среда, 30 марта 2022 г.

ზღვის დონის მატება

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                    ზღვის დონის მატება  

ზღვის დონეზე დაკვირვებები 1993-2018 წლებში.

პროცესი, რომელიც აღწერს ზღვის დონის ზრდას. იგი დაიწყო სულ მცირე მე-20 საუკუნიდან, ხოლო 1900- დან 2016 წლამდე ზღვის დონემ აიწია 16-21 სმ-ით. სატელიტური სარადარო გაზომვების შედეგად მიღებული ზუსტი მონაცემები აჩვენებს 7,5 სმ-ით ზრდას (1993 წლიდან 2017 წლამდე). დონის მაღლა აწევის დაჩქარება ძირითადად გამოწვეულია ადამიანის მიერ, გლობალური დათბობით, რაც ტემპერატურის ზრდასთან ერთად იწვევს მარილიანი წყლის გაფართოებას, მყინვარული საფარისა და მყინვარების დნობას. 1993-2018 წლებს შორის, ოკეანეების თერმულმა გაფართოებამ ზღვის დონის აწევას ხელი შეუწყო 42%-ით, ზომიერი მყინვარების დნობას 21%-ით. გრენლანდიაში ყინულების დნობას 15%-ით, ხოლო ანტარქტიდაში 8%-ით. კლიმატოლოგები ვარაუდობენ, რომ ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდბა 21-ე საუკუნის განმავლობაში.

ის, თუ როგორი იქნება ზღვის დონე მოვამავში, ამის თქმა რთულია, კლიმატის სისტემის მრავალი ასპექტის სირთულის გამო. 2007 წელს, კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის (IPCC-ს) მიერ პროგნოზირებული იყო დონის ზრდა 60 სმ-ით დაახლოებით 2099 წლამდე, მაგრამ მათმა 2014 წლის ანგარიშმა დონის აწევა დაახლოებით 90 სმ-მდე გაზარდა. არაერთმა შემდგომმა კვლევამაც დაამტკიცა, რომ ზღვის გლობალური დონის მატება 200-დან 270 სმ-მდე ამ საუკუნეში „ფიზიკურად შესაძლებელია“.
                                                                
ზღვის დონის მატება წლების მიხედვით.




ზღვის დონე დედამიწის მასშტაბით ყველგან ერთნაირად არ მოიმატებს, იგი უფრო მეტად აიწევს კონკრეტულ რეგიონებში. დონის მატებას მოყოლილი ადგილობრივი ფაქტორები მოიცავს ტექტონიკურ ეფექტებს, ტალღების, დინებებისა და ქარიშხლების წარმოქმნას. ზღვის დონის ამაღლებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანთა პოპულაციაზე, რადგან სანაპიროსა და კუნძულზე მხცოვრებ ადამიანებს შეექმნებათ გარკვეული პრობლემები. შემდგომი ეფექტები მოიცავს უფრო დიდ ქარიშხლებსა და უფრო საშიშ ცუნამებს, პრობლემატური გახდება გადაადგილება, სასოფლო-სამეურნეო მიწა დაიკარგება და დეგრადირდება, ასევე დაზიანდება ქალაქებიც. პროცესი ასევე დააზარალებს ეკოსისტემას, თევზს, ფრინველებსა და მცენარეებს.

ადამიანებს ზღვის დონის აწევაზე თავდაცვითი რეაგირება შეუძლიათ მოახდინონ სხვადასხვა გზით, მაგალითად ნაპირებიდან უკან დახევით. ეკოსისტემები, რომლებიც ადაპტაციას განიცდიან ზღვის დონის აწევის შემდგომ პირობებთან, ყოველთვის არ შეეძლებათ ამის გაკეთება, გარკვეული ბუნებრივი ან ხელოვნური ბარიერების გამო
იხ. ვიდეო - Глобальное потепление Повышение уровня моря

