четверг, 12 августа 2021 г.

გიორგი სვირიდოვი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                   გიორგი სვირიდოვი                                                  

 (რუს. Гео́ргий Васи́льевич Свири́дов; დ. 16 დეკემბერი1915ფატეზიკურსკის გუბერნიარუსეთის იმპერია — გ. 6 იანვარი1998) — რუსი ნეორომანტიკოსი კომპოზიტორი. აქტიური იყო საბჭოთა ერაში. ყველაზე მეტად ცნობილია მისი საგუნდო მუსიკით, რომელზეც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ტრადიციული გალობა ძლიერი გავლენა ახდენს; აგრეთვე ცნობილია მისი საორკესტრო ნაწარმოებებით, რომლებსაც ხშირად მოიხსენიებენ რუსული კულტურის ელემენტებად. სვირიდოვმა თავის საგუნდო მუსიკაში განსაკუთრებით გამოიყენა მდიდარი და ხშირი ჰარმონიული ტექსტურები (რომანტიული პერიოდის ტონალობის შერწყმა).

გიორგი სვირიდოვი დაიბადა 1915 წლის 16 დეკემბერს კურსკის გუბერნიის (ახლანდელი კურსკის ოლქი) ქალაქ ფატეზში (რუსეთის იმპერია), ეთნიკურად რუსი მშობლების ოჯახში. მისი მამა ვასილი სვირიდოვი ბოლშევიკების მიმართ სიმპათიის გამო რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, რუსეთის რევოლუციის შემდეგ მოკლეს; გიორგი ამ დროს 4 წლის იყო. შემდეგომ ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა კურსკში, სადაც სვირიდოვმა ჯერ კიდევ დაწყებით სკოლაში ისწავლა თუ როგორ დაეკრა ინსტრუმენტზე (ბალალაიკაზე). მას ისწავლა სმენით დაკვრა; ასეთი ნიჭისა და უნარის გამო იგი რუსეთის ხალხური საკრავების ორკესტრში მიიღეს. მუსიკალურ სკოლაში 1929 წელს ჩაირიცხა და მისი მასწავლებლის, მ. კრუტინსკის რჩევის შემდეგ, 1932 წელს იგი ჩამოვიდა ლენინგრადში, სადაც ფორტეპიანო ლენინგრადის ცენტრალურ მუსიკალურ კოლეჯში სწავლობდა; აღნიშნული სასწავლებელი დაამთავრა 1936 წელს. 1936-1941 წლებში სვირიდოვი სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში პეტრე რაზანოვისა და დიმიტრი შოსტაკოვიჩის ზედამხედველობის ქვეშ. 1941 წელს საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში მობილიზდა; კონსერვატორიის დამთავრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სვირიდოვი სამხედრო აკადემია უფა-ში გააგზავდეს, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო წლის დასრულებამდე გაათავისუფლეს.

პოეზია ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა სვირიდოვის მხატვრულ სამყაროში. იგი წერდა სიმღერებსა და რომანებს მიხეილ ლერმონტოვისალექსანდრე ბლოკისუილიამ შექსპირისა და რობერტ ბერნსის ტექსტებისგან.

მიუხედავად იმისა, რომ სვირიდოვის მუსიკა ნაკლებად ცნობილია დასავლეთში, მისმა ნამუშევრებმა სამშობლოში მაღალი შეფასება დაიმსახურა მისთვის დასამახსოვრებელი ლირიკული მელოდიების, ეროვნული „გემო“ს და ძირითადად, მუსიკაში რუსეთის და რუსული სულის შესანიშნავი გამოხატვისთვის.

გიორგი სვირიდოვს შექმნილი აქვს მრავალი ორკესტრული, სოლო ფორტეპიანო და საგუნდო ნამუშევარი. აღსანიშნავია მის მიერ შექმნილი ერთადერთი ოპერა Twinkling Lights (1951).

იხ. ვიდეო


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...