пятница, 20 августа 2021 г.

აფხაზეთის რესპუბლიკა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                     აფხაზეთის რესპუბლიკა

(აფხ. Аԥсны́ Аҳәынҭқа́рраრუს. Республика Абхазия) — ნაწილობრივ აღიარებული სეპარატისტული რესპუბლიკა ფორმირებული საქართველოს ტერიტორიაზე, (იმეორებს ყოფილი აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრებს). აღიარებულია გაეროს 5 ქვეყნისა რუსეთის ფედერაცია (26 აგვისტო2008), ნიკარაგუა (5 სექტემბერი2008), ვენესუელა (10 სექტემბერი2008), ნაურუ (15 დეკემბერი2008), სირია (29 მაისი2018) და სხვა ასევე ნაწილობრივ აღიარებული თუ არაღიარებული ქვეყნების მიერ.

მოვლენები რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ
(23 თებერვალი, 1917 — 6 მარტი, 1921)

საბჭოთა პერიოდი
(6 მარტი, 1921 — 9 აპრილი, 1991)

მე-20 საუკუნის 80-იანი წლის ბოლოს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მკვეთრად გააქტიურების ფონზე, კრემლი ახდენს აფხაზეთში არსებული სეპარატისტული, ანტიქართული და ნაციონალისტური ძალების მობილიზებასა და მათით მანიპულირებას, რათა შეინარჩუნოს მძლავრი ზეგავლენა საქართველოზე. ამ პერიოდში ხორციელდება შემდეგი მოვლენები, რომლებიც საფუძველს უყრიან აფხაზეთში აგრესიული სეპარატიზმის ჩამოყალიბებას:

1988 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა „ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის პროექტი“ (დამტკიცდა 1989 წლის აგვისტოში), რომელიც ითვალისწინებდა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას საქართველოს სსრ-ს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-სა და სამხრეთ ოსეთის აო-ს ტერიტორიაზე. საქართველოს სსრ-ში აღნიშნული პროექტის აქტიური განხილვა გახდა იმის მიზეზი, რომ 1988 წლის ნოემბერ-დეკემბერში შეიქმნა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციები სამხრეთ ოსეთის აო-ში „ადამონ ნიხასი“, ხოლო აფხაზეთში — „აიდგილარა“.

1989 წლის 18 მარტი - „აიდგილარას" ინიციატივით მიღებულ იქნა ე.წ. „ლიხნის მიმართვა", რომელიც აფხაზეთის საქართველოსაგან გამოყოფას მოითხოვდა. ხელმომწერები იყვნენ: ბ. ადლეიბა, ვ. კობახია, კ. ოზგანი, ვ. ცუგბა და კიდევ რამდენიმე ათასი აფხაზი და სხვა ეროვნების პირი.

„ლიხნის მიმართვას“ მოყვა ტრაგედიები თბილისსა და სოხუმში:

9 აპრილს თბილისში კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა „ლიხნის ასამბლეის“ ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების საბჭოთა კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ, ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ. საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 5 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზეთბილისში. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავაზვიად გამსახურდიაგიორგი ჭანტურიაირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. რამდენიმე დღეში განვითარდა 9 აპრილის ტრაგედია.

15-16 ივლისს „ლიხნის მიმართვას" მოჰყვა ტრაგედია სოხუმშიც, როდესაც სეპარატისტები თავს დაესხნენ ახლადშექმნილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს, რამაც ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია. ტრაგედიამ შეიწირა 14 ადამიანის – 9 ქართველისა და 5 აფხაზის სიცოცხლე, დაიჭრა 200-მდე ადამიანი. სოხუმის ტრაგედიას მოყვა რეგიონში დაძაბვა და სხვადასხვა უწყებების პარალიზება.

„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ დროშა.

25-26 აგვისტოს, სოხუმში ჩატარებულ „კავკასიის მთიელ ხალხთა I ყრილობაზე“ დაარსდა „კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეა“. დაიწყო აფხაზეთში ქართველთა მომავალი ეთნიკური წმენდის მოსამზადებელი პერიოდი. საბჭოთა კავშირის უშიშროების საკავშირო სამსახურის მიერ შექმნილი „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია“ აფხაზეთს აცხადებს მის ნაწილად, ხოლო ქ. სოხუმს — კონფედერაციის დედაქალაქად.

