пятница, 29 июля 2022 г.

არტურ ლაისტი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           არტურ ლაისტი

 (გერმ. Arthur Leist) (დ. 8 ივლისი1852ბრესლაუ — გ. 22 მარტი1927თბილისი) — გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.
დაიბადა სილეზიელი გერმანელი პედაგოგისა და პუბლიცისტის ოჯახში, რამაც განსაზღვრა მისი მომავალი. 22 წლისამ დაიწყო ჟურნალისტური მოღვაწეობა. როგორც პოლონური ენის კარგი მცოდნე, ვარშავაში ასრულებდა სამი გერმანული გაზეთის კორესპონდენტის მოვალეობას.

სწავლობდა ბრესლაუს უნივერსიტეტში. 1881 წელს გაიცნო ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტი და მისი რჩევით დაინტერესდა აღმოსავლეთის ქვეყნებით, კერძოდ, საქართველოთი. ლაისტმა დაიწყო ქართული ენის შესაწავლა, დაუკავშირდა ქართველ მოღვაწეებს: ნ. ნიკოლაძეს, დ. ერისთავს, ი. ჭავჭავაძესა. წერეთელსიონა მეუნარგიას და სხვა. 1882 წელს პოლონურ პრესაში გამოქვეყნდა ლაისტის წერილი „ქართველებისა და სომხების ლტოლვა განათლებისაკენ“, ხოლო 1883 წელს გერმანულ პრესაში — „მივიწყებული ლიტერატურა“.

იხ. ვიდეო - " აზნაურიშვილები ერთმანეთში ვერ რიგდებიან, არტურ ლაისტი



1884 წელს ლაისტი ი. ჭავჭავაძის მოწვევით ერთი თვე იყო საქართველოში. გერმანიაში დაბრუნებულმა გამოსცა წიგნი „საქართველო, ბუნება, ადათ-წესები და მოსახლეობა“ (1885), რომელიც პოლონურ ენაზა გამოსცა. 1885 წელს ლაისტი კვკავ ესტუმრა საქართველოს და ი.ჭავჭავაძისა და ი. მაჩაბლის დახმარებით შეუდგა ვეფხისტყაოსნის თარგმნას (გამოქვეყნდა დრეზდენსა და ლაიფციგში1890). 1887 გამოსცა ქართული პოეზიის ანთოლოგია გერმანულ ენაზე.

1892-იდან ლაისტი საქართველოში დამკვიდრდა, აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1904 გამოაქვეყნა ნაშრომი „ქართველი ხალხი“, რომელიც მრავალ ევროპულ ენაზე ითარგმნა. 1906 თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი „Kaukasische Post“, რომელსაც წლინახევრის განმავლობაში რედაქტორობდა. ლაისტს ეკუთვნის მოთხრობები „ქეთევან“, „ვარო“, „ვარიპანიძიაანთ ნინო“, ავტობიოგრაფიული თხზულება „რუდოლფ ბოლტის სამოგზაურო ცხოვრება“ (1897), „მოგზაურობის დღიური“ (1909) და სხვა. 1918 წლიდან ლაისტი თბილისის უნივერსიტეტში მოიწვიეს გერმანული ენის ლექტორად. 1922 ქართულმა საზოგადოებამ მას საქართველოში მოღვაწეობის 40 წლის იუბილე გადაუხადა. 1923 და 1927 წლებში გამოიცა ლაისტის თხზულებათა კრებული „საქართველოს გული“ ორ წიგნად.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

არტურ ლეისტის საფლავი თბილისში, დიდუბის პანთეონში. - The grave of Arthur Leist in Didube Pantheon in Tbilisi.
22 წლისამ დაიწყო ჟურნალისტური მოღვაწეობა; როგორც პოლონური ენის კარგი მცოდნე, ვარშავაში ასრულებდა სამი გერმანული გაზეთის კორესპოდენტის მოვალეობას; 1881 წელს გაიცნო ფ. ბოდენშტედტი და მისი რჩევით დაინტერესდა აღმოსავლეთის ქვეყნებით, კერძოდ, საქართველოთი; დაიწყო ქართული ენის შესწავლა, დაუკავშირდა ქართველ მოღვაწეებს: ნ. ნიკოლაძეს, დ. ერისთავს, ი. ჭავჭავაძეს, ა. წერეთელს, იონა მეუნარგიას;  1882 წელს პოლონურ პრესაში გამოქვეყნდა მისი წერილი "ქართველებისა და სომხების ლტოლვა განათლებისაკენ", ხოლო 1883 წელს გერმანულ პრესაში - "მივიწყებული ლიტერატურა"; 1884 წელს იგი ი. ჭავჭავაძის მოწვევით ერთი თვე იმყოფებოდა საქართველოში; გერმანიაში დაბრუნებულმა გამოსცა წიგნი "საქართველო, ბუნება, ადათ-წესები და მოსახლეობა"(1885, პოლონურ ენაზე); 1885 წელს კვლავ ესტუმრა საქართველოს და ი. ჭავჭავაძისა და ი. მაჩაბლის დახმარებით შეუდგა ვეფხისტყაოსნის თარგმნას(გამოქვეყნდა დრეზდენსა და ლაიფციგში, 1890); 1887 წელს გამოსცა ქართული პოეზიის ანთოლოგია გერმანულ ენაზე; 1892 წლიდან საქართველოში დამკვიდრდა; აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში; 1904 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი "ქართველი ხალხი", რომელიც მრავალ ევროპულ ენაზე ითარგმნა; 1906 წელს თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი "Kaukasische Post", რომელსაც წლინახევრის განმავლობაში რედაქტორობდა; მას ეკუთვნის მოთხრობები "ქეთევან", "ვარო", "ვარიპანიძიაანთ ნინო", ავტობიოგრაფიული თხზულება "რუდოლფ ბოლტის სამოგზაურო ცხოვრება"(1897), "მოგზაურობის დღიური"(1909) და სხვა.; 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტში მიიწვიეს გერმანული ენის ლექტორად; 1923 და 1927 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა კრებული "საქართველოს გული" ორ წიგნად; გერმანელი მწერალი. იხ. ბმულზე წყარო




Комментариев нет:

ათეროსკლეროზი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         ათეროსკლეროზი ძარრვებში ცვლილებები (ათეროსკლეროზის განვითარების...