ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
სპამი
ელფოსტის შემომავალი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით სპამის შეტყობინებებს
(ინგლ. Spam, Bulk ან Junk) — ელექტრონული წერილის ტიპი, რომელიც იგზავნება პიროვნების ან კომპანიის მიერ, მიმღების დაუკითხავად და სურვილის გარეშე. მსგავსი წერილები უმეტესწილად სარეკლამო ხასიათისაა. პიროვნებას, რომელიც მსგავს წერილებს გზავნის ეწოდება სპამერი. მათი ძირითადი მიზანია თავიანთი პროდუქტის პოპულარიზაცია.
იხ. ვიდეო - Outlook - Junk საქაღალდე - სპამი
როგორ ხვდება ჩვენი იმეილი სპამერის ხელში
სპამერისთვის ყველაზე რთულია იმ იმეილების ხელში ჩაგდება, რომელთაც უნდა გაუგზავნოს ესა თუ ის იმეილი. რადგან აქ ლაპარაკია არ ერთ და ორ, არამედ ათასობით იმეილზე. ერთ-ერთი გზაა ასეთი იმეილების სხვა პიროვნებისგან მიღება — ყიდვა (მაგალითად ისეთი საიტის მეპატრონისგან სადაც აუცილებელია იმეილის მითითება რეგისტრაციის გასავლელად).
მეთოდი პირველი
სპამერისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი იმეილ მისამართების მიღებას, რომელსაც ნამდვილად იყენებს და ამოწმებს ვინმე, ამის შესამოწმებლად ისინი აგზავნიან შემდეგი სახის იმეილს:
თუკი აღარ გინდათ რომ მიიღოთ
მსგავსი სახის წერილები ჩვენგან დააკლიკეთ აქ
თუკი ასეთი იმეილის მიმღები დააკლიკავს ამ ლინკზე, იგი თავისდა უნებურად შეატყობინებს სპამერს რომ ამ იმეილს მართლა ჰყავს პატრონი.
მეორე მეთოდი
სპამერები ზოგჯერ ტექსტთან ერთად გზავნიან სურათს. შეიძლება იგი იმდენად პატარა იყოს რომ ვერც კი დავინახოთ. ყველა ამ სურათს განსხვავებული იმეილისთვის განსხვავებული სახელი აქვს. როდესაც იმეილს გავხსნით, ავტოამტურად ეგზავნება მოთხოვნა სურათის ჩატვირთვის შესახებ იმ სერვერს სადაც სურათის ატვირთული. ამის შესახებ კი სპამერები იგებენ და მათთვის ცნობილი ხდება, რომ თქვენ კითხულობთ ამ იმეილს.
გავრცელებული სახის სპამები
ქვემოთ მოცემული 2006 წლისთვის ყველაზე გავრცელებული სპამების ტიპები.
სპამები კატეგორიის მიხედვით
პროდუქცია 25%
ფინანსური 20%
უფროსებისთვის 19%
ხულიგნობები 9%
ჯანმრთელობა 7%
ინტერნეტი 7%
გართობა 6%
რელიგია 4%
სხვა 3%
იხ. ვიდეო - office 365, come learn spamming/buy inbox setup- Don't waste money on spam tools anymore! 2022
Комментариев нет:
Отправить комментарий