понедельник, 30 августа 2021 г.

ჯონ ტინდალი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             ჯონ ტინდალი 

(ინგლ. John Tyndall; დ. 2 აგვისტო , 1820ლეიგლინ-ბრიჯიირლანდია — გ. 4 დეკემბერი1893ლონდონი) — ინგლისელი ფიზიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი.

ონ ტინდალის შრომები

პირველი მეცნიერული შრომა ტინდალმა ჯერ კიდევ ბერლინის უნივერსიტეტში დაწერა მაგნუსის ხელმძღვანელობით. ეს შრომები დიამაგნიტიზმს ეხებოდა. 1857 წელს ტინდალმა ცდით დაამტკიცა, რომ სირენას ძლიერ ტონს ან სხვა ხმაურს შეუძლია დიდ მანძილზე სინათლის ალის ჩაქრობა და რომ ეს მოვლენა დამოკიდებულია გარეშე ტონის სიმაღლეზე და ალის საკუთარ ტონზე. მსოფლიოს ფიზიკოსთაგან განსხვავებით ჯონ ტინდალი გაუგონარი დაჟინებით იძენდა და ეცნობოდა სხვა ქვეყნების ფიზიკოსთა შრომებს და ამ შრომათაგან პროგრესულს, ნოვატორულს, მომავლის მქონეს უმალ შეიცნობდა და ინგლისში მის პოპულარიზაციას იწყებდა. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ევროპის ფიზიკოსთა შორის გაჩნდა ინტერესი სათხეებისა და აირების მიერ სხივური ენერგიის შთანთქმის მიმართ. 1855 წელს ბერლინში რ. ფრანცმა გამოაქვეყნა შრომათა სერია „ფერადი სითხეების სითბოს გამჭვირვალობის შესახებ“. ამას მოჰყვა ჯონ ტინდალის შრომები 1862 წელს, რომლითაც აღმოაჩინა სითბური სხივების მიმართ გოგირდოვან ნახშირბადში იოდის ხსნარის დიდი გამჭვირვალობა.

შემდეგ ექსპერიმენტში ტინდალმა გამჭირვალე გარემოში ისეთი უმცირესი ნაწილაკები შეურია, რომელთა სინათლის გარდატეხის მაჩვენებელი განსხვავდებოდა გარემოს გარდატეხის მაჩვენებლისაგან. ამით მან მიიღო ეგრეთ წოდებული მღვრიე გარემო. ასეთ გარემოში სინათლის გარდატეხის შედეგად მან დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სინათლის გაბნევას. ამ მოვლენას შემდეში „ტინდალის ეფექტი“ ეწოდა და სამეცნიერო ლიტერატურაში დღემდე ასეა მოხსენებული. 1874 წელს ტინდალმა ბგერის გავრცელების სიჩქარის საკითხს ექსპერიმენრების სერია მიუძღვნა. ამის შემდეგ მან დაადგინა, რომ ჰაერი ბგერა სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა სიჩქარით ვრცელდება. მან აღმოაჩინა, რომ აკუსტიკური გამჭვირვალობა სრულად არ არის დამოკიდებული ოპტიკური გამჭირვალობისაგან და რომ აკუსტიკური გაუმჭირვალობა გამოწვეულია ჰაერში შერეული წყლის ორთქლით.

ტინდალის შრომებმა ფიზიკის ისტორიაში მრავალი სადავო საკითხი გადაწყვიტა; მისი ზოგიერთი პროგნოზი ფიზიკაში მეოცე საუკუნეში გამართლდა. ტინდალის შრომების უმრავლესობა რუსულფრანგულგერმანულ ენებზე ჯერ კიდევ ტინდალის სიცოცხლეში ითარგმნა და გამოიცა.

ჯონ ტინდალი გარდაიცვალა ლონდონში 1893 წლის 4 დეკემბერს, 73 წლის ასაკში.

იხ.ვიდეო



                 



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...