воскресенье, 28 ноября 2021 г.

ადამიანის განვითარების ინდექსი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

      ადამიანის განვითარების ინდექსი

ადამინის განვითარების ინდექსი
  0.950 და მეტი
  0.900–0.949
  0.850–0.899
  0.800–0.849
  0.750–0.799
  0.700–0.749
  0.650–0.699
  0.600–0.649
  0.550–0.599
  0.500–0.549
  0.450–0.499
  0.400–0.449
  0.350–0.399
  0.350-ზე ქვემოთ
  მონაცემები არ არსებობს

 (ინგლ. Human Development Index - (HDI)) — მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის წარმოადგენს ინდიკატორს მისი განვითარებისა და ის აერთიენებს ამ განვითარების ისეთ საზომებს, როგორიცაა: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა; განათლების დონე და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. ადამიანის განვითარების ინდექსი გაეროს მიერ აღიარებულია ადამიანური განვითარების განსაზღვრის სტანდარტულ საშუალებად.

ადამიანის განვითარების ინდექსის მთავარი დანიშნულებაა განსაზღვროს ქვეყნის ადამიანური განვითარების დონე, რომელიც ასევე იმ ჯგუფს განსაზღვრავს, რომელსაც ეს ქვეყანა განეკუთვნება- განვითარებულ, განვითარებად თუ დაბალგანვითარებულ ქვეყანათა ჯგუფს. ზოგადად, „ჰუმანური განვითარება“ — ესაა კონცეფცია, „გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის“ (UNDP) მიხედვით, ეხება ადამიანთა შესაძლებლობების ზრდის პროცესს, შემოსავლების ზრდას, დასაქმებას, განათლების მიღებისთვის უკეთესი პირობების შექმნას, ჯანდაცვას და ა. შ.

საინტერესოა, რომ ეს ინდექსი 1980 წელს შეიმუშავეს პაკისტანელმა ეკონომისტმა — მაჰბუბ ელ ჰაქმა და სერ რიჩარდ ჯოლიმ. მას შემდეგ, „გაეროს განვითარების პროგრამა“ თავის ყოველწლიურ „ადამიანური განვითარების ანგარიშში“ იყენებს ამ ინდექსს.

შეიქმნა იმ პრინციპზე დაყრდნობით, რომ ხალხი და მათი შესაძლებლობები უნდა იყოს ქვეყნის განვითარების შეფასების საბოლოო კრიტერიუმები და არა მხოლოდ ეკონომიკური ან სხვა სექტორული საქმიანობა. ადამიანის განვითარების ინდექსი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ეროვნული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში კერძოდ, შემდეგ კითხვაზე პასუხის დასადგენად, თუ როგორ შეიძლება, რომ ქვეყნებმა განსხვავებული ადამიანის განვითარების ინდექსი აჩვენონ და რა არის ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზები? ამ კონტრასტებმა შეიძლება გამოიწვიოს დიდი ზეგავლენას მთავრობის პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრაზე.

ადამიანის განვითარების ინდექსი ადგენს კრიტერიუმებს და გვიჩვენებს ამ კრიტერიუმების მიხედვით თუ რა საფეხურზეა ესა თუ ის ქვეყანა. ეს ყველაფერი გამოსახულია მაჩვენებლით 0-დან 1-მდე.

მისი თითოეული კრიტერიუმი განსხვავებულად ფასდება. ჯანმრთელობის განზომილება ფასდება დაბადებისთანავე სიცოცხლის ხანგრძლივობით; განათლების განზომილება ფასდება სკოლამდელი ასაკისა და საშუალოასაკის, დაახლოებით 25 წლის და მეტი ასაკის მოზრდილების სექტორის მიხედვით; ცხოვრების განზომილების სტანდარტი კი იზომება ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლის მიხედვით.

ადამიანის განვითარების ინდექსი ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ იმ ნაწილზე, რაც უშუალოდ ადამიანის, როგორც ინდივიდის განვითარებას გულისხმობს. ეს მნიშვნელოვნად არ ეხება უთანასწორობას, სიღარიბეს, ადამიანის უსაფრთხოებას, უფლებამოსილებას და სხვა მსგავს საკითხებს.

