ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ნუგზარ ერგემლიძე
დაიბადა ოთარ ერგემლიძისა და ვალენტინა კოპალეიშვილის ოჯახში. დაამთავრა ბათუმის №2 საშუალო სკოლა (ახლანდელი №1) ბათუმის სამხატვრო სკოლა. მე-5 კლასში პირველად მოისმინა ჯგუფ The Beatles-ის ჩანაწერები და შთაგონებულმა დაიწყო გიტარაზე დაკვრის სწავლა — ჯერ ბებიის, თამარ ქვარიანის, შემდეგ თვითმასწავლებლის სახელმძღვანელოთი. პარალელურად დაიწყო ლექსების წერა.
ნუგზარის შემოქმედებით დაინტერესდა ამჟამად ისრაელში მოღვაწე სოსო ბარდანაშვილი, რომელიც კონსერვატორიის სტუდენტი იყო. იგი მას უხსნიდა მუსიკალური ჰარმონიის საფუძვლებს და ლექსებსაც უსწორებდა.
იხ. ვიდეო
1973 წელს ნუგზარმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, სადაც ასევე თვითმოქმედი ანსამბლის წევრიც იყო, უკრავდა ბას-გიტარაზე და საკუთარ სიმღერებს ასრულებდა. ანსამბლში ასევე შედიოდნენ ზურაბ მანაგაძე, ავთანდილ შარვაძე, ოთარ იაგორაშვილი, ავთო ფერაძე და სხვები.
1975 წელს რობერტ ბარძიმაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა ანსამბლი ვია 75. რობერტს სურდა როკ-ოპერის შექმნა და მის კომპოზიტორად სოსო ბარდანაშვილი აირჩია, ხოლო ლიბრეტოზე სამუშაოდ — ნუგზარი.
1978 წელს ნუგზარმა დაამთავრა სამხატვრო აკადემია და რამდენიმე ახალგაზრდულ გამოფენაში მონაწილეობაც მიიღო. თავდაპირველად მუშაობდა ტექნიკური ესთეტიკის ინსტიტუტში, თუმცა ვია 75-თანაც თანამშრომლობდა.
1980 წელს ვია 75-მა წარადგინა პროგრამა „რეტრო“, რომელშიც ნუგზარის ავტორობით (მუსიკა ან ტექსტი) რამდენიმე სიმღერაც შევიდა — „თუკი (პირველი სიყვარული)“, „ბაკურიანი“, „ლიანები“, „სადღაც“, „ფოთოლცვენა“, „როცა თოვლი მოვა“ და ა.შ.
1982 წლიდან ნუგზარ ერგემლიძე საქართველოს ტელევიზიის რედაქტორი იყო. მუშაობდა სხვადასხვა გადაცემის სცენარისტად. მათ შორის სხვადასხვა წლებში იყო: „რეტროვიზია“, „მეშვიდე ცა“, „რადიო რინგი“, „ცოცხალი პოკერი“, „მო-TV“, „რეტრომობილი“, „გემო-TV“, „ნაღდი შოუ“. მონაწილეობდა სხვადასხვა შოუში.
იხ. ❤❤ვიდეო❤❤❤
სხვადასხვა წლებში ნუგზარის სიმღერებს ვია 75-ის გარდა ასრულებდნენ: რობერტ ბარძიმაშვილის „ჯორჯია“, მერაფ სეფაშვილი, ვალერი ლომსაძე, „პირამიდა“, „ბარძიმი“, „სეფას ბიჭები“, მამუკა ონაშვილი, კაკო ვაშალომიძე, ზურაბ კობეშავიძე, ირმა სოხაძე, ქეთა თოფურია, ნეკა სებისკვერაძე, თემურ ბოჯგუა, ნუგზარ კვაშალი, ზურაბ მანაგაძე, მიხეილ ზაქარიაშვილი, მამუკა მესხი, ბესიკ კალანდაძე, თემურ რევაზიშვილი, კობა ბეჟიტაშვილი და სხვა.
Комментариев нет:
Отправить комментарий