понедельник, 6 июня 2022 г.

ადამ სმითი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                 ადამ სმითი

 (ინგლ. Adam Smith); ( სავარაუდოდ დ. 5 ივნისი, 1723, კერკოლდი, შოტლანდია ― გ. 17 ივლისი, 1790, ედინბურგი) — შოტლანდიელი პოლიტიკური ეკონომისტი და ფილოსოფოსი. თანამედროვე ეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სმითის მრავალ ნაშრომებს შორის ყველაზე უფრო ცნობილია: „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“ (1759) და „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ (1776), რომელსაც 9 წლის განმავლობაში ქმნიდა. შემდგომში სწორედ ეს უკანასკნელი იქცა მის უდიდეს ნამუშევრად (Magnum opus).
ადრეული ცხოვრება
ადამ სმითი დაიბადა კერკოლდში, ფაიფის ოლქში, შოტლანდიაში. მამამისი, რომელსაც ასევე ადამი ერქვა, მწერალი, ადვოკატი, სამხედრო პროკურორი და კერკოლდის სასაზღვრო პუნქტის კონტროლიორი იყო, დედა, მარგარეტ დუგლასი მიწათმფლობელი ჯონ დუგლასის ქალიშვილი იყო. მათ 1720 წელს იქორწინეს. მამამისი ადამის დაბადებიდან ორ თვეში დაიღუპა. ადამის შოტლანდიის ეკლესიაში, კერძოდ კი კერკოლდში მონათვლის თარიღად 1723 წლის 5 ივნისი ითვლება, ამავე თარიღს განიხილავენ მისი დაბადების თარიღადაც, რომელიც სინამდვილეში უცნობია. სმითის ბავშვობის შესახებ არსებული ცნობები შოტლანდიელი ჟურნალისტის ჯონ რეის დამსახურებაა, იგი სმითის ბიოგრაფი იყო. მანვე გააკეთა ჩანაწერი იმის შესახებ, თუ როგორ ჰყავდათ 3 წლის სმითი ტყვედ ბოშებს, მანამ სანამ მის დასახსნელად არ მივიდნენ სხვები. იმის ფონზე, რომ მას მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, დედასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, სწორედ მან უბიძგა ადამსს გაჰყოლოდა თავის აკადემიურ მისწრაფებებს. სმითი სწავლობდა კერკოლდის თვითმმართველ სკოლაში 1729–1737 წლებში, რომელსაც ჯონ რეი ახასიათებს, როგორც იმდროინდელი შოტლანდიის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლას, იგი სწავლობდა ლათინურ ენას, მათემატიკას, ისტორიასა და დამწერლობას.
იხ. ვიდეო - ადამ სმითი -   ადამ სმითი (1723-1790)  შოტლანდიელი პოლიტიკური ეკონომისტი და ფილოსოფოსი. თანამედროვე ეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სმითის მრავალ ნაშრომს შორის ყველაზე უფრო ცნობილია: „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“ და „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“, რომელსაც 9 წლის განმავლობაში ქმნიდა. შემდგომში სწორედ ეს უკანასკნელი იქცა მის უდიდეს ნამუშევრად.

სმითმა გლაზგოს უნივერსიტეტში სწავლა 1737 წელს, თოთხმეტი წლის ასაკში დაიწყო, სწავლობდა ეთიკას, მის შეხედულებებსა და ნაშრომებში იგრძნობა ფრენსის ჰატჩესონის გავლენა. უნივერსიტეტში სწავლისას ილტვოდა თავისუფლების, გონებრივი განვითარებისა და სიტყვის თავისუფლებისკენ. 1740 წელს მიიღო ხელოვნების მაგისტრის ხარისხი და ნაწილობრივი სტიპენდია ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, სადაც 1746 წლამდე სწავლობდა ფილოსოფიასა და ლიტერატურას.

1748—1750 წლებში სმითი ლიტერატურასა და ბუნებით სამართალში საჯარო ლექციებს კითხულობდა ედინბურგში. 1751 წლიდან ლოგიკის პროფესორი გლაზგოს უნივერსიტეტში, 1752 წლიდან — ზნეობრივი ფილოსოფიის პროფესორი. 1755 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი სტატიები ჟურნალში „ედინბურგული მიმოხილვა“. 1759 წელს გამოაქვეყნა თავისი ფილოსოფიური ნაშრომი „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“, რომელმაც უდიდესი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. 1762 წელს მიიღო იურიდიული მეცნიერებების დოქტორის ხარისხი.

1764—1766 წლებში სმითი იმყოფებოდა ტულუზაში, ჟენევაში, პარიზში, შეხვდა ვოლტერს, კლოდ გელვეცის, პოლ გოლბახს, დიდროს, დ'ალამბერის და სხვა ენციკლოპედისტებსა და ფიზიოკრატებს. სამშობლოში დაბრუნებისას იგი ჯერ კერკოლდში, მოგვიანებით კი უკვე ლონდონში ცხოვრობდა, თავის ეპოქალური ნაშრომს, კვლევა ერების სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ 9 წლის განმავლობაში ჰქმნიდა, რომელიც პირველად 1776 წელს გამოიცა.