ადამიანის განვითარების ანგარიში უმეტესად 1990 წლიდან მოყოლებული მის შემდგომ პერიოდებში გამოქვეყნდა. 2019 წლის დასკვნაში მოცემულია 189 ქვეყნის და ტერიტორიის, 15 რეგიონის ან ჯგუფის შესაბამისი მონაცემები, 2018 წელს შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით. 2010 წლის ანგარიშში დაინერგა უთანასწორობის ადაპტირებული ადამიანის განვითარების ინდექსი (IHDI), რომელიც აფასებს ქვეყნებს უთანასწორობის მეოთხე განზომილებაში. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ”IHDI არის ადამიანის განვითარების რეალური დონედა „HDI შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის განვითარების პოტენციურ განმსაზღვრელ ინდექსად“.

იხ.ვიდეო ადამინი განვითარების ინდექსი


                                            მეთოდოლოგია

ადამიანის განვითარების ინდექსის შემადგენელი კომპონენტები: განათლებაჯანმრთელობა და ღირსეული ცხოვრებისთვის საკმარისი შემოსავალი, სხვადასხვა მეთოდოლოგიით განისაზღვრებოდა დროთა განმავლობაში. კერძოდ, 2011 წლის მეთოდოლოგიის მიხედვით, განათლება იზომება სწავლების საშუალო ხანგრძლივობით, რომელიც მოიცავს სწავლების პირველ, მეორე და მესამე საფეხურს და სწავლების მოსალოდნელი ხანგრძლივობით. ჯანმრთელობა კი იზომება სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით და ღირსეული ცხოვრების საშუალებით, ქვეყნის მთლიანი შემოსავლით ერთ სულ მოსახლეზე და მსყიდველობით უნარიანობის გათვალისწინებით.

ინდექსის გამოითვლება სამივე მაჩვენებლის გეომეტრიული საშუალოთი, შესაბამისად, ადამიანის განვითარების ინდექსში განათლება, ჯანმრთელობა და შემოსავალი თანაბარი წილითაა წარმოდგენილი. 1990 წლიდან 2011 წლამდე ადამიანების განვითარების ინდექსის მეთოდოლოგია რამდენჯერმე შეიცვალა და განახლდა. ცვლილებები არ შეხებია ინდექსის სამ მთავარ შემადგენელ კომპონენტს, თუმცა, ხშირად იცვლებოდა გამოთვლის წესი და ამავე კომპონენტების შემადგენელი ცვლადები. 2011 წლის ადამიანის განვითარების ანგარიშის მიხედვით, ქვეყნების კლასიფიკაცია ხდება რეიტინგის მონაცემების კვარტლების მიხედვით ადამიანის განვითარების ძალიან მაღალ, საშუალო და დაბალი დონის რეიტინგის მქონე ქვეყნებად.

2011 წელს შეიქმნა ახალი მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც მოხდა გასული წლის მონაცემების ხელახალი დაანგარიშება. ამის მოტივს წარმოადგენდა იმ ხარვეზების გამოსწორება, რაც ადამიანის განვითარების ინდექსის დადგენის პროცესს თან ახლდა. თუმცა, ხარვეზები ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით მნიშვნელოვნად არ არის კორექტირებული, გარდა უთანასწორობის კომპონენტისა. 2010 წლიდან აქტიურად დაიწყო უთანასწორობის მიხედვით კორექტირებული ადამიანის განვითარების ინდექსის გამოთვლა და ეს ყველაფერი 2011 წლის ანგარიშშიც არის ასახული.

                           შესაძლებლობები და გამოწვევები

1990 წლიდან მოყოლებული, ადამიანის განვითარების ინდექსი არის ძირითადი ღონისძიება, რომელიც ემყარება გაეროს განვითარების პროგრამას და როგორც ასეთი, HDI არის ”საშუალო სტანდარტის მიღწევის შემაჯამებელი ღონისძიება ადამიანის განვითარების მნიშვნელოვან განზომილებებში: ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრება, განათლება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.” ამ პარამეტრების გამოთვლას კი ხელს უწყობს უამრავი ცხოვრებისეული პროცესი. გარდა ამისა, ადამიანის განვითარების ინდექსი ფართოდ გამოიყენება აკადემიურ, სოციალურ, ეკონომიკურ და დემოგრაფიულ კვლევებში, როგორც ზოგადი განვითარების საზომი და ნორმა, რომელიც უკავშირდება სხვა სოციალურ მაჩვენებლებსაც.

