суббота, 14 августа 2021 г.

უიღურები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             უიღურები

(უიღ:ئۇيغۇر; [6] ჩინ.  [] — „尔“) — ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები თურქული ეთნოსი. დღეისთვის უიღურების უმეტესობა ცხოვრობს ჩინეთშისინძიანის პროვინციაში. უიღურების დაახლოებით 80%-ცხოვრობს სინძიანის სამხრეთ ნაწილში - ტარიმის დაბლობში. უიღურები ჩინეთში სიძიანის გარდა ცხოვრობენ ტაოიანში, სამხრეთ-ცენტრალურ ხუნანიში. ჩინეთის გარდა უიღურები ასევე ცხოვრობენ: ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში. ასევე მცირე დიასპორებია: ავღანეთში, პაკისტანში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, რუსეთში, აშშ-სა და თურქეთში.უიღურების რელიგიაა ისლამი, რომელმაც XIV-XVII საუკუნეებში განდევნა ქრისტიანობა, ამანიქეველობა, შამანიზმი და ბუდიზმი.
იხ.ვიდეო უიღურები ვინ არიან ისინი

სახელ უიღურის მნიშვნელობა უცნობია. ყველაზე ახლოს დგას სიტყვა uyushmaq-თან რომელიც აღნიშნავს გაერთიანებულ ხალხს. ორხონ-ენისეის ძეგლებზე უიღურები მოხსენებულია როგორც uyɣur რაც ჩინურში ტანის დინასტიის ანალებში გადავიდა როგორც -Huí Hé (回紇).[11] მოგვიანებით 788 - 809 წლებში უიღურების მოთხოვნით დასახელება შეიცვალა Huí Hú (回鶻)-ით. ხუთი დინასტიის ისტორიაში ტერმინი განმარტებულია როგორც „არწივის ირაო“.

უიღურების წინაპრები აზიის ერთ-ერთი უძველესი ტომი იყო და მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ჰუნების ტომობრივ გაერთიანებაში.ეთნიკური კონსოლიდაციის პროცესი დამთავრდა VIII საუკუნეში. თურქთა სახაკანოსდაცემის შემდეგ მდინარე ორხონის ხეობაში ჩამოყალიბდა უიღურთა ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო. 840 წელს ის დაარბიეს ენისეის ყირგიზებმა. ნაწილი XII საუკუნეში დაიპყრეს ტანგუტებმა და ყარახატაელებმა. XIV საუკუნეში უიღურები შევიდნენ მონღოლეთის შემადგენლობაში. მიუხედავად დამპყრობთა ძლიერი გავლენისა, უიღურებმა შეინარჩუნეს ეროვნული თვითშეგნება და ენა. 1949 წლიან უიღურები ცხოვრობენ ჩინეთის შემადგენლობაში შემავალი სინძიანის ავტონომიურ რეგიონში. მათი ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება და შინახელოსნობა. ჩინეთის ხელისუფლებას ხშირად ადანაშაულებენ უიღურების უფლებების დარღვევაში.

                                                                     

                                უიღურული ენა

ჩინეთში უიღურული ენის გავცელების არეალი
 (უიღ. ئۇيغۇرچە [Уйғурчә] ან უიღ. ئۇيغۇر تىلى [Уйғур тили], ჩინ. 维吾尔语 [Wéiwú'ěryǔ]; ადრე ეწოდებოდა აღმოსალეთ თურქული) — ალთაურ ენათა ოჯახის თურქულ ენათა ჯგუფის ენა. მასზე საუბრობს დაახლოებით 8-11 მილიონზე მეტი ადამიანი, რომელთა უმეტესობაც წარმოადგენს უიღურებს. გავრცელებულია ძირითადად ჩინეთში სინძიანის რეგიონში, სადაც მას ოფიციალური სტატუსი აქვს. ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობა უიღურულზე მოსაუბრე ადამიანების ცხოვრობს ყაზახეთსა და ყირგიზეთში. აქვს სამი დიალექტი: ჩრდილო-დასავლური, სამხრეთული და აღმოსავლური. უიღურულ ენაში ჭარბადაა ჩინურიდან, რუსულიდან და სხვა მეზობელი ხალხების ენებიდან ნასესხები სიტყვები
იხ. ვიდეო




Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...