пятница, 22 июля 2022 г.

ჰუმანიზმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ჰუმანიზმი   

ლეონარდო და ვინჩის ვიტრუვიანი კაცი (დაახლოებით 1490 წ.)

 (ლათ. humanus, ადამიანისეული, ადამიანური, განათლებული) — მიმდინარეობა ფილოსოფიაშიხელოვნებასა და ლიტერატურაში რენესანსის პერიოდში, რომელიც ყველაფერზე მაღლა ადამიანსა და ადამიანურ ფასეულობებს აყენებს. იგი მოიცავს XIV-XVI საუკუნეებს და ხასიათდება ანტიკური ტექსტებით დაინტერესებით, ცხოვრების, წერის, აზროვნების სტილის შეცვლით.

ჰუმანიზმი ვიწრო გაგებით — რენესანსის კულტურული მიმართულება, რომელმაც შუა საუკუნეების მისტიკურად გაგებულ ადამიანის კულტს მიწიერი, ამქვეყნიური ადამიანის იდეალი დაუპირისპირა და მისთვის ზრუნვა საყოველთაო მიზნად გამოაცხადა. ფართო გაგებით — ისტორიულად ცვალებად შეხედულებათა სისტემა, რომელიც ძირითად ღირებულებად თვლის ადამიანის პიროვნებას, აღიარებს მის უფლებას ბედნიერებაზე, თავისუფლებაზე, თანასწორობასა და ყოველგვარი უნარის გამოვლენაზე. მისი აზრით, ადამიანის კეთილდღეობა სოციალური ინსტიტუტების ავკარგიანობის შეფასების საზომია, ხოლო თავისუფლების, თანასწორობის, სამართლიანობისა და კაცთმოყვარეობის პრინციპი — ადამიანთა შორის ურთიერთობის ნორმები.

იხ. ვიდეო -Вечный человек. В кого верил гуманизм? -   Идеи гуманизма зародились в середине XIV века. Появились они не на пустом месте: гуманизм родила античность. Принято считать, что именно античность вернула европейцам веру в человека и освободила его из религиозного рабства. Человек вновь занял центр мироздания и получил неограниченный пропуск в будущее. Так считают и многие наши современники. Однако все чаще звучат голоса, утверждающие, что гуманизм был роковой ошибкой и давно скомпрометировал себя. Настало время вернуться в точку отсчета и разобраться с тем, во что верил гуманизм по замыслу его основателей.




ადამიანურობისა და კაცთმოყვარეობის მოტივები უძველესი დროიდან იჩენდა თავს ფოლკლორულ, მხატვრულ-ლიტერატურულ მასალაში, ეთიკურ-ფილოსოფიურ და რელიგიურ კონცეფციებში. ჰუმანიზმი როგორც სისტემური მიმდინარეობა, წარმოიშვა რენესანსის ეპოქაში და წამყვან მსოფლმხედველობრივ და კულტურულ ნაკადად იქცა.

ჰუმანიზმის ისტორიაში ახალი თვისობრივი ეტაპი შექმნეს XVII-XVIII საუკუნეებში რევოლუციურ-ბურჟუაზიულმა იდეოლოგებმა, რომლებიც ავითარებდნენ ადამიანის „ბუნებრივ უფლებებთან“ საზოგადოების წყობის შესატყვისობის იდეას, ე. ი. ყოველგვარ წყობილებას აფასებდნენ ადამიანის აბსტრაქტულ „ბუნებასთან“ მისი შესატყვისეობის თვალსაზრისით. მათ შორის განსაკუთრებული როლი შეასრულეს XVIII საუკუნის ფრანგმა მატერიალისტებმა, რომლებმაც ჰუმანიზმი მატერიალიზმსა და ათეიზმს დაუკავშირეს და ადამიანის განთავისუფლების პირობად ფეოდალური დესპოტიზმის ლიკვიდაცია მიიჩნიეს. ჰუმანისტური მსოფლმხედველობის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე ი. კანტის შეხედულება.

იხ. ვიდეო - ჰუმანიზმი (განხილვა) - მიმდინარეობა ფილოსოფიაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში რენესანსის პერიოდში, რომელიც ყველაფერზე მაღლა ადამიანსა და ადამიანურ ფასეულობებს აყენებს.

პოსტჰუმანიზმი
პოსტჰუმანიზმი არის მსოფლმხედველობა, რომელიც დაფუძნებულია იმ აზრზე, რომ ადამიანის ევოლუცია არ არის დასრულებული და შეიძლება გაგრძელდეს მომავალში. ევოლუციურმა განვითარებამ უნდა გამოიწვიოს პოსტადამიანის ჩამოყალიბება - ჰიპოთეტური ეტაპი ადამიანის სახეობის ევოლუციაში, რომლის სტრუქტურა და შესაძლებლობები განსხვავდებოდა თანამედროვე ადამიანისგან, ადამიანის ტრანსფორმაციისთვის მოწინავე ტექნოლოგიების აქტიური გამოყენების შედეგად. პოსტჰუმანიზმი განუყოფელ უფლებებად აღიარებს ადამიანის შესაძლებლობების (ფიზიოლოგიური, ინტელექტუალური და სხვ.) გაუმჯობესებას და ფიზიკური უკვდავების მიღწევას. ტრანსჰუმანიზმისგან განსხვავებით, პოსტჰუმანიზმის განმარტება ასევე ეხება კლასიკური ჰუმანიზმის კრიტიკას, ხაზს უსვამს პიროვნების დამოკიდებულების ცვლილებას საკუთარი თავის, საზოგადოების, გარემოსა და სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების მიმართ, მაგრამ ტრანს- და პოსტჰუმანიზმს შორის განსხვავება არ არის. საბოლოოდ განისაზღვრა და რჩება განხილვის საგანი.
იხ. ვიდეო -  What is Humanism? - PHILO-notes - 
Humanism is a philosophical stance which affirms the fact that humans have dignity and worth and that they are capable of discovering truths about the world and humanity’s place within it purely by appealing to reason and scientific method. In humanism, there is also the emphasis on faith in humanity and a concern for building a more humane and just society.

The humanists are usually non-religious people who believe that the universe is just a natural phenomenon with no supernatural aspect. Hence, the humanists view the world from the vantage point of reason and scientific method. This naturalistic and scientific view of the world has deep implications on how the humanists view the human person.




Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...