среда, 18 августа 2021 г.

მკრთალი ლურჯი წერტილი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   შეიცანი სამყაროს საიდუმლოება და გახდი თანაზიარი იდუმალების, რ-იც ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს.

                    მკრთალი ლურჯი წერტილი

6 მილრდ. კმ-დან დანახული დედამიწა პაწაწინა წერტილად (მოცისფრო - თეთრი ლაქა) ჩანს ღრმა კომოსის სიბნელის ფონზე

 პლანეტა დედამიწის ფოტოსურათი, რომელიც 1990 წელს „ვოიაჯერ 1-ის“ კოსმოსურმა ზონდმა რეკორდული მანძილიდან — 6 მილიარდი კოლომეტრიდან გადაიღო, როგორც მზის სისტემის ოჯახური პორტრეტების სერიები. ამ ფოტოსურათში პიქსელის ზომა (კონკრეტულად 0,12 პიქსელი) დედამიწა უკიდეგანო კოსმოსის ფონზეა ნაჩვენები. „ვოიაჯერ-1-მა“, რომელსაც თავისი მთავარი მისია დასრულებული ჰქონდა და მზის სისტემას ტოვებდა, ნასას ბრძანებით კამერა მოაბრუნა და დედამიწას გადაუღო სურათი. ეს კი კოსმოლოგმა კარლ სეიგანმა მოითხოვა.

შემდგომში, ფოტოსურათის სათაური კარლ სეიგანმა 1994 წელს თავისი წიგნის მთავარ სათაურად გამოიყენა — „მკრთალი ლურჯი წერტილი: ადამიანის მომავლის ხედვა კოსმოსში“.

                                                                        

სეიგანმა თქვა : ,,ყოველი ადამიანის ისტორია ამ პაწაწინა პიქსელიზე მოხვდა, რომელიც ჩვენი ერთადერთი სახლია 1994წის 13 ოქტომბერს სეიგანი კორნელის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა

მკრთალი ლურჯი წერტილი „ვოიაჯერ 1-ის“ კოსმოსური ხომალდით იქნა გადაღებული, როდესაც მან მზის სისტემის კიდეებს მიაღწია გაშვებიდან 12 წლის შემდეგ და 64 000 კმ/სთ სიჩქარით  მოძრაობდა რეკორდულ მანძილზე — 6 მილიარდი კილომეტრიდან. როდესაც ზონდმა 1990 წლის 14 თებერვალს  ძირითადი მისია დაასრულა, ნასას ბრძანებით ის შემობრუნდა და მზის სისტემის პლანეტების ფოტო გადაიღო. ბრძანების მიმდევრობის კონსტრუქცია და თითოეული სურათის დაყოვნების დროის გამოთვლა კოსმოლოგებმა ქენდი ჰენსენმა (რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია) და კაროლინ პორკომ (არიზონის უნივერსიტეტი) უზრუნველყვეს. ნასას გადამღებმა ჯგუფმა პირველად მზის სისტემის გარე პლანეტები გადაიღეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ მზის ახლოს კამერის მიმართვა დააბრმავებდა ზონდის კამერებს და მეტი სურათის გადაღებას ვეღარ შეძლებდნენ. 1990 წლის 14 თებერვალსა და ამავე წლის 6 ივნისს შორის „ვოიაჯერ 1-მა“ 60 კადრი გადმოგზავნა დედამიწაზე, რომლებიც გადაღების შემდეგ ზონდზე არსებულ ჩამწერზე იქნა შენახული. ამ გადმოგზავნილ სურათთაგან ერთ-ერთი დედამიწა იყო, რომელიც მკრთალი ლურჯი წერტილივით მოჩანდა.