1990 წლის 3 აპრილის — სსრკ კანონი სსრ კავშირიდან მოკავშირე რესპუბლიკების გასვლასთან დაკავშირებით. ანუ მოკავშირე რესპუბლიკაში შემავალ ავტონომიას შეეძლო გასულიყო ამ რესპუბლიკიდან ან ამ რესპუბლიკის სსრკ-დან გასვლის შემთხვევაში დარჩენილიყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. აღნიშნული კანონის საფუძველზე, რესპუბლიკიდან გამსვლელ ავტონომიურ ერთეულს მის ტერიტორიაზე უნდა ჩაეტარებინა რეფერენდუმი, რომელიც მოთხოვნილი უნდა ყოფილიყო მოსახლეობის 1/10 ნაწილის ხელმოწერით.

28 აპრილს მოწვეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს X სესია, მაგრამ დეპუტატების უმრავლესობამ მონაწილეობა არ მიიღო აღნიშნულ განხილვაში და ქვორუმი არ შედგა. 23 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარის ვ. კობახიასა და პრეზიდიუმის მდივნის ოფიციალური განცხადებით დაიდო პირობა რომ სესიაზე არ განიხილებოდა საკითხი საქართველოდან აფხაზეთის ასსრ-ის გამოსვლის შესახებ. ამ ცრუ განცხადებების პარალელურად დეპუტატებზე წინასწარ ახდენდნენ ზეწოლას, ცალკეულ შემთხვევებში კი საქმე დანაშაულებამდეც მივიდა. ასე მაგალითად, 24 აგვისტოს დილის 6 საათზე, მოტყუების გზით, პრეზიდიუმში მანდატის ჩაბარების საბაბით, უცნობმა პირებმა საცხოვრებელი ადგილიდან წაიყვანეს დეპუტატი კ. ფიტოზოვი და თავისუფლება აღუკვეთეს. ფსიქოლოგიური ზემოქმედების შემდეგ კი ის 25 აგვისტოს მიიყვანეს სხდომათა დარბაზში, გაატარეს რეგისტრაციაში და დასვეს დარბაზში. ასევე ზეწოლით მიიყვანეს დეპუტატები ნ. კუზნეცოვა და ა. აგრბა. გამოძიებისას დადგინდა დეპუტატებისადმი იძულების ფაქტები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის იგნორირება. სესიის ჩატარების პროცედურების კანონების სხვა სერიოზული დარღვევები მოწმობდნენ სესიაზე დეპუტატთა ქვორუმის არსებობის ფიქტიურობას.

25 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს XI მოწვევის X სესიაზე, სსრკ-ის მოქმედი კონსტიტუციისა და 1990 წლის 3 აპრილის კანონის უხეში დარღვევით, ყველანაირი რეფერენდუმის გარეშე გამოცხადდა „აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“, როგორც სუვერენული სახელმწიფო. ხელმომწერები იყვნენ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ვ. კობახია და აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ი. კვიცინია.

31 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს X სესიამ ქვორუმით მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად აფხაზეთის ასსრის უმაღლესი საბჭოს 1990 წლის 25 აგვისტოს დადგენილება „აფხაზეთის სახელმწიფობრიობის დაცვის სამართლებრივი გარანტიების შესახებ“ გაუქმდა, როგორც ანტიკონსტიტუციური, უკანონო და იურიდიული ძალის არმქონე. არ იქნა მიღებული აგრეთვე გამოცხადებული დეკლარაცია აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ, აფხაზეთის მოსახლეობის მიერ, როგორც უმრავლესობის ძირეული ინტერესების საწინააღმდეგო. მიღებული დადგენილება გადაეგზავნა სსრ კავშირის პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვს, საქართველოსა და რსფსრ-ის უზენაეს საბჭოებს.

28 ოქტომბერს საქართველოს სსრ-ის არჩევნებში კომუნისტური პარტია დამარცხდა და ხელისუფლება გადავიდა ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციის „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ ხელში. ახლადარჩეულმა ქვეყნის უზენაესმა საბჭომ პირველსავე სხდომაზე შეიტანა 1978 წლის კონსტიტუციაში რიგი ცვლილებები, მათ შორის ქვეყნის სახელწოდება საქართველოს სსრ, შეიცვალა — საქართველოს რესპუბლიკით.

