воскресенье, 31 июля 2022 г.

ლიბანი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                ლიბანი

დროშა
(არაბ. لبنان) ოფიციალური სახელწოდება ლიბანის რესპუბლიკა (არაბ. الجمهورية اللبنانية) — ქვეყანა დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მას ესაზღვრება სირია, ხოლო სამხრეთით ისრაელი. მისმა მდებარეობამ ხმელთაშუა ზღვისპირეთსა და არაბულ სამყაროს შორის განაპირობა მისი მდიდარი ისტორია, კულტურული იდენტობა, რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება.

ოსმალეთის იმპერიის დაშლისა და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ლიბანი გახდა საფრანგეთის სამანდატო ტერიტორია. 1943 წელს ლიბანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საფრანგეთის ჯარებმა ქვეყნის ტერიტორია 1946 წელს დატოვეს.

1975-1990 წლების სამოქალაქო ომამდე ლიბანი სწრაფად განვითარებადი ქვეყანა იყო, წარმოადგენდა არაბული სამყაროს ფინანსურ და საბანკო დედაქალაქს, რისთვისაც მას „ახლო აღმოსავლეთის შვეიცარიასაც“ კი უწოდებდნენ. ლიბანი პოპულარულია ასევე ტურისტებს შორისაც. ომის დასრულების შემდეგ დაიწყო ეკონომიკის რეკონსტრუქცია.
 

სახელწოდება

ქვეყნის ოფიციალური სახელწოდებაა ლიბანის რესპუბლიკა არაბულად لبنان (Al Jumhuriyah al Lubnaniyah). სახელი სავარაუდოდ მომდინარეობს არამეული laban-ისგან, რაც „თეთრ მთებს“ ნიშნავს.

გეოგრაფია

ლიბანის რუკა

ლიბანი მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, სირიასა და ისრაელს შორის. ფართობი - 10 400 კვ. კმ.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი მიშელ აუნი.
  • მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი.
  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (128 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა - 6 ოლქი (mohafazah).
იხ. ვიდეო - Merani NEWS │ლიბანის კრიზისი


ისტორია

პრინცი ბეშირ II "დიდი", ლიბანის ამირა 1788 - 1840 წლებში

1943 წლამდე ლიბანი საფრანგეთის მმართველობის ქვეშ იყო. მოსახლეობის რთულმა ეთნო-რელიგიურმა შემადგენლობამ განაპირობა თავისებური პოლიტიკური სისტემის არსებობა. ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებისას მიიღეს ეროვნული ქარტია, რომლის თანახმად ქვეყნის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო ქრისტიანი მარონიტი, პრემიერ-მინისტრი - მუსლიმი სუნიტი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე - მუსლიმი შიიტი. პაქტის მიხედვით, პარლამენტში მანდატების გადანაწილება ქრისტიანებისა და მუსლიმების 6/5-ზე პროპორციის შესაბამისად მოხდა. ეს შეთანხმება ეფუძნებოდა 1932 წლის პირველი აღწერის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ქრისტიანები შეადგენდნენ მთელი მოსახლეობის 60 %-ს. მას შემდეგ აღწერა აღარ ჩატარებულა, რელიგიური შემადგენლობა კი სავარაუდოა, რომ მუსულმანთა უპირატესობით შეიცვალა.

1975 წელს, ეროვნული ქარტიის გადასინჯვის მცდელობამ გამოიწვია დაპირისპირება რელიგიურ თემებს შორის და ხანგრძლივი სამოქალაქო ომი, რომელიც 1990 წლამდე გაგრძელდა. ამას ემატება პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკების პრობლემაც, რის გამოც ქვეყანას მუდმივი დაძაბულობა აქვს ისრაელთან1976 წელს ილიას სარკისმა სირიას კრიზისის გადასაჭრელად და მშვიდობის აღსადგემნად მის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანა სთხოვა. იმავე წლის ოქტომბერში არაბული ქვეყნების ლიგა ქვეყანაში ძირითადად სირიის ჯარით დაკომპლექტებული არაბთა შემაკავებელი ძალების განთავსებას დათანხმდა.

