суббота, 12 марта 2022 г.

ლაბრადორის ნახევარკუნძული

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

          ლაბრადორის ნახევარკუნძული

ვრცელი ნახევარკუნძული ჩრდილოეთ ამერიკაშიკანადის აღმოსავლეთ ნაწილში. დასავლეთით მას ერტყმის ჰუდსონის ყურე, ჩრდილოეთით — ჰუდსონის სრუტე, აღმოსავლეთით — ლაბრადორის ზღვა და სამხრეთ-აღმოსავლეთით — წმინდა ლავრენტის ყურე.

ნახევარკუნძულის ფართობი შეადგენს 1 400 000 კმ²-ს, მოსახლეობა კი 150 000 ადამიანს (2006).

1499 წელს, მეფე მანუელ I-მა, ჟუან ფერნანდეს ლავრადორს მისცა უფლლება, გამოეკვლია ეს ტერიტორია, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლებას მას ტორდესილასის ხელშეკრულება არ აძლევდა. სწორედ მის პატივსაცემად ჰქვია ნახევარკუნძულს ეს სახელი.

ზოგიერთი წყაროს თანახმად, ნახევარკუნძულს სახელი ეწოდა პორტუგალიელი ნავიგატორისა და მკვლევარის ლავრადურა ჟოაო ფერნენდესის პატივსაცემად, რომელმაც აღწერა გრენლანდიის სანაპირო და ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთი 1498 წელს. სხვა წყაროების მიხედვით მას 1500 წელს პორტუგალიელმა ნავიგატორმა გასპარ კორტე რეალმა უწოდა "Terra do Lavrador" - "გუთნის მიწა" . 

დასახლებულია ძირითადად სანაპიროთი. ძირითადი დასახლებებია ლაბრადორი სიტი (ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი), სექტ-ილსი, შეფერვილი (ორივე კვებეკი).


მიმდინარეობს რკინის მადნის მოპოვება. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მადნის შემცველი ზონა გადის ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. განვითარებულია ჰიდროელექტრო რესურსების გამოყენება: აშენდა დიდი ჰიდროელექტროსადგურები ჩერჩილზე, ლა გრანდზე შენაკადებით, მანიკუაგანისა და უტარდის მდინარეებით.


ბეწვის ვაჭრობა (კვერნა, მელა, ფოცხვერი, მუშკრატი) და მეთევზეობა. ვალუსებზე და სელაპებზე ნადირობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახევარკუნძულის მკვიდრი მოსახლეობის ტრადიციული ცხოვრების წესის შენარჩუნებაში

ხ. ვიდეო - США - Канада. Фильм 47. Столица провинции Ньюфаундленд и Лабрадор
Переправился на пароме из Новой Шотландии на остров Ньюфаундленд и отправился смотреть столицу самой восточной  провинции Канады. Об этом отснял видео, где рассказал об этой провинции и столице.


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...