17 ნოემბერს თავის გამოსვლაში სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს სესიაზე დეპუტატმა ვლადისლავ არძინბამ, დაეყრდნო რა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მიერ 1990 წლის 25 აგვისტოს მიღებულ დეკლარაციას, განაცხადა, რომ აფხაზეთს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საწინააღმდეგოდ, განზრახული აქვს საკავშირო გამოვიდეს საბჭოთა ფედერაციის სუბიექტის სახით სსრ კავშირის სხვა სუბიექტებთან თანასწორად, მონაწილეობა მიიღოს სამოკავშირეო ხელშეკრულების შემუშავებასა და დასკვნაში.

21-27 ნოემბერს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში იმყოფებოდა ილია II, რომლის დროსაც მან არაერთი ქადაგება წარმოთქვა. ვიზიტის ბოლოს მას დაგეგმილი ჰქონდა ლიხნის ეკლესიის მონახულება. 2000-მდე აფხაზმა პროტესტით გადაუღობა გზა პატრიარქის კორტეჟს და დაუწყეს სიტყვიერი ლანძღვა.

4 დეკემბერი — აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ბლოკ „სოუზის" ერთ-ერთი ლიდერი ვ. არძინბა, რომელიც თავისი ანტიქართული პოზიციით იყო ცნობილი.

1991 წლის 17 მარტს ჩატარდა საკავშირო რეფერენდუმი (რუს. „Всесоюзный референдум о сохранении СССР“), რომელშიც მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ასსრ-მაც. აღნიშნული რეფერენდუმის მიზანი იყო შექმნილიყო იურიდიული ბაზა ახალი საკავშირო ხელშეკრულებისათვის (სსკ). რეფერენდუმს, ზოგმა მეკავშირე ყვეყანამ და მათ შორის საქართველოს რესპუბლიკამ ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები მაინც გაიხსნა. რეფერენდუმზე მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 52.32 %-მა, ხოლო დადებითად ხმა მისცა ელექტორატის 98.6 %-მა. იქედან გამომდინარე, რომ ახალი საკავშირო ხელშეკრულების პროექტი იყო მიხეილ გორბაჩოვის შემოთავაზებული, მან აზრი დაკარგა 12 დეკემბერს საბჭოთა კავშირის დაშლითანავე, ხოლო მის საპირწონედ განხილვის საგანი გახდა ელცინისეული პროექტი — დსთ.

31 მარტს ასევე ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი, მიძღვნილი დამოუკიდებლობას საბჭოთა კავშირისაგან. რეფერენდუმზე აფხაზეთის ასსრ-ში მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 61.27 %-მა, ხოლო დადებითად ხმა მისცა ელექტორატის 97.73 %-მა. აშშ-ის სენატმა საგანგებო რეზოლუციით  ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას.

პოსტსაბჭოთა პერიოდი
(9 აპრილი, 1991 — 23 ივლისი, 1992)

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ხოლო საბჭოთა 70 წლიანი პერიოდი გამოაცხადა საბჭოთა ძალების მიერ საქართველოს ოკუპაციად. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რესპუბლიკა დე ფაქტო და დე იურე თავს აცხადებდა დამოუკდიებლად, მას საბჭოთა კავშირი (ისევე როგორც აფხაზეთის ასსრ-ს, როგორც მის შემადგენელ ნაწილს) კვლავინდებურად თვლიდა მის მოკავშირე რესპუბლიკად.

26 მაისს საქართველოში და მათ შორის აფხაზეთის ტერიოტორიაზეც ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზედაც ხმების უმრავლესობით გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ

