вторник, 5 июля 2022 г.

დურაჯი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                დურაჯი

(ლათ. Francolinus francolinus), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. იწონის 400-500 გრამს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე, კუნძულ კვიპროსზე, საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში. XIX საუკუნემდე დურაჯი ფართოდ იყო გავრცელებული მდინარე ივრისა და ალაზნის ხეობებში. ამჟამად რეაკლიმატიზაციის შედეგად დურაჯი მცირე რაოდენობით გვხვდება საგარეჯოს რაიონში, ივრის ნაპირებზე. ბინადრობს არხების, ტბების, მდინარის პირას ხშირ ლელქაშში, ლერწმიანსა და მაყვლიანში. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მონომაგია, ქმნის მტკიცე წყვილებს. დებს 10-15 კვერცხს. კრუხობს დედალი 20 დღემდე. მართვეებზე ზრუნავს ორივე მშობელი. დაფრინავს მოკლე მანძილზე. იკვებება ყლორტებით, კვირტებით, ნაყოფით, თესლით, მწერებით, ლოკოკინებით. მოსპობის საშიშროების გამო დურაჯზე ნადირობა აკრძალულია.
                                                                                   
Francolinus francolinus

Voice

The call of the black francolin, described as a loud ringing "klik cheek-cheek-cheerakik", "kik-kik-kik" or "kwee-kweeeee-kwee", can be heard in the mornings and evenings and almost all day during the breeding season. The male calls while standing on an earth mound, bund, rock or a low tree branch and is soon joined by other birds answering from all directions.

იხ. ვიდეო - დურაჯი მდედრი - Black Francolin Female (Francolinus francolinus)





 

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...