вторник, 10 августа 2021 г.

სუეცის კრიზისი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                    სუეცის კრიზისი

                                 
                                                        დაზიანებული ეგვიპტური შეიარაღება

(ივრ.: מבצע קדש, მივცა კადეშ; מלחמת סיני, მილხემეთ სინაი), (არაბ.: أزمة السويس - العدوان الثلاثي) — ომი ეგვიპტის ტერიტორიაზე 1956 წელს. ეგვიპტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ დიდი ბრიტანეთისაფრანგეთი და ისრაელიაშშ-ს თუმცა არა სამხედრო, მაგრამ მაინც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ეჭირა.

1956 წლის ოქტომბერში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან საიდუმლო მოლაპარაკებების საფუძველზე, ისრაელი შეიჭრა ეგვიპტეს კუთვნილ სინაის ნახევარკუნძულზე საკუთარი სამხედრო-სტრატეგიული მიზნების რეალიზაციის მიზნით. ამის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გადასხეს დესანტი სუეცის არხის მიმდებარე ტერიტორიაზე მეომარი მხარეების დაშორიშორების საბაბით. ამ დროს, მათ რეალურ მიზანს წარმოადგენდა კონტროლის აღდგენა სუეცის არხზე, რომლის ნაციონალიზაცია ეგვიპტემ მოახდინა ამ მოვლენებამდე რამდენიმე თვით ადრე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს არხი გადაიქცა ყველაზე მნიშვნელოვან სატრანსპორტო არტერიად მზარდი დასავლეთ ევროპული ეკონომიკისათვის. მისი გავლით ხდებოდა ნავთობის მიწოდება სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნებიდან, ხოლო ნავთობი წარმოადგენდა ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გადამწყვეტ კომპონენტს.

                                                                       

რუქა სამხედრო მოქედებები

შესაბამისად, კონტროლი სუეცის არხზე წარმოადგენდა ევროპაზე გავლენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, აძლევდა მის მფლობელებს დამატებით უპირატესობას უშუალო კონკურენტებთან ურთიერთობებში, საკმაოდ ზრდიდა მათ შანსებს ჰქონოდათ საკუთარი, დამოუკიდებელი ხმის უფლება გლობალურ პოლიტიკურ ურთიერთობებში.

სამხედრო თვალსაზრისით, ბრიტანულ-ფრანგული ინტერვენცია საკმაოდ წარმატებული იყო, მაგრამ გამოიღო კატასტროფული პოლიტიკური შედეგი, რომელიც დღემდე ახდენს გავლენას ამ ქვეყნების ადგილზე გლობალური პოლიტიკური ურთიერთობების სისტემაში:

  • ამ კრიზისის დროს, საბჭოთა კავშირი პირველად, ღიად დაემუქრა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს, მათი უდიდესი ქალაქების დაბომბვით ბირთვული იარაღის გამოყენებით, თუ ისინი ინტერვენციას არ შეწყვეტდნენ. ამის შემდეგ მან დაიწყო არაბების მსხვილმასშტაბიანი, ღია მხარდაჭერა, ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში, რასაც ის იქამდე ძირითადად თავს არიდებდა;
  • აშშ იძულებული იყო ღიად დაპირისპირებოდა თავის უახლოეს მიკავშირეებს და მოეხდინა მათზე ზეწოლა ეგვიპტიდან ჯარების გაყვანის მიზნით, მათ შორის, ბრიტანეთზე ფინანსური ბერკეტების გამოყენებით. ამ კონფლიქტის შემდგომ აშშ-იც, საბჭოთა კავშირის მსგავსად, იძულებული გახდა ინტენსიურად ჩარეულიყო ახლო აღმოსავლეთის პრობლემების გადაწყვეტაში ისრაელის მხარეს, რასაც ის აგრეთვე იქამდე მაქსიმალურად გაურბოდა;
  • ამ კონფლიქტმა დააბოლოვა ის ეპოქა, როდესაც ევროპას შეეძლო ეთამაშა წამყვანი როლი გლობალურ პოლიტიკურ ურთიერთობებში. დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაკარგეს გლობალური მოთამაშეების სტატუსი. აშშ გადაიქცა დასავლეთის განვითარებული ქვეყნების ერთადერთ ლიდერად, რომელიც დღემდე ძირითადად განაპირობებს ამ ქვეყნების მოქმედებას გლობალურ ასპარეზზე. ამ კრიზისმა აგრეთვე მიაყენა საბოლოო დარტყმა მსოფლიო კოლონიალურ სისტემას და გამოიწვია ბრიტანეთის იმპერიის შემდგომი სწრაფი დაშლა.
  • ამ კონფლიქტში მონაწილე მხარეების დაშორიშორების მცდელობის პროცესში, პირველად გაჩნდა გაეროს სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტის შექმნის იდეა და მოხდა მისი პრაქტიკული რეალიზაცია.
იხ. ვიდეო არხის კრიზისი 1956



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...