пятница, 6 августа 2021 г.

რობერტ შუმანი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                     რობერტ შუმანი

                                              

(დ. 8 ივნისი1810 — გ. 28 ივლისი1856) — გერმანელი პიანისტიკომპოზიტორი და მუსიკათმცოდნე. მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული კომპოზიტორი. პატარობიდან რობერტს უნდოდა ვირტუოზი პიანისტი გამხდარიყო. ის სწავლობდა ფრიდრიხ ვიკთან. რამდენიმე წელი ვიკთან სწავლის შემდეგ რობერტი გახდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული პიანისტი. გარდაიცვალა 1856 წლის 29 ივლისს და დაკრძალულია ქალაქ ბონში.

1840 წელს რობერტ შუმანს ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

იმავე წელს, 12 სექტემბერს, ლაიფციგის ეკლესიაში შუმანი თავისი მასწავლებლის ფრიდრიხ ვიკის ქალიშვილზე, გამოჩენილ პიანისტზე კლარა ვიკზე დაქორწინდა.

შუმანმა დიდი წვლილი შეიტანა მუსიკის სამყაროში, არა მარტო როგორც კომპოზიტორმა და პიანისტმა, ასევე როგორც მუსიკალურმა კრიტიკოსმა. ის თავის წერილებს გაზეთებში და ჟურნალებში მაესტრო რაროს, ფლორესტანისა და ევზესიუსის ფსევდონიმით აქვეყნებდა.

იხ. ვიდეო

დაიბადა 1810 წლის 8 ივნისს ქალაქ ცვიკაუში, წიგნის გამომცემლის ოჯახში, მამა — ავგუსტ შუმანი ყველანაირად ხელს უწყობდა რობერტის მუსიკალურ განვითარებას. 7 წლის ასაკში იგი უკვე წერდა პატარა ნაწარმოებებს და თავისუფლად უკრავდა ფორტეპიანოზე. გარდა მუსიკისა მას იტაცებდა ლიტერატურა, კერძოდ ბერძნული მითები, მაგრამ საბოლოოდ მან მაინც მუსიკა აირჩია. დაიწყო მეცადინეობა ფრიდრიხ ვიკთან, მაგრამ ხელზე დაზიანება მიიღო და ვეღარ შეძლო დაკვრა. 1832 წელს იგი მთლიანად კომპოზიციაზე გადაერთო. 1839 წელს ლაიფციგში ჯვარი დაიწერა კლარა ვიკზე, რომელიც პიანისტი იყო და ქმრის ნაწარმოებებს უკრავდა. ისინი მართავდნენ კონცერტებს სხვადასხვა ქალაქებში. მოგზაურობიდან დაბრუნებული შუმანი ლაიფციგიდან დრეზდენში გადასახლდა, თუმცა უეცრად სენი შეეყარა, მისი გადარჩენა შეუძლებელა აღმოჩნდა და გარდაიცვალა 1856 წლის 28 ივლისს ქალაქ ბონში.
რობერტ შუმანი და კლარა შუმანი



Комментариев нет:

მშობიარობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                              მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...