ტალღების გაზომვას შეუძლია მხოლოდ ზღვის დონეების შედარება, ხოლო თანამგზავრებს შეუძლიათ ზღვის დონის აბსოლუტური ცვლილებების გაზომვა. 1992 წელს „TOPEX / Poseidon“- ის ამოქმედებიდან დღემდე, ალტერმეტრიულმა თანამგზავრებმა ჩაიწერეს ყველა ცვლილება, რაც ზღვის დონეს ეხებოდა. ზღვის ზედაპირზე მანძილის გასაზომად, თანამგზავრები მიკროტალღურ პულსებს იყენებენ, რომლებიც წყლის ზედაპირზე მოხვედრის შემდგომ უკან ბრუნდებიან და იძლევიან ზუსტ ინფორმაციას. მიკროტალღური რადიომეტრები ასევე ასწორებენ ატმოსფეროში არსებული წყლის ორთქლისგან გამოწვეულ დამატებით შეფერხებებს. ამ მონაცემების გაერთიანება შესაძლებელს ხდის გავიგოთ, თუ წყლის რა დონეა კონკრეტულ რეგიონში. სატელიტური თანამგზავრიდან ზღვის დონის აწევის ამჟამინდელი მაჩვენებლები შეფასებულია 3,0 ± 0,4 მილიმეტრით წელიწადში, 1993-2017 პერიოდში.

ზღვის დონეზე დაკვირვებების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხერხია ტალღების გაზომვის გლობალური ქსელი. სატელიტის ჩანაწერთან შედარებით, ამ ჩანაწერს აქვს გარკვეული სივრცული ხარვეზები. ტალღების გაზომვები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დაიწყო, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში არსებული მონაცემები 1970-იან წლებამდე მწირია. ამსტერდამში გაზომვები 1675 წელსაც კი მიმდინარეობდა ავსტრალიაში ზღვის დონის ცვლილებათა ძველი ჩანაწერების შეგროვება ასევე საკმაოდ მარტივია

                                                                    

თანამგზავრი „TOPEX/Poseidon“, რომელიც ზომავს ზღვის დონის ცვლილებას.

ღვის დონის ამჟამინდელი მდგომარეობის ცვლა, განსაკუთრებით სანაპირო სისტემებზე მოახდენს უარყოფით გავლენას. ზემოქმედება მოიცავს სანაპირო ეროზიას, ქარიშხლებისა და წყალდიდობების რიცხვის ზრდას, იგი ასევე უარყოფითად აისახება სოფლის მეურნეობაზე, წყლისა და ნიადაგის ხარისხზე, აგრეთვე შეაფერხებს ტურიზმსა და სატრანსპორტო გადაადგილებას კონკრეტულ რეგიონებში.

თუ სათბურის აირები ატმოსფეროში მკვეთრად არ შემცირდება, მსოფლიოს მასშტაბით ათეულობით მილიონი ადამიანი იძულებული გახდება, რომ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს. ბევრ სანაპირო ზოლზე მოსახლეობის რაოდენობა უფრო მეტად იზრდება, რის შედეგადაც ზღვის დონის აწევა უფრო მეტ ადამიანს შეუქმნის პრობლემას. სანაპიროსთან ახლოს მყოფი სახლები მოქცეულნი იქნებიან საშიშ ზონაში, ვინაიდან გახშირებული ქარიშხლებისა და ცუნამის შედეგად ბევრი მათგანი დაინგრევა ან დაიტბორება. აზიის სანაპირო ყველაზე მჭიდროდ არის დასახლებული სხვებთან შედარებით, ამიტომაც ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა ბანგლადეშიჩინეთიინდოეთიინდონეზია და ვიეტნამი, ეს დამატებით საფრთხეს წარმოადგენს მათთვის.

2019 წლის ოქტომბერში ჟურნალ „Nature Communications“-ში გამოქვეყნდა კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ 21-ე საუკუნის განმავლობაში ზღვის დონის აწევა დააზარალებს იმაზე სამჯერ მეტ ადამიანს, ვიდრე ამას აქამდე ვარაუდობდნენ. ოკეანეებთან ახლოს მცხოვრები ადამიანების 70% ცხოვრობს აზიის 8 ქვეყანაში, ესენია: ჩინეთიბანგლადეშიინდოეთიინდონეზიატაილანდივიეტნამიიაპონია და ფილიპინები. არსებული კვლევის გამოქვეყნებდან რამდენიმე დღის შემდეგ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა, განაცხადა და მოუწოდა აზიის ქვეყნებს, რომ შეეწყვიტათ ნახშირის ახალი ქარხნების მშენებლობა

იხ. ვიდეო - Sea Level Rise Documentary │ National geographic documentary - Climate changes is a fact. Antartica is melting faster and sea level is rising. What will be the consequences of sea level rise?

