воскресенье, 15 августа 2021 г.

პუშტუნები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               პუშტუნები

პუშტუნი ჩრდ. პაკისტანიდან

(პუშტუ پښتون დასავ. [paʂtun], აღმოს. [paxtun], სპარს. پختون [pæχtun], ურდუ پٹھانჰინ. पठान paṭhān [pəʈʰaːn]) ან ავღანელები (სპარს. افغانی [æfʁɒːniː]) — აღმოსავლეთ ირანული ეთნიკური ჯგუფის ხალხი, რომელიც ცხოვრობს ძირითადად ავღანეთსა და პაკისტანში.

  • სახელები: თვითწოდება - پښتون Paṣ̌tun;
  • საერთო რაოდენობა: 50 მლნ. (2009)
  • ენაპუშტუურდუდარი.
  • მორწმუნეები: ძირითადად სუნიტი მუსლიმანები.
იხ. ვიდეო თალიბანეიბის ავღანეთი - პუშტუნური ნაციონალიზმი

პუშტუნთა განსახლების ტერიტორია ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში ქაბულით, ხოლო ჩრდილო-დასავლეთში ჰერათითაა შემოსაზღვრული. ის სამხრეთით სიბიდან ქუეტა-ყანდაჰარამდე ვრცელდება. ზოგიერთი პუშტუნური ტომი (მგ. მოჰმანდი, ვაზირები, სულემანხელი, აჩაქზაი) ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის ორივე მხარეს ცხოვრობს. აღმოსავლეთით პუშტუნთა განსახლების არეალს ინდოეთის დაბლობი, სამხრეთით ირანის ზეგანი ესაზღვრება. დამატებით, პუშტუნთა კომპაქტური დასახლებები ინდოეთშიც გვხდება (რამპურის პროვინცია, ბომბეი/მუმბაი). რეგიონის ტოპოგრაფია ძირითადად მთიანია, წარმოდგენილია ალპურ-ჰიმალაური მთათა სარტყლის ცენტრალურ ავღანური და სულაიმანისზონით. ავღანური კლიმატი სემიარიდულია (ნახევრად მშრალი) ცივი ზამთრითა და მშრალი ზაფხულით. პაკისტანში ჰავაზე გავლენას ახდენს ინდოეთის მუსონები, რომლებსაც ტენიანობა და წვიმა მოაქვთ.

                                                                   

რუქა პუშტუნების განსახლების (მწვანე ფერით) ავღანეთი და პაკისტანი 1980წ

1984 წლის აღწერით პუშტუზე მოსაუბრეთაგან 11 მილიონი პაკისტანის, ხოლო 9 მილიონი ავღანეთის მაცხოვრებელი იყო (2001 წელს სულ 21,9 მილიონი, მათგან ნახევარზე ცოტა მეტი პაკისტანში). სამოქალაქო ომმა, რომელიც ავღანეთში 1979 წლიდან მიმდინარეობდა, 2 მილიონ პუშტუნს პაკისტანში ლტოლვილად გადასვლა აიძულა. როგორც დომინანტი ეთნოსი, პუშტუნები დიდი გავლენით სარგებლობდნენ ავღანურ საზოგადოებაში უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში. ავღანეთის სხვა ეთნიკურ უმცირესობებს ჰაზარები, ტაჯიკები, უზბეკები და სხვ. წარმოადგენენ. ბანგლადეშის პაკისტანისგან გამოყოფის შემდეგ პუშტუნები ქვეყნის რიგით მეორე ეთნიკურ ჯგუფად ჩამოყალიბდნენ, პანჯაბელების შემდგომ. პაკისტანის სხვა უმცირესობებს შორის აღსანიშნავია სინდჰები, ბელუჯები და ურდუზე მოსაუბრე სხვა ხალხები.

