среда, 11 августа 2021 г.

ანტუან ანრი ბეკერელი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                    ანტუან ანრი ბეკერელი

                                                     
(ფრანგ. Henri Becquerel; დ. 15 დეკემბერი1852პარიზი — გ. 25 აგვისტო1908ბრეტანი) — ფრანგი ინჟინერი, ფიზიკოსი1903 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში და პირველი ადამიანი, რომელმაც აღმოაჩინა რადიოაქტივობა. რადიოაქტივობის აღმოჩენაში მას ეხმარებოდნენ პიერ კიური და მარი სკლოდოვსკა-კიური, ამიტომ ნობელის პრემია ბეკერელთან ერთად მათაც მიიღეს. SI სისტემაში მისი სახელი (Bq) ეწოდა რადიოაქტივობის ერთეულს

ანტუან ბეკერელი დაიბადა 1852 წლის 15 დეკემბერს პარიზში, მდიდარი ოჯახში. მისი ოჯახის წარმომავლობა მჭიდროდ უკავშირდებოდა ფიზიკას: ბეკერელის ბაბუა (ანტუან სეზან ბეკერელი), მამა (ალექსანდრ-ედმონდ ბეკერელი) და შვილი (ჟან ბეკერელი) იყვნენ ფიზიკოსები. იგი სწავლობდა საინჟინრო პოლიტექნიკურ სკოლაში. 1874 წელს ბეკერელი დაქორწინდა ლუსი მარი ჟამენზე, რომელიც მათი შვილის, ჟანის დაბადების დროს გარდაიცვალა. 1880 ჟამენი მეორედ დაქორწინდა ლუის დესირ ლორექსზე.

1894 წელს ბეკერელი მუშაობდა ხიდებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტში ინჟინრად. მოგვიანებით მან დაიწყო საკუთარი ადრეული ექსპერიმენტების ჩატარება და ინჟინრობას თავი დაანება. ბეკერელმა ადრეულ წლებშივე შეისწავლა დედამიწის მაგნიტური ველი.

                                                                               

ანრი ბეკერელის თავისი ლაბორატორიაში

            1900 წელს ბეკერელმა გაზომა ბეტა ნაწილაკების პარამეტრები, და მიხვდა რომ მათ ჰქონდათ იგივე ზომები, როგორიც აქვს მაღალსიჩქარიან ელექტრონს, რომელიც ტოვებს ბირთვს1901 წელს მანვე აღმოაჩინა შემდეგი ფაქტი: რადიოაქტიურობა შესაძლოა გამოყენებულ იქნას მედიცინაში. ამ აღმოჩენამ გამოიწვია რადიოთერაპიის წარმოქმნა და განვითარება (რადიოთერაპია გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ).

ბეკერელს რადიოაქტივობის აღმოჩენის შემდეგ დიდი ხნით სიცოცხლე არ დასცალდა. იგი გარდაიცვალა 1908 წლის 25 აგვისტოს 55 წლის ასაკში, ბრეტანის რეგიონში (საფრანგეთი). მისი გარდაცვალება გამოწვეული იყო უცნობი დაავადებით, მაგრამ იყო შეტყობინება, რომ მან მიიღო დამწვრობა რადიოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებით.

1889 წელს ანტუან ბეკერელი გახდა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 1900 ბეკერელმა მოიპოვა რუმფორდის მედალი ურანის რადიოაქტიურობის აღმოჩენისათვის და ამავე წელს გახდა საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი. ბეკერი 1901 წელს ასევე დაჯილდოვდა ბერლინ-ბრანდერბურგის სამეცნიერო და ჰუმანიტარული აკადემიის მედლით. 1905 დაჯოლდოვდა აშშ მეცნიერებათა აკადემიის მიერ ბერნარდის მედლით. 1906 წელს ბეკერელი არჩეულ იქნა პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო 1908 წელს არჩეულ იქნა ამავე აკადემიის მუდმივ მდივნად. იგი სიცოცხლეშივე აირჩიეს ბერლინის სამეფო აკადემიის პატივსაცემი წევრად. ბეკერელის სახელის პატივსაცემად მთვარეზე და მარსზე არსებულ კრატერებს ეწოდა ბეკერელის კრატერები

იხ. ვიდეო ბეკერელის სიტყვები ზუსტად ჩემაა კვლევებმა მიმიყვანა ღმეთამდე რწმენამდე.





Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...