29 სექტემბერს აფხაზეთში ჩატარდა აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რომლის დროსაც აფხაზურ მხარე წარდგა უფრო მეტი მანდატით (აფხ. 28, ქართ. — 26, სხვა — 11). აღნიშულს სამართლებრივი ბიძგი მისცა აფხაზეთის ასსრ-ის 1991 წლის 9 ივლისის კანონმა „აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შესახებ“ (1991 წლის 27 აგვისტოს ცვლილებებით). აღნიშნული კანონი აფხაზი ეროვნების წარმომადგენლებს, რომლებიც ავტონომიური მოსახლეობის მხოლოდ 18% შეადგენდა, სხვა ერებთან შედარებით საპარლამენტო უმრავლესობის გარანტიას აძლევდა — 28 ადგილს, ქართველობს — 26 ადგილს, ხოლო დანარჩენ ეროვნულ უმცირესობას — 11 ადგილს. საარჩევნო კანონის მითითებული ნორმა ეწინააღმდეგებოდა „ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის“ მე-2, მე-7 და 21-ე მუხლების „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების“ საერთაშორისო პაქტის მე-2, 25-ე და 26-ე მუხლების და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრავენ კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობას. პრეზიდიუმი, რომლის წევრთა უმრავლესობას შეადგენდნენ აფხაზები, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 103-ე მუხლის დარღვევით ახორციელებდა ფაქტობრივად საკანონმდებლო საქმიანობას, რის უფლებაც მას არ ჰქონდა. მაგალითად 1991-1992 წლებში მიღებულ იქნა ნორმატიული აქტები, რომლითაც საქართელოს რესპუბლიკის მთელი რიგის კანონები აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოცხადებულ იქნა იურიდიული ძალის არმქონედ. ასეთივე ანტიკონსტიტუციური წესით შეიქმნა აფხაზეთის ე. წ. საბაჟო სამსახური, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა უწყება, რომლეიც აფხაზეთის იურისდიქციას დაექვემდებარა. რაც მთავარია უგულვებელყოფილი იყო ელემენტარული კონსტიტუციური პრინციპი, რომლის შესაბამისად ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად დეპუტატების ხმების 2/3 სჭირდებოდა. 1994 წლის 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა დაითხოვა 1991 წლის მოწვევის აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო, ხოლო 1995 წლის 24 თებერვალს „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის მე-3 აბზაცის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა დაადგინა: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით და საკანონმდებლო ორგანოდ – უმაღლეს საბჭოდ – ცნობილი იქნეს 1991 წელს აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში არჩეული ის დეპუტატები, რომლებიც რეალურად გამოხატავენ აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ინტერესებს და არ მონაწილეობდნენ გუდაუთის სეპარატისტულ დაჯგუფებასთან ერთად ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში.

1992 წლის 2 იანვარს სამხედრო საბჭომ არაკონსტიტუციური გზით დაამხო საქართველოს მთავრობა, გააუქმა 1990 წელს მიღებული კონსტიტუცია და 10 მარტს ძალაუფლება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს გადააბარა.

გარდამავალი პერიოდი
(23 ივლისი, 1992 — 12 ოქტომბერი, 1999)

1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ შეიტანა რიგი ცვლილებები ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში, მათ შორის სახელწოდება აფახზეთის ასსრ შეცვალა — აფხაზეთის რესპუბლიკით.

25 ივლისს არაკონსტიტუციურმა დროებითმა ორგანომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ სპეციალური დადგენილებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა.

12 აგვისტოს თვითგამოცხადებულმა აფხაზეთის რესპუბლიკამ საქართველოს რესპუბლიკის სახელზე გააკეთა მიმართვა, რომელიც ეფუძნებოდა ლეგიტიმაციის არმქონე სამხედრო საბჭოს მიერ აღადგინილ 1921 წლის კონსტიტუციას, სადაც აფხაზეთის ავტონომია ნახსენები არ იყო და დასძენდა, რომ აფხაზეთი იძულებულია გამოვიდეს 1990 წლის 25 აგვისტოს აფხაზეთის სსრ-ს აღდგენის აქტიდან და აღადგინოს აფხაზეთის სსრ-ის 1925 წლის კონსტიტუცია.

წლის პირველი ნახევარი - უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიქმნა მეტად სავალალო სიტუაცია აფხაზეთში არსებული სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სისტემებთან დაკავშირებით.

