понедельник, 4 июля 2022 г.

ბურღვა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                 ბურღვა

                                                                      საბურღი
ცილინდრული ფორმის სიღრუის (ჭაბურღილი, შპური და სხვ.) შექმნის პროცესი დედამიწის ქერქში (ზოგჯერ ხელოვნურ ნაგებობებში). ბურღვის მიზანია სასარგებლო წიაღისეულის ძიება, თხევადი და აიროვანი წიაღისეულის მოპოვება, აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება, ქანების თვისებათა კვლევა და მათი ხელოვნური გამყარება, საბადოების გაუწყლოება და სხვა.

ბურღვა უმეტეს შემთხვევაში ქანის მექანიკური ნგრევით ხორციელდება. არსებობს ბურღვის არამექანიკური ხერხებიც, როგორებიცაა თერმული ბურღვა, ჰიდრავლიკური ბურღვა, აფეთქებითი ბურღვა და სხვ.

იმის მიხედვით, თუ როგორია საბურღი ინსტრუმენტის ქანზე მოქმედების ხასიათი, მექანიკური ბურღვის ხერხი შეიძლება იყოს დარტყმითი, ბრუნვითი და ბრუნვა-დარტყმითი. მონგრეული ქანი გამოაქვთ შეკუმშული ჰაერის, დაწნეული წყლის ან თიხის ხსნარის ცირკულაციის მეშვეობით, ანდა საბურღი ინსტრუმენტის ბურღვით. ნავთობისა და აირის საბადოების ძიებისას გაჰყავთ ღრმა (რამდენიმე კმ სიღრმის) ჭაბურღილები, მყარი სასარგებლო წიაღისეულის ძიების დროს კი — უფრო ნაკლები სიღრმისა (რამდენიმე ასეულ მ-მდე). აფეთქებითი სამუშაოების ჩასატარებლად განკუთვნილი ჭაბურღილებისა და შპურების სიღრმე რამდენიმე ათეული სმ-იდან რამდენიმე ათეულ მ-მდეა.
                                            იხ. ვიდეო - ხიმინჯების ბურღვა

ბურღვას დიდი ხნის ისტორია აქვს. 2000 წლის წინათ ჩინეთში მარილის ხსნარის მოსაპოვებლად სატეხებითა და ბამბუკის შტანგებით ბურღავდნენ ჭაბურღილებს, რომელთა დიამეტრი 12-15 სმ იყო, სიღრმე კი 900 მ-ს აღწევდა (შტანგსა და სატეხს ჭაბურღილში ინდ. ლერწმისაგან დაგრეხილი ბაგირის უშვებდნენ). ამავე მიზნით რუსეთში პირველი ჭაბურღილები XIX ს. გაიყვანეს. წყლის მოსაპოვებლად პირველი ჭაბურღილი გაიყვანეს 1126 წელს საფრანგეთში, არტუას პროვინციაში (აქედანაა სახელწოდება არტეზიული ჭა).

დიდი ქალაქების სასმელი წყლით მოსამარაგებლად XIX ს. რუსეთშიც დაიწყო ბურღვის ტექნოლოგიური განვითარება. ბურღვის ტექნოლოგია განსაკუთრებული პროგრესი განაპირობა ნავთობის მრეწველობის განვითარებამ. 1859 წელს ამერიკელმა დრეიკმა გაიყვანა ნავთობის პირველი ჭაბურღილი. რუსეთში ნავთობის პირველი ჭაბურღილი 1864 წელს ანაპის მახლობლად გაიყვანეს. თავდაპირველად ბურღვისას გამწევ ძალად ცხენს იყენებდნენ. 1859 წელს გ. რომანოვსკიმ პოდოლსკის მახლობლად ნავთის სარეწებზე პირველად გამოიყენა ორთქლის ძრავა. ბაქოს ნავთის სარეწებზე ორთქლის ძრავების გამოყენება 1873 წლიდან დაიწყეს, ელექტროძრავებისა კი - 1901 წლიდან.

ნავთობის ჭაბურღილები პირველად დარტყმითი (შტანგური, ბაგირიანი) ბურღვით გაჰყავდათ, მონგრეული ქანი გამოჰქონდათ სანგრევის გამორეცხვით, რისთვისაც დაწნეულ წყალს იყენებდნენ. 80 იან წწ. აშშ-ში (ლუიზიანას შტატი) დაინერგა როტორული ბურღვის ხერხი. საბურღ ინსტრუმენტად ფრთიან სატეხებს იყენებდნენ, სანგრევის გამოსარეცხად კი — თიხის ხსნარს. რუსეთში როტორული ბურღვის ხერხი პირველად 1902 ქალაქ გროზნოში ნავთის სარეწებზე გამოიყენეს.
                                                                 
