понедельник, 2 августа 2021 г.

ბაპტიზმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               ბაპტიზმი

პირველი ბაპტისტური ლოცვის სახლი 1774 - 1775, პროვიდენსი

 (ბერძნ. baptizō - ვნათლავ წყლით) — ქრისტიანული მიმდინარეობა, პროტესტანტიზმის ერთ-ერთი სახე.

ბაპტიზმი წარმოიშვა როგორც რადიკალურ-პროტესტანტული მიმდინარეობა 1609 წელს ჰოლანდიაში ინგლისელ ემიგრანტებს შორის. ბაპტისტების პირველი თემები 1611-1612 წლებში გაჩნდა ინგლისში, ხოლო 1639 ჩრდილოეთ ამერიკაში ინგლისის კოლონიებში. ბაპტისტების წარმოდგენით ადამიანის სულის ხსნა შეიძლება ქრისტეს პირადი რწმენით და საჭირო არაა მღვდელის შუამდგომლობა. რწმენის ერთადერთ წყაროდ მათ ბიბლია მიაჩნიათ. ბაპტისტები უარყოფენ ხატებს, ზოგიერთ საეკლესიო საიდუმლოებას, ზოგიერთ ქრისტიანულ დღესასწაულს, მოითხოვენ, რომ ადამიანი მოწიფულობისას მოინათლოს, უარყოფენ საეკლესიო იერარქიას, თუმცა თანამედროვე ბაპტისტებს შორის ეკლესიისა და სამღვდელოების როლი იზრდება.

                                                                     

პირველი ბრიტანელი პასტორი ჯონ სმიტი

XIX საუკუნეში ბაპტიზმი გავრცელდა ევროპისაზიისაფრიკის და ამერიკის უმრავლეს ქვეყნებში. ბაპტისტების ძირითადი მასა (90 %) თავმოყრილია აშშ-ში. სამხრეთ შტატებში არის უდიდესი გაერთიანება „ბაპტისტების სამხრეთის კონვენცია“, რომელიც 1845 წელს გამოეყო ბაპტისტებს და სამოქალაქო ომის დროს მონობის დამცველად გამოდიოდა. ამერიკელ ბაპტისტებს შორის არიან პოლიტიკური მოღვაწეები და მსხვილი კაპიტალისტები (მაგ., ძმები როკფელერები), რომელთა მხარდაჭერით ბაპტისტები მთელ მსოფლიოში აჩაღებენ მისიონერულ საქმიანობას ბაპტიზმის გასავრცელებლად. 1905 წელს ლონდონში შედგა ბაპტისტების I მსოფლიო კონგრესი, რომელზეც შეიქმნა ბაპტისტების მსოფლიო კავშირი (ცენტრი ქ. ვაშინგტონში). 1966 წელს ბაპტისტების მსოფლიო კავშირი აერთიანებდა 116 ქვეყნის 27 მლნ. ბაპტისტს. 1950 წელს პარიზში დაარსდა ბაპტისტების ევროპის ფედერაცია, რომელიც 1966 წელს 21 ქვეყნის 1,5 მლნ. კაცს აერთიანებდა. რუსეთში ბაპტიზმი გერმანიიდან შემოვიდა XIX საუკუნის 60-იან წლებში და 70-80-იან წლებში გავრცელდა ყუბანისდონის, ამიერკავკასიის, ხერსონისეკატერინოსლავისკიევის გუბერნიების გერმანიის კოლონისტთა შორის, შემდეგ კი ადგილობრივ მოსახლეობაშიც.

                                                                            

გერმანელი ბაპტისტების საკედრე ბიბლიის ციტათ: ,, ერთი უფალი, ერთი რწმენა, ერთი ნათლობა'' (ეფეს. 4:5)

საქართველოში ბაპტისტების პირველი თემი ჩამოყალიბდა 1867 წელს თბილისში (რუსეთის იმპერიაში პირველ თემად ითვლებოდა). 1921 წლამდე თბილისში მოქმედ ბაპტისტებთა თემებში ქართველები ნაკლებად იყვნენ. 1921 წელს ჩამოყალიბდა ქართველ ბაპტისტთა ჯგუფი. ღვთისმსახურება ქართულ ენაზე სრულდებოდა. პარალელურად შეიქმნა სომხური ჯგუფიც. 1946 წლის 17 იანვარს ქართული, რუსული და სომხური ჯგუფები გაერთიანდნენ. 1964 წელს მათ შეუერთდა ოსური თემი.

1991 წლის მარტში შეიქმნა საქართველოს ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი (სქ), რომელიც გაერთიანდა საქართველოში მოქმედი 30-მდე ბაპტისტთა ეკლესია (7000-მდე წევრი, 1993 წლის 1 იანვრის მონაცემებით). 1991 წლის 25 სექტემბერს ქ. ვარნაში ევროპის ქრისტიან ბაპტისტთა ფედერაციის საბჭოს სხდომაზე სქ ბაპტისტთა კავშირი მიიღეს ფედერაციის სრულუფლებიან წევრად. 1992 წლის 11 ივლისს ქ. მონტეგო-ბეიში (იამაიკა) - მსოფლიოს ქრისტიან ბაპტისტთა კავშირის (გაეროს არასამთავრობო ორგანიზაცია) წევრად. ბაპტისტთა უმრავლესობა ცხოვრობს თბილისში. კავშირი უშვებს გაზეთ „უფლის ხმას“ (1992 წლიდან) და ჟურნალ „ბეთლემს“ (1991 წლიდან).

იხ. ვიდეო




Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...