90-იანი წლების დასაწყისში არსებულმა დაძაბულმა სიტუაციამ მიგვიყვანა იქამდე, რომ 1992 წელს აფხაზეთის ტერიტორიაზე დაიწყო საომარი მოქმედებები ქართულ, აფხაზურ, ჩრდილო-კავკასიელ დაქირავებულ მებრძოლებსა და რუსეთის რეგულარულ შენაერთებს შორის. შედეგად, მივიღეთ საქართველოს ოკუპაცია და ანექსია, საზღვარი მდ. ენგურთან და აფხაზეთიდან გაძევებული 250 ათასამდე ქართველი. 1993 წელს შეწყდა აქტიური საომარი მოქმედებები, მაგრამ ეთნიკური წმენდა და გენოციდი დღემდე გრძელდება.

1993 წლის 9 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოს 849 რეზოლუციით სოხუმის გარშემო განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, საბჭომ გენერალურ მდივანს ბუტროს ბუტროს-გალის სთხოვა, გაეგზავნა თავისი სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში, რომ გაფორმებულიყო აფხაზეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ამავე მიზნით გაიგზავნა 50 სამხედრო დამკვირვებელი.

ეუთო-ს შეხვედრებზე მონაწილე სახელმწიფოებმა არაერთხელ გამოთქვეს თავისი ღრმა შეშფოთება „ეთნიკური წმენდის“, მოსახლეობის, განსაკუთრებით ქართველთა, თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან მასობრივი განდევნისა და უდანაშაულო მოქალაქეთა დიდი რაოდენობით დაღუპვის გამო (ეუთო-ს 1994 წლის 6 დეკემბრის ბუდაპეშტის შეხვედრის რეზოლუცია 1996 წლის 3 დეკემბრის ლისაბონის შეხვედრის დეკლარაცია 1999 წლის 17-18 ნოემბრის სტამბოლის შეხვედრის დეკლარაცია).

კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი გაძევებულ იქნა 300 ათასზე მეტი ადამიანი. აქედან, 50-60 ათასი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი.

დაიწვა, გაიძარცვა და განადგურდა 25 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი, მრავალი სკოლა, ბაგა-ბაღი, კულტურის ცენტრი, ეკლესია, ხუროთმოძღვრებისა და ისტორიული ძეგლი, საავადმყოფო, საწარმო და ა. შ.

რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიამ და იქ განხორციელებულმა ეთნიკურმა წმენდამ კარდინალურად შეცვალა ამ კუთხის დემოგრაფიული სურათი. დღეს სეპარატისტული რეჟიმი არსებობს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის ხარჯზე და პრობლემის მოუგვარებლობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ ამ ქვეყანას, რომელსაც არ სურს და არც შეუძლია შუამავალის ფუნქციების შესრულება.

ამდენად, საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების როლის მნიშვნელოვან გაზრდას, სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლას და აფხაზურ მხარესთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებას.

1994 წლის 26 ნოემბერს „აფხაზეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ მე-12 სხდომაზე, ვლადისლავ არძინბას მეთაურობით გამოცხადდა „აფხაზეთის რესპუბლიკის“ კონსტიტუცია, რითაც ჩანაცვლდა მანამდე პირობითად მიღებული აფხაზეთის სსრ-ის 1925 წლის კონსტიტუცია. იმავე სხდომაზე ახლადშექმნილი რესპუბლიკის პარლამენტმა პირველ პრეზიდენტად ვლადისლავ არძინბა (98.5 %) აირჩია. იმისდა მიუხედავად რომ სეპარატისტული აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მის ამ გადაწყვეტილებას არ და ვერ ექნებოდა ლეგიტიმაცია, რადგანაც მას არ გააჩნდა კომპეტენცია მიეღო მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება.

1996 წლის 23 ნოემბერს აფხაზეთში ჩატარდა აფხაზეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნები, რომლის პარალელურად ქართულმა მხარემ საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დადგენილებით აფხაზეთიდან ლტოლვილ მოსახლეობაში ჩაატარა საპროტესტო გამოკითხვა-პლებისციტი.

1999 წლის 3 ოქტომბერს, 1994 წელს მიღებული გადაწყვეტილების გასამყარებლად გადაწყდა საკონსტიტუციო რეფერენდუმზე დაყრდნობით მიეღოთ ხალხისაგან ის ლეგიტიმაცია რაც მათი აზრით მათ მანამდე არ ჰქონდათ. გაეროს უშიშროების საბჭომ 1255 რეზოლუციით არალეგიტიმურად და მიუღებლად სცნო აფხაზეთის მხარის მიერ დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები და საკონსტიტუციო რეფერენდუმი, რომელსაც მხარი ერთხმად დაუჭირა გაეროს 15 წევრ ქვეყანამ (მათ შორის რუსეთის ფედერაციამ).