1778 წლიდან სასაზღვრო სამსახურში ჩადგა ედინბურგში, სადაც თავისი სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. გარდაიცვალა 67 წლის ასაკში ედინბურგში.

ძირითადი იდეები
XVIII საუკუნის დიდი ბრიტანეთი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების უმაღლეს საფეხურზე იმყოფებოდა. ინტენსიურ აღმავლობას განიცდიდა ვაჭრობა, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. ამგვარ ფონზე ხელსაყრელი პირობები ჩამოყალიბდა ეკონომიკური აზროვნების განვითარებისათვის, რომლის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ადამ სმითის მოღვაწეობა. კლასიკურმა ბურჟუაზიულმა პოლიტიკურმა ეკონომიამ განსაკუთრებულ განვითარებას მიაღწია სწორედ ადამ სმითისა და მეორე ბრიტანელი მოაზროვნის — დეივიდ რიკარდოს შრომების საფუძველზე. ადა­მი­ა­ნის­ საქ­მი­ა­ნო­ბის ­ძი­რი­თად­ მო­ტი­ვად­ სმი­თი­ მი­იჩ­ნევს ­ინ­დი­ვი­დის ­ლტოლ­ვას საკუთარი კეთილდღეობის ამაღლებისადმი.­ სა­კუ­თა­რი­ კე­თილ­დღე­ო­ბის ­გან­მ­ტ­კი­ცე­ბით, ­ადა­მი­ა­ნი ­სა­ბო­ლოო­ ჯამ­ში ­ხელს­ უწყობს­ საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესებასაც.­ ამ­გ­ვა­რი­ ლტოლ­ვა­ გა­ნა­პი­რო­ბებს­ ყვე­ლა­ ქმე­დე­ბას ­და ­აყა­ლი­ბებს ­სა­მარ­თ­ლი­ან­ და რაციონალურ წესრიგს საზოგადოებაში.­ ამ ­მოვ­ლე­ნას ­ადამ ­სმით­მა­ „ბაზრის ­უხი­ლა­ვი­ ხე­ლი“­უწო­და.

საზოგადოების სიმდიდრის წყაროდ ადამ სმითი ორ მთავარ ფაქტორს: პროდუქციის წარმოებასა და მოხმარების მოცულობებს მიიჩნევს. ასევე განსაკუთრებული ღირებულების მატარებელია ავტორის მიგნება შრომის განაწილების შესახებ. სწორედ შრომის განაწილებას თვლიდა იგი ეკონომიკური პროგრესის ძირითად ფაქტორად. ქინძისთავის მანუფაქტურის მაგალითზე სმითმა ნათლად წარმოაჩინა თუ რამდენად იზრდება შრომის მოცულობა სპეციალიზაციის შედეგად. შრომის განაწილების ცალკეული შეხედულებები ჯერ კიდევ ადამ სმითის წინამორბედების მიერაა შესწავლილი, თუმცა მან აღნიშნულ თემას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა და დაადასტურა, რომ სიმდიდრის წყაროს სწორედ შრომა წარმოადგენს. ადამ სმითმა ასევე საფუძველი ჩაუყარა შრომის ღირებულების თეორიას, რომლის ძირითადი საფუძველია საქონლის ღირებულების განსაზღვრა იმ შრომის მიხედვით, რაც პროდუქციის დასამზადებლად დაიხარჯა. გაწეული შრომის მოცულობა ასევე განსაზღვრავს საქონლის გაცვლით ღირებულებასაც.

სმითმა გამოჰყო ძირითადი კლასები: მიწათმფლობელები, ფინანსური (სესხის გამცემი) კაპიტალისტები და ღარიბი მუშახელი. ხელფასის, მოგებისა და მიწის რენტის თეორიები მაღალი ეფექტურობით იქნა ჩამოყალიბებული. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სმითის მოსაზრება, რომ ქვეყნის სიმდიდრისა და განვითრების მთავარ პირობას შეადგენს Laissez-faire პრინციპი, რაც სამეურნეო საქმიანობის თავისუფლებას გულისხმობს. რაც უფრო მცირეა სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკურ ცხოვრებაში, მით უკეთესი პირობები იქმნება მისი განვითარებისათვის. საელმწიფოს მხრივ რეგულირების პრაქტიკის გაძლიერების საჭიროება მაშინ დგება, როდესაც საზოგადოებრივ კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება.

