воскресенье, 8 августа 2021 г.

ვედრება (ფილმი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           ვედრება (ფილმი)


ჟანრი - დრამ, დამდგელი რუჟისორი - ტენგიზ აბულაძე. გამოსვის თარიღი 1967წ. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1967 წელს გადაღებული ტრილოგიის პირველი მხატვრული ფილმი. მეორე, „ნატვრის ხე“, 1976 წელს გამოვიდა ეკრანებზე. მესამე კი „მონანიება“. დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე. სცენარის ავტორები: ანზორ სალუქვაძე, რეზო კვესელავა, თენგიზ აბულაძე. ოპერატორი: ალექსანდრე ანტიპენკო. მხატვრარი: რევაზ მირზაშვილი. კომპოზიტორი: ნოდარ გაბუნია.
 ხევსურმა ალუდა ქეთელაურმა ორთაბრძოლაში ქისტი მუცალი მოკლა, მაგრამ მტრის ვაჟკაცობით მოხიბლულმა მისი ღირსება დაინდო და მარჯვენა არ მოკვეთა. ალუდა ადათის დარღვევისთვის თემიდან გააძევეს... ქისტმა ჯოყოლამ მთაში ნადირობისას ხევსური ზვიადაური გაიცნო, უმასპინძლა, ღამე გაათევინა, მაგრამ ქისტებმა მოსისხლე მტერი იცნეს, ჯოყოლას სტუმარი წაართვეს და ქისტის საფლავს ზედ დააკლეს. ჯოყოლამ ზვიადაურის დაცვა ვერ შეძლო, შეურაცხყოფა ვერ აიტანა და თავი მტერს შეაკლა.
იხ. ვიდეო

თენგიზ აბულაძის ფილმებს არასდროს ეტყობოდა, რომ რეჟისორი უხარისხო საბჭოთა ფირზე იღებდა. 1967 წელს, როცა ეკრანებზე მისი ახალი ფილმი „ვედრება“ გამოვიდა, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების ამ ეკრანიზაციით უკმაყოფილო კრიტიკოსებიც კი აღნიშნავდნენ, რომ თენგიზ აბულაძემ „შექმნა რაღაც მაგიური გამოსახულება, სურათი, რომელმაც ვაჟას ენა კინოს ენად აქცია“. მაგრამ უკმაყოფილო მაინც ბევრი დარჩა, განსაკუთრებით საბჭოთა კინოს იდეოლოგებს შორის.

ნანა ჯანელიძე იხსენებს: „მთელი ცხოვრება ოცნებობდა, რომ ფილმი გადაეღო კარგ ფირზე, „კოდაკზე“ და ეს დარჩა ოცნებად... გული გაუსკდა, როცა კანში ნახა საბჭოთა ფირზე გადაღებული ფილმი“.

„ვაჟას გენიალურობა მისი განსაკუთრებულობაა“, უთქვამს თენგიზ აბულაძისთვის ერთხელ ვაჟა ფშაველას სპეციალისტს გრიგოლ კიკნაძეს, რომელსაც აბულაძე თავის მასწავლებლად მიიჩნევდა. პირველად „ვედრება“ სწორედ ამ ადამიანს უჩვენეს: „ეს რომ ნახა გრიშა კიკნაძემ, რომელიც იყო ვაჟას კაბინეტის ჩამომყალიბებელი და ვაჟას ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, ― თენგიზმა უჩვენა, ― თენგიზი სახლში გაბრწყინებული მოვიდა, ბატონ გრიშას უთქვამს, ისეთ რაღაცებს შეეხეო შენ ვაჟას შემოქმედებაში, რაც ჩვენც კი, ლიტერატორებს, ჯერ არა გვაქვს დამუშავებულიო... ვაჟას რაღაც შტამპებით უყურებდნენ და უცებ აღმოჩნდა, რომ ეს იყო დიდი ფილოსოფოსი.“

                ალუდა ქეთელაური

ქართველი პოეტის ვაჟა-ფშაველას პოემა, რომელიც 1888 წელს დაწერა. პოემა მოგვითხრობს ხევსურების იმდროინდელ ადათ-წესებსა, ტრადიციებზე და საზოგადოების სულიერ მდგომარეობაზე.

