среда, 22 июня 2022 г.

ჯეიმზ მეთიუ ბარი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                     ჯეიმზ მეთიუ ბარი

 (ინგლ. James Matthew Barrie, დ. 9 მაისი1860 — გ. 19 ივნისი1937) — შოტლანდიელი მწერალი და დრამატურგი, ყველაზე კარგად ცნობილი, როგორც პიტერ პენის შემქმნელი. დაიბადა და განათლება მიიღო შოტლანდიაში, მაგრამ ლონდონში გადავიდა, სადაც რომანების და პიესების მთელი რიგი დაწერა. იქ მან გაიცნო ლიუელინ დეივისის შვილები, რომლებმაც შთააგონეს, დაეწერა ამბავი ბიჭუნაზე, რომელიც მოგზაურობდა კენსინგტონის პარკში, მოგვიანებით კი გახდა პიტერ პენი. პენის შესახებ დაწერილი პირველი მნიშვნელოვანი მოთხრობა იყო „პიტერ პენი, ანუ ბიჭუნა, რომელიც არ იზრდებოდა“.

მიუხედავად იმისა, რომ ბარის ნაშრომები წარმატებული იყო, „პიტერ პენმა“ დაჩრდილა მისი ყველა დანარჩენი ნამუშევარი და, სხვადასხვა წყაროს თანახმად, სახელ „ვენდისაც“ მეტი პოპულარობა მოუტანა. როდესაც მშობლები გარდაეცვალათ, ბარიმ არაოფიციალურად აიღო საკუთარ თავზე დეივისის ბიჭუნებზე მეურვეობა. ჯორმ V-მ მწერალს 1913 წლის 14 ივნისს ბარონეტის წოდება მიანიჭა, ხოლო 1922 წელს — ორდენი დამსახურებებისთვის. გარდაცვალებამდე ბარიმ უფლებები პიტერ პენის გამოქვეყნებაზე გადასცა ორმონდ სტრიტის საბავშვო ჰოსპიტალს.

იხ. ვიდეო - ჯეიმს მეთიუ ბარი და მისი პიტერ პენი/“კატოს საღამოები“/რადიო იმედი, Radio Imedi

                                 პიტერ პენი

 შოტლანდიელ მწერალ და დრამატურგ ჯეიმზ მეთიუ ბარის მიერ გამოგონილი პერსონაჟი. ონავარი ბიჭუნა, რომელსაც შეუძლია ფრენა და რომელიც არასოდეს ბერდება. ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა დაკარგულ ბიჭუნებთან ერთად, კუნძულ ნევერლენდზე. მეგობრობდა ქალთევზებთან, ინდიელებთან, ფერიებთან, ებრძოდა მეკობრეებს და სტუმრობდა ბავშვებს, რომლებიც ნევერლენდის მიღმა მდებარე სამყაროში ცხოვრობდნენ. გარდა ბარის ნაწარმოებისა, იგი ასევე ფიგურირებს არაერთ მედია საშუალებაში. ცნობილია მის შესახებ უოლტ დისნეის სტუდიის 1953 წლის ანიმაციური ფილმი.
იხ. ვიედეო  - J. M. Barrie documentary







Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...