1982 წელს ლიბანის მხრიდან მოხდა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ძალების თავდასხმა ისრაელზე რის გამოც ისრაელის ჯარები შევიდნენ ლიბანის ტერიტორიაზე. ისრაელის ძალების მიერ ბეირუთზე ალყის შემორტყმის შემდეგ იქ განთავსდნენ საერთაშორისო ძალები (ამერიკის, საფრანგეთის, იტალიის და ბრიტანეთის მონაწილობით). ლიბანი საერთაშორისო ძალებმა 1984 წელს დატოვეს. 1990 წლის გაზაფხულზე ტაიფის ხელშეკრულების საფუძველზე |სირიამ გაიყვანა თავისი სამხედრო კონტიგენტი ლიბანიდან.

1985-2000 წლებში ისრაელის ჯარებს დაკავებული ჰქონდათ ე. წ. ბუფერულ ზონა ორ ქვეყანას შორის.


იხ. ვიდეო - Ливан - как угробить богатую страну за три года и сделать людей нищими



პოლიტიკური წყობა

ტრადიციულად, ლიბანის პოლიტიკა რელიგიური წარმომადგენლობის პრინციპს ემყარება. ლიბანის კონსტიტუციით სხვადასხვა ორგანოებს ენიჭებათ მანდატი, რომ სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებს შორის იქნას გაყოფილი.

კონსტიტუციამ შემდეგი ცვლილება 1990 წელს განიცადა „ტაიფის შეთანხმების“ შედეგად. ჩამოყალიბდა კაბინეტი, რომელიც ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის თანაბრად იყოფოდა, მაგრამ მარონიტი პრეზიდენტის ძალაუფლებას ამცირებდა. „ტაიფის შეთანხმებამ“ საპარლამენტო მანდატები დაყო თანაბრად ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, პროპორციულად დენომინაციებს შორის და პროპორციულად ოლქებს შორის. პარლამენტის 128 მანდატი სხვადასხვა რელიგიასა და მის მიმდნარეობებს შორის გადანაწილდა.

დემოგრაფია

ლიბანის რელიგიური შემადგენლობა (2010).

ლიბანური საზოგადოება კულტურულად, რელიგიურად და ეთნიკურად მრავალფეროვანია, ასევე დიდია რეგიონული განსხვავებები და სოციალური უთანასწორობა. აღმსარებლობის მიხედვით ლიბანის მოსახლეობა ქრისტიანებისა და მუსლიმებისგან შედგება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა მიმდინარეობებითაა წარმოდგენილი. სულ 18 ოფიციალურად აღიარებული რელიგიური ჯგუფი არსებობს.



                                       რელიგია ლიბანში
ლიბანის მოსახლეობის დაახლოებით 60% მუსლიმია (სუნიტები, შიიტები, ალავიტები და დრუზები). ლიბანში სხვადასხვა აღმსარებლობის ქრისტიანთა რიცხვი მოსახლეობის 40%-ს (ექსპერტების აზრით, 40,5%) აღწევს. ლიბანის ტერიტორიაზე არის, კერძოდ, მართლმადიდებლური (ბერძნული მართლმადიდებლური), სომხური სამოციქულო ეკლესია, სირიულ-იაკობიტური მართლმადიდებლური ეკლესია, ექვსი აღმოსავლური კათოლიკური ეკლესია - მარონიტური (დასავლეთ სირიული), ქალდეური კათოლიკური, მელქური (ბერძნული კათოლიკური) , სომეხი კათოლიკე, სირიელი კათოლიკე და კოპტი კათოლიკე.

                                        ეკონომიკა

  • რესურსები - კირქვარკინის მადანიმარილი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
  • ექსპორტი - ტანსაცმელი, საიუველირო ნაწარმი, ხილი.
  • ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 3990 $.
  • ვალუტა - ლიბანის ფუნტი (LBP).
იხ.ვიდეო - The Lebanon they WON'T show you 🇱🇧 (Batroun 4K)


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...