იხ. ვიდეო Карл Саган. Бледно-голубая точка - კარლ სეიგანი. ღია ცისფერი წერტილი 




მკრთალი ლურჯი წერტილი ფართო კუთხიანი ფოტოს სახით იქნა წარმოდგენილი, რომელიც შეიცავდა მზესა და კოსმოსის იმ რეგიონს, სადაც დედამიწა და ვენერა ერთ დროს იყო. ფართო კუთხიან სურათს ორი ვიწრო კუთხიანი ფოტო დაამატეს, რომლებიც დედამიწასა და ვენერაზე იყო ცენტრირებული. ის გადაიღეს კამერის ყველაზე მუქი ფილტრით და ყველაზე მოკლე დაყოვნებით (5 მილიწამი), რათა თავიდან აეცილებინათ კამერის ვიდიკონის გაჟღენთა გაბნეული მზის შუქით. მზის სისტემის კიდეებში მყოფი „ვოიაჯერიდან“ მზე მცირე ზომის ჩანს ცაზე, მაგრამ ის მაინც 8 მილიონჯერ კაშკაშაა, ვიდრე დედამიწის ღამის ცაზე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი სირიუსიმზის სურათი ბევრად დიდია ამ ფოტოში, ვიდრე მზის დისკოს ნამდვილი განზომილებები. მზის ირგვლივ არსებული სხივები არის კალიბრაციის ნათურის დიფრაქციის მოზაიკა, რომელიც დამონტაჟებულია ფართო კუთხიანი ლინზის წინ. ფოტო 640 000 ინდივიდუალური პიქსელისაგან შედგება.ამ ფოტოში დედამიწა მდებარეობს ერთ-ერთი სინათლის გაფანტული სხივის ცენტრში, რადგან ფოტო გადაღებულია პატარა კუთხით მზესა და დედამიწას შორის. ნასას თქმით, დედამიწის ზომა ერთ პიქსელზე ნაკლებია — სულ რაღაც 0,12 პიქსელი. რადიოსიგნალს, რომელმაც დედამიწამდე მოიტანა სურათი, თითქმის 5 საათი და 30 წუთი დასჭირდა პლანეტამდე მოსაღწევად. მკრთალი ლურჯი წერტილის დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ „ვოიაჯერ 1-მა“ ასევე მთვარეც აღმოაჩინა, თუმცა, ის იმდენად მკრთალია, რომ სპეციალური დამუშავების გარეშე შეუძლებელია დანახვა.

იხ. ვიდეო

კოსმოსური ზონდი „ვოიაჯერ 1“ 722 კილოგრამიანი ამერიკული რობოტული მოწყობილობაა, რომელიც ნასამ 1977 წლის 5 სექტემბერს გაუშვა  გარე მზის სისტემის  შესასწავლად და ბოლოს ვარსკვლავთშორისი სივრცე შეესწავლა.  მისი მუშაობის ხანგრძლივობაა 43 წელი, 11 თვე, 5 დღე. იგი იღებს ყოველდღიურ ბრძანებებს და მონაცემებს უკან უბრუნებს „ღრმა კოსმოსის კავშირს“. ის პირველი ზონდია, რომელმაც მზის სისტემა დატოვა და ადამიანის მიერ დამზადებული დედამიწიდან ყველაზე შორს მყოფი ობიექტია.

                                                                         

ზონდი ,,ვოიჯერ 1''

ზონდი ამჟამად გახანგრძლივებულ მისიაში იმყოფება, რომლის დავალებაა მზის სისტემის საზღვრების ადგილმდებარეობის განსაზღვრა და შესწავლა, კოიპერის სარტყლისჰელიოსფეროსა და ვარსკვლავთშორისი სივრცის ჩათვლით.  ძირითადი მისია 1980 წლის 20 ნოემბერს დამთავრდა, როცა იგი დაეჯახა იუპიტერის სისტემას 1979-ში და სატურნისას — 1980-ში. „ვოიაჯერ 1“ პირველი კოსმოსური ზონდია, რომელმაც ორი უდიდესი პლანეტის და მათი დიდი მთვარეების დეტალური ფოტოები უზრუნველყო.