საქართველოს რესპუბლიკისაგან დე ფაქტო დამოუკიდებლობის პერიოდი
(12 ოქტომბერი, 1999 — დღემდე)

1999 წლის 12 ოქტომბერს, 1999 წლის რეფერენდუმზე დაყრნობით მიიღეს „აფხაზეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობის აქტი. შესაბამისად სეპარატისტული აფხაზეთი იურიდიულად, აღნიშნულ დღემდე საქართველოს სუბიექტად მოიაზრებდა თავს.

2004 წლის 3 ოქტომბერს „აფხაზეთის რესპუბლიკაში“ ჩატარდა რიგით მეორე საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის დროსაც პრეზიდენტად არჩეულ იქნა სერგეი ბაგაფში (50.1%), ხოლო რაულ ხაჯიმბამ ხმების 35.6% მოაგროვა. რაულ ხაჯიმბა და მისი მომხრეები იყვნენ წნააღმდეგნი არჩევნების შედეგებით და რესპუბლიკაში დაიწყო სახალხო მღელვარება. მიღწეულ იქნა შეთანხმება აღჩევნების თავიდან ჩატარების თაობაზე.

2005 წლის 12 იანვარს 2004 წლის არჩევნები თავიდან ჩატარდა, სადაც პრეზიდენტად კვლავ სერგეი ბაგაფში იქნა არჩეული (91.5%).

2008 წელს აგვისტოს მოვლენების შემდეგ, მალევე „აფხაზეთის რესპუბლიკა“ აღიარა გაეროს ხუთმა წევრ-ქვეყანამ და ოთხმა არაღიარებულმა სახელმწიფო-წარმონაქმნებმა: რუსეთის ფედერაცია, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ და სირია.

2009 წლის 12 დეკემბერს ჩატარდა რესპუბლიკის მესამე საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც სერგეი ბაგაფშმა კვლავინდებურად გაიმარჯვა (61.1%).

2011 წლის 29 მაისს გარდაიცვალა სერგეი ბაგაფში, რის გამოც დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. იმავე წლის 26 აგვისტოს ჩატარდა რიგით მეოთხე საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც გამარჯვება წილად ხვდა ალექსანდრ ანქვაბს (54.9%).

2014 წლის ივნისში რესპუბლიკაში პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით საპრეზიდენტო პოსტი დატოვა ალექსანდრ ანქვაბმა. იმავე წლის 24 აგვისტოს ჩატარდა რიგით მეხუთე საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა (50.5%)

2019 წელს ორ ტურად (25 აგვისტოსა და 8 სექტემბერს) გაიმართა რესპუბლიკის რიგით მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის დროსაც რაულ ხაჯიმბა მეორეჯერ იქნა არჩეული რესპუბლიკის პრეზიდენტად (I ტურში 24.83% და II ტურში — 47.39%).

მხარმდამჭერი ქვეყნები და დეფაქტო რესპუბლიკები

გაეროს წევრი ქვეყნები
  • რუსეთის დროშა რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2008 წლის 26 აგვისტოს.
  • ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუამ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2008 წლის 5 სექტემბერს.
  • ვენესუელის დროშა ვენესუელამ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2008 წლის 10 სექტემბერს.
  • ნაურუს დროშა ნაურუმ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2008 წლის 15 დეკემბერს.
  • სირიის დროშა სირიამ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2018 წლის 29 მაისს.
ნაწილობრივ აღიარებული და არაღიარებული ქვეყნები
აღარება უკან წაიღეს ქვეყნებმა
  • ვანუატუს დროშა ვანუატუმ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 2011 წლის 23 მაისს, გაიწვია 2013 წლის 20 მაისს.
  • ტუვალუს დროშა ტუვალუმ ცნო აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 2011 წლის 18 სექტემბერს, გაიწვია 2014 წლის 31 მარტს.
იხ. ვიდეო ეთნიკური ცვლილება აფხაზეთში რუსების დამსახურებით




Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...