საბურღი დანადგარი, 1910 წელი


1924 წელს ჰილდმა (აშშ) გამოიგონა საბურღი ინსტრუმენტის მიწოდების პირველი სარეგულირებელი ავტომატი, რომელიც გამოყენეს როტორული ბურღვის დროს. XX ს. დასაწყისში აშშ-ში შეიმუშავეს დახრილი ჭაბურღილების გაყვანის მეთოდი. XIX ს. 70-იან წწ. წამოაყენეს წინადადება სანგრევში (სატეხის ზემოთ) ძრავის დადგმის შესახებ. სანგრევის ძრავების შექმნაზე წარუმატებლად იმუშავეს მრავალი ქვეყნის გამოჩენილმა სპეციალისტებმა. მხოლოს XX ს. დასაწყისში პოლონერმა ინჟინერმა ვოლსკიმ მიაღწია მიზანს: შექმნა სანგრევის სწრაფდარტყმითი ჰიდრავლიკური ძრავა (ე. წ. ვოლსკის ტარანი), რომელმაც სამრეწველო გამოყენება პოვა.

1922 წელს მ. კაპელიუშნიკოვმა ს. ვოლოხოვმა და ნ. კორნევმა დააპატენტეს მსოფლიოში პირველი ტურბინბურღი, რომელსაც 1934 წლამდე ნავთობის ჭაბურღილების გასაყვანად იყენებდნენ. პ. შუმილოვმა ე. თაღიევმა და სხვ. 1935-1939 წწ. შეიმუშავეს და დააპატენტეს მრავალსაფეხურიანი ურედუქტორო ტურბინბურღის კონსტრუქცია. 30-იან წწ. აშშ-ში საწარმოო პირობებში გამოცადეს ელექტრობურღი, რომელსაც ჰქონდა რეაქტიული მომენტისადმი წინააღმდეგობის გამწევი ღუზა. 1936 წელს კვიტნერმა და ნ. ალექსანდროვმა ყოფილ სსრკ-ში პირველად დაამუშავეს რედუქტორიანი ელექტრობურღის კონსტრუქცია, ხოლო 1938 წელს ა. ოსტროვსკიმ და ნ. ალექსანდროვმა შექმნეს ელექტრობურღი, რომლის სატეხს აბრუნებდა ჭაბურღილში ჩაშვებული ელექტროძრავა.
                                                              
საბურღი საჭრისი

1951-1952 წწ. ა. მინინის ა. პოგარსკისა და კ. ჩეფრანოვის წინადადებით ბაშკირეთში ნავთობის ჭაბურღილის ბურღვისას გამოიყენეს ელექტრობურღი, რომელიც რეაქტიულ მომენტს ნიშანცვლადი ბრუნვით ახშობდა. დახრილი ჭაბურღილი წყლის ამოსაყვანად პირველად გაიყვანა ვ. ვოისლავმა 1894 წელს ბრიანსკთან. 1941 წელს აზერაიჯანში (ბაქოში) დახრილი ჭაბურღილი გაიყვანეს, რამაც ტურბინული დახრილად მიმართული ბურღვის მეთოდის დანერგვა განაპირობა. ეს მეთოდი გავრცელდა საზღვარგარეთაც. დასერილ რელიეფსა და ზღვის საბადოებზე ამ მეთოდს იყენებდნენ ჯგუფური ბურღვისას (ერთი მოედნიდან გაჰყავდათ 20-მდე დახრილი ჭაბურღილი. 1924-1925 წწ. კასპიის ზღვის ილიჩის ყურეში გაიყვანეს ნავთობის ჭაბურღილი. 1934 წელს ნ. ტიმოფეევმა ჯგუფური ბურღვით გაიყვანა ჭაბურღილები კასპიის ზღვაში.

