четверг, 29 июня 2023 г.

ზღვის ავადმყოფობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       ზღვის ავადმყოფობა
ზღვის ავადმყოფობა -ამ დაავადებას იწვევს გემის მრავალჯერი, ხშირად განმოერებული, სხვადასხვაგვარი,არათანაბარი მოძრაობა ტალღებზე სამი განზომილებით და ცალკეული ხშირი ძლიერი ბიძგები და გემის გადახრები.

პათოგენეზი

ზღვის ავადმყოფობის დამახასიათებელი ავადმყოფური მოვლენების წარმოშობასა და განვითარებაში განსაკუთრებული სიმკვეთრით ვლინდება თავის ტვინის ქერქის როლი. ავადმყოფობა თავს იჩენს ჯერ კიდევ მაშინ როცა ადამიანი,ვერ იტანს გემის რყევასა და ეშინია ზღვაში მოგზაურობისა, განსაკუთრებით კი მღელვარე ზღვასა და ცუდი ამინდში,ზღვის ავადმყოფობის პირველი ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს იმ გემის დანახვისთანავე, რომლითაც მას მოგზაურობა მოუხდება. დიდი მნიშვნელობა აქვს ვესტიბულური აპარატის გაღიზიანებასაც,რომელიც გამოწვეულია სხეულის წონასწორობის დაცვის აუცილებლობის გამო. არასასიამოვნო შეგრძნება კუჭის მიდამოებში ვითარდება ნერვის გაღიზიანების გამო, ჯორჯალის პერიოდული დაჭიმვის და შეკუმშვის შედეგად მუცლის ღრუს დაწევისა და აწევის დროს, როდესაც გემი ირყევა ტალღებზე ქვემოთ და ზემოთ. ვესტიბულური აპარატის განუწყვეტელი გაღიზიანების შედეგად ვითარდება ვეგეტატიური ნერვული სისტემის რეფლექსური მოშლილობა,რაც ავადმყოფობის გართულების მანიშნებელია.მტკივნეული მოვლენების განვითარებას ხელს უწყობს აგრეთვე მხედველობის ორგანოს დაღლა მღელვარე ზღვის მუდამ ცვალებადი შესახედაობითა და მზის სხივების თამაშით ტალღებზე,აგრეთვე ცუდი ვენტილაციის შედეგად გავრცელებული გემის მანქანების ზეთისა და სამზარეულოს სუნი.

სიმპტომები და მიმდინარეობა

გაფითრება და სახიზე მომწვანო ფერის გადაკვრა,ცივი ოფლი,თხიერი ნერწყვის ჭარბი გამოყოფა,გულის რევა(ჯერ კუჭის შიგთავსით,ხოლო განმეორებითი პირღებინებისას ჯერ მჟავე ლორწოთი,ხოლო შემდეგ ნაღველნარევი მწარე ლორწოთი),სიმძიმის შეგრძნება თავში, თავბრუ,თავის ტკივილი,მადა ქრება, აღინიშნება სისუსტე,ძილიანობა,სევდიანობა,დეპრესიული განწყობილება,აპათია.სუნთქვა ხშირდება,ტემპერატურა იკლებს,პულსი ნელდება(წუთში 50-მდე),სისხლის წნევა ქვეითდება და იწყება ძლიერი თავის ტკივილი.თუ ავადმყოფობა გაგრძელდა,რამდენიმე დღის შემდეგ მას ერთვის წყლის უკმარისობა ორგანიზმის ქსოვილებში.დაავადების ცალკეული გამოვლენათა მრავალფეროვნება,მათი სიძლიერე და შეხამება სხვადასხვა პირებში სხვადასხვაგვარია.

პროფილაქტიკა

მოგზაურობის წინ ავადმყოფმა უნდა გაიწმინდოს კუჭ-ნაწლავი,იკვებოს სწორად(ერიდოს ცხიმიანს,ცხარე საჭმელსა და მაგარ სასმელს).სასარგებლოა მგზავრი წინასწარ გაეცნოს გემს შეეჩვიოს მის ჩვეულებრივ ხმაურს,ვიბრაციას,სუნს და ა.შ. რყევის დაწყებისას საჭიროა შეძლებისდაგვარად ზედა გემბანზე,გემის შუა ნაწილში მოძრაობა ან ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში ყოფნა,დროდადრო საჭიროა თვალების დახუჭვა(თუ მკვეთრი სინათელეა, სასარგებლოა მუქი სათვალით სარგებლობა),მეტად სასარგებლოა რაიმე საინტერესო საქმით გართობა,რაც მგზავრს ყურადებას გადაატანინებს და თავს დააღწევინებს არასასიამოვნო გარემოდან.

პროფილაქტიკა

მოგზაურობის წინ ავადმყოფმა უნდა გაიწმინდოს კუჭ-ნაწლავი,იკვებოს სწორად(ერიდოს ცხიმიანს,ცხარე საჭმელსა და მაგარ სასმელს).სასარგებლოა მგზავრი წინასწარ გაეცნოს გემს შეეჩვიოს მის ჩვეულებრივ ხმაურს,ვიბრაციას,სუნს და ა.შ. რყევის დაწყებისას საჭიროა შეძლებისდაგვარად ზედა გემბანზე,გემის შუა ნაწილში მოძრაობა ან ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში ყოფნა,დროდადრო საჭიროა თვალების დახუჭვა(თუ მკვეთრი სინათელეა, სასარგებლოა მუქი სათვალით სარგებლობა),მეტად სასარგებლოა რაიმე საინტერესო საქმით გართობა,რაც მგზავრს ყურადებას გადაატანინებს და თავს დააღწევინებს არასასიამოვნო გარემოდან.

პროგნოზირება

უმეტესწილად საკმაოდ ხშირად ხდება გემის რყევისადმი შეჩვევა და ზღვის ავადმყოფობის მოვლენები ქრება. უფრო ხშირად შესამჩნევი გაუმჯობესება აღინიშნება მესამე დღეს,ხოლო საბოლოო განკურნება უფრო გვიან ხდება.

მკურნალობა

ვატოგონიური მდგომარეობისას,როდესაც თავს იჩენს შეკვაებითი რეფლექსების განვითარებისადმი მიდრეკილება,უნდა მივიღოთ ზომები შეკავების დათრგუნვისა და აგზნების პროცესთა სტიმულაციისათვის. პირღებინების დროს სასარგებლოა ყინულის წვრილი ნაჭრების ყლაპვა;დაავადების მეორე დღეს სასარგებლოა ავადმყოფს მივცეთ ყინულთან ერთად ტომატისა და ხილის წვენი,საღამოს- ხორცის ცხელი ბულიონი.როცა პირღებინება შეწყდება ავადმყოფი სწრაფად უნდა დაუბრუნდეს ჩვეულებრივ კვებას.

იხ. ვიდეო - კინეტოზი ანუ ზღვის დაავადება.რა უნდა გავითვალისწინოთ დაავადების დროს




Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...