის ფაქსიმილე (მე-20 საუკუნის), 1165–1180 წწ.

ჰილდეგარდის პირველი თხზულება Scivias („შეიცან გზანი“), ან სრული სახელწოდებით Scito vias Domini („შეიცან გზანი უფლისანი“), მოიცავს თავისი პირველი ღვთისმიერი ხილვების აღწერას, რისი წერაც 1142 წელს, ორმოცდასამი წლის ასაკში დაიწყო. დაყოფილია სამ არათანაბარ ნაწილად. პირველი ნაწილი (ექვსი ხილვა) გადმოგვცემს ღმერთის შემოქმედების რიგს: შესაქმეადამისა და ევას ცოდვით დაცემა, სამყაროს სტრუქტურა (აღწერილია, „კვერცხის“ მაგალითით), სხეულსა და სულს შორის ურთიერთობა, ღმერთის ურთიერთობა თავის ხალხთან სინაგოგაში და ანგელოზთა გუნდები. ამ თხზულებაში იგი საუბრობს კოსმოლოგიაზე, განმარტავს ფიზიკური სამყაროს მოქმედებას რელიგიური ალეგორიულობით, რაც, თავის მხრივ, ბერძნულ ტრადიციას ეფუძნება. ჰილდეგარდი დედამიწას წარმოსახავს სფეროდ, რომელიც შედგება ოთხი ფიზიკური ელემენტისგან: ქარიცეცხლიჰაერი და წყალი. სამყაროს აღწერს, როგორც ნაჭუჭით შემოფარგლულ სივრცეს, რომელსაც წყლისა და ჰაერის ფენები აკრავს გარშემო. ვარსკვლავებიმთვარე და სხვა პლანეტები შედგება წმინდა აირისგან (purus aether) და დეტერმინირებულია სამყაროში, ხოლო ქარების მეშვეობით მოძრაობს ღრუბლები და იცვლება სეზონები დედამიწაზე.

მეორე ნაწილი (შვიდი ხილვა) აღწერს გამოსყიდვის წესს: ქრისტეს (როგორც ცოდვებისგან გამომსყიდველის) მოსვლა, სამება, ეკლესია (როგორც ქრისტეს სძალი და მორწმუნე ადამიანის დედა ნათლისღებისა და გამოსყიდვისას), ეკლესიის წესები, ქრისტეს მსხვერპლად შეწირვა ჯვარზეევქარისტია და ეშმაკთან ბრძოლა. მესამე ნაწილი (ცამეტი ხილვა) უმეტესად ალეგორიული ხასიათისაა და კაცობრიობის მონობისგან გამოსვლას შეეხება. თხზულება სრულდება ზეცის სიმფონიით, ჰილდეგარდის ადრეული მუსიკალური კომპოზიციით. 

გარდაცვალებამდე ჰილდეგარდმა მონასტერში შეასრულა ამ თხზულებისთვის ხელნაწერი წიგნი, რომელიც ჭარბად იყო დასურათებული და გამშვენებული (რუპერტსბერგის ხელნაწერი, Rupertsberg Codex). ხელნაწერი მოღწეულია ფაქსიმილეს სახით, დედანი კი 1945 წელს დრეზდენში გადატანის დროს დაიკარგა.

                                                                 

კოსმოსის სტრუქტურა და აგებულება, მინიატურა თხუზულებიდან Scivias

                                                        Liber Divinorum Operum

ჰილდეგარდის უკანასკნელი და უდიდესი მისტიკური თხზულებაა „Liber Divinorum Operum“ (სრული სახელწოდებით: „Liber Divinorum Operum Simplicis Hominis“) (ქართ.„წიგნი ღვთაებრივ შემოქმედებებზე“, ან „წიგნი ღვთაებრივ შრომათა“). შედგება სამი ნაწილისგან და მოიცავს ჯამში ათ ხილვას:1.1. „ღვთაებრივი სიყვარულის თეოფანია“, 1.2. „კოსმოსური სფეროები და ადამიანი“, 1.3. „ქარების მაკროკოსმოსი, ექსტრაქტების მიკროკოსმოსი“, 1.4. „კოსმოსი, სხეული და სული: სიტყვამ ქმნა ხორცი“, 2.1. „დედამიწა: სიცოცხლის საჩუქრები, განსაწმენდელი და კომენტარები „შესაქმეზე“, 3.1. „ღვთის ქალაქი და ანგელოზთა სარკე“, 3.2. „ქალაქი მონობის ისტორიაში: შესაქმიდან ხორცშესხმამდე“, 3.3. „ღვთის შემოქმედების შადრევანი: ღვთაებრივი სიყვარულის თეოფანია მორჩილებითა და მშვიდობით“ 3.5. „ღვთაებრივი სიყვარული დისკოს მიღმა: მარადიულობა და ისტორია“.