ოემა „ალუდა ქეთელაური“ იმ პერიოდს ეხება, როდესაც მეზობელ ტომებს შორის მკაცრი შინაომი და რელიგიური შუღლი იყო გამეფებული. მათი ცხოვრების უდიდეს ნაწილს ურთიერთ თავდასხმები და ძარცვა-გლეჯა შეადგენდა. ამ გაუთავებელ შეტაკებებში რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილი ადამიანები ერთმანეთს უწყალოდ ხოცავდნენ.

ერთ-ერთ ასეთ დღეს ხევსურეთის სოფელ შატილში მაცნე მოვიდა: ქისტები თავს დაესხნენ მწყემსებს და ცხენები გარეკესო. ეს რომ გაიგო ალუდა ქეთელაურმა, სიმამაცით ცნობილმა, აისხა იარაღი და გამოეკიდა ქისტებს, რომელთაც მისი ცხენიც წაეყვანათ. გათენებისას, ალუდა წამოეწია ორ ქისტს და ერთი მათგანი გასროლით მაშინვე ცხენიდან ჩამოაგდო. მოკლულის ძმამ, მუცალმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართა ალუდას. მუცალისა და ალუდას ბრძოლა რელიგიურ-ფანატიკური გამძვინვარების ხასიათს ატარებს, რაც გამოიხატება იმ შეძახილებში, რომელთაც თითოეული მათგანი გასროლილ ტყვიას თან აყოლებდა:

გამასტყვრა მუცალის თოფი, —

კლდის პირი დაიშლებოდა,

ნაძოძი ტყვიის ალუდას

კალთაში ჩაეშლებოდა.

— არა გჭირსაა, რჯულ-ძაღლო?! —

მუცალი ეუბნებოდა.

— ნუ გგონავ, მჭირდეს, რჯულ-ძაღლო,

ყმასა გუდანის ჯვრისასა.

მესამე გასროლით ალუდამ მუცალს გულის ფიცარი ჩაუმტვრია. სასიკვდილოდ დაჭრილმა მუცალმა თავი დამარცხებულად ჩათვალა და ღმერთის მიმართ საყვედური წარმოსთქვა. თუმცა, გამძვინვარებული და შეუდრეკელი მუცალი იყენებს დარჩენილი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს. სასიკვდილო ჭრილობაზე მთის მწვანე ბალახს დაიფენს და ერთხელ კიდევ ესვრის თავის მოსისხლე მტერს. მაგრამ როცა დაინახა, რომ მისმა უკანასკნელმა ტყვიამაც მიზანს ვერ მიაღწია, თავისი თოფი ალუდას გადაუგდო, სთხოვა მას წაეღო და თავად მიწას გაერთხა. ასეთმა ვაჟკაცობამ, მტრის ძლევის ასეთმა ნებისყოფამ და წყურვილმა ალუდას გულში ისეთი სიბრალულის გრძნობა გამოიწვია, რომ მხედარი ატირდა მის მიერ ახლახან მოკლულის ცხედართან. მუცალისადმი სიბრალულით და პატივისცემით გამსჭვალული ალუდა მარჯვენას არ სჭრის მოკლულს. ამჯერად მუცალის მიმართ იგი ხელს იღებს ამ ძველთაძველ და საყოველთაოდ აღიარებულ, ყველასთვის სავალდებულო ადათზე. ალუდამ მუცალს მისივე იარაღი მკერდზე დააწყო და მის გვამს ნაბადი დაჰხურა.

მარჯვენას არ სჭრის მუცალსა,

იტყოდა: ცოდვა არიო;

ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო,

ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო.

შინ დაბრუნებულმა ალუდამ უამბო ხალხს, რომელიც მას შემოეგება, თავისი მდევრად გაკიდების, ქისტებთან შებმისა და მუცალის სიმამაცის შესახებ და მუცალს „ცხონებული“ უწოდა, ხოლო როდესაც ბებერი უშიშა უსაყვედურებს — „რას ამბობ? ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადო“, ალუდა უპასუხებს:

— მით ვაქებ ვაჟკაცობასა

არ იყიდება ფულადა.

