пятница, 11 марта 2022 г.

დრამა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               დრამა

ნიღბების დრამის სიმბოლოა

 ეპოსსა და ლირიკასთან ერთად ლიტერატურის სამ მთავარ ჟანრთაგან ერთ-ერთი, გარდა ამისა, ცალკეულ პიესასაც შეიძლება დრამა ვუწოდოთ. თეატრში მთავარი არის დრამა, ანუ ტექსტი. მაშასადამე დრამა ლიტერატურული ფორმაა, რომელიც მოიცავს მსახიობთათვის დაწერილი სცენარის შესრულებას, როლის განსახიერებას.

ტერმინი ბერძნულიდან (δράμα [dráma]) ქართულად „ქმედებას“, „მოქმედებას“ აღნიშნავს.

დრამა შეიძლება განხორციელდეს რამდენიმე ფორმით: ცოცხალი შესრულებით თეატრში, ფილმში, ტელევიზიით.

იხ. ვიდეო - Драма (род литературы) - Дра́ма — один из трёх родов литературы, наряду с эпосом и лирикой, принадлежит одновременно двум видам искусства: литературе и театру.Предназначенная для игры на сцене, драма от эпоса и лирики формально отличается тем, что текст в ней представлен в виде реплик персонажей и авторских ремарок и, как правило, разбит на действия и явления.К драме так или иначе относится любое литературное произведение, построенное в диалогической форме, в том числе комедия, трагедия, драма , фарс, водевиль и т.д.

დრამა ლიტერატურის სამი სახეობიდან ერთ-ერთია, ეპიკასა და ლირიკასთან ერთად, ერთდროულად განეკუთვნება ხელოვნების ორ სახეობას: ლიტერატურას და თეატრს. სცენაზე სათამაშოდ განკუთვნილი დრამა ფორმალურად განსხვავდება ეპოსის და ლირიკისგან იმით, რომ მასში წარმოდგენილია ტექსტი. პერსონაჟების რეპლიკებისა და ავტორის რეპლიკების სახით და, როგორც წესი, იყოფა მოქმედებებად და ფენომენებად.ასე თუ ისე დიალოგური ფორმით აგებული ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოები კომედია, ტრაგედია, დრამა, ფარსი, ვოდევილი და ა.შ. , ეხება დრამას. 
არისტოტელეს თანახმად დრამის მთავარი ნიშანი არის მოქმედების წარმოდგენა დიალოგების მეშვეობით. სწორედ ამ ნიშნით ის განსხვავდება ანტიკური ხანის თხრობითი ეპოსისაგან, ხოლო ახალ დროში კი რომანისგან.

თანამედროვე გაგებით დრამა იმისთვის იწერება, რომ მსახიობმა ითამაშოს თეატრში. ამ მიზეზის გამო ხშირად დრამატული ნაწარმოების ტექსტური ვერსია შეიცავს მითითებებს მსახიობთათვის, ხოლო XX საუკუნიდან რეჟისორთათვისაც.

წიგნის, ანუ ე.წ. წასაკითხი დრამა არის საგანგებო ფორმა, რომელიც უპირველეს ყოვლისა მკითხველზე და მკითხველისთვისაა გათვლილ-განკუთვნილი და არა სასცენოდ.

დრამა ხშირად დაყოფილია აქტებად, ხოლო აქტები კი სცენებად და სურათებად.

კლასიკური ფრანგული დრამა (რასინი, კორნელი) იყოფა 5 აქტად, იტალიური დრამა, რომელიც საოპერო ტრადიციებთანაა (მეტასტაზიო) დაკავშირებული 3 აქტს ანიჭებს უპირატესობას.

ისტორიიდან
ევროპული დრამა წარმოიშვა ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნის ათენში. ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე იყვნენ ტრაგედიის ყველაზე გამორჩეული ავტორები. არისტოტელემ მოგვიანებით თავის პოეტიკაში ტრაგედია გამოჰყო კომედიისაგან. მოგვიანებით ანტიკური დრამა რენესანსის ეპოქაში განვითარდა.

ძველად დრამებს ლექსებად წერდნენ, მაგრამ ახალ დროში დიალოგური ფორმით გამართულ პიესებში მძლავრობს თავისუფალი პროზა.

თავისთავად ცხადი არც ისაა, რომ დრამებში საუბრობენ: 1600 წლიდან ოპერა მოიაზრება კლასიკური ბერძნული დრამის ერთგვარი აღორძინება. (იხ. ფლორენციული კამერატა)

XVIII საუკუნიდან მოყოლებული მიმდინარეობს ცნებების (დრამა, ტრაგედია, კომედია, ბიურგერული დრამა, სახასიათო პიესა) მნიშვნელობათა ერთმანეთში აღრევა. XIX საუკუნიდან კი ტერმინ მელოდრამას, რომელსაც განსაკუთრებით გრძნობამომრევი, სენტიმენტალური და ინტრიგებით აღსავსე მოქმედებები ახასიათებს, ბევრი დრამის სინონიმადაც იყენებს.




Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...