понедельник, 16 августа 2021 г.

ემილ დიურკემი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ემილ დიურკემი   

(ფრანგ. David Émile Durkheim; დ. 15 აპრილი1858ეპინალისაფრანგეთი — გ. 15 ნოემბერი1917პარიზისაფრანგეთი) — ფრანგი სოციოლოგი და ფილოსოფოსიფრანგული სოციოლოგიური სკოლისა და სტრუქტურულ-ფუნქციონალისტური ანალიზის, ასევე, სოციოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ერთ-ერთი დამაარსებელი.

1898—1913 წლებში დიურკემი ხელმძღვანელობდა „სოციოლოგიური წელიწდეულის“ გამოცემას — მსოფლიოში პირველ სოციოლოგიაზე სპეციალიზირებულ ჟურნალს. ამ ჟურნალის თანამშრომლებმა შექმნეს „ფრანგული სოციოლოგიური სკოლის“ სამეცნიერო საზოგადოება, რომლის ცენტრალური პრობლემატიკა იყო მეცნიერული საკითხი სოციალურ სოლიდარობაზე.

იხ. ვიდეო სოციალურუ ფსიქოლოგია

დაიბადა ეპინალში ებრაულ ოჯახში. მამა არც თუ ისე მდიდარი რაბინი იყო. ბავშვობაში დიურკემიც რაბინობას სწავლობდა, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ უარი თქვა ამ გზით წასვლაზე. 1876 წელს მესამე ცდით ჩაირიცხა პარიზის უმაღლეს ნორმალურ სკოლაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სამი წლის განმავლობაში პროვინციულ ლიცეუმებში ფილოსოფიას ასწავლიდა. 1885 წელს იმოგზაურა გერმანიაში, რათა უკეთ გასცნობოდა ფილოსოფიას, სოციალურ მეცნიერებებს და ეთიკას. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ბორდოს უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე დაიწყო სოციალურ მეცნიერებებზე და პედაგოგიკაზე ლექციების კურსის კითხვა. 1887 წელს ის ჟიული დრეიფუსზე, ჩამოსასხმელი საწარმოს მმართველის ქალიშვილზე დაქორწილდა. 1893 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „საზოგადოებრიცი შრომის დაყოფაზე“, 1896 წელს კი „სოციალური მეცნიერების“ კათედრას ჩაუდგა სათავეში. ეს მსოფლიოში სოციოლოგიის პირველი კათედრა იყო. ბორდოს უნივერსიტეტში მუშაობისას, დიურკემმა გამოაქვეყნა მისი ორი ყველაზე ცნობილი ნაშრომი — „სოციოლოგიური მეთოდის წესები“ (1895) და „თვითმკვლელობა“ (1897).

1898—1913 წლებში ხელმძღვანელობდა მსოფლიოში პირველი სოციოლოგიური ჟურნალის „სოციოლოგიური წელიწდეულის“ გამოცემას. 1902 წელს პროფესორის წოდების მიღების შემდეგ, დიურკემი გადავიდა სორბონაში, სადაც სათავეში ჩაუდგა „აღზრდის მეცნიერების“ კათედრას (1913 წლიდან კათედრას სახელი გადაერქვა „მეცნიერული აღზრდისა და სოციოლოგიის“ სახელად). ორატორული ნიჭის წყალობით, დიურკემი როგორც მასწავლებელი დამსახურებული წარმატებით სარგებლობდა. ამ პერიოდშივე გამოვიდა მისი ბოლო დიდი ნაშრომი — „რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები“ (1912).

პირველმა მსოფლიო ომმა საგრძნობი დარტყმა მიაყენა „ფრანგულ სოციოლოგიურ სკოლას“ და თვითონ ფილოსოფოსიც შეარყია. ამ ომში რევოლუციური სოციალიზმის უარმყოფელი დიურკემი მსოფლიოს გახლეჩვას ხედავდა.

1917 წლის 15 ნოემბერს ემილ დიურკემი გარდაიცვალა. ის დაკრძალულია საფრანგეთში, მონპარნასის სასაფლაოზე.

                                                                   
სოციოლოგიური მეთოდის წესების ფრანგული გამოცემა (1919)

სოციოლოგიის საგანი არის სოციალური ფაქტები, რომლებიც არსებობენ ინდივიდის გარეთ და მასთან მიმართებაში ფლობენ ნორმატიულ-იძულებით ძალას.

სოციოლოგიის ამოცანებია — გაიგოს, რა აიძულებს ადამიანებს ერთად ცხოვრებას, რატომ არის რომ მათთვის სტაბილური სოციალური მოწყობა წარმოადგენს ყველაზე დიდ ღირებულებას და რა კანონები მართავენ პიროვნებათაშორის ურთიერთობებს; შესთავაზოს მთავრობას კონკრეტული რეკომენდაციები თანამედროვე ცხოვრების მოწყობისთან დაკავშირებით.

სოციოლოგიური შემეცნების მეთოდოლოგია (კვლევები) — ებუძნება ინტელექტუალური, მეცნიერული სიმართლის, მეცნიერული კვლევის ყოველგვარი პოლიტიკური, რელიგიური, მეტაფიზიკური და სხვა ცრურწმენისგან განთავისუფლების მოთხოვნას, რომლებიც უშლიან ჭეშმარიტების მიღწევას და პრაქტიკაში მრავალი უბედურების მომტანნი არიან.

სოციოლოგია — მკაცრი ობიექტური მეცნიერებაა, რომელიც თავისუფალია ყველა სახის იდეოლოგიური ცრურწმენებისგან და სპეკულაციებისგან.


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...