ადამ სმითის კვლევამ ეწინააღმდეგებოდა მერკანტილისტურ იდეებს ოქროსა და ვერცხლის დაგროვების უპირატესობის შესახებ. ის ამტკიცებდა, რომ ქვეყნის სიმდიდრის წყაროს წარმოადგენს მატერიალური დოვლათის შექმნა. ადამ სმითი სამრეწველო ბურჟუაზიის იდეოლოგი იყო, რომელიც ილაშქრებდა კაპიტალიზმის განვითრებისათვის ისეთი ხელისშემშლელი ფაქტორების წინააღმდეგ, როგორსაც წარმოადგენენ ფეოდალური გადმონაშთები. მთლიანობაში ადამ სმიტის დამსახურება ისტორიული ხასათისაა, რადგან მან შესძლო განესაზღვრა და ჩამოეყალიბებინა პოლიტიკური ეკონომიის კონტურები იმ დროისათვის დაგროვილი ეკონომიკური ცოდნის სისტემატიზაციის საფუძველზე.
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების
 შესახებ
                                                   
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, ასევე ცნობილია როგორც „ხალხთა სიმდიდრე“ — შოტლანდიელი ეკონომისტისა და ფილოსოფოსის, ადამ სმიტის წიგნი. პირველად გამოქვეყნდა 1776 წელს და პირველი წიგნია, რომელიც აღწერს იმას, თუ როგორ იქმნება სიმდიდრე საზოგადოებაში, ხალხთა სიმდიდრე თანამედროვე კლასიკური ეკონომიკის საფუძვლად ითვლება.


1 მთავარი იდეა
1.1 უხილავი ხელი წარმოადგენს ფასისმიერ მექანიზმს
2 რესურსები ინტერნეტში
3 სქოლიო
მთავარი იდეა
წიგნში მოცემული ადამ სმითის ეკონომიკური შეხედულებები ემყარება დაკვირვებას, რომლის მიხედვით ადამიანის მამოძრავებელი მხოლოდ პირადი ინტერესებია. მისივე აზრით ეკონომიკა იმართება ავტომატურად, უხილავი ხელის მეშვეობით. სმითი წერს:


„ჩვენ საკუთარ პურს ვიღებთ არა პურის მცხობელის (ხაბაზის) მოწყალებით, არამედ მისი ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე.“
სმითის აზრით, ისევე როგორც ისააკ ნიუტონის ფიზიკაში მიზიდულობის კანონი იყო მოძრაობის მიზეზი, ასევე პირადი ინტერესი წარმოადგენს საზოგადოების ფუნქციონირების მამოძრავებელ ძალას. ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფომ უნდა დაადგინოს საზოგადოების ცხოვრების მარეგულირებელი ნებისმიერი კანონები, სმითის აზრით, არ ესმის ადამიანის ბუნების ძირითადი თვისებები. სმითისვე აზრით, საკუთარი კეთილდღეობის განმტკიცებით ადამიანი, საბოლოო ანგარიშით, ხელს უწყობს საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესებას. სწორედ პირადი მისწრაფებები განაპირობებენ ადამიანთა ყველა ქმედებას და როგორც ამ ქმედებათა შედეგი, აყალიბებენ სამართლიან და რაციონალურ წესრიგს საზოგადოებაში.

სმითი ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანის პირადი ინტერესები მხოლოდ მაშინ განაპირობებენ საზოგადოებრივ სიკეთეს, როდესაც იგი კეთდება კონკურენტულ ბაზარზე და რომ საზოგადოებას ამისგან სარგებელი ექნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს სიმდიდრე ინახება ქვეყნის შიგნით. ეს ორი პირობა ყოველთვის არ არის წარმოდგენილი. უფრო მეტიც, სმიტის მიხედვით, ადამიანები ყოველთვის არ მოქმედებენ საკუთარი ინტერესით.

უხილავი ხელი წარმოადგენს ფასისმიერ მექანიზმს
უხილავ ხელს ფასის მექანიზმის მეშვეობით ბაზრები ჰარმონიამდე მიჰყავს, საერთო წონასწორობის მდგომარეობაში, ხოლო ეკონომიკას წარმართვას ისე, რომ ზრდის ხალხთა სიმდიდრეს. მყიდველები და გამყიდველები, რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი ინტერესებისათვის, ბაზარზე ახდენენ გაცვლა-გამოცვლას იმ პირობით, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება. ამ ყველაფრის გამო ბაზარზე მყარდება წონასწორობა, ამისათვის კი აუცილებელია საბაზრო საქმიანობა კონკურენტულ ბაზრებზე მიმდინარეობდეს.

სმითი აცხადებს, რომ უხილავი ხელი ყოველთვის წარმართავს ინდივიდუალურ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, რომლის შედეგები მისდაუნებურად ხელს უწყობს საზოგადოების კეთილდღეობას, ისე რომ ეს არც არის წინასწარ განზრახული. მაგრამ არსად არსებობს მინიშნება, რომ ინდივიდუალური კერძო ინტერესები ყოველთვის, ყველა შემთხვევაში განაპირობებენ საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას. სმითი არასოდეს თვლიდა, რომ არსებობს ბაზრის უნივერსალური კეთილი წესრიგი




Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...