მომხდარმა სრულიად შეცვალა ალუდას აზრები და შეხედულებები, ხელი ააღებინა რელიგიურ შეუწყნარებლობასა და ფანატიზმზე. როდესაც მინდია, ალუდას მეგობარი, მოკლული მუცალის მარჯვენას მოიტანს ბრძოლის ადგილიდან დაბრუნების შემდეგ — სადაც იმისთვის წავიდა, რომ შეემოწმებინა საქმის ნამდვილი მდგომარეობა და ალუდას სიმართლე დაემტკიცებინა, რადგან თემის წევრები ალუდას სიცრუესა და სიმხდალეს აბრალებდნენ — ალუდა მას გულისტკივილით შეხვდება, გმობს მის ნამოქმედარს და ეუბნება:

რაად სწყრებიან ხევსურნი,

რადა ტყვრებიან ჯავრითა?!

მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი

მარჯვენას მაგათ ჯაბრითა!

„წესი არ არის მტრის მოკვლა,

თუ ხელ არ მასჭერ დანითა“.

ვაი, ეგეთას სამართალს,

მონათლულს ცოდვა-ბრალითა!

ხატობას, გუდანის ჯვარში, ალუდა მიიყვანს მოზვერს მუცალისათვის შესაწირავად. ხევისბერი მოაგონებს, რომ ეს ეწინააღმდეგება წინაპართა რჯულით დადგენილ წესებს და მის საკუთარ ტრადიციასაც. ხევისბერი ბერდიას უარისა და საყვედურების შემდეგ ალუდა თვითონ დაჰკლავს კურატს. ამით მან საყოველთაოდ მიღებულ წესებს უღალატა. ალუდა გრძნობს ამას და ღმერთს თხოვნა-ვედრებით მიმართავს. მაგრამ ამ ვედრებაში არ არის მონანიების სიტყვები. ალუდა იმდენად დარწმუნებულია თავის საქციელში, რომ ის კი არ ინანიებს, არამედ სთხოვს ღმერთს მის მიერ ჩადენილი ცოვა ცოდვად არ ჩაუთვალოს და მისგან შეწირული მსხვერპლი მიიღოს როგორც სამართლიანი შესაწირავი „მოუნათლავი“ გმირისა. აღშფოთებული ხევისბერი მოუწოდებს ხალხს თემიდან მოჰკვეთონ ალუდა და ცოლ-შვილით უცხო მხარეს განდევნონ. ხევისბერის მოწოდებაზე, ხალხი ალუდას წინააღმდეგ აღსდგება, მხოლოდ მინდია გამდგარა განზე თვალაცრემლებული, რადგან არ ძალუძს რამე უშველოს ალუდა ქეთელაურს.

ხევისბერის ბრძანებით ხევსურები უნგრევენ ალუდას სახლს და ციხეს. ცოლ-შვილითა და მოხუცი დედით თემიდან სდევნიან, საშინელ ზამთარში. ცოლი და დედა სწყევლიან თემს, თუმცა ალუდას მაინც თავისი მიწა-წყლის, სახლ-კარის, მთისა და ჯვარის ჩაუქრობელი სიყვარული ჰქონდა გულში, ამას ადასტურებს მისი უკანასკნელი სიტყვები:


ერთხელ მაუნდა ალუდას,

ერთხელ მობრუნვა თავისა:

„მშვიდობით, საჯიხვეებო,

გამახარელნო თვალისა!

მშვიდობით, ჩემო სახ-კარო,

გულში ამშლელო ბრალისა!

მშვიდობით, ჩვენო ბატონო,

ყმათად მიმცემპოემა აგებულია უბრალო ამბავზე, რომლის შესახებაც თავად ვაჟა წერს: „ალუდა ქეთელაურს ქისტებმა ცხენი მოჰპარეს, ქურდებს მდევრად გამოუდგება, ერთ მათგანს თოფით მოჰკლავს, ხოლო მოკლულის ამხანაგი ვაჟკაცურად დაუხვდება. თუმცა ესეც მსხვერპლი ხდება ალუდასი, მაგრამ მოჰხიბლავს მას თავისი ვაჟკაცობით და როცა ჩამოვარდება საუბარი მუცალის მოკვლაზე, ხანდახან შესანდობარს დაჰლევს ალუდა ქისტისას — ლუდს ან არაყს. მარჯვენის მოჭრა-მოუჭრელობაზე ზეპირგადმოცემა არაფერს გვეუბნება. ხალხური თქმულებისა მთელი თავი და ბოლო ეს არის“.

ო ძალისა!“

იხ. ვიდეო ალუდა ქეთელაური





Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...