ადამიანის განვითარების ინდექსი ასევე დიდი კრიტიკისა და დავის საგანი გახდა. პირველი კრიტიკა მაგალითად გამომდინარეობს პრაქტიკიდან, რომ ძნელი სათქმელია რიცხვი, რომელიც ადეკვატურად ასახავს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში არსებულ ცვლადებს. იმის გათვალისწინებით, რომ უთანასწორობის შემცირება ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მთავარია მდგრადი განვითარების მიზნებიდან და თვით ადამიანური განვითარების პროცესებიდან გამომდინარე, რისთვისაც მთავარი არის არამხოლოდ საერთო, არამედ ცალკეული ინდექსის გამოთვლა თითოეული ქვეყნისათვის, შეიძლება ითქვას, რომ ესეც ერთ-ერთ მნიშნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ადამიანის განვითარების ინდექსისათვის ქვეყნებს შორის სხვაობისა და უთანასწორობის დადგენის კუთხით.

ზოგიერთმა ქვეყანამ, განსაკუთრებითუფრო დიდმა ქვეყნებმა, დაინახეს აღნიშნული პრობლემა და ინდივიდუალურად შეუდგნენ აღნიშნული ინდექსის კვლევას და დადგენას თავიანთი ტერიტორიის ფარგლებში. მაგალითად, ინდოეთში, პირველი ქვე-ეროვნული HDI გამოქვეყნდა 1991 წელს. ამის შემდეგ, სხვა ინდურმა ორგანიზაციებმაც გამოთვალეს საკუთარი ქვენაციონალური HDI, მათ შორის 2007 წელს გამოყენებითი ადამიანური რესურსების კვლევის ინსტიტუტმადა თავად გაეროს განვითარების პროგრამამ 2011 წელს. ანალოგიურად, გაეროს განვითარების პროგრამასა(ჩინეთთან) და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ურბანული და გარემოსდაცვითი კვლევების ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა წარმოადგენდა ძირითადი დონის HDI-ებს ჩინეთისთვის 2010 წლისთვის.

თუმცა ამ ინდივიდუალურ პროცესებს თან სდევს ისეთი პრობლემა, როგორიცაა სტატისტიკის გაუვრცელებლობა და ბუნდოვანება, რის გამოც უკვე რთულდება სხვადასხვა ქვეყნის განვითარების პარამეტრების მიხედვით ერთმანეთთან შედარება და საერთო სურათის შექმნა. განვითარებას მისი პარამეტრების, მაგალითად ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მშპ-ს დადგენის თვალსაზრისით, ხელს უშლის ასევე დღევანდელი გლობალური ხასიათის პრობლემები, როგორიცაა ეკოლოგიური, ტექნოგენური, ტექნოლოგიური და სხვა მსგავსი გამოწვევები.

საბოლოო ჯამში, გამოიყოფა შემდეგი კრიტიკული ტენდენციები:

  • კომპონენტები (ჯანმრთელობა, განათლება და შემოსავალი) ერთნაირად იზომებიან, მაგრამ ისინი თანაბრად არ უწყობენ ხელს ადამიანის განვითარებას
  • კომპონენტები ძალიან ვიწროა და არ შეიცავს თავისუფლებისა და პოლიტიკური განვითარების ინდიკატორებს, რომლებიც დღესდღეობით ბევრად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ინდივიდებს განვითარებისათვის
  • ინდიკატორები არ ითვალისწინებენ უთანასწორობის ზუსტ დადგენას მსოფლიო გლობალურ დონეზე, არამედ ის უფრო ქვე-ეროვნულ და ინდივიდუალურ საკითხს წარმოადგენს თითოეული ქვეყნისათვის.

                          2020 წლის ანგარიში

2020 წლისათვის, განვითარების ინდექსი მსოფლიოს 40 ყველაზე მძლავრი ქვეყნებისათვის მოწინავე ადგილზეა იმ პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელიც გავლენას ახდენს ხუთ მილიარდზე მეტ ადამიანზე, როგორც უშუალოდ ზემოაღნიშნული ქვეყნების ტერიტორიაზე, ასევე, მათ ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებშიც. ამის გამომწვევი მიზეზები ბევრია და აერთიანებს ისეთ ინდექსებს, რომელიც მოიცავს შვიდი განსხვავებული პოლიტიკის სფეროებს: ფინანსები, ინვესტიცია, მიგრაცია, ვაჭრობა, გარემო, დაცვა და ტექნოლოგია.