იხ. ვიდეო

პუშტუ ინდოევროპული ოჯახის ირანული ენების შტოს მიეკუთვნება. ორი ძირითადი დიალექტია სამხრეთ-დასავლური/ყანდაჰარის პუშტუ და ჩრდილო-აღმოსავლური/ფეშავარის ფახტო. ავღანელ პუშტუნთა უმეტესობა თავისუფლად საუბრობს ფარსის დიალექტ დარიზე. ორივე ენა იყენებს მოდიფიცირებულ არაბულ დამწერლობას.

პუშტუნთა ეთნოგენეზის საკითხი დღემდე აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ენობრივი ანალიზი ამტკიცებს ეთნოსის ინდოევროპულ წარმოშობას, ზოგიერთი ტომობრივი გენეალოგია (tribal genealogy) კი პუშტუნთა სემიტებთან ნათესაობაზე მიანიშნებს. აღსანიშნავია, რომ ავღანეთი, აღმოსავლეთ ირანი და დასავლეთ ინდოეთი მრავალი დამპყრობლის ბატონობის ქვეშ მოექცა (ირანელებიბერძნებიინდოელები, თურქ-მონღოლები, უზბეკები, სიკჰები), რასაც მიგრირებულ ხალხთა ნაწილობრივი ან ასიმილაცია მოჰყვებოდა. სწორედ ამიტომ, პუშტუნები არაერთგვაროვან (ჰეტეროგენული) ეთნიკური ჯგუფად უნდა მივიჩნიოთ. ისტორიულად დადასტურებული პირველი ცნობა პუშტუნებზე ახ. წ. 982 წელს გვხვდება და სულაიმანის მთებში მცხოვრებ ავღანელებს უკავშირდება. პუშტუნები მსახურობდნენ მაჰმუდ ღაზნის, მუსლიმი თურქი დამპყრობლის არმიაში, რომელიც ახ. წ. 1000 წლისთვის ჩრდილოეთ ინდოეთის ხელში ჩასაგდებად იბრძოდა. 300 წლის შემდეგ ავღანელმა მონარქებმა დელიზე გაავრცელეს გავლენა. პუშტუნი ხალჯიები და ლოდჰები დელის მოგოლთა/მუღალთა იმპერიის დამყარებამდე მართავდნენ. ყურადსაღებია, რომ პუშტუნი მეფეები ინდოეთს ჯერ კიდევ საკუთარ სამშობლოზე კონტროლის დამყარებამდე მართავდნენ. 1747 წელს აჰმედ შაჰ აბდალიმ გააერთიანა პუშტუნთა სახელმწიფო, ცენტრით ყანდაჰარში. მისი ტომის წევრები ავღანეთს 1973 წლამდე მართავდნენ. 1879 წელს, მეორე ანგლო-ავღანური ომის დროს პუშტუნებს ინდოეთის მიწების დათმობა მოუწიათ დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ.
იხ. ვიდეო

პუშტუნთა ნაწილი მომთაბარე (ნომადურ), ნაწილი კი ბინადარ (ურბანულ) ცხოვრებას ეწევა. უმრავლესობა 2-400 კომლიან სოფლებშია განსახლებული. სოფლები ხშირად დიდი ქალაქების გარშემო იქმნება წყლის ხელმისაწვდომობის, ასევე უსაფრთხოების მიზნით. მომთაბარე ჯგუფები მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს აშენებენ და სეზონური საძოვრებით სარგებლობენ. ბინადარი მოსახლეობა კი ალიზის (მზეზე გამომშრალი ტალახის) სახლებს აგებს, რომლებსაც ხის საკვამურები და ბრტყელი სახურავი (ბანი) აქვთ. სახლში გაყოფილია ინტიმური (ოჯახის საცხოვრებელი) და სტუმრების მისაღები ზონები. ცალკე სივრცეები ეთმობა ქალების საცხოვრისს, ასევე მარცვლეულისა და ცხოველების სათავსოებს.

იხ. ვიდეო












Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...