четверг, 18 ноября 2021 г.

ვაფლი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                ვაფლი

                                             
- ცომეული კერძი, რომელიც ფორმის, ზომის და ტექსტურის მისაცემად ფიგურული დაფების შორის იტკეპნება. არსებობს ვაფლის ბევრი ვარიაცია რეცეპტის, გამოყენებული ხელსაწყოსა და ცომის ტიპის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ პოსტსაბჭო სფეროში ცნობილი თხელი, მკვრივი, ორცხობილას მსგავსი ვაფლი კარდინალურად განსხვავდება ევროპაში და ამერიკაში ცნობილი რბილი, ნამცხვრის მსგავსი ვაფლისგან. შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც სხვა საკონდიტრო ნაწარმის ნაწილი. ვაფლი პოპულარულია მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ბელგიაში, სადაც მზადდება ადგილობრივი ტრადიციული მეთოდებით

სიტყვა ვაფლი მოდის ძველი ჰოლანდიური სიტყვიდან wafla - "თაფლაკვერა" ან "ნამცხვარი". შემდეგ სიტყვა ევროპის სხვა ქცეყნებში გავრცელდა.მეტალის ცხელი თეფშების შორის ბრტყელ ნამცხვრებს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ამზადებდნენ. შუა საუკუნეების ევროპაში ასეთი ნამცხვრების მოსამზადებლად წყალს ან რძეს, ფქვილს და ხანდახან კვერცხებს აზავებდნენ. ვაფლის მსგავსი ნამცხვრის მოსამზადებელ ბრტყელ თეფშებზე ხშირად ქრისტეს, ჯვარცმას ან სხვა ბიბლიურ სცენებს ასახავდნენ, გვხვდება უფრო მარტივი სიმბოლოების და ემბლემების გამოსახულებებიც.XIV საუკუნეში ფრანგულ წიგნში, რომელიც ქმარმა აზალგაზრდა ცოლისთვის ინსტრუქვიის სახით დაწერა დაიწერა ვაფლის პირველი რეცეპტი.თუმცა, მასში დატკეპნა არ არის ნახსენები და ინგრედიენტებში მხოლოდ ფქვილი, ღვინო და მარილი შედის. წიგნი შეიცავს რეცეპტის ოთხ ვარიაციას. ამ პერიოდში იწყება ვაფლის გამოყოფა სხვა ნამცხვრებისგან, ჩნდება ვაფლის ცნობადი ფორმა და ინგრედიენტები. XVIII საუკუნის მხატვრების პიტერ ერცენის და პიტერ ბრუგელის სურათებზე მკაფიოდ და დეტალურად არის გამოსახული ვაფლის მომხადების პროცესი და თანამედროვე ბრიუსელის ვაფლის ცნობადი ოთხკუთხედი ფორმა, თხელი ცომი და ტექსტურა.XIV საუკუნეში ფრანგულ წიგნში, რომელიც ქმარმა აზალგაზრდა ცოლისთვის ინსტრუქვიის სახით დაწერა დაიწერა ვაფლის პირველი რეცეპტი. თუმცა, მასში დატკეპნა არ არის ნახსენები და ინგრედიენტებში მხოლოდ ფქვილი, ღვინო და მარილი შედის. წიგნი შეიცავს რეცეპტის ოთხ ვარიაციას. ამ პერიოდში იწყება ვაფლის გამოყოფა სხვა ნამცხვრებისგან, ჩნდება ვაფლის ცნობადი ფორმა და ინგრედიენტები. XVIII საუკუნის მხატვრების პიტერ ერცენის და პიტერ ბრუგელის სურათებზე მკაფიოდ და დეტალურად არის გამოსახული ვაფლის მომხადების პროცესი და თანამედროვე ბრიუსელის ვაფლის ცნობადი ოთხკუთხედი ფორმა, თხელი ცომი და ტექსტურა.

იხ. ვიდეო ვაფლის ხრაშუნა მილაკები კლასიკური რეცეპტი

ამ პერიოდში ჩვეულებრივი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ უტკბო ვაფლი. შაქრის სიძვირის გამო "შაქრიანი ვაფლი" მხოლოდ ბურჟუაზიის და სამეფო კარის დესერტი იყო. XVIII საუკუნეში კარიბის შაქრის ვაჭრობის შედეგად ფასი განახევრდა. ვაფლის რეცეპტების პუბლიკაციაში ლიდერი გერმანია გახდა, იქ გაჩნდა ტკბილი ვაფლის მეტი რეცეპტი, მათ შორის პირველი შოკოლადის, ყავის, შაქრიანი ვაფლის რეცეპტები. გახშირდა სხვა იშვიათი ინგრედიენტების გამოყენებაც. საფრანგეთში ვაფლს უმატებდნენ ლიმონს, ესპანურ ღვინოს, ათქვეფილ კვერცხს. დაიწყო ვაფლის რეგიონალური ვარიაციების გამოყოფა. ამ პერიოდის რეცეპტები უძველესია თანამედროვე პრაქტიკაში გამოყენებადი რეცეპტებისგან.

XIX საუკუნეში ვაფლი ინარჩუნებდა პოპულარობას ევროპაში, მაგრამ XX საუკუნეში შაქრის ფასმა რეკორდულად დაბალ მაჩვენებელს მიაღწია და საშუალო კლასისთვის ხელმისაწვდომი გახდა ტკბილეულის დიდი არჩევანი, რის გამოც ვაფლის პოპულარობა საგრძნობლად დაეცა. რეცეპტების წიგნებში ვაფლის რეცეპტები იშვიათი გახდნენ და ევროპის ქალაქებში მევაფლეების რაოდენობამ დაიკლო. ვაფლს პოპულარობა XX საუკუნეში პირველმა ელექტრონულმა სავაფლემ დაუბრუნა. ვაფლი ქუჩის ტკბილეულის მაგივრად სახლის საკვებად იქცა. დღეს ვაფლის ბევრი რეცეპტი გამქრალია, თუმცა ჩრდილოეთ ევროპაში, სადაც ვაფლი წარმოიშვა, დღემდე იხმარება XVIII და XIX საუკუნის რეცეპტები







Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...