пятница, 24 июня 2022 г.

ჰარუკი მურაკამი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           ჰარუკი მურაკამი

აბადების თარიღი 12 იანვარი, 1949 (73 წლის)
დაბადების ადგილი კიოტო
საქმიანობა ენათმეცნიერი, რომანისტი, მწერალი , მთარგმნელი , ესეისტი, მძლეოსანი, უნივერსიტეტის პროფესორი, სამეცნიერო ფანტასტი მწერალი და პროზაიკოსი
ენა იაპონური ენა და ინგლისური ენა
მოქალაქეობა Flag of Japan.svg იაპონია
ალმა-მატერი ვასედის უნივერსიტეტი
პერიოდი 2016
ჟანრი რომანი, ანტიუტოპია, ესე, მხატვრული ლიტერატურა და magic realism
Magnum opus ნადირობა ცხვარზე, ნორვეგიული ტყე, ჩიტის ქრონიკის დასრულება, კაფკა პლაჟზე, 1Q84, Killing Commendatore, What I Talk About When I Talk About Running და უფერული ცუკურუ ტაძაკი და მისი პილიგრიმობის წლები
ჯილდოები ფრანც კაფკას პრემია, იომიურის პრემია, ტანიძაკის პრემია, იერუსალიმის პრემია, Noma Literary New Face Prize, ფენტეზის მსოფლიო პრემია საუკეთესო რომანისათვის, Frank O'Connor International Short Story Award, ჰანს კრისტიან ანდერსენის ლიტერატურული პრემია , კობაიასის პრემია, კატალონიის საერთაშორისო პრემია , Q11537457?, ასაჰის პრემია, Time 100, Ignotus Award for Best Foreign Novel და ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი. (იაპონ. 村上春樹 ) მურაკამი დაიბადა კიოტოში 1949 წელს, თუმცა მთელი ახალგაზრდობა კობეში გაატარა. მამამისი ბუდისტი მღვდლის შვილი იყო; დედამისი კი ოსაკელი ვაჭრის ქალიშვილი. ორივე იაპონურ ლიტერატურას ასწავლიდა.
იხ. ვიდეო - ჰარუკი მურაკამის ”ნორვეგიული ტყე“ - წიგნის პრეზენტაცია



ბავშვობიდან მურაკამი დასავლური კულტურის გავლენას განიცდის, განსაკუთრებით კი დასავლური მუსიკისა და ლიტერატურის. ის გაიზარდა ისეთ ამერიკელ მწერალთა ნაწარმოებებზე, როგორებიც იყვნენ კურტ ვონეგუტი და რიჩარდ ბრაუტიგანი, რის გამოც ხშირად გამოიკვეთება მის თანამემამულეთაგან დასავლური ზეგავლენით. იაპონური ლიტერატურა ხშირად ხაზს უსვამს ენის სილამაზეს, რამაც შესაძლოა კომპოზიცია შეზღუდოს, მაშინ როცა მურაკამის სტილი შედარებით თავისუფალი და სხარტია.

მურაკამი თეატრალურ ხელოვნებას სწავლობდა ვასედას უნივერსიტეტში ტოკიოში, სადაც მის მომავალ მეუღლეს, იოკოს, შეხვდა. პირველი სამსახური აუდიოდისკების მაღაზიაში დაიწყო, სადაც მისი ერთ-ერთი უმთავრესი გმირი, ტორუ ვატანაბე (ნოვეგიული ტყე), მუშაობს. 25 წლის ჰარუკი მურაკამიმ 1974 წელს ჯაზ-ბარი „Peter Cat“ გახსნა კოკობუნძიში, ტოკიო, რომელიც 1974-82 წლებში ჰქონდა. მის რომანთა უმრავლესობას მუსიკალური თემა აქვს და სათაურები გარკვეულ სიმღერას მიუთითებს.

1978 წელს ბეისბოლოს თამაშის ყურებისას, უცბად იგრძნო, რომ რომანის დაწერა შეუძლია. ბარის დაკეტვის მერე დიდხანს იჯდა ხოლმე მურაკამი თავისივე ბარშივე და რომანს წერდა, ეს იყო უსმინე ქარის სიმღერას, რომელიც 1979 წელს გამოვიდა და მიიღო ჯერ ჟურნალ გუნძო-ს პრესტიჟული პრემია ახალბედა ავტორებისთვის, შემდეგ კი ლიტერატურული ჟურნალ ნომა-ს პრემია. ხოლო წლის ბოლოს იგივე წიგნი 150 000 ტირაჟით გაიყიდა. ასე დაიწყო ჰარუკი მურაკამის წარმატებული ლიტერატურული კარიერა.
იხ. ვიდეო - Почему Харуки Мураками должен получить Нобелевскую премию? - Харуки Мураками - культовый японский писатель, который совершенно точно заслуживает Нобелевку. Феномен литературы и современный классик, вдохновляющийся творчеством Достоевского и Сэлинджера. 
პოლიტიკური შეხედულებები - მურაკამი ამტკიცებს, რომ ბუნებრივია ჩინეთისა და ორი კორეის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის სამხედრო აგრესიის გამო უკმაყოფილების გამოხატვა. ”ძირითადად, იაპონელებს საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა, რომ ისინი ასევე იყვნენ აგრესორებს შორის და ეს ტენდენცია სულ უფრო მკვეთრად ხდება,” - ამბობს ის. ინტერვიუში მწერალმა განაცხადა: „ისტორიული გაგების საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ იაპონიამ ოფიციალური ბოდიში მოიხადოს. ვფიქრობ, ყველაფერი რაც იაპონიას შეუძლია გააკეთოს არის ბოდიშის მოხდა მანამ, სანამ ქვეყნები არ იტყვიან: „ჩვენ სრულად არ ვეთანხმებით ამას, მაგრამ თქვენ უკვე საკმარისად მოიხადეთ ბოდიში. კარგი, ახლავე დავტოვოთ.“.

2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის ნაწილია, მურაკამი მხარს უჭერდა უკრაინას. მწერალმა რადიოში სპეციალური გამოცემა გამართა მშვიდობისკენ. სპეციალური ნომერი შედგებოდა ათამდე მუსიკალური კომპოზიციისგან. ჰარუკი მურაკამის გადაცემას "რადიო მურაკამი" ჰქვია. ხმები ტოკიოს FM-ის და სხვა რადიოსადგურების ტალღაზე 38 FM ქსელიდან
იხ. ვიდეო - Haruki Murakami: The Magic of Simplicity





Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...