NAtional geographic documentary about sea level rise

I do not own the rights but it is important to share and create awareness

კუნძულების დაბალი სანაპიროები განსაკუთრებით დაუცველია ზღვის დონის აწევისგან, მის მეჩხერ ნაწილებთან შედარებით. შესაძლო ზემოქმედება მოიცავს სანაპიროს ეროზიას, წყალდიდობებსა და მარილის შეჭრას ნიადაგებში, რაც მიწის ხარისხს გააუარესებს და მტკნარ წყალს სასმელად უვარგისს გახდის. მცირე ზომის კუნძულებს გაუჭირდებათ ადაპტაცია განიცადონ გარემოს ამგვარი ცვლილებების შემდგომ, ხოლო მოსახლეობის უმეტეს ნაწილს საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მოუწევს ცხოვრება. მალდივებიტუვალუ და სხვა მცირე ზომის სახელმწიფოები, რომლებიც ოკეანეში მდებარეობენ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან. ამჟამინდელი მონაცემებით, ზღვის დონე საკმარისი იქნება, რომ 2100 წლამდე მალდივები გახდეს საცხოვრებლად უვარგისი ტერიტორია. მოვლენები, როგორიცაა ქარიშხალი, უფრო დიდ გავლენას ახდენს რიფის კუნძულზე, ვიდრე ზღვის დონის აწევა.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კუნძულოვანი ერის ყველა კუნძული გახდება დაუსახლებელი ან მთლიანად დაიფარება წყლით, თავად სახელმწიფოებიც დაიშლებიან. ეს რომ მოხდეს, კუნძულის გარშემო ყველა უფლება მოიხსნება. ნებისმიერი რესურსები, როგორიცაა წიაღისეული საწვავი, მინერალები და ლითონები, ამ მხარეში სხვა სახელმწიფოებს თავისუფლად შეეძლებათ მოპოვება და გაყიდვა, ვინაიდან არანაირი საკომისიოს გადახდა აღარ იქნება საჭირო რომელიმე კუნძულოვანი სახელწიფოსთვის, რადგანაც ისინი ამის უფლებას დაკარგავენ

                                                                        

„ზღვის დონე იზრდება“, საპროტესტო პლაკატი, 2017 წლის აქციიდან.

ადაპტაციის ვარიანტები ზღვის დონის აწევის შემდგომ სხვადასხვაგვარია, მაგალითად სანაპირო ზოლიდან უკან დახევა, ეს გამოიღებს შედეგს იმ ხრივ, რომ ადამიანები უფრო უსაფრთხო გარემოში იცხოვრებენ, თუმცა ადამიანების მასშტაბურმა გადაადგილებამ შეიძლება უფრო მეტად გააუარესოს მოვლენები. ჩვენს წინაშე არსებული პრობლემები იყოფა ორ ნაწილად: პირველი არის წყლის დაბინძურება, ხოლო მეორე სტიქიური მოვლენები. შეერთებულ შტატებში, გარემოს დაცვის სააგენტო მხარს უჭერს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და შენარჩუნებას ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით სანაპირო ქალაქებში, ვინაიდან ასეთ ადგილებში მიწოდება უფრო მნიშვნელოვანია.

მრავალ ქვეყანას მოუწევს შეიმუშავოს ადაპტაციის კონკრეტული გეგმა. ამის მაგალითია ნიდერლანდები, ქვეყანა, რომელსაც ასევე საფრთხე დაემუქრება ზღვის დონის აწევის შემდეგ.[33] 2008 წელს, ჰოლანდიის დელტა კომისიამ მოხსენებაში აღნიშნა, რომ ნიდერლანდებს დასჭირდება მასიური მშენებლობების ახალი პროგრამა, რომელიც ქვეყანას წყლისგან დაიცავს მომდევნო 190 წლის განმავლობაში გლობალური დათბობის მოსალოდნელი შედეგებისგან. გეგმას განსახორციელებლად სჭირდება 100 მილიარდ ევროზე მეტი (დაახლოებით 118 მილიარდი აშშ დოლარი). საჭირო იქნება მაგალითად, სანაპირო ზოლების გაფართოება.
Between 1993 and 2018, the mean sea level has risen across most of the world ocean (blue colors).




2019 წლის მაისში ინდონეზიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქალაქი ჯაკარტა იძირება ისეთი ტემპით, რომ დედაქალაქის სხვა ქალაქში გადატანა იქნებოდა უახლოეს მომავალში საჭირო. 1982 - 2010 წლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჯაკარტის ზოგიერთი რეგიონი წელიწადში დაახლოებით 28 სმ-ით იძირებოდა.

სხვა საფრთხის ქვეშ მყოფი ქალაქებია, ნიგერიის უდიდესი ქალაქი ლაგოსი და ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქები:ჰიუსტონი(ტეხასის შტატი), ახალი ორლეანი (ლუიზიანა) და ვაშინგტონი.








Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...