იხ. ვიდეო - СУПЕР ТЕХНОЛОГИИ!! Глубоко под водой. Глубоководное бурение. Новые технологии человечества 2015 - Глубоководное бурение дна проводится с судна, удерживающегося в одной точке с помощью подрабатывающих винтов, управляемых компьютером, использующим данные спутниковой навигации. В результате бурения происходит локальное ( в кругу радиусом в несколько десятков сантиметров) нарушение сплошности дна на глубину до 1000 м или более. С судна в скважину закачиваются компоненты бурового раствора, облегчающего процесс бурения. На поверхность дна из глубины скважины проникают различного рода гидротермальные растворы. Процесс опускания и подъема колонны бурильных металлических труб и геофизических приборов для проведения внутрискважинных геофизических исследований приводит к принудительной циркуляции жидкости внутри и в устье скважины, способствуя дополнительному проникновению чуждых примесей в придонный слой. Забой скважины может проникнуть в нефтяные, газовые ( или иного толка) скопления, которые в силу меньшей плотности по скважине достигнут дна и будут способствовать загрязнению не только дна, но и всей толщи вод, включая морскую поверхность, на многие километры вокруг. Эти обстоятельства являются важнейшими факторами загрязнения окружающей среды. Вопросы ликвидации последствий загрязнения окружающей среды при бурении скважин в море на больших глубинах относятся к слаборазработанным. Их решение нередко определяется техническими возможностями работы человека на глубине. - ფსკერის ღრმა ზღვის ბურღვა ხორციელდება გემიდან ერთ წერტილში, მთვარის ხრახნების დახმარებით, რომელსაც აკონტროლებს კომპიუტერი სატელიტური სანავიგაციო მონაცემების გამოყენებით. ბურღვის შედეგად ხდება ფსკერის ლოკალური (რამდენიმე ათეული სანტიმეტრის რადიუსის წრეში) შეწყვეტა 1000 მ-მდე და მეტი სიღრმემდე. საბურღი სითხის კომპონენტები ჭურჭლიდან ჭაში ჩაედინება, რაც ხელს უწყობს ბურღვის პროცესს. სხვადასხვა სახის ჰიდროთერმული ხსნარები ჭაბურღილის სიღრმიდან ქვედა ზედაპირზე აღწევს. ლითონის საბურღი მილების და გეოფიზიკური ინსტრუმენტების დაწევის და ამაღლების პროცესი ჩაღრმავებული გეოფიზიკური კვლევების ჩასატარებლად იწვევს სითხის იძულებით ცირკულაციას შიგნით და ჭაბურღილში, რაც ხელს უწყობს უცხო მინარევების დამატებით შეღწევას ქვედა ფენაში. ქვედა ხვრელი შეიძლება შეაღწიოს ნავთობის, გაზის (ან სხვა) აკუმულაციაში, რომელიც ჭაბურღილის გასწვრივ დაბალი სიმკვრივის გამო მიაღწევს ფსკერს და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ფსკერის, არამედ მთელი წყლის სვეტის დაბინძურებას, ზღვის ჩათვლით. ზედაპირზე, გარშემო მრავალი კილომეტრის მანძილზე. ეს გარემოებები გარემოს დაბინძურების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია. სუსტად არის განვითარებული ზღვაში დიდ სიღრმეზე ჭაბურღილების ბურღვის დროს გარემოს დაბინძურების შედეგების აღმოფხვრის საკითხები. მათი გადაწყვეტა ხშირად განისაზღვრება ადამიანის მუშაობის ტექნიკური შესაძლებლობებით. - Deep-sea drilling of the bottom is carried out from a vessel held at one point with the help of moon screws controlled by a computer using satellite navigation data. As a result of drilling, there is a local (in a circle with a radius of several tens of centimeters) discontinuity of the bottom to a depth of 1000 m or more. Drilling fluid components are pumped into the well from the vessel, which facilitates the drilling process. Various kinds of hydrothermal solutions penetrate to the bottom surface from the depth of the well. The process of lowering and raising a string of metal drill pipes and geophysical instruments for conducting downhole geophysical surveys leads to forced circulation of fluid inside and at the wellhead, contributing to additional penetration of foreign impurities into the bottom layer. The bottom hole can penetrate into oil, gas (or other) accumulations, which, due to the lower density along the well, will reach the bottom and contribute to pollution not only of the bottom, but of the entire water column, including the sea surface, for many kilometers around. These circumstances are the most important factors of environmental pollution. The issues of eliminating the consequences of environmental pollution during drilling wells in the sea at great depths are poorly developed. Their solution is often determined by the technical capabilities of human work at depth.




XX ს. 50-იან წწ. ზღვის ფსკერში ნავთობისა და აირის მოსაპოვებელი ჭაბურღილების გასაყვანად შექმნეს ესტაკადები, მცურავი საბურღი დანადგარები, სპეციალური საბურღი გემები და სხვ. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წწ. გაძლიერდა ნავთობისა და აირის ჭაბურღილების სიღრმე და გაყვანის სიჩქარე. მნიშვნელოვანი სიღრმის ჭაბურღილები გაყვანილია აშშ-ში, რუსეთშიაზერბაიჯანში და სხვ.

1938-1941 წწ. ყოფილ სსრკ-ში დაამუშავეს უწყვეტი, დახრილი, რეგულირებადი ტურბინული ბურღვის თეორიის საფუძვლები. 1941 წელს ნ. ტიმოფეევმა წამოაყენა მდგრად ქანებში მრავალსანგრევიანი ბურღვის წინადადება.

იხ. ვიდეო - Самодельный станок для бурения скважин на воду, как сделать колодец в домашних условиях DIY - 4K





Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...