вторник, 26 июля 2022 г.

იონა მეუნარგია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           იონა მეუნარგია


 (დ. 26 ნოემბერი, 1852, ცაიში — გ. 1919 , იქვე) — ქართველი მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი.
წინაპრები
იონა მეუნარგიას წინაპრების შესახებ ცნობები ისტორიულ ქრონიკებში XVIII საუკუნიდან ჩნდება. ისინი ცაიშის საკათედრო ტაძრის მსახურები იყვნენ. მწერლის პაპა, პეპუ მეუნარგია XIX საუკუნის პირველი ნახევრის სახელგანთქმული ოქრომჭედელი იყო.

                                                                          ბიოგრაფია
იონა მეუნარგია დაიბადა 1852 წლის 26 ნოემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში, დეკანოზ მიხეილ მეუნარგიასა და სუსანა გაწერელიას ოჯახში. მან დაწყებითი განათლება მიიღო მარტვილის სამრევლო სკოლაში, შემდეგ დაასრულა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1874 წელს, როგორს პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო გარიცხეს სემინარიიდან. იმავე წელს ი. მეუნარგიამ სწავლის გასაგრძლებლად ევროპას მიაშურა. იგი ორი წლის განმავლობაში ჟენევის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.
იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმი
1877 წელს იგი ცოდნის გასაღრმავებლად პარიზში გადავიდა, სადაც დიდი გულისყურით ეცნობოდა საფრანგეთის ლიტერატურას, ხელოვნებას, პარიზის კულტურული და შემოქმედებითი ცხოვრების მდინარებას. იქვე ჰქონდა შეხვედრა ფრანგული მწერლობის ცოცხალ კლასიკოსთან – ვიქტორ ჰიუგოსთან.

1878 წლის მიწურულს იონა მეუნარგია სამშობლოში დაბრუნდა და როგორც იტყვიან, მთელი არსებით ჩაება საზოგადოებრივი და ლიტერატურული ცხოვრების საერთო ფერხულში. იგი დაუღალავად თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ ჟურნალ–გაზეთებში. ენერგიულად იღვწოდა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში.

იონა მეუნარგია – ერისა და პიროვნების თავისუფლებისათვის დაუცხრომელი მებრძოლი თავადაც თვისუფალი ადამიანის ცოცხალ მაგალითად რჩებოდა, ის არასოდეს ჩამჯდარა ხელმწიფის ნავში, რათა ხელშეკრული არ ყოფილიყო საზოგადოერბრივ საქმიანობაში. იგი ყოველთვის არჩევით თანამდებობებზე მუშაობდა. 1891–1894 და 1907–1913 წლებში იონა არჩეულ იქნა ფოთის ქალაქის თავის მოადგილედ. 1898–1907 წლებში მომრიგებელ შუამავლად მოღვაწეობდა ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრებში.

1919 წელს საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით, იყო სიის 39-ე ნომერი, თუმცა ვერ გახდა დამფუძნებელი კრების წევრი. ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 1919 წლის 15 მაისს გარდაიცვალა 66 წლის ასაკში. დაკრძლეს ცაიშის ეკლესიის ეზოში, წინაპართა გვერდით საგვარეულო საძვალეში.
იხ. ვიდეო - „დაკარგული წიგნები“  იონა მეუნარგია - „ცხოვრება და ღვაწლი გრიგოლ ორბელიანისა“ - I სერია -  გრიგოლ ორბელიანი და მისი ხასიათის სურათები იონა მეუნარგიას წიგნში „ცხოვრება გრიგოლ ორბელიანისა“

რუსეთის დროის საქართველოს გამორჩეული გენერალი. ერთი მხრივ, რუსეთის იმპერიის ერთგული, დიდმოხელე სამხედრო და რუსული პოლიტიკის გამტარებელი.
მეორე მხრივ, ძველი დროის ქართველი ლიტერატორი და პოეტი - იონა მეუნარგიას ბიოგრაფიულ წიგნში „ცხოვრება და ღვაწლი გრიგოლ ორბელიანისა“.





Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...