თავიდან გათვლილი იყო, რომ ზონდი „ვოიაჯერ 1“ სატურნის შეჯახების შემდეგ აღრ იმუშავებდა. როდესაც მან სატურნს 1981 წელს ჩაუფრინა, სეიგანმა წამოაყენა იდეა, რომ ზონდს შემოებრუნებინა კამერა და დედამიწის უკანასკნელი ფოტო გადაეღო.  მან აღნიშნა, რომ ეს სურათი ძირითადად სამეცნიერო არ იქნებოდა, რადგან დედამიწა „ვოიაჯერის“ კამერაში ძალიან პატარა გამოჩნდებოდა, მაგრამ ეს ფოტო იქნებოდა ძალიან გამოყენებადი კოსმოსში ჩვენი ადგილის პერსპექტივაზე. მიუხედავად იმისა, რომ ნასას „ვოიაჯერის“ პროგრამიდან ბევრი მხარდაჭერი გამოჩნდა, უმეტესობა ფიქრობდა, რომ მზესთან ახლოს მყოფი დედამიწის ფოტოს გადაღება ზონდის ვიდეო სისტემას დააზიანებდა. 1989 წლის დასასრულისთვის ინსტუმენტის კალიბრაციებმა ფოტოების გადაღება უფრო შეაყოვნა. ტექნიკოსები, რომელთაც დაამზადეს მოწყობილობა და გადასცეს რადიო ბრძანებები ვოიაჯერ 1-ს, გაათავისუფლეს ან სხვა სამსახურებში გადაანაწილეს. საბოლოოდ, მაშინდელმა ნასას ადმინისტრატორმა რიჩარდ ტრულიმ მხარი დაუჭირა ფოტოს გადაღებას. მკრთალი ლურჯი წერტილი ვიწრო კუთხიანი ფოტოა. ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიამ ასევე გამოაქვეყნა შედგენილი სურათი, რომელიც შეიცავდა ფართო კუთხიანი ფოტოს ნაწილს, სადაც მზე და კოსმოსის ის რეგიონი შედიოდა, რომელშიც დედამიწა და ვენერა ერთ დროს იყო და ჩაემატა ორი ვიწრო კუთხიანი ფოტო.

იხ. ვიდეო 

კარლ სეიგანის აზრი - კარლ სეიგანმა თავის წიგნში „მკრთალი ლურჯი წერტილი: ადამიანის მომავლის ხედვა კოსმოსში“ თავისი მოსაზრებები ამ ფოტოს უფრო ღრმა მნიშვნელობას დაუკავშირა:

„ამ შორეული ხედიდან დედამიწა შესაძლოა კონკრეტული ინტერესის ობიექტად არ ჩანდეს. მაგრამ ჩვენთვის სხვანაირადაა. კვლავ კარგად დააკვირდით ამ წერტილს. ეს აქ არის. ეს ჩვენი სახლია. ეს ჩვენ ვართ. მასზე ყველამ, ვინც გიყვარს, ვისაც იცნობ, ვის შესახებ ოდესმე გსმენია, ყოველმა ადამიანმა, რომელიც არსებობდა, ამოწურა თავისი სიცოცხლე. ჩვენი სიხარულისა და ტანჯვის ერთობლიობა, ათასობით საიდუმლო რელიგია, იდეოლოგია, ეკონომიკური დოქტრინა, ყოველი მონადირე და შემგროვებელი, ყოველი გმირი და ლაჩარი, ჩვენი ცივილიზაციის ყოველი შემოქმედი და დამანგრეველი, ყოველი მეფე და გლეხი, ყოველი ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი, ყოველი დედა და მამა, იმედიანი ბავშვი, გამომგონებელი და მკვლევარი, ყოველი მორალის მქადაგებელი, ყოველი კორუმპირებული პოლიტიკოსი, ყოველი „სუპერვარსკვლავი“, ყოველი „ზელიდერი“, ყოველი წმინდანი და ცოდვილი ჩვენი სახეობის ისტორიაში, ცხოვრობდა აქ — მტვრის ნაწილაკზე, რომელიც მზის სხივშია ჩაკიდული.

დედამიწა ძალიან მცირე ეტაპია უკიდეგანო კოსმოსურ არენაში. წარმოიდგინეთ ის სისხლის მდინარეები, რომლებიც გენერლებმა და იმპერატორებმა დაღვარეს, რათა მედიდურობითა და ტრიუმფით მათ შესძლებოდათ, გამხდარიყვნენ ამ წერტილის პატარა ნაწილის დროებითი მმართველები. წარმოიდგინეთ ის გაუთავებელი სისასტიკეები, რომლებიც ამ პიქსელის ერთი კუთხის მაცხოვრებლებმა დაატეხეს თავს თითქმის გაურჩევადი სხვა კუთხის მაცხოვრებლებს. როგორ ხშირად ვერ უგებდნენ ერთმანეთს, როგორ ძლიერ უნდოდათ ერთმანეთის დახოცვა, როგორი ფიცხი იყო მათი ზიზღი. ჩვენს მდებარეობას, ჩვენს წარმოსახვით თვითმნიშვნელობასა და ტყუილს იმის შესახებ, რომ რამე განსაკუთრებული პოზიცია გვაქვს სამყაროში, მკრთალი სინათლის ეს წერტილი ეჭვქვეშ აყენებს. ჩვენი პლანეტა მარტოსული ლაქაა ყოვლისმომცველ უზარმაზარ კოსმოსურ სიბნელეში. ამ ჩვენს წყვდიადში — ამ უკიდეგანობაში — არ არსებობს იმის ნიშანი, რომ საიდანმე მოვა დახმარება, რათა საკუთარი თავებისაგანვე გვიხსნას.

