пятница, 6 августа 2021 г.

ლაშა ტალახაძე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                              ლაშა ტალახაძე


 (დ. 2 ოქტომბერი1993საჩხერე) — ქართველი ძალოსანი, მონაწილეობს +109 კგ. (2018 წლამდე +105 კგ) წონით კატეგორიაში. ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონი. ის ასევე ფლობს მსოფლიო რეკორდს ატაცში (223 კგ), აკვრაში (265 კგ) და ორჭიდის ჯამში (488 კგ). აქედან ატაცის და ორჭიდის ჯამის რეკორდები მსოფლიოს ყველა დროის რეკორდია ძალოსნობისთვის

ლაშა ტალახაძე დაიბადა 1993 წლის 2 ოქტომბერს საჩხერეში. 2013 წელს ტალახაძემ დოპინგის გამო ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან საერთო ჯამში 454 კილოგრამი დაძლია და მეორე ადგილი დაიკავამას შემდეგ, რაც ჩემპიონი ალექსეი ლოჩევი დოპინგის ტესტზე ჩავარდა, პირველი ადგილი ტალახაძეს გადაეცა. 2016 წელს ნორვეგიის ქალაქ ფერდეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტალახაძემ ჯამში 463 კილოგრამი დაძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ატაცში 212 კილოგრამის დაძლევით ევროპის ახალი რეკორდი დაამყარა.

იხ. ვიდეო



2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებზე ატაცში 215 კილოგრამი დაძლია და ამ მაჩვენებლით სულ რამდენიმე წუთით ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა. აკვრაში ტალახაძემ მესამე ცდაზე 258 კგ. აწია და საერთო ჩათვლაში 473 კილოგრამით ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა. ამ შედეგით ოლიმპიადის კვარცხლბეკზე უმაღლესი ადგილი დაიკავა. ხოლო 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ხორვატიაში გაიმართა, მან ატაცში 217 კილოგრამი დააფიქსირა და ამით ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 2017 წლის დეკემბერში აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამის დაძლევით მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, ხოლო საერთო ჯამში 477 კილოგრამის დაძლევით მან კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 2018 წელს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ 474 კგ. დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშამ საკუთარი რეკორდები გააუმჯობესა მას შემდეგ, რაც ატაცში 223, აკვრაში 265, ხოლო ორჭიდის ჯამში 488 კილოგრამი დააფიქსირა.

არის ღირსების ორდენის და ბრწყინვალების ორდენის კავალერი

იხ. ვიდეო

  • a His 220 kg snatch was a world record until 2018 when the IWF restructured the weight classes. He has since surparssed that lift for a current personal best and world record in the +109 kg category of 223 kg set at the 2020 Summer Olympics. His personal bests (on video in training) are 225 kg snatch and a 270 kg clean and jerk.


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...