ჰილდეგარდი განმარტავს ღვთაებრივი კრეაციის ძირითად მომენტებს: სამყაროს, როგორც ღმერთისგან მომდინარე ფიზიკურ და მეტაფიზიკურ მოცემულობას; ადამიანისა და უსხეულო არსებების წარმოშობასა და მათ როლსა და ფუნქციას სამყაროში:

„როდესაც ღმერთმა თქვა სიტყვით: „იქმენინ ნათელი“ (დაბ. 1:3), შეიქმნა გონიერი ნათელი, რაც არიან ანგელოზები, ხოლო მათ ნაცვლად, ვინც ამ კურთხევიდან გამოვიდნენ, ღმერთმა შექმნა სხვა გონიერი სიცოცხლე, რომელიც შემოსა ხორცით. ეს არის კაცობრიობა, რომელმაც უნდა მოიპოვოს ადგილი და დაცემულთა დიდება.“

ნევმირებული ხელნაწერი წიგნი, ზეციური გამოცხადების ჰარმონიული სიმფონია, Wiesbaden Codex (Riesencodex), 466 r

მუსიკა და ჰიმნები

ჰილდეგარდის ყველაზე ცნობილი ჰიმნოგრაფიული კრებულია Ordo Virtutumეთიკური ჟანრის საგალობელი. დრამა შედგება მონოფონური მელოდიებისაგან, რომლის პერსონაჟები არიან ადამიანის სული და თექვსმეტი სათნოება. დიალოგებს შორის ჩართულია ეშმაკის ფრაზები. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეშმაკის როლს ასრულებდა ვოლმარი, ხოლო ადამიანის სულისა და სათნოებების — მონასტრის დები. ამიას გარდა, ჰილდეგარდს ეკუთვნის ბევრი სხვა ლიტურგიკული ჰიმნი-საგალობელი, რომლებიც თავმოყრილია სახელის: „ზეციური გამოცხადების ჰარმონიული სიმფონია“ ქვეშ. ჰილდეგარდი წერდა გრიგორიანულ მონოფონურ მუსიკას, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი მიუთითებს საგალობლის შესრულებისა და აგებულების ძირეულ გადახვევებზეც.

მუსიკალური თხზულებები შემონახულია შუა საუკუნეების პერიოდის ორი ხელნაწერი წიგნით: დენდერმონდე (1175) და ე.წ. რიზენკოდექსი (1190). საგალობლები ჩაწერილია გოთიკური სანოტო სისტემით. მისი თხზულებები გამოცემულია „პატროლოგია ლატინას“ სერიით, რომლის ტომის რედაქტორია ჟან-ბაპტისტ პიტრა.

ორიგინალური ენა და ანბანი (Lingua Ignota et Scripta Ignota)

ჰილდეგარდმა შეიმუშავა ალტერნატიული ენა, რომელსაც მისტიკური მიზნებისთვის იყენებდა.  ამ ენის ჩასაწერად შექმნა 23 გრაფემა სახელწოდებით litterae ignotae. შემონახულია ორ ხელნაწერში: ვიეზბადენის ხელნაწერი წიგნი და ბერლინი MS (Lat. Quart. 4° 674), იგივე რაც ჩელტენჰამის ხელნაწერი წიგნი (Codex Cheltenhamensis). დაფარული ენის გლოსარიუმი შეიცავს 1011 სიტყვას, ლათინურ ენაზე, თუმცა ასევე გვხვდება გერმანულენოვანი გლოსებიც:



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...