დედამიწა ცნობილთა შორის ერთადერთი ადგილია, სადაც სიცოცხლე არსებობს. არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც, უახლოეს მომავალში მაინც, ჩვენი სახეობა მიგრაციას შეძლებს. ვიზიტი? დიახ. დასახლება? ჯერ არა. მოგწონთ თუ არა, ამ მომენტისათვის დედამიწა ჩვენი ერთადერთი საყრდენია. ასე უთქვამთ, რომ ასტრონომია ის მეცნიერებაა, რომელიც დაგამცირებს და, ამავდროულად, პიროვნულ გამოცდას მოგიწყობთ. შორეული კოსმოსიდან გადაღებული ჩვენი პაწაწინა სამყაროს სურათი, როგორ ჩანს, საუკეთესო საშუალებაა ადამიანის სულელური თვითკმაყოფილების დასაცხრობად. ჩემთვის ეს ხაზს უსვამს ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ უფრო კეთილად მოვექცეთ ერთმანეთს და დავიცვათ და დავაფასოთ მკრთალი ლურჯი წერტილი — ერთადერთი სახლი ცნობილთა შორის.“
(კარლ სეიგანი, „მკრთალი ლურჯი წერტილი: ადამიანის მომავლის ხედვა კოსმოსში“.)
                                                           
ვოიჯერ 1-ის მიახლოებითი ადგილმდებარეობა, როდესაც მან ფოტო გადაიღო
ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის HORIZONS-ის ვებ-ინტერფეის სისტემა უზრუნველყოფს ვებზე დაფუძნებულ ლიმიტურებულ ინტერფეისს მის HORIZONS-ის სისტემაზე, რომელიც გამოიყენება მზის სისტემის სხეულებისთვის ეფიმერიდების შესაქმნელად. ამ იარაღის თანახმად, მანძილები „ვოიაჯერსა“ და დედამიწას შორის 1990 წლის 14 თებერვალსა და 9 ივნისს შორის იყო.
ვოიაჯერ 1-ის ზონდის დაშორება დედამიწიდან
საზომი ერთეულები14 თებერვალი, 19909 ივნისი, 1990
ასტრონომიული ერთეული40,472226911107140,6835761263791
კილომეტრი6,054,558,9686,086,176,360
მილი3 762 136 3243 781 782 502

Pale Blue Dot Revisited
,,დაბრუნება ღია-ცისფერი წერტილზე'' 2020წ-ს
2020წ-ს 30 -წლის იუბილეზე გამოსახულიია, ნასას მიერ გამოქვეყნებული ახალი ვერსია ფოტოგრაფიის დასახელებით Pale Blue Dot Revisited ( დაბრუნება ღია-ზ~ცისფერ წერტილზე), მიღებული გამოყენებით თანამედროევ ტეხნოლოგიური დამუშავებით გამოსახულება. ფერების სიკაშკაშის დონეები იყო დაბალანსებული, რომ გაძლიერებულიყო სიკაშკაშე  დედამიწის რაიონის ადგილი. მზესთან შეადარებით რ-იც უფრო ნათელია.
რომ აღინიშნოს ეს მოვლენა  კარლ სეგანის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც რამდენიმე ცნობილი ასტრონომი კითხულობს სეგანის სიტყვას "ღია ცისფერი წერტილი
იხ. ვიდეო

30 years ago, on 14th February 1990, Voyager 1 captured an iconic image of the Earth - known as the "Pale Blue Dot". This photo was taken from a staggering 6 billion kilometers away - at the edge of the outer Solar System. Taken at the request of legendary astronomer Professor Carl Sagan, Sagan waxed poetically about the image a speech often referred to as the "Pale Blue Dot". To celebrate the 30th anniversary of this truly unique image, NASA and JPL-Caltech reprocessed the original image using modern processing techniques. In honor of the Voyager 1 team and the late Carl Sagan, we put together this short tribute video celebrating the Pale Blue Dot, with a reading of Sagan's wonderful prose by Professor David Kipping.











Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...