ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
დომკრატი
ლარტყული დომკრატი
ლარტყიანი დომკრატის ძირითადი ნაწილია ტვირთმზიდი ლარტყა საყრდენი ფიალით ტვირთისათვის და სწორი კუთხით გადაღუნული ქვედა ბოლოთი (თათით) ტვირთის ასაწევად დაბლა მდებარე საყრდენი ზედაპირიდან. გადამცემი მექანიზმის ტიპის მიხედვით ლარტყული დომკრატები არის ბერკეტული და კბილა. ბერკეტულ დომკრატებში ლარტყა აიწევა მერხევი ამძრავი ბერკეტით, ხოლო კბილაში — ამძრავი სახელურით მბრუნავი კბილანებით. 6 ტონამდე ტვირთამწეობის დომკრატს ერთსაფეხურიანი გადაცემა აქვს, 6-დან 15-მდე ტონიანს — ორსაფეხურიანი, ხოლო 15 ტონაზე მეტის მქონეს — სამსაფეხურიანი. ლარტყაზე აწეული ტვირთი მაგრდება საჩერებელი მოწყობილობით. ლარტყული დომკრატის მარგი ქმედების კოეფიციენტი (მქკ) ერთი კბილა გადაცემისას 0,85-ია, ორის დროს — 0,7
იხ. იდეო - ელექტრო დომკრატი 3T - ელექტრო დომკრატი ადვილად უკმკავდება 3 ტონას მოყვება ელექტრო ქანჩი რომელიც მუშაობს 12 ვოლტზე ნებისმიერი სირთულის ბოლტს ხსნის მარტივად.
ხრახნული დომკრატი
ხრახნული დომკრატის ძირითადი ნაწილია ხრახნი, რომელსაც აქვს სახსრულად დამაგრებული ტვირთსაყრდენი თეფში, ხრახნი ბრუნვაში მოჰყავს სახელურს. ჰორიზონტალურ სიბრტყეში ტვირთის გადასაადგილებლად იყენებენ ნალოებიან დომკრატს. ხრახნული დომკრატით ტვირთის გარკვეულ სიმაღლეზე გაჩერებას ახორხიელებს ხრახნის თვითდამუხრუჭება, რაც უზრუნველყოფს სამუშაოზე უსაფრთხოების მაღალ ხარისხს. ხრახნული დომკრატის ტვირთამწეობა ჩვეულებრივ არ აღემატება 20 ტონას. ამზადებენ სპეციალური დანიშნულების დომკრატებსაც, რომლებსაც 2 მეტრამდე სიმაღლეზე აწევის დროს 100 ტონამდე ტვირთამწეობა აქვთ. ხრახნული დომკრატის მქკ არ აღემატება 0,3–0,4-ს.
Комментариев нет:
Отправить комментарий