წლევანდელი განვითარების თვალსაზრისით, პირველ ადგილზეა შვედეთი, შემდეგ მეორე მოდის საფრანგეთი, ხოლო მესამე ადგილზეა ნორვეგიაშვედეთი წარმატებით ახერხებს აღნიშნული შვიდი სფეროდან ექვსის განვითარებას, პირველ რიგში მიგრაციის საკითხს, მესამე- განვითარების დაფინანსებას და პირველ ათეულში ვაჭრობას, ინვესტიციებს და უსაფრთხოებას. მაგრამ, მას აქვს ვალდებულება ტექნოლოგიის გაუმჯობესების თვალსაზრისით, სადაც ის მე-20 ადგილზეა.

საფრანგეთი მეორე ადგილზეა, მეორე ადგილზეა გარემოს, ხოლო მესამეზე ინვესტიციების პროგრესის კუთხით, მაგრამ გვევლინება საშუალო საფეხურის ქულით ფინანსებისა და მიგრაციის საკითხში. მესამე ადგილი დაიკავა ნორვეგიამ, სადაც მაღალი ქულები აქვსფინანსებსა და მიგრაციას, მაგრამ საზრუნავი აქვს ვაჭრობისა და გარემოს გაუმჯობესების კუთხით. დიდი ბრიტანეთი და გერმანია ეფექტურად აკმაყოფილებენ პირველ ხუთ ინდექსს, თუმცა მიგრაციისა და ტექნოლოგიების გაუმჯობესების ვალდებულება მათაც აქვთ, ისინი ძლიერები არიან ინვესტიციებში, მიგრაციასა და ვაჭრობაში, მაგრამ გარემოსდაცვში, უსაფრთხოებასა და ტექნოლოგიების ნაწილში ნაკლებად კარგ შედეგს დებენ.

ქვეყნების შემოსავლის მრავალფეროვნებითა და მზარდი მაჩვენებლით წინ მიიწევს შემდეგი ოთხი ქვეყანა: პორტუგალიასამხრეთ აფრიკაჩილე და უნგრეთინორვეგიალუქსემბურგი და შვეიცარია კი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება შემოსავლის დადგენილ სტანდარტს. კოვიდ-19 პანდემია იყო მნიშნელოვანი გამოწვევა და პრობლემა მსოფლიო ხალხთა განვითარების ინდექსისათვის, რომლის დროსაც ცალკეული ქვეყნები წარმატებით და ეფექტურად მონაწილეობდნენ მის გადატანასა და შესაბამისად ჯანდაცვისა თუ სხვა სოციალურ სფეროში კონტრიბუციის თვალსაზრისით. ერთ-ერთი მნიშნელოვანი კონტრიბუტორი იყო სამხრეთ კორეა. პანდემიის განმავლობაში, განვითარების ინდექსების შესაბამისად, ანტიმიკრობულ პროცედურებსა და ზოგადად, მსგავსი საფრთხეების თავიდან აცილებას ეფექტურად ახერხებდა და მოწინავე იყო ამ ნაწილში ნიდერლანდები.

ადამიანის განვითარების ინდექსი და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები

ადამიანის განვითარების მიდგომასა და 2030 წლის დღის წესრიგს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს, მაგრამ, ასევე აღსანიშნავია, რომ ეს ორი ფუნდამენტურად განსხვავებული რამ არის. მდგრადი განვითარების მიზნები (SDG) არის გლობალურად შეთანხმებული ინსტრუმენტი განვითარებისა და პროგრესის შეფასების მიზნით და ის ორიენტირებულია განვითარების თითქმის ნებისმიერი მიმართულების განხილვაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, SDG– ები უზრუნველყოფენ განვითარების დანიშნულების ადგილს და ეს თავისთავად იძლევა შანსს და გარემოებას იმისას, რომ უფრო მკაფიოდ და კონკრეტული პარამეტრების ფონზე დადგინდეს ადამიანის განვითარების ინდექსი.

მდგრადი განვითარების მიზნები თითქოს უფრო აფართოებს და ამრავალფეროვნებს განვითარების ინდექსთა საკვლევ სფეროებს. კერძოდ, ახალი დღის წესრიგი მიზნად ისახავს ადამიანის შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე ინდივიდის ხმა, მონაწილეობა, გენდერული თანასწორობასოციალური სამართლიანობა და სხვა მსგავსი უფლებები ყველასათვის მდგრადი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რის გაანალიზებასაც უნდა ემსახურებოდეს ორივე ზემოაღნიშნული ინსტრუმენტი.

ანალოგიურად, ადამიანის განვითარების ზომებმა შეიძლება ისარგებლოს SDG მაჩვენებლებისგან, რადგან ისინი მომავალი 15 წლის განმავლობაში ვითარდება. დაარსების დღიდან, HDR–მ შემოიღო ადამიანის კომპოზიციური განვითარების მაჩვენებლები და ინდიკატორები, რათა აღმოეფხვრა უთანასწორობა და უკიდურესი სიღარიბე, 2030 წლის დღის წესრიგის დანერგვით, ჩვენ შეიძლება ველოდოთ ფართო მონაცემებსა და ინდიკატორებს, რომლებიც საჭიროა და ამასთანავე, უმჯობესიც, ადამიანის განვითარების უფრო ფართოდ შეფასებისთვის ისეთი კრიტერიუმით მაგალითად, როგორიცაა მდგრადობა. სწორედ ამაში გამოიხატება კორელაცია მდგრადი განვითარების მიზნებსა და ადამიანის განვითარების ინდექსს შორის. სწორედ ზემოთ განხილული საკითხის პოპულარიზაციასა და დღის წესრიგში აქტიურად დაყენებას ემსახურება ახალი ჩარჩო სახელწოდებით-„მდგრადობა და ადამიანის განვითარება.“

ადამიანის განვითარების ინდექსი და საქართველო

2020 წლის ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით მსოფლიოს 189 ქვეყნიდან საქართველო 61-ე ადგილზეა. საქართველოს ადამიანის განვითარების ინდექსის მაჩვენებელი 0.812-ია, რაც ადამიანის განვითარების უმაღლესი დონის პროპორციულია. 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ადამიანების კეთილდღეობა კომპლექსურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომლებიც ფულის გარდა, სხვა მაჩვენებლებსაც აერთიანებს. ამის გათვალისწინებით, ადამიანის განვითარების ინდექსი (HDI) ჯანმრთელობასთან, განათლებასთან და შემოსავლებთან დაკავშირებულ მონაცემებს აფასებს. 2020 წლის ინდექსში, რომელიც 2019 წლის მონაცემებს ეყრდნობა, საქართველო უსწრებს უკრაინას (74-ე პოზიცია), სომხეთს (81-ე პოზიცია) და აზერბაიჯანს (88-ე პოზიცია), მაგრამ ჩამორჩება რუსეთის ფედერაციას (52-ე პოზიცია), ბელარუსს (53-ე პოზიცია) და თურქეთს (54-ე პოზიცია).[1]

2000-2018 წლებში საქართველოს მაჩვენებელი 0.669-დან 0.786-მდე გაიზარდა, რაც 17.5%-იან ზრდაზე მიუთითებს. სიცოცხლის ხანგრძლივობა 3.2 წლით გაიზარდა, სასკოლო განათლების საშუალო ხანგრძლივობა 1.1 წლით, ხოლო სასკოლო განათლების მოსალოდნელი ხანგრძლივობა კი 3.0 წლით. 1990-2018 წლებში საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 19.8%-ით გაიზარდა. თუმცა ამ პროგრესის პარალელურად, უთანასწორობის დაკორექტირებული მაჩვენებელი საგრძნობლად მცირდება, კერძოდ, 12%-ით, რაც მის ადამიანის განვითარების ინდექსის საერთო მაჩვენებელს 0.692-მდე ამცირებს. მნიშნელოვანი საკითხია ასევე გენდერული უთანასწორობის საკითხში ცვლადების დადგენა. საქართველო 162 ქვეყნიდან 75-ზეა. ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში 15%-ია. ზრდასრული ქალების 97.4%-ს სულ მცირე საშუალო განათლება აქვს მიღებული. კაცებში იგივე მაჩვენებელი 98.6%-ია. შრომის ბაზარზე კი ქალების მონაწილეობა 57.8%-ია, ხოლო კაცების 78.7%.

იხ. ვიდეო



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...